სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გააქვთ ქვეყნიდან ქართველ ჩინოვნიკებს მილიონები?
 რატომ გააქვთ ქვეყნიდან ქართველ ჩინოვნიკებს მილიონები?

სექ­ტემ­ბერ­ში სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს­გან ძველ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს მი­ი­ღე­ბენ. ნახ­მა­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი, მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით, მოს­წავ­ლე­ე­ბის ნა­წილს გა­სუ­ლი სას­წავ­ლო წლის და­სა­წყის­შიც და­უ­რიგ­დათ. მათი ნა­წი­ლი სწავ­ლის­თვის იმ­დე­ნად გა­მო­უ­სა­დე­გა­რი იყო, რომ მშობ­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი იყ­ვნენ, შვი­ლე­ბის­თვის ან ახა­ლი წიგ­ნე­ბი შე­ე­ძი­ნათ, ან სხვის­გან "და­ექ­სე­რო­ქ­სე­ბი­ნათ" სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ნაკ­ლუ­ლი გვერ­დე­ბი. მოკ­ლედ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ და­პი­რე­ბულ­მა უფა­სო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის პრო­ექ­ტმა ორ წე­ლი­წად­ში სახე იც­ვა­ლა და სექ­ტემ­ბერ­ში სკო­ლა­ში მი­სულ მოს­წავ­ლე­ებს მერ­ხებ­ზე მარ­თა­ლია უფა­სო, მაგ­რამ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში საკ­მა­ოდ შე­ლა­ხუ­ლი წიგ­ნე­ბი დახ­ვდე­ბათ.

2013-2014 სას­წავ­ლო წლის­თვის უფა­სო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში 5 819 778 სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო და­ი­ბეჭ­და, რის­თვი­საც სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან 16 323 630 ლარი და­ი­ხარ­ჯა. 2014-2015 სას­წავ­ლო წლის­თვის 3 863 090 წიგ­ნი და­ბეჭ­და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ და ბი­უ­ჯე­ტი­დან ამის­თვის 12 251 685 ლარი გა­მო­ი­ყო. წელს კი სა­მი­ნის­ტრო ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი წიგ­ნე­ბი­სა და სა­მუ­შაო რვე­უ­ლე­ბის და­სა­ბეჭ­დად და­ახ­ლო­ე­ბით 1,5 მი­ლი­ონ ლარს ხარ­ჯავს და მხო­ლოდ 45 ათა­სი(!) ახა­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს და­ბეჭდ­ვას გეგ­მავს. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო აცხა­დებს, რომ სა­წყო­ბებ­ში არ­სე­ბობს ნახ­მა­რი, მაგ­რამ ვარ­გი­სი მა­რა­გი, თუმ­ცა რე­ა­ლო­ბა სულ სხვა რა­მე­ზე მე­ტყვე­ლებს.

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ ტენ­დე­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი­სა და რვე­უ­ლე­ბის ბეჭდ­ვა­ზე 26 ივ­ნისს გა­მო­ა­ცხა­და და 30-ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი უნდა გა­მო­ა­ცხა­დოს. სა­ტენ­დერო თან­ხა არა 2 მი­ლი­ო­ნი, არა­მედ 1 426 119 ლა­რია. მარ­თლაც არ­სე­ბობს რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ეს ტენ­დე­რი თურ­ქულ­მა კომ­პა­ნი­ამ მო­ი­გოს და წელს ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის ის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბაც კი თურ­ქეთ­ში და­ი­ბეჭ­დოს. ეს კი ნიშ­ნავს იმას, რომ დო­ლარ­ში კონ­ვერ­ტი­რე­ბუ­ლი ეს 1,4 მი­ლი­ო­ნი ლარი ქვეყ­ნი­დან გავა, რაც ლარ­ზე და­წო­ლას კი­დევ უფრო გაზ­რდის და მცი­რე, მაგ­რამ და­მა­ტე­ბით სა­ფუძ­ველს მის­ცემს გა­უ­ფა­სუ­რე­ბის­თვის. კი­დევ უფრო რომ გა­ვა­მარ­ტი­ვო პრობ­ლე­მა­თა არსი, იმ პი­რო­ბებ­ში, როცა ბიზ­ნე­სის სტი­მუ­ლი­რე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა მოქ­მე­დებს და ბი­უ­ჯე­ტი­დან უამ­რა­ვი თან­ხა იხარ­ჯე­ბა ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ სა­ხელ­მწი­ფო შეკ­ვე­თა შე­საძ­ლოა თურ­ქულ­მა კომ­პა­ნი­ამ შე­ას­რუ­ლოს. ეს კი ნიშ­ნავს იმას, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი კომ­პა­ნი­ის ნაც­ვლად, უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ის ბი­უ­ჯეტ­ში შევა თან­ხა სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯე­ტი­დან, ის თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში და­ა­საქ­მებს მუ­შა­ხელს და თა­ვი­სი ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტ­ში შე­ი­ტანს ფულს სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯე­ტი­დან წა­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბით.

ეს კი­დევ არა­ფე­რი, სა­ინ­ტე­რე­სოა, რაში და­ი­ხარ­ჯე­ბა და­ნარ­ჩე­ნი თან­ხა მი­ნის­ტრის მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი 6-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ბი­უ­ჯე­ტი­დან, ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 4,6 მი­ლი­ო­ნი ლარი. რო­გორც თა­მარ სა­ნი­კი­ძე ამ­ბობს, ამ ფულს გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის­გან არაგ­რი­ფი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის შე­სა­ძე­ნად გა­მო­ი­ყე­ნებს. ჩვენ რამ­დე­ნი­მე ქარ­თულ გა­მომ­ცემ­ლო­ბას ვე­სა­უბ­რეთ, მათ შო­რის "კლი­ოს", "დი­ო­გე­ნე­სა" და "შე­მეც­ნე­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლებს. რო­გორც გვი­თხრეს, მათ­თვის სა­მი­ნის­ტროს ასე­თი მო­თხოვ­ნით არ მი­უ­მარ­თავს. მე­ტიც, "დი­ო­გე­ნეს­თვის" უკვე ცნო­ბი­ლია, რომ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო მათ­გან წელს ფრან­გუ­ლი ენის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის შეს­ყიდ­ვა­საც კი არ აპი­რებს. "მივ­მარ­თე გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს შე­კი­თხვის წე­რი­ლით და ვცდი­ლობ გა­ვარ­კვიო, რა­ტომ არ ყი­დუ­ლო­ბენ ფრან­გუ­ლის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს. მი­ვი­ღე წე­რი­ლი, რომ წელს შე­ის­ყი­დი­ან მხო­ლოდ ინ­გლი­სუ­რი და გერ­მა­ნუ­ლი ენის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს "მაკ­მი­ლა­ნის" და "ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის" გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის­გან. ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ აღ­მოჩ­ნდნენ ის მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ფრან­გულს სწავ­ლო­ბენ, დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში" - ამ­ბობს "დი­ო­გე­ნეს" ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­მარ ლე­ბა­ნი­ძე.

თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ინ­გლი­სუ­რი ენის შეს­წავ­ლის მას­შტა­ბებს, ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი არ უნდა იყოს, რომ ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი 4,6 მი­ლი­ო­ნი ლა­რი­დან გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო უდი­დეს ნა­წილს სწო­რედ ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბის, "მაკ­მი­ლა­ნის" ახა­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის შე­სა­ძე­ნად და­ხარ­ჯავს. სა­ინ­ტე­რე­სოა, იმ ფონ­ზე, როცა ახა­ლი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის ბეჭდ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბა არ დგას, ასე მას­შტა­ბუ­რად რამ და­ა­ზი­ა­ნა ინ­გლი­სუ­რი ენის წიგ­ნე­ბი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს და­ახ­ლო­ე­ბით 5-ჯერ ძვი­რი უჯ­დე­ბა, ვიდ­რე სხვა ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქა­ღალ­დის ხა­რისხსა და წიგ­ნის მო­ცუ­ლო­ბა­ში გან­სხვა­ვე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად არ არის(!). თუმ­ცა, ამ ჯერ კი­დევ ამო­უხ­სნელ ამო­ცა­ნა­ზე არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო თა­ვად "მაკ­მი­ლა­ნის" სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­აა, რო­მე­ლიც სა­ფუძ­ველს ჯერ კი­დევ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ო­დი­დან იღებს.

თე­მის დე­ტა­ლე­ბი

მეტი ინ­ფორ­მა­ცია| თუ მოს­წავ­ლეს სკო­ლა­ში უვარ­გი­სი წიგ­ნე­ბი მის­ცეს, მშო­ბელს უფ­ლე­ბა აქვს, რომ ის შე­აც­ვლე­ვი­ნოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რატომ გააქვთ ქვეყნიდან ქართველ ჩინოვნიკებს მილიონები?

 რატომ გააქვთ ქვეყნიდან ქართველ ჩინოვნიკებს მილიონები?

სექტემბერში საჯარო სკოლის მოსწავლეები სახელმწიფოსგან ძველ სახელმძღვანელოებს მიიღებენ. ნახმარი სახელმძღვანელოები, მცირე რაოდენობით, მოსწავლეების ნაწილს გასული სასწავლო წლის დასაწყისშიც დაურიგდათ. მათი ნაწილი სწავლისთვის იმდენად გამოუსადეგარი იყო, რომ მშობლები იძულებული იყვნენ, შვილებისთვის ან ახალი წიგნები შეეძინათ, ან სხვისგან "დაექსეროქსებინათ" სახელმძღვანელოს ნაკლული გვერდები. მოკლედ, ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ დაპირებულმა უფასო სახელმძღვანელოების პროექტმა ორ წელიწადში სახე იცვალა და სექტემბერში სკოლაში მისულ მოსწავლეებს მერხებზე მართალია უფასო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში საკმაოდ შელახული წიგნები დახვდებათ.

2013-2014 სასწავლო წლისთვის უფასო სახელმძღვანელოების პროგრამის ფარგლებში 5 819 778 სახელმძღვანელო დაიბეჭდა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16 323 630 ლარი დაიხარჯა. 2014-2015 სასწავლო წლისთვის 3 863 090 წიგნი დაბეჭდა განათლების სამინისტრომ და ბიუჯეტიდან ამისთვის 12 251 685 ლარი გამოიყო. წელს კი სამინისტრო ქართულენოვანი წიგნებისა და სამუშაო რვეულების დასაბეჭდად დაახლოებით 1,5 მილიონ ლარს ხარჯავს და მხოლოდ 45 ათასი(!) ახალი სახელმძღვანელოს დაბეჭდვას გეგმავს. განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ საწყობებში არსებობს ნახმარი, მაგრამ ვარგისი მარაგი, თუმცა რეალობა სულ სხვა რამეზე მეტყველებს.

განათლების სამინისტრომ ტენდერი სახელმძღვანელოებისა და რვეულების ბეჭდვაზე 26 ივნისს გამოაცხადა და 30-ში გამარჯვებული უნდა გამოაცხადოს. სატენდერო თანხა არა 2 მილიონი, არამედ 1 426 119 ლარია. მართლაც არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ეს ტენდერი თურქულმა კომპანიამ მოიგოს და წელს ქართული სახელმძღვანელოების ის მცირე რაოდენობაც კი თურქეთში დაიბეჭდოს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დოლარში კონვერტირებული ეს 1,4 მილიონი ლარი ქვეყნიდან გავა, რაც ლარზე დაწოლას კიდევ უფრო გაზრდის და მცირე, მაგრამ დამატებით საფუძველს მისცემს გაუფასურებისთვის. კიდევ უფრო რომ გავამარტივო პრობლემათა არსი, იმ პირობებში, როცა ბიზნესის სტიმულირებისთვის სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს და ბიუჯეტიდან უამრავი თანხა იხარჯება ქართული წარმოების განვითარებისთვის, განათლების მინისტრი არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფო შეკვეთა შესაძლოა თურქულმა კომპანიამ შეასრულოს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი კომპანიის ნაცვლად, უცხოური კომპანიის ბიუჯეტში შევა თანხა საქართველოს ბიუჯეტიდან, ის თავის ქვეყანაში დაასაქმებს მუშახელს და თავისი ქვეყნის ბიუჯეტში შეიტანს ფულს საქართველოს ბიუჯეტიდან წაღებული თანხებით.

ეს კიდევ არაფერი, საინტერესოა, რაში დაიხარჯება დანარჩენი თანხა მინისტრის მიერ დასახელებული 6-მილიონიანი ბიუჯეტიდან, ანუ დაახლოებით 4,6 მილიონი ლარი. როგორც თამარ სანიკიძე ამბობს, ამ ფულს გამომცემლობებისგან არაგრიფირებული, მაგრამ სასწავლო პროცესში გამოყენებული სახელმძღვანელოების შესაძენად გამოიყენებს. ჩვენ რამდენიმე ქართულ გამომცემლობას ვესაუბრეთ, მათ შორის "კლიოს", "დიოგენესა" და "შემეცნების" ხელმძღვანელებს. როგორც გვითხრეს, მათთვის სამინისტროს ასეთი მოთხოვნით არ მიუმართავს. მეტიც, "დიოგენესთვის" უკვე ცნობილია, რომ განათლების სამინისტრო მათგან წელს ფრანგული ენის სახელმძღვანელოების შესყიდვასაც კი არ აპირებს. "მივმართე განათლების სამინისტროს შეკითხვის წერილით და ვცდილობ გავარკვიო, რატომ არ ყიდულობენ ფრანგულის სახელმძღვანელოებს. მივიღე წერილი, რომ წელს შეისყიდიან მხოლოდ ინგლისური და გერმანული ენის სახელმძღვანელოებს "მაკმილანის" და "ბაკურ სულაკაურის" გამომცემლობებისგან. ჩემთვის გაუგებარია, რატომ აღმოჩნდნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ფრანგულს სწავლობენ, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში" - ამბობს "დიოგენეს" ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე.

თუ გავითვალისწინებთ საჯარო სკოლებში ინგლისური ენის შესწავლის მასშტაბებს, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რომ ზემოთ მოყვანილი 4,6 მილიონი ლარიდან განათლების სამინისტრო უდიდეს ნაწილს სწორედ ბრიტანული გამომცემლობის, "მაკმილანის" ახალი სახელმძღვანელოების შესაძენად დახარჯავს. საინტერესოა, იმ ფონზე, როცა ახალი ქართული სახელმძღვანელოების ბეჭდვის საჭიროება არ დგას, ასე მასშტაბურად რამ დააზიანა ინგლისური ენის წიგნები, რომელიც სახელმწიფოს დაახლოებით 5-ჯერ ძვირი უჯდება, ვიდრე სხვა ქართულენოვანი სახელმძღვანელოები. მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდის ხარისხსა და წიგნის მოცულობაში განსხვავება პრაქტიკულად არ არის(!). თუმცა, ამ ჯერ კიდევ ამოუხსნელ ამოცანაზე არანაკლებ საინტერესო თავად "მაკმილანის" სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული ისტორიაა, რომელიც საფუძველს ჯერ კიდევ ყოფილი ხელისუფლების პერიოდიდან იღებს.

თემის დეტალები

მეტი ინფორმაცია| თუ მოსწავლეს სკოლაში უვარგისი წიგნები მისცეს, მშობელს უფლება აქვს, რომ ის შეაცვლევინოს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია