მოძრაობა "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მიხეილ ყაველაშვილი ფეხბურთის ფედერაციას ტყუილში ადანაშაულებს. "იმედის კვირაში" ყაველაშვილმა ბილეთების სკანდალის შესახებ ისაუბრა.
"ფეხბურთის ფედერაციის ბრალია, რომ ბილეთების გაყიდვა დროზე არ დაიწყო. წესდებაში უწერიათ პირდაპირ, რომ ნებისმიერ საფეხბურთო ღონისძიებაზე - შეჯიბრზე, ნაკრების თამაშზე და ა.შ. პასუხისმგებელია ფეხბურთის ფედერაცია. საერთაშორისო ორგანიზაცია უეფა (ჩვენ ვართ უეფას წევრები) ნებისმიერ წევრ ქვეყანას ავალდებულებს, რომ ასეთი ღონისძიებები ჩატარდეს მაქსიმალურად ორგანიზებულად. ძალიან კარგი ფაქტია, რომ ასეთი დონის თამაში საქართველოში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კითხვა იბადება - რამდენად ვიყავით მზად. გავყვები დათო ტურაშვილის მოსაზრებას... ეს გამოწვეულია არასერიოზული და არაკომპეტენტური დამოკიდებულებით. როდესაც ეს ჩეპე მოხდა, ფედერაციის პირველივე კომენტარი იყო ის, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ და კონტრაქტი უეფა-სა და "ბილეთები.გე"-ს შორის გაფორმდაო. ამ დროს გამორიცხულია, რომ უეფას "ბილეთები.გე"
-სთან კონტრაქტი დაედო. ანუ ფედერაცია იტყუება", - განაცხადა ყაველაშვილმა.
იხილეთ ასევე: "ერთადერთი, რისი ორგანიზებაც არ გვიჭირს, ქელეხია" - დათო ტურაშვილი ბილეთების სკანდალზე