პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ გჭირდება ეგ სულელური შეკითხვები... ვერცერთი გაარტყი" - არველაძე-ყაველაშვილის კამათი და პასუხი ფედერაციის წინააღმდეგ ბრალდებებზე
"არ გჭირდება ეგ სულელური შეკითხვები... ვერცერთი გაარტყი" - არველაძე-ყაველაშვილის კამათი და პასუხი ფედერაციის წინააღმდეგ ბრალდებებზე

ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა რეზი არ­ვე­ლა­ძემ "იმე­დის კვი­რა­ში", ბი­ლე­თე­ბის სკან­დალ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ფე­დე­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებს უპა­სუ­ხა.

"ძა­ლი­ან დიდი შრო­მა და ენერ­გია ჩავ­დეთ იმა­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ესო­დენ დიდი თა­მა­შის­თვის ემას­პინ­ძლა. ყური მოვ­კა­რი, რომ, თურ­მე, სუ­პერ­თა­სი არ არის დიდი დო­ნის თა­მა­ში. სუ­პერ­თა­სი ძა­ლი­ან დიდი დო­ნის თა­მა­შია და მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო გუნ­დი და ფეხ­ბურ­თე­ლი ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში. რო­დე­საც ჩვენ ვცდი­ლობ­დით, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად იაფი ყო­ფი­ლი­ყო ამ თა­მაშ­ზე და­სასრწე­ბი ბი­ლე­თი, ზუს­ტად ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელ­ზე ვზრუ­ნავ­დით. თუ ვინ­მეს სად­მე პირ­ვე­ლი კა­ტე­გო­რი­ის 30-ევ­რო­ი­ა­ნი ბი­ლე­თი უნა­ხავს, ან 7 ევ­რო­ი­ა­ნი ბი­ლე­თი, არ ვიცი... ფა­სე­ბის პო­ლი­ტი­კა­საც ეტყო­ბა, ვის­თვის არის ეს თა­მა­ში გა­კე­თე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და რეზი არ­ვე­ლა­ძემ.

წამ­ყვა­ნის შე­კი­თხვას, იღებს თუ არა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე, არ­ვე­ლა­ძე პა­სუ­ხიბს, რომ კი­თხვა არას­წო­რად არის დას­მუ­ლი.

"რა შუ­ა­შია, ვი­ყა­ვით თუ არა ჩვენ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი?! "ბი­ლე­თე­ბი.გე" ერ­თა­დერ­თი კომ­პა­ნია იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ასე­თი დო­ნის ონ­ლა­ინ-გა­ყიდ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ოპე­რი­რებ­და. 8 თვეა უე­ფას წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჰყავს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ეს კომ­პა­ნია რო­დე­საც შე­ირ­ჩა, ვინ გა­ა­ფორ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა? - ყვე­ლას­თან, აე­რო­პორ­ტი­დან და­წყე­ბუ­ლი, "ბი­ლე­თე­ბი.გე"-თი დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რე­ცი­ამ გა­ა­ფორ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. ყვე­ლა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა იყო რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი და შე­თან­ხმე­ბუ­ლი უე­ფას­თან", - აღ­ნიშ­ნა არ­ვე­ლა­ძემ.

"ეს კომ­პა­ნია შეძ­ლებ­და თუ არა ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვას, ვი­ღა­ცას ხომ უნდა გა­ე­გო?", - სა­უბ­რის დროს "იმე­დის" ჟურ­ნა­ლის­ტი ლე­ვან ჩხა­ი­ძე რეზი არ­ვე­ლა­ძეს სტუ­დი­ინ ჩა­ე­კი­თხა, თუმ­ცა რე­ზის ეგო­ნა, რომ კი­თხვა მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა დას­ვა.

"ყა­ველ, შენ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იცი და არ გჭირ­დე­ბა ეგ სუ­ლე­ლუ­რი შე­კი­თხვე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­ფერ კავ­შირ­ში არ არის არც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას­თან დ არც წეს­დე­ბას­თან. ვერ გა­არ­ტყი ვერ­ცერ­თი შე­კი­თხვა... და­მამ­თავ­რე­ბი­ნეთ და მერე და­მის­ვით შე­კი­თხვე­ბი", - გა­ნა­ცხა­და არ­ვე­ლა­ძემ და პა­სუ­ხად ინგა გრი­გო­ლი­ას­გან მი­ი­ღო, რომ 2 წუთი ჰქონ­და ჩარ­თვის­თვის დარ­ჩე­ნი­ლი.

"მესი კი არა ვარ ყვე­ლა­ფე­რი რო გა­ვა­კე­თო 2 წუთ­ში", - იხუმ­რა არ­ვე­ლა­ძემ.

ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს სტუ­დი­ა­ში მყოფ­მა მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვას გან­ცხა­დე­ბა შე­ახ­სე­ნა იმის შე­სა­ხებ, რომ უე­ფამ თა­ვად გა­ა­ფორ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა "ბი­ლე­თე­ბი.გე"-სთან და დას­ძი­ნა, რომ ამ კო­მენ­ტარს მო­ას­მე­ნი­ნებს კი­დეც.

"მო­მა­ს­მე­ნი­ნე ხო, კარ­გი ტე­ლე­ფო­ნი ხო გაქვს.... მე არ გა­მი­გია ეგე­თი რამე. ჩემი თხოვ­ნა იქ­ნე­ბა მა­ყუ­რე­ბელს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ნუ ჩა­ვაგ­დებთ იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ ვაი, დედა ბი­ლე­თებს ვე­ღარ იყი­დით. ბი­ლე­თებს ისე­დაც შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ადა­მი­ა­ნი შე­ი­ძენ­და. ვერ იყი­დის 50 000-იან სტა­დი­ონ­ზე 150 000 კაცი ბი­ლეთს, ვერც - 60 000. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რამ­დე­ნი კაცი ჩა­მო­ვა სე­ვი­ლი­ა­დან და ბარ­სე­ლო­ნა­დან... სა­სა­ცი­ლო რა­ღა­ცებს ნუ ლა­პა­რა­კობთ, ხალ­ხო. რა იცით, სა­ი­დან რამ­დე­ნი ჩა­მო­ვა? თუ ნაკ­ლე­ბი ჩა­მო­ვა, შე­იძ­ლე­ბა ის ბი­ლე­თე­ბიც ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარს შეხ­ვდეს", - გა­ნა­ცხა­და რეზი არ­ვე­ლა­ძემ.

ჩარ­თვის ბო­ლოს არ­ვე­ლა­ძემ იმის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა, თუ რო­გორ შეძ­ლებს ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნას ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი.

"პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი იყო უეფა-სთან, რომ ბი­ლე­თე­ბი გა­ყი­დუ­ლი­ყო ონ­ლა­ინ და არა სა­ლა­რო­ებ­ში. იმი­ტომ, რომ ეს ევ­რო­პუ­ლი დო­ნის თა­მა­შია და ბი­ლე­თე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ევ­რო­პე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვი­საც. ჩვენ რომ ბი­ლე­თე­ბის სა­ლა­რო­ებ­ში გა­ყიდ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მიგ­ვე­ღო, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბი­თაც ყვე­ლა არა­თა­ნა­ბარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დე­ბო­და. მე ვე­თან­ხმე­ბი, რომ ონ­ლა­ინ უნდა მომ­ხდა­რი­ყო ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა. ტექ­ნი­კუ­რად რო­გორ მოხ­დე­ბა ეს, ამა­ზე, მგო­ნი, უკვე ისა­უბ­რა "ბი­ლე­თე­ბი.გე"-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა. ამის შე­თან­ხმე­ბა რო­გორც მომ­ხდე­ბა - სა­ზო­გა­დო­ე­ბა იქ­ნე­ბა სრულ­ყო­ფი­ლად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და რეზი არ­ვე­ლა­ძემ.

იხი­ლეთ ასე­ვე: პირ­და­პირ ეთერ­ში რომ არ ვი­ყოთ, ერთ ქუ­ჩურ ფრა­ზას გე­ტყო­დით - ინგა გრი­გო­ლია "Biletebi.ge"-ს ტექ­დი­რექ­ტორს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"არ გჭირდება ეგ სულელური შეკითხვები... ვერცერთი გაარტყი" - არველაძე-ყაველაშვილის კამათი და პასუხი ფედერაციის წინააღმდეგ ბრალდებებზე

"არ გჭირდება ეგ სულელური შეკითხვები... ვერცერთი გაარტყი" - არველაძე-ყაველაშვილის კამათი და პასუხი ფედერაციის წინააღმდეგ ბრალდებებზე

ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რეზი არველაძემ "იმედის კვირაში", ბილეთების სკანდალთან დაკავშირებით, ფედერაციის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა.

"ძალიან დიდი შრომა და ენერგია ჩავდეთ იმაში, რომ საქართველოს ესოდენ დიდი თამაშისთვის ემასპინძლა. ყური მოვკარი, რომ, თურმე, სუპერთასი არ არის დიდი დონის თამაში. სუპერთასი ძალიან დიდი დონის თამაშია და მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი და ფეხბურთელი ჩამოდის საქართველოში. როდესაც ჩვენ ვცდილობდით, რომ მაქსიმალურად იაფი ყოფილიყო ამ თამაშზე დასასრწები ბილეთი, ზუსტად ქართველ მაყურებელზე ვზრუნავდით. თუ ვინმეს სადმე პირველი კატეგორიის 30-ევროიანი ბილეთი უნახავს, ან 7 ევროიანი ბილეთი, არ ვიცი... ფასების პოლიტიკასაც ეტყობა, ვისთვის არის ეს თამაში გაკეთებული", - განაცხადა რეზი არველაძემ.

წამყვანის შეკითხვას, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას ფეხბურთის ფედერაცია შექმნილ ვითარებაზე, არველაძე პასუხიბს, რომ კითხვა არასწორად არის დასმული.

"რა შუაშია, ვიყავით თუ არა ჩვენ პასუხისმგებელი?! "ბილეთები.გე" ერთადერთი კომპანია იყო საქართველოში, რომელიც ასეთი დონის ონლაინ-გაყიდვებთან დაკავშირებით ოპერირებდა. 8 თვეა უეფას წარმომადგენელი ჰყავს საქართველოში და ეს კომპანია როდესაც შეირჩა, ვინ გააფორმა ხელშეკრულება? - ყველასთან, აეროპორტიდან დაწყებული, "ბილეთები.გე"-თი დამთავრებული, ფეხბურთის ფედერეციამ გააფორმა ხელშეკრულება. ყველა ხელშეკრულება იყო რეკომენდირებული და შეთანხმებული უეფასთან", - აღნიშნა არველაძემ.

"ეს კომპანია შეძლებდა თუ არა ბილეთების გაყიდვას, ვიღაცას ხომ უნდა გაეგო?", - საუბრის დროს "იმედის" ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე რეზი არველაძეს სტუდიინ ჩაეკითხა, თუმცა რეზის ეგონა, რომ კითხვა მიხეილ ყაველაშვილმა დასვა.

"ყაველ, შენ ყველაფერი კარგად იცი და არ გჭირდება ეგ სულელური შეკითხვები, რომლებიც არაფერ კავშირში არ არის არც პასუხისმგებლობასთან დ არც წესდებასთან. ვერ გაარტყი ვერცერთი შეკითხვა... დამამთავრებინეთ და მერე დამისვით შეკითხვები", - განაცხადა არველაძემ და პასუხად ინგა გრიგოლიასგან მიიღო, რომ 2 წუთი ჰქონდა ჩართვისთვის დარჩენილი.

"მესი კი არა ვარ ყველაფერი რო გავაკეთო 2 წუთში", - იხუმრა არველაძემ.

ფედერაციის გენერალურ მდივანს სტუდიაში მყოფმა მიხეილ ყაველაშვილმა ზვიად სიჭინავას განცხადება შეახსენა იმის შესახებ, რომ უეფამ თავად გააფორმა ხელშეკრულება "ბილეთები.გე"-სთან და დასძინა, რომ ამ კომენტარს მოასმენინებს კიდეც.

"მომასმენინე ხო, კარგი ტელეფონი ხო გაქვს.... მე არ გამიგია ეგეთი რამე. ჩემი თხოვნა იქნება მაყურებელს და საზოგადოებას ნუ ჩავაგდებთ იმ მდგომარეობაში, რომ ვაი, დედა ბილეთებს ვეღარ იყიდით. ბილეთებს ისედაც შეზღუდული რაოდენობის ადამიანი შეიძენდა. ვერ იყიდის 50 000-იან სტადიონზე 150 000 კაცი ბილეთს, ვერც - 60 000. რაც შეეხება იმას, რამდენი კაცი ჩამოვა სევილიადან და ბარსელონადან... სასაცილო რაღაცებს ნუ ლაპარაკობთ, ხალხო. რა იცით, საიდან რამდენი ჩამოვა? თუ ნაკლები ჩამოვა, შეიძლება ის ბილეთებიც ქართველ გულშემატკივარს შეხვდეს", - განაცხადა რეზი არველაძემ.

ჩართვის ბოლოს არველაძემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ შეძლებს ბილეთების შეძენას ქართველი გულშემატკივარი.

"პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი იყო უეფა-სთან, რომ ბილეთები გაყიდულიყო ონლაინ და არა სალაროებში. იმიტომ, რომ ეს ევროპული დონის თამაშია და ბილეთები ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო ევროპელი გულშემატკივრებისთვისაც. ჩვენ რომ ბილეთების სალაროებში გაყიდვის გადაწყვეტილება მიგვეღო, საქართველოს მასშტაბითაც ყველა არათანაბარ მდგომარეობაში ჩავარდებოდა. მე ვეთანხმები, რომ ონლაინ უნდა მომხდარიყო ბილეთების გაყიდვა. ტექნიკურად როგორ მოხდება ეს, ამაზე, მგონი, უკვე ისაუბრა "ბილეთები.გე"-ს წარმომადგენელმა. ამის შეთანხმება როგორც მომხდება - საზოგადოება იქნება სრულყოფილად ინფორმირებული", - განაცხადა რეზი არველაძემ.

იხილეთ ასევე: პირდაპირ ეთერში რომ არ ვიყოთ, ერთ ქუჩურ ფრაზას გეტყოდით - ინგა გრიგოლია "Biletebi.ge"-ს ტექდირექტორს

საქართველოში კორონავირუსის 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში

"ოჯახი რომ დავტოვე, ეს ყველაზე მეტად მეუღლეზე აისახა... სამი გოგოს მამა ვარ" - უცნობი ფაქტები მეუფე ნიკოლოზის შესახებ

"ეტყობა ამ პარტიებს ყველას ნახმარი ჰყავს მეუფე იაკობი..." - პეტრე ცაავა ბოდბელ ეპისკოპოსს პასუხობს