პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თქვენთვის უცნობი ჩემი ეთო კაკულია
თქვენთვის უცნობი ჩემი ეთო კაკულია

წყა­რო: ბესო ჩუ­ბი­ნი­ძის გვერ­დი, "ინ­ტერ­მე­დია"

... რამ­დენ­ჯერ აწყე­ნი­ნეს, რამ­დენ­ჯერ გული გა­უ­ტე­ხეს, რამ­დენ­ჯერ ატ­კი­ნეს. წინა დღეს, სა­ერ­თოდ, ჩემს გა­და­ცე­მა­ში პირ­ვე­ლი ბლო­კი იმას მი­ვუ­ძღვე­ნი, რომ ცო­ცხა­ლია ეთო, და­ა­ნე­ბეთ თავი, ნუ დებთ დრო­ზე ადრე მი­წა­ში-თქო, მაგ­რამ ეს - წინა დღეს, დღეს ეთო მარ­თლა აღა­რაა!

ერთხელ, სა­ერ­თოდ მის­მა კო­ლე­გამ თა­ვი­სი­ვე კონ­ცერ­ტზე გა­მო­უ­ცხა­და ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში შეკ­რე­ბილ ხალ­ხს - ეთერ კა­კუ­ლია გარ­და­იც­ვა­ლა და წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ მის ხსოვ­ნა­სო, 2200 კა­ცი­ა­ნი დარ­ბა­ზი­დან 1000 ზარი მა­ინც შე­მო­ვი­და ჩემს მო­ბი­ლურ­ზე მა­შინ, ერ­თა­დერ­თი კი­თხვით: - ბესო, ეთო რო­გო­რაა? ახლა ამან და ამან თა­ვის კონ­ცერ­ტზე გა­მო­ა­ცხა­და - ეთო გარ­და­იც­ვა­ლაო!

ჰო, ეტ­კი­ნა მა­შინ ეთოს ეს, ძა­ლი­ან ეტ­კი­ნა, და იცით კი­დევ რა ეტ­კი­ნა - ერთი მა­ინც და­ე­რე­კა ჩემ­თვის და ბო­დი­ში მო­ე­ხა­დაო, - წუხ­და!

- "ფე­ის­ბუ­ქით" მო­გი­ხა­და ეთო ბო­დი­ში, მკვდრად რომ გა­მო­გა­ცხა­და-თქო - ხუმ­რო­ბა ვცა­დე.

- კაი რა. ბესო, "ფე­ის­ბუ­ქი" რა­ვი­ცი მეო. - მი­თხრა და იცით რამ­დენ­ხან­ში გა­და­უ­ა­რა ამ წყე­ნამ? ათ წამ­ში... - არა­აა რააა, მა­გა­რი მომ­ღე­რა­ლი­აო... თქვა მას­ზე ეთომ და მორ­ჩა!

სი­ტყვამ მო­ი­ტა­ნა და 4-5 წლის უკან ვუ­თხა­რი - ეთო შენი "ფე­ი­სი" უნდა გავ­ხსნათ, თორე ხალ­ხი უკვე ვე­ღარ გა­მო­ხა­ტავს შენს სიყ­ვა­რულს და მო­ნატ­რე­ბას-თქო! მე­გო­ნა სხვა, მისი თა­ო­ბის მომ­ღერ­ლე­ბი­ვით და­ი­წყებ­და - რა "ფე­ის­ბუ­ქი" რა­ვი­ცი ეგ რა არი­სო, არა - პი­რი­ქით: - გა­ა­კე­თე და მეც და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი ჩემს ხალ­ხს და სა­ზღვარ­გა­რე­თაც ხომ მო­მის­მე­ნენ, რომ მივ­მარ­თა­ვო?! - ჰო-თქო... და ემახ­სოვ­რე­ბა მკი­თხველს, რამ­დენ­ჯე­რაც მი­მარ­თა ეთომ თა­ვის "ფე­ის­ბუ­ქის" მე­გობ­რებს, რამ­დენ­ჯერ მო­ე­ფე­რა, რო­გორ უყ­ვარ­და ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი, რო­გორ უხა­რო­და მათ­თან ერ­თად ყოფ­ნა...

ალ­კა­ზარ კა­კუ­ლია10 ივ­ნისს, მე და მისი საყ­ვა­რე­ლი ძმა, ალ­კა­ზარ კა­კუ­ლია აერ­პორ­ტში ვე­ლო­დე­ბო­დით ეთოს ის­რა­ა­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბას, ვხუმ­რობ­დით, ათა­სი რამე გა­ვიხ­სე­ნეთ ეთოს მო­ლო­დინ­ში, - კა­ცუ­რი კა­ცია ეთოს ძმა, ალ­კა­ზა­რი, - კა­ცუ­რი-კაცი... რო­გორ უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი თქვენ არ იცით, ერ­თმა­ნე­თით ცო­ცხლობ­დნენ, ერ­თმა­ნე­თი ესიყ­ვა­რუ­ლე­ბო­დათ, ეთო ამ­ბობ­და: - რა ბუ­ზღუ­ნა ხარ ძმუკ­ლი­კო რა არის, რომ ბრაზ­დე­ბი სად ორ­თქლდე­ბი და იკარ­გე­ბიო?! ძმუკ­ლი­კოც უფ­რო­სი ძმის ფუნ­ქცი­ას იფე­რებ­და და: - კაი რა ეთო, გა­ი­გე რომ გე­უბ­ნე­ბი­ან რა, ყვე­ლა­ფერ­ზე ასე არ შე­იძ­ლე­ბაო, სულ პო­ზი­ტი­ვი, სულ იღი­მი, ამ­ხე­ლა ქალი ხარ რა! - ეს ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი და-ძმუ­რი კინ­კლა­ო­ბა იყო ხოლ­მე....

დღეს კი, ტი­რო­და ალ­კა­ზა­რი, ტი­რო­და უცებ მო­ტე­ხი­ლი ვაჟ­კა­ცი, ტი­რო­და და ერთ სი­ტყვას იმე­ო­რებ­და: - ასე რა­ტომ მო­მი­ლო­ცე და­ბა­დე­ბის დღე დაო (29 ივ­ნისს აქვს ბ-ონ ალე­კოს და­ბა­დე­ბის დღე), ხომ შემ­პირ­დი, რომ შენს და­ბა­დე­ბის დღეს მო­ვალ და ვიმ­ღე­რე­ბო?! შენ ხომ ტყუ­ი­ლებს არ მე­უბ­ნე­ბო­დი ჩემო დაო, რა­ტომ მო­მა­ტყუე ახლა.... ტი­რო­და ამ­ხე­ლა კაცი...

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

თქვენთვის უცნობი ჩემი ეთო კაკულია

თქვენთვის უცნობი ჩემი ეთო კაკულია

წყარო: ბესო ჩუბინიძის გვერდი, "ინტერმედია"

... რამდენჯერ აწყენინეს, რამდენჯერ გული გაუტეხეს, რამდენჯერ ატკინეს. წინა დღეს, საერთოდ, ჩემს გადაცემაში პირველი ბლოკი იმას მივუძღვენი, რომ ცოცხალია ეთო, დაანებეთ თავი, ნუ დებთ დროზე ადრე მიწაში-თქო, მაგრამ ეს - წინა დღეს, დღეს ეთო მართლა აღარაა!

ერთხელ, საერთოდ მისმა კოლეგამ თავისივე კონცერტზე გამოუცხადა ფილარმონიაში შეკრებილ ხალხს - ეთერ კაკულია გარდაიცვალა და წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნასო, 2200 კაციანი დარბაზიდან 1000 ზარი მაინც შემოვიდა ჩემს მობილურზე მაშინ, ერთადერთი კითხვით: - ბესო, ეთო როგორაა? ახლა ამან და ამან თავის კონცერტზე გამოაცხადა - ეთო გარდაიცვალაო!

ჰო, ეტკინა მაშინ ეთოს ეს, ძალიან ეტკინა, და იცით კიდევ რა ეტკინა - ერთი მაინც დაერეკა ჩემთვის და ბოდიში მოეხადაო, - წუხდა!

- "ფეისბუქით" მოგიხადა ეთო ბოდიში, მკვდრად რომ გამოგაცხადა-თქო - ხუმრობა ვცადე.

- კაი რა. ბესო, "ფეისბუქი" რავიცი მეო. - მითხრა და იცით რამდენხანში გადაუარა ამ წყენამ? ათ წამში... - არააა რააა, მაგარი მომღერალიაო... თქვა მასზე ეთომ და მორჩა!

სიტყვამ მოიტანა და 4-5 წლის უკან ვუთხარი - ეთო შენი "ფეისი" უნდა გავხსნათ, თორე ხალხი უკვე ვეღარ გამოხატავს შენს სიყვარულს და მონატრებას-თქო! მეგონა სხვა, მისი თაობის მომღერლებივით დაიწყებდა - რა "ფეისბუქი" რავიცი ეგ რა არისო, არა - პირიქით: - გააკეთე და მეც დაველაპარაკები ჩემს ხალხს და საზღვარგარეთაც ხომ მომისმენენ, რომ მივმართავო?! - ჰო-თქო... და ემახსოვრება მკითხველს, რამდენჯერაც მიმართა ეთომ თავის "ფეისბუქის" მეგობრებს, რამდენჯერ მოეფერა, როგორ უყვარდა ქართველი ემიგრანტები, როგორ უხაროდა მათთან ერთად ყოფნა...

ალკაზარ კაკულია10 ივნისს, მე და მისი საყვარელი ძმა, ალკაზარ კაკულია აერპორტში ველოდებოდით ეთოს ისრაალიდან დაბრუნებას, ვხუმრობდით, ათასი რამე გავიხსენეთ ეთოს მოლოდინში, - კაცური კაცია ეთოს ძმა, ალკაზარი, - კაცური-კაცი... როგორ უყვარდათ ერთმანეთი თქვენ არ იცით, ერთმანეთით ცოცხლობდნენ, ერთმანეთი ესიყვარულებოდათ, ეთო ამბობდა: - რა ბუზღუნა ხარ ძმუკლიკო რა არის, რომ ბრაზდები სად ორთქლდები და იკარგებიო?! ძმუკლიკოც უფროსი ძმის ფუნქციას იფერებდა და: - კაი რა ეთო, გაიგე რომ გეუბნებიან რა, ყველაფერზე ასე არ შეიძლებაო, სულ პოზიტივი, სულ იღიმი, ამხელა ქალი ხარ რა! - ეს ყველაზე ლამაზი და-ძმური კინკლაობა იყო ხოლმე....

დღეს კი, ტიროდა ალკაზარი, ტიროდა უცებ მოტეხილი ვაჟკაცი, ტიროდა და ერთ სიტყვას იმეორებდა: - ასე რატომ მომილოცე დაბადების დღე დაო (29 ივნისს აქვს ბ-ონ ალეკოს დაბადების დღე), ხომ შემპირდი, რომ შენს დაბადების დღეს მოვალ და ვიმღერებო?! შენ ხომ ტყუილებს არ მეუბნებოდი ჩემო დაო, რატომ მომატყუე ახლა.... ტიროდა ამხელა კაცი...

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია