პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სეიშენის" წევრი მამის სიკვდილში პოლიციელებს ადანაშაულებს: "პოლიციელებმა ის მოტყუებით წაიყვანეს..."
"სეიშენის" წევრი მამის სიკვდილში პოლიციელებს ადანაშაულებს: "პოლიციელებმა ის მოტყუებით წაიყვანეს..."

"პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ის მო­ტყუ­ე­ბით წა­იყ­ვა­ნეს..."

ჯგუ­ფი "სე­ი­შე­ნის" წევ­რი - ლაშა აბ­ზი­ა­ნი­ძე მა­მის სიკ­ვდილ­ში სა­მარ­თალ­და­მა­ცა­ვებს ადა­ნა­შა­უ­ლებს. გა­სულ კვი­რას, 56 წლის ლე­ვან აბ­ზი­ა­ნი­ძე ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

სიკ­ვდი­ლამ­დე მან ოჯა­ხის წევ­რებ­თან სა­უ­ბა­რი მო­ას­წრო, მერე კი ერ­თა­დერთ ვაჟ­სა და მის მე­გო­ბარს ჩა­აკ­ვდა ხელ­ში. ლაშა აბ­ზი­ა­ნი­ძე საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას და დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის დას­ჯას ითხოვს. გარ­დაც­ვლილს ექ­სპერ­ტი­ზა უკვე ჩა­უ­ტარ­და და ახლა ოჯა­ხის წევ­რე­ბი პა­სუხს ელო­დე­ბი­ან. ლაშა აბ­ზი­ა­ნი­ძე მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნალ "გზას" ესა­უბ­რა:

"გზა": ად­რეც ხომ არ ჰყავ­დათ გა­დაყ­ვა­ნი­ლი ნარ­კო­ლო­გი­ურ­ში? ნარ­კო­ტი­კის მომ­ხმა­რე­ბე­ლი იყო?

ლაშა აბ­ზი­ა­ნი­ძე: მა­ნამ­დეც ბევ­რჯერ ჰყავ­დათ გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მა­მას პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლი ჰქონ­და, რად­გან ადრე "მა­რი­ხუ­ა­ნას" მოხ­მა­რე­ბის­თვის და­ა­კა­ვეს. 2000-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა გა­და­ახ­დე­ვი­ნეს და ერთი წელი პი­რო­ბი­თი მი­უ­სა­ჯეს. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით,პრო­ბა­ცი­ის სამ­სა­ხურს გა­და­ცე­მუ­ლი არ ჰქონ­და, ამი­ტომ პრო­ბა­ცი­ა­ში არ და­დი­ო­და. როცა შე­ა­ტყო­ბი­ნებ­დნენ, მა­შინ და­ი­წყებ­და ხე­ლის მო­სა­წე­რად სი­ა­რულს. მამა სულ ამ­ბობ­და: არ მეშ­ვე­ბი­ან. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, ითა­ნამ­შრომ­ლე ჩვენ­თან და და­გი­ცავ­თო. ამას არ და­თან­ხმდა. არ იყო ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რომ პო­ლი­ცი­ის აგენ­ტი გამ­ხდა­რი­ყო, სხვა­ნა­ი­რად ცხოვ­რობ­და. რომ ვერ და­ი­თან­ხმეს, მერე გა­და­ე­კიდ­ნენ, სის­ტე­მა­ტუ­რად აჩე­რებ­დნენ და გა­დაჰ­ყავ­დათ ნარ­კო­ლო­გი­ურ­ში შე­სა­მოწ­მებ­ლად. მი­თხრა, იქ რომ მი­მიყ­ვა­ნეს, კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი ჰყავ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი, რო­მელ­საც "მა­რი­ხუ­ა­ნა" ჰქონ­და. მა­საც და მეც, ორი­ვეს შარ­დმდე­ნი დაგ­ვა­ლე­ვი­ნე­სო. ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ სუფ­თა ვი­ყა­ვი, მაგ­რამ პო­ლი­ცი­ელ­მა მი­თხრა, უეჭ­ვე­ლად გექ­ნე­ბა მოხ­მა­რე­ბუ­ლი. თუ არ აღ­მო­გაჩ­ნდა, მა­შინ თავს მო­ვიკ­ლა­ვო. მა­მას უთ­ქვამს: მო­ამ­ზა­დე თოკი თა­ვის ჩა­მო­სახ­რჩო­ბად, რად­გან მარ­თლა სუფ­თა ვარო. ოქ­მში წე­რია, თით­ქოს მამა ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე წა­იყ­ვა­ნეს.

სამ­წუ­ხა­როდ, პო­ლი­ცი­ე­ლებს არა­ვინ მოს­თხოვს გან­მარ­ტონ, კონ­კრე­ტუ­ლად რა ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ. ცხა­დია, ეს მათი და­კა­ვე­ბის მე­თო­დია, ასე "მუ­შა­ო­ბენ". თურ­მე, მამა ვერ შარ­დავ­და და ანა­ლი­ზი რომ აე­ღოთ, 3 აბი შარ­დმდე­ნი და­ა­ლე­ვი­ნეს. თურ­მე, 3-სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი ჰყავ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი. შარ­დმდე­ნის მი­ცე­მის შემ­დეგ ბი­ო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზი აი­ღეს, მერე ისევ და­აბ­რუ­ნეს სამ­მარ­თვე­ლო­ში. სუფ­თა აღ­მოჩ­ნდა და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. არა­ნა­ი­რი მოხ­მა­რე­ბა არ და­დას­ტურ­და ექ­სპერ­ტი­ზით. მერე მო­ვი­და სახ­ლში. ჯერ დე­დას­თან უსა­უბ­რია და უთხო­ვია, - მგო­ნი წნე­ვა და­მი­ვარ­და და ყავა და­მა­ლე­ვი­ნეო. ყავა და­უ­ლე­ვია და ამის მერე გა­რეთ, ეზო­ში იჯდა.

ჩემი მე­გო­ბა­რი ბი­ჭიც იქ იყო და ისიც ის­მენ­და მა­მას მო­ნა­ყოლს. სხვე­ბის­თვი­საც ჰქონ­და მო­ყო­ლი­ლი და ალ­ბათ, ისი­ნიც და­ა­დას­ტუ­რე­ბენ. ვი­სა­უბ­რეთ, "სკა­მე­ი­კა­ზე" დავ­ტო­ვე და სახ­ლში შე­ვე­დი, - მალე მო­ვალ-მეთ­ქი. გვერ­დით ჩემი მე­გო­ბა­რი ეჯდა. მის­თვის უთ­ქვამს, რა­ღაც კარ­გად არ ვარო. ოთახ­ში ფეხი შევ­დგი თუ არა, მე­გობ­რის ყვი­რი­ლი გა­ვი­გო­ნე, - ჩქა­რა, წყა­ლი, წყა­ლი მო­ი­ტა­ნე­თო. რომ გა­მო­ვე­დი, მა­მას უკვე სი­ცო­ცხლის ნი­შან­წყა­ლი არ ეტყო­ბო­და. ყვე­ლა­ფე­რი წა­მებ­ში მოხ­და. გამ­წა­რე­ბუ­ლი, მის გა­დარ­ჩე­ნას ვცდი­ლობ­დი და თან, დახ­მა­რე­ბას ვი­თხოვ­დი. არ დავ­ბნე­ულ­ვარ, ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა ჩა­ვუ­ტა­რე, ყვე­ლა გზა ვცა­დე მის გა­და­სარ­ჩე­ნად, მაგ­რამ ვერ ვუშ­ვე­ლე. მივ­ხვდი, უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო, მაგ­რამ მა­ინც არ ვეშ­ვე­ბო­დი, იქ­ნებ გა­და­ვარ­ჩი­ნო-მეთ­ქი. "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბაც" 5 წუთ­ში მო­ვი­და, მაგ­რამ აზ­რიც აღარ ჰქონ­და არა­ფერს.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"სეიშენის" წევრი მამის სიკვდილში პოლიციელებს ადანაშაულებს: "პოლიციელებმა ის მოტყუებით წაიყვანეს..."

"სეიშენის" წევრი მამის სიკვდილში პოლიციელებს ადანაშაულებს: "პოლიციელებმა ის მოტყუებით წაიყვანეს..."

"პოლიციელებმა ის მოტყუებით წაიყვანეს..."

ჯგუფი "სეიშენის" წევრი - ლაშა აბზიანიძე მამის სიკვდილში სამართალდამაცავებს ადანაშაულებს. გასულ კვირას, 56 წლის ლევან აბზიანიძე ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ გარდაიცვალა.

სიკვდილამდე მან ოჯახის წევრებთან საუბარი მოასწრო, მერე კი ერთადერთ ვაჟსა და მის მეგობარს ჩააკვდა ხელში. ლაშა აბზიანიძე საქმის გამოძიებას და დამნაშავე პოლიციელების დასჯას ითხოვს. გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და ახლა ოჯახის წევრები პასუხს ელოდებიან. ლაშა აბზიანიძე მომხდართან დაკავშირებით ჟურნალ "გზას" ესაუბრა:

"გზა": ადრეც ხომ არ ჰყავდათ გადაყვანილი ნარკოლოგიურში? ნარკოტიკის მომხმარებელი იყო?

ლაშა აბზიანიძე: მანამდეც ბევრჯერ ჰყავდათ გადაყვანილი. მამას პირობითი სასჯელი ჰქონდა, რადგან ადრე "მარიხუანას" მოხმარებისთვის დააკავეს. 2000-ლარიანი ჯარიმა გადაახდევინეს და ერთი წელი პირობითი მიუსაჯეს. სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერჯერობით,პრობაციის სამსახურს გადაცემული არ ჰქონდა, ამიტომ პრობაციაში არ დადიოდა. როცა შეატყობინებდნენ, მაშინ დაიწყებდა ხელის მოსაწერად სიარულს. მამა სულ ამბობდა: არ მეშვებიან. პოლიციელები მეუბნებიან, ითანამშრომლე ჩვენთან და დაგიცავთო. ამას არ დათანხმდა. არ იყო ისეთი ადამიანი, რომ პოლიციის აგენტი გამხდარიყო, სხვანაირად ცხოვრობდა. რომ ვერ დაითანხმეს, მერე გადაეკიდნენ, სისტემატურად აჩერებდნენ და გადაჰყავდათ ნარკოლოგიურში შესამოწმებლად. მითხრა, იქ რომ მიმიყვანეს, კიდევ ერთი ადამიანი ჰყავდათ დაკავებული, რომელსაც "მარიხუანა" ჰქონდა. მასაც და მეც, ორივეს შარდმდენი დაგვალევინესო. ვეუბნებოდი, რომ სუფთა ვიყავი, მაგრამ პოლიციელმა მითხრა, უეჭველად გექნება მოხმარებული. თუ არ აღმოგაჩნდა, მაშინ თავს მოვიკლავო. მამას უთქვამს: მოამზადე თოკი თავის ჩამოსახრჩობად, რადგან მართლა სუფთა ვარო. ოქმში წერია, თითქოს მამა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე წაიყვანეს.

სამწუხაროდ, პოლიციელებს არავინ მოსთხოვს განმარტონ, კონკრეტულად რა ინფორმაცია ჰქონდათ. ცხადია, ეს მათი დაკავების მეთოდია, ასე "მუშაობენ". თურმე, მამა ვერ შარდავდა და ანალიზი რომ აეღოთ, 3 აბი შარდმდენი დაალევინეს. თურმე, 3-საათნახევარი ჰყავდათ დაკავებული. შარდმდენის მიცემის შემდეგ ბიოლოგიური ანალიზი აიღეს, მერე ისევ დააბრუნეს სამმართველოში. სუფთა აღმოჩნდა და გაათავისუფლეს. არანაირი მოხმარება არ დადასტურდა ექსპერტიზით. მერე მოვიდა სახლში. ჯერ დედასთან უსაუბრია და უთხოვია, - მგონი წნევა დამივარდა და ყავა დამალევინეო. ყავა დაულევია და ამის მერე გარეთ, ეზოში იჯდა.

ჩემი მეგობარი ბიჭიც იქ იყო და ისიც ისმენდა მამას მონაყოლს. სხვებისთვისაც ჰქონდა მოყოლილი და ალბათ, ისინიც დაადასტურებენ. ვისაუბრეთ, "სკამეიკაზე" დავტოვე და სახლში შევედი, - მალე მოვალ-მეთქი. გვერდით ჩემი მეგობარი ეჯდა. მისთვის უთქვამს, რაღაც კარგად არ ვარო. ოთახში ფეხი შევდგი თუ არა, მეგობრის ყვირილი გავიგონე, - ჩქარა, წყალი, წყალი მოიტანეთო. რომ გამოვედი, მამას უკვე სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ყველაფერი წამებში მოხდა. გამწარებული, მის გადარჩენას ვცდილობდი და თან, დახმარებას ვითხოვდი. არ დავბნეულვარ, ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარე, ყველა გზა ვცადე მის გადასარჩენად, მაგრამ ვერ ვუშველე. მივხვდი, უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ მაინც არ ვეშვებოდი, იქნებ გადავარჩინო-მეთქი. "სასწრაფო დახმარებაც" 5 წუთში მოვიდა, მაგრამ აზრიც აღარ ჰქონდა არაფერს.

განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ