საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა, შეუწყნარებლობას, დისკრიმინაციას ნუ დამაბრალებთ!" - მანანა კობახიძე
"ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა, შეუწყნარებლობას, დისკრიმინაციას ნუ დამაბრალებთ!" - მანანა კობახიძე

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთე­ლი მას­შტა­ბით, ერთი სქე­სის პი­რებს შო­რის ქორ­წი­ნე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა:

"სულ რომ მარ­ტო­ნი დავ­რჩეთ ამ დე­და­მი­წა­ზე, ყვე­ლა ჩვენ­მა მე­გო­ბარ­მა, პარტნი­ორ­მა თუ მო­კავ­ში­რემ რომ ზურ­გი გვაქ­ცი­ოს, მე მა­ინც ვი­ტყვი რომ ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის და­კა­ნო­ნე­ბა დიდი შეც­დო­მაა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მა, თო­რემ სხვა და­ნარ­ჩენ კა­ტე­გო­რი­ებ­ზე, რო­გო­რი­ცაა ზნე­ო­ბა, მო­რა­ლი­და ა.შ ჩემ­ზე უფრო ზნე­ობ­რი­ვე­ბი და ღირ­სე­უ­ლე­ბი ილა­პა­რა­კე­ბენ, მე მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო­ზე ვამ­ბობ, კა­ნონ­მდებ­ლებ­ზე...

დღეს ლა­მის ერ­თი­ა­ნად გა­ცი­სარ­ტყელ­და facebook, ტაში შე­მოკ­რეს ამე­რი­კის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო, რა ვქნა, თუ მე ვერ შე­ვუ­ერ­თდი ამ "სი­ხა­რულს", მა­პა­ტი­ეთ, ვიცი გამ­კი­ცხავთ ზო­გი­ერ­თე­ბი, კრი­ტი­კას არ და­ი­შუ­რებთ, შე­იძ­ლე­ბა ქარ-ცე­ცხლშიც გა­მა­ტა­როთ, მაგ­რამ, ალ­ბათ აზ­რის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ის უფ­ლე­ბაა, რაც მა­ინც მრჩე­ბა რო­გორც სა­ჯა­რო პირს. თქვე­ნი ნე­ბაა, მაკ­რი­ტი­კეთ, ოღონდ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ძულ­ვილს, შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბას, დის­კრი­მი­ნა­ცი­ას, რაც მთა­ვა­რია, რუ­სე­თუ­მე­ო­ბას და ამის მსგავ­სებს ნუ და­მაბ­რა­ლებთ!..." - წერს კო­ბა­ხი­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო ის­ტო­რი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ამე­რი­კის 50-ვე შტატ­ში გეი ქორ­წი­ნე­ბა კა­ნო­ნი­ე­რად გა­მო­ა­ცხა­და. ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაკ ობა­მამ შემ­დე­გი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა: "ეს ნა­ბი­ჯი დიდი გა­მარ­ჯვე­ბაა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ხაზი ეს­მე­ვა იმას, რი­სიც მი­ლი­ო­ნო­ბით ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს ღრმად სწამს: რო­დე­საც ყვე­ლა ამე­რი­კე­ლი თა­ნას­წო­რი იქ­ნე­ბა, უფრო მე­ტად შე­ვიგ­რძნობთ თა­ვი­სუფ­ლე­ბას".

"ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა, შეუწყნარებლობას, დისკრიმინაციას ნუ დამაბრალებთ!" - მანანა კობახიძე

"ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა, შეუწყნარებლობას, დისკრიმინაციას ნუ დამაბრალებთ!" - მანანა კობახიძე

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, ამერიკის შეერთებული შტატების მთელი მასშტაბით, ერთი სქესის პირებს შორის ქორწინების ლეგალიზაციას ეხმაურება:

"სულ რომ მარტონი დავრჩეთ ამ დედამიწაზე, ყველა ჩვენმა მეგობარმა, პარტნიორმა თუ მოკავშირემ რომ ზურგი გვაქციოს, მე მაინც ვიტყვი რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა, ხელისუფლების მხრიდან დაშვებული შეცდომა, თორემ სხვა დანარჩენ კატეგორიებზე, როგორიცაა ზნეობა, მორალიდა ა.შ ჩემზე უფრო ზნეობრივები და ღირსეულები ილაპარაკებენ, მე მხოლოდ სახელმწიფოზე ვამბობ, კანონმდებლებზე...

დღეს ლამის ერთიანად გაცისარტყელდა facebook, ტაში შემოკრეს ამერიკის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რა ვქნა, თუ მე ვერ შევუერთდი ამ "სიხარულს", მაპატიეთ, ვიცი გამკიცხავთ ზოგიერთები, კრიტიკას არ დაიშურებთ, შეიძლება ქარ-ცეცხლშიც გამატაროთ, მაგრამ, ალბათ აზრის თავისუფლება ის უფლებაა, რაც მაინც მრჩება როგორც საჯარო პირს. თქვენი ნებაა, მაკრიტიკეთ, ოღონდ ადამიანების სიძულვილს, შეუწყნარებლობას, დისკრიმინაციას, რაც მთავარია, რუსეთუმეობას და ამის მსგავსებს ნუ დამაბრალებთ!..." - წერს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, აღმასრულებელმა სასამართლომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და ამერიკის 50-ვე შტატში გეი ქორწინება კანონიერად გამოაცხადა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შემდეგი განცხადება გააკეთა: "ეს ნაბიჯი დიდი გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნისთვის, ამ გადაწყვეტილებით ხაზი ესმევა იმას, რისიც მილიონობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ღრმად სწამს: როდესაც ყველა ამერიკელი თანასწორი იქნება, უფრო მეტად შევიგრძნობთ თავისუფლებას".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს