მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში ტერორისტთა ლიტერატურა უკვე შემოდის, შემდეგი უკვე იარაღი იქნება!"
"საქართველოში ტერორისტთა ლიტერატურა უკვე შემოდის, შემდეგი უკვე იარაღი იქნება!"

გა­სულ კვი­რას ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­და: სის­ხლი­ან ტე­რაქ­ტებს ქუ­ვე­ით­სა და ტუ­ნის­ში, რო­მელ­ზეც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ამ დაჯ­გუ­ფე­ბამ აიღო, 60-ზე მეტი კაცი ემსხვერ­პლა; საფ­რან­გეთ­ში თხე­ვა­დი გა­ზის სა­წარ­მო­ზე თავ­დას­ხმი­სას კი ერთი კაცი და­ი­ღუ­პა, არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი; გა­ნა­ახ­ლა თავ­დას­ხმა სი­რი­ი­სა და თურ­ქე­თის სა­ზღვარ­თან მდე­ბა­რე ქა­ლაქ კო­ბა­ნი­ზე, რო­მელ­საც დღემ­დე ქურ­თე­ბი კო­ა­ლი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რით აკონ­ტრო­ლე­ბენ და რაც ყვე­ლა­ზე და­სა­ფიქ­რე­ბე­ლია ჩვენ­თვის, ომის კვლე­ვე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის ცნო­ბით, "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" კავ­კა­სი­ა­ში შექ­მნა სა­კუ­თა­რი პრო­ვინ­ცია, რო­მელ­საც "კავ­კა­სი­ის ვი­ლა­ი­ე­თი" უწო­და. გერ­მა­ნუ­ლი "დო­ი­ჩე ვე­ლეს" ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" ახა­ლი ვი­ლა­ი­ე­თი ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ა­ში, რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­არ­სა. სა­ვა­რა­უ­დო მოქ­მე­დე­ბის ზო­ნად და­ღეს­ტა­ნი, ჩეჩ­ნე­თი, ინ­გუ­შე­თი, ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რე­თი და ყარ­ა­ჩა­ეთ-ჩერ­ქე­ზე­თი მი­იჩ­ნე­ვა. რა საფრ­თხე­ებს უქ­მნის რე­გი­ონ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" კავ­კა­სი­ა­ში გა­მო­ჩე­ნა? - ამ სა­კი­თხებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა ტე­რო­რიზ­მი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის კვლე­ვის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ბად­რი ნა­ჭყე­ბია:

- ვი­თა­რე­ბა მარ­თლაც და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის ზო­მე­ბის მი­ღე­ბა­ზე უნდა იფიქ­როს.

რაც უფრო მეტი დრო გა­დის, სულ უფრო მეტი კი­თხვა ჩნდე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, თუ ვინ დგას "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" უკან. ერთხანს იყო ლა­პა­რა­კი, რომ მათი დი­დძა­ლი ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წყა­რო იყ­ვნენ გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბი ყა­ტა­რი­დან და სა­უ­დის არა­ბე­თი­დან, შე­სა­ბა­მი­სად, იმ პრო­ცე­სე­ბი­დან, რაც დღეს ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ცალ­კე გა­მო­ყო­ფა არ შე­იძ­ლე­ბა. "ალ-ქა­ი­დას­გან" გან­სხვა­ვე­ბით, ამ წარ­მო­ნაქ­მნმა გარ­კვე­ულ­წი­ლად უკვე შე­ი­ძი­ნა სა­ხელ­მწი­ფოს ფორ­მე­ბი. უკვე ვი­ცით, რომ სა­კუ­თა­რი ვა­ლუ­ტაც კი გა­მო­უშ­ვეს, რაც ცხად­ყოფს, რომ დღეს მოქ­მე­დი თუ ის­ტო­რი­უ­ლად ცნო­ბი­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან ის უმ­დიდ­რე­სია. ვი­თა­რე­ბა ასე­თია: მიმ­დი­ნა­რე­ობს ლო­კა­ლუ­რი ომე­ბი და მსოფ­ლი­ოს ახ­ლე­ბუ­რი გა­და­ნა­წი­ლე­ბა. სი­რი­ის კონ­ფლიქ­ტში, სა­დაც ერთ მხა­რეს "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" აღ­მოჩ­ნდა, მე­ო­რე მხა­რეს კი ბა­შარ ასა­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, თა­ვი­დან­ვე ნა­თე­ლი იყო, რომ უამ­რა­ვი ინ­ტე­რე­სი უპი­რის­პირ­დე­ბო­და ერ­თმა­ნეთს. ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ი­წყო კი­დევ ერთი შე­ტე­ვა ქა­ლაქ კო­ბა­ნი­ზე, რო­მე­ლიც თურ­ქე­თის სა­ზღვარ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს. აქამ­დე ქურ­თე­ბი კო­ა­ლი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ახერ­ხებ­დნენ ამ ქა­ლა­ქის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, თუმ­ცა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ექ­სტრე­მის­ტებ­მა ძალა ისევ მო­იკ­რი­ბეს და სამი მხრი­დან შე­უ­ტი­ეს ქა­ლაქს. წე­სით, თურ­ქეთს ეს გვა­რი­ა­ნად უნდა აშ­ფო­თებ­დეს, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ამ სა­ხელ­მწი­ფოს­გან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­ცხა­დე­ბა ან ქმე­დე­ბა არ ჩანს. უც­ნა­უ­რია ის სიმ­შვი­დე, რა­საც თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იჩენს.

როცა ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ახ­ლე­ბურ გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი, ყვე­ლა­ზე ხში­რად ის­მის მო­საზ­რე­ბა, რომ მიმ­დი­ნა­რე ურ­თუ­ლე­სი პრო­ცე­სე­ბის შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა იყოს ქურ­თე­ბის ახა­ლი სა­ხელ­მწი­ფოს - ქურ­თის­ტა­ნის შექ­მნა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქურ­თე­ბი, სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცე­მით, 30 მი­ლი­ონ­ზე მეტი არი­ან, თუმ­ცა არა აქვთ სა­ხელ­მწი­ფო და უკვე სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იბ­რძვი­ან ამის­თვის.

ამას შე­იძ­ლე­ბა და­ე­მა­ტოს ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი­სა და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სეგ­მენ­ტის სა­კი­თხე­ბი. ლა­პა­რა­კია ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზეც.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"საქართველოში ტერორისტთა ლიტერატურა უკვე შემოდის, შემდეგი უკვე იარაღი იქნება!"

"საქართველოში ტერორისტთა ლიტერატურა უკვე შემოდის, შემდეგი უკვე იარაღი იქნება!"

გასულ კვირას ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო" განსაკუთრებით გააქტიურდა: სისხლიან ტერაქტებს ქუვეითსა და ტუნისში, რომელზეც პასუხისმგებლობა ამ დაჯგუფებამ აიღო, 60-ზე მეტი კაცი ემსხვერპლა; საფრანგეთში თხევადი გაზის საწარმოზე თავდასხმისას კი ერთი კაცი დაიღუპა, არიან დაშავებულები; განაახლა თავდასხმა სირიისა და თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ კობანიზე, რომელსაც დღემდე ქურთები კოალიციური ძალების მხარდაჭერით აკონტროლებენ და რაც ყველაზე დასაფიქრებელია ჩვენთვის, ომის კვლევების ინსტიტუტის ცნობით, "ისლამურმა სახელმწიფომ" კავკასიაში შექმნა საკუთარი პროვინცია, რომელსაც "კავკასიის ვილაიეთი" უწოდა. გერმანული "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, "ისლამურმა სახელმწიფომ" ახალი ვილაიეთი ჩრდილო კავკასიაში, რუსეთის ტერიტორიაზე დააარსა. სავარაუდო მოქმედების ზონად დაღესტანი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ყაბარდო-ბალყარეთი და ყარაჩაეთ-ჩერქეზეთი მიიჩნევა. რა საფრთხეებს უქმნის რეგიონსა და საქართველოს "ისლამური სახელმწიფოს" კავკასიაში გამოჩენა? - ამ საკითხებზე გვესაუბრება ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ნაჭყებია:

- ვითარება მართლაც დამაფიქრებელია და საქართველოს ხელისუფლებამ უსაფრთხოებისთვის ზომების მიღებაზე უნდა იფიქროს.

რაც უფრო მეტი დრო გადის, სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება იმის თაობაზე, თუ ვინ დგას "ისლამური სახელმწიფოს" უკან. ერთხანს იყო ლაპარაკი, რომ მათი დიდძალი ფინანსური შესაძლებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო იყვნენ გარკვეული ძალები ყატარიდან და საუდის არაბეთიდან, შესაბამისად, იმ პროცესებიდან, რაც დღეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს, "ისლამური სახელმწიფოს" ცალკე გამოყოფა არ შეიძლება. "ალ-ქაიდასგან" განსხვავებით, ამ წარმონაქმნმა გარკვეულწილად უკვე შეიძინა სახელმწიფოს ფორმები. უკვე ვიცით, რომ საკუთარი ვალუტაც კი გამოუშვეს, რაც ცხადყოფს, რომ დღეს მოქმედი თუ ისტორიულად ცნობილი ტერორისტული ორგანიზაციებიდან ის უმდიდრესია. ვითარება ასეთია: მიმდინარეობს ლოკალური ომები და მსოფლიოს ახლებური გადანაწილება. სირიის კონფლიქტში, სადაც ერთ მხარეს "ისლამური სახელმწიფო" აღმოჩნდა, მეორე მხარეს კი ბაშარ ასადის ხელისუფლება, თავიდანვე ნათელი იყო, რომ უამრავი ინტერესი უპირისპირდებოდა ერთმანეთს. ამ რამდენიმე დღის წინ დაიწყო კიდევ ერთი შეტევა ქალაქ კობანიზე, რომელიც თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. აქამდე ქურთები კოალიციური ძალების დახმარებით ახერხებდნენ ამ ქალაქის შენარჩუნებას, თუმცა "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტებმა ძალა ისევ მოიკრიბეს და სამი მხრიდან შეუტიეს ქალაქს. წესით, თურქეთს ეს გვარიანად უნდა აშფოთებდეს, თუმცა ჯერჯერობით ამ სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი განცხადება ან ქმედება არ ჩანს. უცნაურია ის სიმშვიდე, რასაც თურქეთის ხელისუფლება იჩენს.

როცა ახლო აღმოსავლეთის ახლებურ გადანაწილებაზეა ლაპარაკი, ყველაზე ხშირად ისმის მოსაზრება, რომ მიმდინარე ურთულესი პროცესების შედეგი შეიძლება იყოს ქურთების ახალი სახელმწიფოს - ქურთისტანის შექმნა. მოგეხსენებათ, ქურთები, სხვადასხვა მონაცემით, 30 მილიონზე მეტი არიან, თუმცა არა აქვთ სახელმწიფო და უკვე საუკუნეების განმავლობაში იბრძვიან ამისთვის.

ამას შეიძლება დაემატოს ეროვნული უმცირესობებისა და ქრისტიანული სეგმენტის საკითხები. ლაპარაკია ქრისტიანული სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობაზეც.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია