პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ არ მოგვხედავენ, გადაგვასახლონ აქედან" - აბში დახმარებას ითხოვენ
"თუ არ მოგვხედავენ, გადაგვასახლონ აქედან" - აბში დახმარებას ითხოვენ

და­ხეთ­ქი­ლი სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო ქსე­ლი, სას­მე­ლად უვარ­გი­სი წყა­ლი, გა­უ­მარ­თა­ვი გა­ნა­თე­ბის სის­ტე­მა, ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი გზა და წვი­მის შიში - ეს იმ პრობ­ლე­მე­ბის ნა­წი­ლია, რაც აბის და­სახ­ლე­ბას 30 წელ­ზე მე­ტია აწუ­ხებს.

მო­სახ­ლე­ო­ბას სა­მე­ლი წყა­ლი დღე­ში ერთხელ, ერთი სა­ა­თით მი­ე­წო­დე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ "წყალს სა­ში­ნე­ლი სუნი აქვს და ხში­რად მწე­რე­ბი, ვირ­თხის ფე­ხე­ბი და ბა­ყა­ყი მოყ­ვე­ბა".

"ბავ­შვე­ბი გვე­წამ­ლე­ბა, აღარ შეგ­ვიძ­ლია, რა იქ­ნე­ბა, მოგ­ვიგ­ვა­რონ ეს პრობ­ლე­მა, რო­დემ­დე უნდა ვყი­დუ­ლობ­დეთ სას­მელ წყალს?" - ამ­ბო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

აბში არ­ცერთ მო­სახ­ლეს გა­მარ­თუ­ლი სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო ქსე­ლი არ აქვს, რაც, სი­ბინ­ძუ­რეს, სუნ­სა და მწე­რე­ბის გამ­რავ­ლე­ბას იწ­ვევს.

ამ პრობ­ლე­მებს გო­რის ქუ­ჩა­ზე გზა, გარე გა­ნა­თე­ბა და სა­ნი­აღ­ვრე არ­ხე­ბის გა­უ­მარ­თა­ო­ბაც ემა­ტე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ში­შო­ბენ, რომ ერთ დღეს ძლი­ე­რი წვი­მის­გან მო­ვარ­დნი­ლი ღვარ­ცო­ფი გო­რის ქუ­ჩა­ზეც იგი­ვე უბე­დუ­რე­ბას და­ატ­რი­ა­ლებს, რაც თბი­ლის­ში, ვე­რეს ხე­ო­ბა­ში მოხ­და.

"აქ ჩვენს მაღ­ლა სო­ფე­ლი სა­ძე­ლია, წვი­მის დროს წყა­ლი დიდ­დე­ბა, სახ­ლებ­ში გვი­ვარ­დე­ბა, სოფ­ლი­დან და მთე­ბი­დან ქვა-ღორ­ღი, ტა­ლა­ხი მო­აქვს. რო­დე­საც ვი­ცით, რომ ძლი­ე­რი წვი­მაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, მთე­ლი ღამე ვერ ვი­ძი­ნებთ, გვე­ში­ნია, წყალ­მა არ წაგ­ვი­ღოს", - ამ­ბობს ანა ცხოვ­რე­ბაშ­ვი­ლი.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბას ითხოვს.

"თუ ქა­ლა­ქის ნა­წი­ლად ვით­ვლე­ბით, რა­ტომ არ გვაქვს გა­ნა­თე­ბა? გვი­ან ღა­მით, სიბ­ნე­ლე­ში ვერ გა­მოვ­სულ­ვართ, გზა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, გვე­ში­ნია, არ წა­ვიქ­ცეთ და არა­ფე­რი მო­ვი­ტე­ხოთ. არ­ჩევ­ნე­ბი რომ მო­დის, გვეხ­ვე­წე­ბი­ან ხმა მოგ­ვე­ცი­თო და ახლა არა­ფე­რი გა­კეთ­და. ზედ­მე­ტად თვლი­ან ამ კუ­თხეს, თუ რა ხდე­ბა? თუ არ მოგ­ვხე­და­ვენ, გა­დაგ­ვა­სახ­ლონ აქე­დან", - ამ­ბო­ბენ გო­რის ქუ­ჩის მცხოვ­რებ­ლე­ბი.

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

"თუ არ მოგვხედავენ, გადაგვასახლონ აქედან" - აბში დახმარებას ითხოვენ

"თუ არ მოგვხედავენ, გადაგვასახლონ აქედან" - აბში დახმარებას ითხოვენ

დახეთქილი საკანალიზაციო ქსელი, სასმელად უვარგისი წყალი, გაუმართავი განათების სისტემა, ამორტიზებული გზა და წვიმის შიში - ეს იმ პრობლემების ნაწილია, რაც აბის დასახლებას 30 წელზე მეტია აწუხებს.

მოსახლეობას სამელი წყალი დღეში ერთხელ, ერთი საათით მიეწოდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ "წყალს საშინელი სუნი აქვს და ხშირად მწერები, ვირთხის ფეხები და ბაყაყი მოყვება".

"ბავშვები გვეწამლება, აღარ შეგვიძლია, რა იქნება, მოგვიგვარონ ეს პრობლემა, როდემდე უნდა ვყიდულობდეთ სასმელ წყალს?" - ამბობენ ადგილობრივები.

აბში არცერთ მოსახლეს გამართული საკანალიზაციო ქსელი არ აქვს, რაც, სიბინძურეს, სუნსა და მწერების გამრავლებას იწვევს.

ამ პრობლემებს გორის ქუჩაზე გზა, გარე განათება და სანიაღვრე არხების გაუმართაობაც ემატება. ადგილობრივები შიშობენ, რომ ერთ დღეს ძლიერი წვიმისგან მოვარდნილი ღვარცოფი გორის ქუჩაზეც იგივე უბედურებას დაატრიალებს, რაც თბილისში, ვერეს ხეობაში მოხდა.

"აქ ჩვენს მაღლა სოფელი საძელია, წვიმის დროს წყალი დიდდება, სახლებში გვივარდება, სოფლიდან და მთებიდან ქვა-ღორღი, ტალახი მოაქვს. როდესაც ვიცით, რომ ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი, მთელი ღამე ვერ ვიძინებთ, გვეშინია, წყალმა არ წაგვიღოს", - ამბობს ანა ცხოვრებაშვილი.

ადგილობრივი მოსახლეობა პრობლემების მოგვარებასა და ხელისუფლების ყურადღებას ითხოვს.

"თუ ქალაქის ნაწილად ვითვლებით, რატომ არ გვაქვს განათება? გვიან ღამით, სიბნელეში ვერ გამოვსულვართ, გზა განადგურებულია, გვეშინია, არ წავიქცეთ და არაფერი მოვიტეხოთ. არჩევნები რომ მოდის, გვეხვეწებიან ხმა მოგვეცითო და ახლა არაფერი გაკეთდა. ზედმეტად თვლიან ამ კუთხეს, თუ რა ხდება? თუ არ მოგვხედავენ, გადაგვასახლონ აქედან", - ამბობენ გორის ქუჩის მცხოვრებლები.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა