თურქეთის პოლიციამ არაჰეტერონორმატიული ორიენტაციის ადამიანები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც ტაქსიმზე, სტამბულის ცენტრში შეიკრიბნენ, წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით დაარბია და არ მისცა საშუალება, ყოველწლიური გეი აღლუმი ჩაეტარებინათ.
მშვიდობიანი ადამიანების მიმართ გამოიყენეს რეზინის ტყვიები. პასუხად რამდენიმე ათასიანი ხალხის ჯგუფი სკანდირებდა - ”ფაშისტებო”. თურქეთში 20 დღეზე მეტია მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, რომლებიც როგორც მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს ატარებს. სწორედ ამის გამო დაარბიეს გეი აღლუმიც. ქვეყნის ოპოზიციური პარტიები პოლიციას უფლებამოსილების გადაჭარბებაში დებენ ბრალს.
მომზადებულია euronews.com-ს მიხედვით.