Biletebi.ge-ს ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ჩხიკვიშვილმა "იმედის კვირაში" ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა. სტუდიაში კამათობდნენ უეფას სუპერთასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის საკითხზე, რაზეც დიდი პრობლემა შეიქმნა იმის გამო, რომ "Biletebi.ge"-მ, რომელსაც უაეფასთან კონტრაქტი აქვს გაფორმებული, ტექნიკური პრობლემების გამო ბილეთების გაყიდვა დღემდე ვერ უზრუნველყო.
"ახლა ეთერში რომ არ ვიყოთ, რადგან ფეხბურთზე ვლაპარაკობთ, ერთ ფრაზას გეტყოდით, ქუჩურად. თავი როცა არა აქვს რამის გაკეთების... ბევრი ფანი ფიქრობს ალბათ ასე, ცოტა უფრო მძიმე ფრაზით... რას ნიშნავს ათ მილიონამდე იყო მოთხოვნა და თქვენ ამბობთ, რომ ვერ გათვალეთ", - მიმართა ინგა გრიგოლიამ გიორგი ჩხიკვიშვილს.
იხილეთ ასევე: "ეს გამოწვეულია არაკომპეტენტური დამოკიდებულებით" - მიხეილ ყაველაშვილი ფედერაციას ტყუილში ამხელს
"ერთადერთი, რისი ორგანიზებაც არ გვიჭირს, ქელეხია" - დათო ტურაშვილი ბილეთების სკანდალზე