27 ივნისს, ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას მეორე ოქროს მედალი მძიმეწონოსანმა ძიუდოისტმა ადამ ოქრუაშვილმა მოუტანა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ებრაელ ორ სასონი შებოჭა.
სულ ქართული დელეგაციის ანგარიშზე ბაქოში მოპოვებული 15 მედალია - 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოსი.
დღესვე, 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ვალერი ლიპარტელიანმა მოიპოვა.