Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში შექმნილი ახალი საერთაშორისო ტურისტული სააგენტო ”08 თრეველი” მსურველებს კოსმოსში მოგზაურობასაც სთავაზობს
საქართველოში შექმნილი ახალი საერთაშორისო ტურისტული სააგენტო ”08 თრეველი” მსურველებს კოსმოსში მოგზაურობასაც სთავაზობს

სა­ინ­ფორმ­ციო ცენ­ტრ "118 08"-ს დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 608 ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­აა. რამ­დე­ნი­მე დღეა მათ რი­ცხვს სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია "08 თრე­ვე­ლი" შე­უ­ერ­თდა. ახალ სა­ა­გენ­ტოს ასე­უ­ლო­ბით კონ­კუ­რენ­ტის­გან სან­დო­ო­ბა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი და შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი გა­მო­არ­ჩევს.

გარ­და სტან­დარ­ტუ­ლი ტუ­რე­ბი­სა, ამა­ზო­ნის ჯუნ­გლე­ბი, სა­ჰა­რის უდაბ­ნო, ჰი­მა­ლა­ის მთე­ბი, ან­ტარ­ქტი­და, პა­კა­ი­ას ვულ­კა­ნი, კოს­მო­სი, - ეს იმ ად­გი­ლე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, სა­დაც "08 თრე­ვე­ლი" მო­ქა­ლა­ქე­ებს მოგ­ზა­უ­რო­ბას სთა­ვა­ზობს.

კონ­კრე­ტულ შე­თა­ვა­ზე­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი შე­იძ­ლე­ბა სა­ჭი­რო არც იყოს, რად­გან სა­ა­გენ­ტო მომ­ხმა­რებ­ლებს მათი სურ­ვი­ლის, შე­საძ­ლებ­ლო­ბის, გე­მოვ­ნე­ბის, მო­თხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ტუ­რებს მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და­უ­გეგ­მავს. ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებს სა­ერ­თო­შო­რი­სო დო­ნე­ზე გა­ფორ­მე­ბუ­ლი ექ­სკლუ­ზი­უ­რი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი და სან­დო­ო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს. ახა­ლი კომ­პა­ნია სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრ "118-08"-ს ბა­ზა­ზე შე­იქ­მნა, რაც უზარ­მა­ზა­რი მო­ცუ­ლო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და კონ­ტაქ­ტე­ბის ფლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

გი­ორ­გი ქო­ჩ­ლა­ძე, სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია "08 თრე­ვე­ლის" დი­რექ­ტო­რი:

- დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრ "118 08"-ში შე­სუ­ლი ზა­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­თხოვ­ნას უკავ­შირ­დე­ბა. ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ანს აინ­ტე­რე­სებს ამ ტი­პის მო­ნა­ცე­მე­ბი, ბი­ლე­თის ფასი, ტუ­რე­ბი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით და ა.შ. ზა­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ტე­რეს­მა ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტოს შექ­მნა გვა­ფიქ­რე­ბი­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, რამ­დე­ნი­მე დღეა სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრ "118-08"-ს ბა­ზა­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო "08 თრე­ვე­ლი" შე­იქ­მნა, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში გა­მოც­დი­ლი მე­ნე­ჯმენ­ტი ჩა­უდ­გა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში 608 ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­აა, მათ­გან 484 თბი­ლის­ში ოპე­რი­რებს. რა უპი­რა­ტე­სო­ბას ფლობთ ასე­უ­ლო­ბით კონ­კუ­რენ­ტთან შე­და­რე­ბით?

- ეს არის სან­დო­ო­ბა, გა­მოც­დი­ლე­ბა, პირ­და­პი­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი. ჩვე­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბა იქ­ნე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. კომ­პა­ნია ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია გა­მორ­ჩე­უ­ლი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე, რო­გორც გარე, ასე­ვე, შიდა ტუ­რიზ­მზე. ჩვე­ნი პირ­და­პი­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რე­ბი გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას მომ­ხმა­რე­ბელს შევ­თა­ვა­ზოთ ბა­ზარ­ზე ყვე­ლა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მი ფა­სე­ბი. "08 თრე­ვე­ლის" უმ­თავ­რე­სი უპი­რა­ტე­სო­ბაა, რო­გორც და­ბალ ბი­უ­ჯე­ტი­ან, ასე­ვე სა­შუ­ა­ლო და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის მქო­ნე მომ­ხმა­რებ­ლებს ზედ­მი­წევ­ნით ზუს­ტად და პრო­ფე­სო­ნა­ლუ­რად შე­ვურ­ჩი­ოთ მას­ზე მორ­გე­ბუ­ლი ტური მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვენ და­ვამ­ყა­რეთ პირ­და­პი­რი და უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ექ­სკლუ­ზი­უ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს უმ­სხვი­ლეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სატ­რან­სპორ­ტო და ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ებ­თან. მსხვილ ტურ-ოპე­რატ­რებ­თან ექ­სკლუ­ზი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი ყვე­ლა­ზე და­ბალ ფა­სებ­სა და ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებს გა­ნა­პი­რო­ბებს. გვაქვს პირ­და­პი­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე სას­ტუმ­როს­თან, შე­სა­ბა­მი­სად, მათ­გან გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო ფა­სე­ბი გვაქვს.

- ერ­თია, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებს მოგ­ზა­უ­რო­ბას მათი სურ­ვი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად უგეგ­მავთ. რას სთა­ვა­ზობთ მათ, ვინც თქვენ­თან კონ­კრე­ტუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის გა­რე­შე მო­დის?

- უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია მგზავ­რის სურ­ვი­ლე­ბის ბო­ლომ­დე გა­გე­ბა. ზოგს ღა­მის კლუ­ბე­ბი და თავ­გა­და­სავ­ლე­ბი სურს, ზოგს კი მშვი­დი გა­რე­მო. მგზავ­რის სურ­ვი­ლის და ბი­უ­ჯე­ტის და­ზუს­ტე­ბის შემ­დგომ ვთა­ვა­ზობთ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას ბევ­რი სხვა­დას­ხვა შე­მო­თა­ვა­ზე­ბი­დან. გვაქვს ექ­სკლუ­ზი­უ­რად გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რი კუ­რორ­ტებ­ზე. პი­რა­დად დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლი გვაქვს სხვა­დას­ხვა ევ­რო­პუ­ლი სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტე­ბი და შეგ­ვიძ­ლია გავ­ცეთ ყვე­ლა­ზე კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი რჩე­ვე­ბი მგზავ­რის მო­თხოვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ტუ­რე­ბის გარ­და, მომ­ხმა­რებ­ლებს ვთა­ვა­ზობთ ავი­ა­ბი­ლე­თებს, ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვას, სა­ექ­სკურ­სიო მომ­სა­ხუ­რე­ბას, მან­ქა­ნის ქი­რა­ო­ბას... ყვე­ლა­ფერს, რაც ტუ­რისტს ჭირ­დე­ბა კომ­ფორ­ტუ­ლი დას­ვე­ნე­ბის­თვის. ჩვე­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში შე­დის, რო­გორც სტან­დარ­ტუ­ლი ტუ­რე­ბი, ასე­ვე პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა სა­ხე­ო­ბის ტური, თუ ექ­სკურ­სია, რო­გო­რე­ბი­ცა მა­გა­ლი­თად: სა­თავ­გა­და­სავ­ლო, კულ­ტუ­რუ­ლი, პი­ლიგ­რი­მუ­ლი, სპორ­ტუ­ლი, მუ­სი­კა­ლუ­რი, ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი, სა­ქორ­წი­ლო და სხვა ტუ­რე­ბი. აგ­რეთ­ვე, ტუ­რე­ბი სამ­ყა­როს ყვე­ლა­ზე ეგ­ზო­ტი­კურ ად­გი­ლებ­ში. შე­საძ­ლე­ბე­ლია ცნო­ბი­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის, მა­გა­ლი­თად მა­დო­ნას კონ­ცერ­ტზე ან სპორ­ტულ შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე დას­წრე­ბა.

- ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­დით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნად მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე - ეგ­ვიპ­ტი­სა და თურ­ქე­თის ტუ­რებ­ზე ვი­სა­უბ­როთ. რა ჯდე­ბა ამ ქვეყ­ნებ­ში დას­ვე­ნე­ბა?

- გვაქვს სტან­დარ­ტუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი და აქ­ცი­ე­ბი. აქ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ეგ­ვიპ­ტე­სა და თურ­ქეთ­ში დას­ვე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია 175 დო­ლა­რი­დან. ამ თან­ხა­ში შე­დის ერთ კვი­რი­ა­ნი სრუ­ლი პა­კე­ტი. სტან­დარ­ტუ­ლი პი­რო­ბე­ბით კი ეგ­ვიპ­ტე­ში დას­ვე­ნე­ბა შეს­ძლე­ბე­ლია 320 დო­ლა­რი­დან, თურ­ქეთ­ში კი 260 დო­ლა­რი­დან.

- რას სთა­ვა­ზობთ მათ, ვინც ბავ­შვებ­თან ერ­თად დას­ვე­ნე­ბას ამ­ჯო­ბი­ნებს?

- შარმ ელ შე­იხ­ში ოთახ­ში ერთი, 12 წლამ­დე ბავ­შვის გან­თავ­სე­ბა უფა­სოა. მე­ო­რე ბავ­შვზე კონ­კრე­ტუ­ლი სას­ტუმ­როს ფას­დაკ­ლე­ბა, შე­საძ­ლოა 30-დან 70 პრო­ცენ­ტამ­დე მერ­ყე­ობ­დეს. თურ­ქეთ­შიც ფას­დაკ­ლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია სას­ტუმ­რო­ზე და ბავ­შვის ასაკ­ზე. ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში ბავ­შვებ­ზე ფას­დაკ­ლე­ბა მოქ­მე­დებს. გარ­და ამი­სა, ბავ­შვებს ვთა­ვა­ზობთ მოგ­ზა­უ­რო­ბას ნე­ბის­მი­ერ დის­ნეი ლენდში და ასე­ვე საკ­რუ­ი­ზო გემ­ზე, სა­დაც დის­ნეი ლენ­დი, გა­სარ­თო­ბი პარ­კე­ბი და ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი. შე­საძ­ლე­ბე­ლია ტური პა­რიზ­ში, ას­ტე­რიქ­სი­სა და ობე­ლიქ­სის პარკში.

- ახლა ვი­სა­უბ­როთ სპე­ცი­ა­ლუ­რი, ეგ­ზო­ტი­კუ­რი, არას­ტან­დარ­ტუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის შე­სა­ხებ. რო­გორც გა­ვი­გე, მო­ქა­ლა­ქე­ებს კოს­მოს­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას პირ­დე­ბით.

- აშშ-ში გვაქვს პირ­და­პი­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა კომ­პა­ნი­ას­თან, რო­მე­ლიც ამ ტურს უზ­რუნ­ველ­ყოფს. "ნუ­ლო­ვა­ნი გრა­ვი­ტა­ცი­ის ტური" იძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბას, სპე­ცი­ა­ლუ­რი შატ­ლი/თვითმფრი­ნა­ვით, ადა­მი­ა­ნებ­მა იფ­რი­ნონ ატ­მოს­ფე­როს ზედა შრე­ე­ბი­სა და ღია კოს­მო­სის სა­ზღვარ­ზე. ეს კი, თა­ვის მხრივ, მათ აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას გა­ნი­ცა­დონ ე.წ. "ნუ­ლო­ვა­ნი გრა­ვი­ტა­ცია", ანუ სრუ­ლი უწო­ნა­დო­ბა, რო­გორც ას­ტრო­ნავ­ტებ­მა.

- რა ღირს ეს მომ­სა­ხუ­რე­ბა?

- ფასი ძა­ლი­ან ბევრ დე­ტალ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ, სა­შუ­ა­ლოდ რომ ვი­ან­გა­რი­შოთ, ამე­რი­კა­ში მგზავ­რო­ბის, გან­თავ­სე­ბის და აღ­ნიშ­ნუ­ლი ტუ­რის მთლი­ა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 7,500 დო­ლა­რი­დან იწყე­ბა. გარ­და ამი­სა, შე­საძ­ლე­ბე­ლია მოგ­ზა­უ­რო­ბა დე­და­მი­წის ყვე­ლა­ზე ამო­უც­ნობ და უკაც­რი­ელ კონ­ტი­ნენტზე, ან­ტარ­ქტი­და­ზე არ­ქტი­კუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. ასე­ვე, გვაქვს ტუ­რე­ბი პა­კა­ი­ას ნა­ცი­ო­ნა­ლურ პარკში, სა­დაც მოგ­ზა­უ­რებს ვულ­კა­ნის პლა­ტო­ზე გავ­ლი­სა და ლა­ვის მოქ­მე­დი მდი­ნა­რის ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ. ამა­ზო­ნის ჯუნ­გლებ­ში 4 დღი­ა­ნი ექ­სკურ­სი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 850 ევ­რო­დან იწყე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პი­ლიგ­რი­მულ ტუ­რებს, ის­რა­ელ­ში სა­აღ­დგო­მო ტუ­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 975 ევ­რო­დან იწყე­ბა.

- თუ ისარ­გებ­ლე­ბენ ფას­დაკ­ლე­ბით ჯგუ­ფე­ბი?

- ჯგუ­ფურ ტუ­რებ­ზე მომ­ხმა­რებ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბულ მომ­სა­ხუ­რე­ბა­სა და გან­სა­კუთ­რე­ბულ ფას­დაკ­ლე­ბას ვთა­ვა­ზობთ. ფა­სადკ­ლე­ბის მო­ცუ­ლო­ბა ბევრ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მათ შო­რის ად­გილ­დე­ბა­რე­ო­ბა­სა და ბი­უ­ჯეტ­ზე.

- თუ გაქვთ შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლის მსურ­ველ­თათ­ვის?

- რამ­დე­ნი­მე თვე­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ შე­მოდ­გო­მი­დან, ჩვენს მომ­სა­ხუ­რე­ბას სას­წავ­ლო, პრო­ფე­სი­უ­ლი შე­თა­ვა­ზე­ე­ბე­ბიც და­ე­მა­ტე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის, სტუ­დენ­ტე­ბი­სა და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი­სათ­ვის.

- რაც შე­ე­ხე­ბა შიდა ტუ­რებს, ალ­ბათ, ამ შემ­თხვე­ვა­შიც არ­ჩე­ვა­ნი შე­უ­ზღუ­და­ვია.

- "118 08"-ს ბა­ზი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­ცით ყვე­ლა გი­დის, ყვე­ლა სას­ტუმ­როს, ყვე­ლა ავ­ტო­ბუ­სის ნო­მე­რი. მსგავ­სი ბაზა სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ვის აქვს. შე­საძ­ლე­ბე­ლია მოგ­ზა­უ­რო­ბა ყველ­გან, მათ შო­რის, ყაზ­ბეგ­ში, რა­ჭა­ში, სვა­ნეთ­ში, აჭა­რა­ში, კა­ხეთ­ში...

- რო­გო­რია გა­დახ­დის პი­რო­ბე­ბი, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა გან­ვა­დე­ბა?

- მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბი­სას შე­საძ­ლე­ბე­ლია 0%-იანი გან­ვა­დე­ბა. მათ შო­რის, 3-დან 24 თვემ­დე. გვაქვს ასე­ვე გა­დახ­დის მარ­ტი­ვი მე­თო­დი, ან­გა­რიშს­წო­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ბან­კში მი­უს­ვლე­ლად, ჩვენს ოფის­ში მდე­ბა­რე "ფეი ბოქ­სის" მეშ­ვე­ო­ბით.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია "08 თრე­ვე­ლი" ჭავჭვა­ძის 16-ში მდე­ბა­რე­ობს. აღ­ნიშ­ნულ მი­სა­მარ­თზე გან­თავ­სე­ბულ ოფის­ში, სა­სი­ა­მოვ­ნო, თა­ნა­მედ­რო­ვე გა­რე­მო­ში მი­სულ მო­ქა­ლა­ქე­ებს გა­მოც­დი­ლი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პერ­სო­ნა­ლი მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. მათ ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე დი­ზა­ი­ნერ­მა თე­ო­ნა თა­ვარ­თქი­ლა­ძემ იზ­რუ­ნა. სა­ა­გენ­ტო მუ­შა­ობს ორ­შა­ბა­თი­დან შა­ბა­თის ჩათ­ვლით, 10:00-დან 19:00 სა­ა­თამ­დე, თუმ­ცა სა­მო­მავ­ლოდ, კომ­პა­ნია 24 სა­ა­თი­ან მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე გა­დას­ვლას გეგ­მავს, რათა მომ­ხმა­რე­ბელ­მა ავი­ა­ბი­ლე­თის, ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვის პო­ლი­სის, ტუ­რი­სა და ყვე­ლა სა­ხის ტუ­რის­ტუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მო­ა­ხერ­ხოს. კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ სა­ინ­ტე­რე­სო და ყო­ველ­თვის სი­ურპრი­ზე­ბით სავ­სე იქ­ნე­ბა კომ­პა­ნი­ის "ფე­ის­ბუქ" გვერ­დიც "08 თრე­ვე­ლი - 08 Travel", რის გა­მოც, მომ­ხმა­რე­ბელს გვერ­დის მო­წო­ნე­ბას ურ­ჩე­ვენ. და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ნომ­რებ­ზე: 2-08 ან 118-08.

R

საქართველოში შექმნილი ახალი საერთაშორისო ტურისტული სააგენტო ”08 თრეველი” მსურველებს კოსმოსში მოგზაურობასაც სთავაზობს

საქართველოში შექმნილი ახალი საერთაშორისო ტურისტული სააგენტო ”08 თრეველი” მსურველებს კოსმოსში მოგზაურობასაც სთავაზობს

საინფორმციო ცენტრ “118 08”-ს დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 608 ტურისტული კომპანიაა. რამდენიმე დღეა მათ რიცხვს საერთაშორისო ტურისტული კომპანია ”08 თრეველი” შეუერთდა. ახალ სააგენტოს ასეულობით კონკურენტისგან სანდოობა, წარმოუდგენელი ხელსაყრელი პირობები და შეთავაზებები გამოარჩევს.

გარდა სტანდარტული ტურებისა, ამაზონის ჯუნგლები, საჰარის უდაბნო, ჰიმალაის მთები, ანტარქტიდა, პაკაიას ვულკანი, კოსმოსი, - ეს იმ ადგილების არასრული ჩამონათვალია, სადაც ”08 თრეველი” მოქალაქეებს მოგზაურობას სთავაზობს.

კონკრეტულ შეთავაზებებზე საუბარი შეიძლება საჭირო არც იყოს, რადგან სააგენტო მომხმარებლებს მათი სურვილის, შესაძლებლობის, გემოვნების, მოთხოვნების გათვალისწინებით ტურებს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით დაუგეგმავს. ხელსაყრელ პირობებს საერთოშორისო დონეზე გაფორმებული ექსკლუზიური შეთავაზებები და სანდოობა განაპირობებს. ახალი კომპანია საინფორმაციო ცენტრ ”118-08”-ს ბაზაზე შეიქმნა, რაც უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციისა და კონტაქტების ფლობას გულისხმობს.

გიორგი ქოჩლაძე, საერთაშორისო ტურისტული კომპანია ”08 თრეველის” დირექტორი:

- დღის განმავლობაში საინფორმაციო ცენტრ ”118 08”-ში შესული ზარების გარკვეული ნაწილი ტურისტული ინფორმაციის მოთხოვნას უკავშირდება. ასეულობით ადამიანს აინტერესებს ამ ტიპის მონაცემები, ბილეთის ფასი, ტურები სხვადასხვა მიმართულებით და ა.შ. ზარების რაოდენობამ და მოქალაქეების ინტერესმა ტურისტული სააგენტოს შექმნა გვაფიქრებინა. შესაბამისად, რამდენიმე დღეა საინფორმაციო ცენტრ ”118-08”-ს ბაზაზე საერთაშორისო ტურისტული სააგენტო ”08 თრეველი” შეიქმნა, რომელსაც სათავეში გამოცდილი მენეჯმენტი ჩაუდგა.

- საქართველოში 608 ტურისტული კომპანიაა, მათგან 484 თბილისში ოპერირებს. რა უპირატესობას ფლობთ ასეულობით კონკურენტთან შედარებით?

- ეს არის სანდოობა, გამოცდილება, პირდაპირი საერთაშორისო ხელშეკრულებები. ჩვენი მომსახურება იქნება აბსოლუტურად განსხვავებული. კომპანია ორიენტირებულია გამორჩეული ხარისხის მომსახურებაზე, როგორც გარე, ასევე, შიდა ტურიზმზე. ჩვენი პირდაპირი საერთაშორისო კავშირები გვაძლევს საშუალებას მომხმარებელს შევთავაზოთ ბაზარზე ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები. „08 თრეველის“ უმთავრესი უპირატესობაა, როგორც დაბალ ბიუჯეტიან, ასევე საშუალო და განსაკუთრებული მოთხოვნების მქონე მომხმარებლებს ზედმიწევნით ზუსტად და პროფესონალურად შევურჩიოთ მასზე მორგებული ტური მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით. ჩვენ დავამყარეთ პირდაპირი და უმეტეს შემთხვევაში, ექსკლუზიური კონტაქტები მსოფლიოს უმსხვილეს საერთაშორისო სატრანსპორტო და ტურისტულ კომპანიებთან. მსხვილ ტურ-ოპერატრებთან ექსკლუზიური ხელშეკრულებები ყველაზე დაბალ ფასებსა და ხელსაყრელ პირობებს განაპირობებს. გვაქვს პირდაპირი ურთიერთობები რამდენიმე სასტუმროსთან, შესაბამისად, მათგან გარანტირებული საუკეთესო ფასები გვაქვს.

- ერთია, რომ მოქალაქეებს მოგზაურობას მათი სურვილების შესაბამისად უგეგმავთ. რას სთავაზობთ მათ, ვინც თქვენთან კონკრეტული მოთხოვნების გარეშე მოდის?

- უმნიშვნელოვანესია მგზავრის სურვილების ბოლომდე გაგება. ზოგს ღამის კლუბები და თავგადასავლები სურს, ზოგს კი მშვიდი გარემო. მგზავრის სურვილის და ბიუჯეტის დაზუსტების შემდგომ ვთავაზობთ არჩევანის გაკეთების საშუალებას ბევრი სხვადასხვა შემოთავაზებიდან. გვაქვს ექსკლუზიურად გამორჩეული გამოცდილება სამთო-სათხილამური კურორტებზე. პირადად დათვალიერებული გვაქვს სხვადასხვა ევროპული სამთო-სათხილამურო კურორტები და შეგვიძლია გავცეთ ყველაზე კვალიფიციური რჩევები მგზავრის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ტურების გარდა, მომხმარებლებს ვთავაზობთ ავიაბილეთებს, ჯანმრთელობის დაზღვევას, საექსკურსიო მომსახურებას, მანქანის ქირაობას... ყველაფერს, რაც ტურისტს ჭირდება კომფორტული დასვენებისთვის. ჩვენი მომსახურების ჩამონათვალში შედის, როგორც სტანდარტული ტურები, ასევე პრაქტიკულად ყველა სახეობის ტური, თუ ექსკურსია, როგორებიცა მაგალითად: სათავგადასავლო, კულტურული, პილიგრიმული, სპორტული, მუსიკალური, ისტორიულ-ეთნოგრაფიული, საქორწილო და სხვა ტურები. აგრეთვე, ტურები სამყაროს ყველაზე ეგზოტიკურ ადგილებში. შესაძლებელია ცნობილი შემსრულებლების, მაგალითად მადონას კონცერტზე ან სპორტულ შეჯიბრებებზე დასწრება.

- ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე, მოდით, საქართველოში ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებზე - ეგვიპტისა და თურქეთის ტურებზე ვისაუბროთ. რა ჯდება ამ ქვეყნებში დასვენება?

- გვაქვს სტანდარტული შეთავაზებები და აქციები. აქციის პირობებში ეგვიპტესა და თურქეთში დასვენება შესაძლებელია 175 დოლარიდან. ამ თანხაში შედის ერთ კვირიანი სრული პაკეტი. სტანდარტული პირობებით კი ეგვიპტეში დასვენება შესძლებელია 320 დოლარიდან, თურქეთში კი 260 დოლარიდან.

- რას სთავაზობთ მათ, ვინც ბავშვებთან ერთად დასვენებას ამჯობინებს?

- შარმ ელ შეიხში ოთახში ერთი, 12 წლამდე ბავშვის განთავსება უფასოა. მეორე ბავშვზე კონკრეტული სასტუმროს ფასდაკლება, შესაძლოა 30-დან 70 პროცენტამდე მერყეობდეს. თურქეთშიც ფასდაკლება დამოკიდებულია სასტუმროზე და ბავშვის ასაკზე. ყველა შემთხვევაში ბავშვებზე ფასდაკლება მოქმედებს. გარდა ამისა, ბავშვებს ვთავაზობთ მოგზაურობას ნებისმიერ დისნეი ლენდში და ასევე საკრუიზო გემზე, სადაც დისნეი ლენდი, გასართობი პარკები და ატრაქციონებია განთავსებული. შესაძლებელია ტური პარიზში, ასტერიქსისა და ობელიქსის პარკში.

- ახლა ვისაუბროთ სპეციალური, ეგზოტიკური, არასტანდარტული შეთავაზებების შესახებ. როგორც გავიგე, მოქალაქეებს კოსმოსში მოგზაურობას პირდებით.

- აშშ-ში გვაქვს პირდაპირი ხელშეკრულება კომპანიასთან, რომელიც ამ ტურს უზრუნველყოფს. "ნულოვანი გრავიტაციის ტური" იძლევა შესაძლებლობას, სპეციალური შატლი/თვითმფრინავით, ადამიანებმა იფრინონ ატმოსფეროს ზედა შრეებისა და ღია კოსმოსის საზღვარზე. ეს კი, თავის მხრივ, მათ აძლევს საშუალებას განიცადონ ე.წ. "ნულოვანი გრავიტაცია", ანუ სრული უწონადობა, როგორც ასტრონავტებმა.

- რა ღირს ეს მომსახურება?

- ფასი ძალიან ბევრ დეტალზეა დამოკიდებული, მაგრამ, საშუალოდ რომ ვიანგარიშოთ, ამერიკაში მგზავრობის, განთავსების და აღნიშნული ტურის მთლიანი ღირებულება 7,500 დოლარიდან იწყება. გარდა ამისა, შესაძლებელია მოგზაურობა დედამიწის ყველაზე ამოუცნობ და უკაცრიელ კონტინენტზე, ანტარქტიდაზე არქტიკული ცხოველების გარემოცვაში. ასევე, გვაქვს ტურები პაკაიას ნაციონალურ პარკში, სადაც მოგზაურებს ვულკანის პლატოზე გავლისა და ლავის მოქმედი მდინარის ნახვის შესაძლებლობა აქვთ. ამაზონის ჯუნგლებში 4 დღიანი ექსკურსიის ღირებულება 850 ევროდან იწყება. რაც შეეხება პილიგრიმულ ტურებს, ისრაელში სააღდგომო ტურის ღირებულება 975 ევროდან იწყება.

- თუ ისარგებლებენ ფასდაკლებით ჯგუფები?

- ჯგუფურ ტურებზე მომხმარებლებს განსაკუთრებულ მომსახურებასა და განსაკუთრებულ ფასდაკლებას ვთავაზობთ. ფასადკლების მოცულობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ადგილდებარეობასა და ბიუჯეტზე.

- თუ გაქვთ შეთავაზებები საზღვარგარეთ სწავლის მსურველთათვის?

- რამდენიმე თვეში, სავარაუდოდ შემოდგომიდან, ჩვენს მომსახურებას სასწავლო, პროფესიული შეთავაზეებებიც დაემატება მოსწავლეებისათვის, სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისათვის.

- რაც შეეხება შიდა ტურებს, ალბათ, ამ შემთხვევაშიც არჩევანი შეუზღუდავია.

- ”118 08”-ს ბაზიდან გამომდინარე, ვიცით ყველა გიდის, ყველა სასტუმროს, ყველა ავტობუსის ნომერი. მსგავსი ბაზა საქართველოში არავის აქვს. შესაძლებელია მოგზაურობა ყველგან, მათ შორის, ყაზბეგში, რაჭაში, სვანეთში, აჭარაში, კახეთში...

- როგორია გადახდის პირობები, შესაძლებელია თუ არა განვადება?

- მომსახურების მიღებისას შესაძლებელია 0%-იანი განვადება. მათ შორის, 3-დან 24 თვემდე. გვაქვს ასევე გადახდის მარტივი მეთოდი, ანგარიშსწორება შესაძლებელია ბანკში მიუსვლელად, ჩვენს ოფისში მდებარე ”ფეი ბოქსის” მეშვეობით.

საერთაშორისო ტურისტული კომპანია ”08 თრეველი” ჭავჭვაძის 16-ში მდებარეობს. აღნიშნულ მისამართზე განთავსებულ ოფისში, სასიამოვნო, თანამედროვე გარემოში მისულ მოქალაქეებს გამოცდილი და პროფესიონალი პერსონალი მოემსახურება. მათ ჩაცმულობაზე დიზაინერმა თეონა თავართქილაძემ იზრუნა. სააგენტო მუშაობს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე, თუმცა სამომავლოდ, კომპანია 24 საათიან მომსახურებაზე გადასვლას გეგმავს, რათა მომხმარებელმა ავიაბილეთის, ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის, ტურისა და ყველა სახის ტურისტული მომსახურების მიღება 24 საათიან რეჟიმში მოახერხოს. კომპანიაში აცხადებენ, რომ საინტერესო და ყოველთვის სიურპრიზებით სავსე იქნება კომპანიის ”ფეისბუქ” გვერდიც “08 თრეველი - 08 Travel”, რის გამოც, მომხმარებელს გვერდის მოწონებას ურჩევენ. დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ნომრებზე: 2-08 ან 118-08.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი