სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გვიჭირს სუნთქვა? - შესაძლო მიზეზები და მკურნალობის მეთოდები
რატომ გვიჭირს სუნთქვა? - შესაძლო მიზეზები და მკურნალობის მეთოდები

სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას, ბუ­ნებ­რი­ვია, იმ­თა­ვით­ვე ფილ­ტვის და­ა­ვა­დე­ბის თა­ო­ბა­ზე გვიჩ­ნდე­ბა ეჭვი. მარ­თლაც, ბრონ­ქებ­ში ჰა­ე­რის თა­ვი­სუ­ფა­ლი მოძ­რა­ო­ბა, ფილ­ტვის ჯან­სა­ღი ქსო­ვი­ლი, რო­მელ­შიც და­უბ­რკო­ლებ­ლად ხდე­ბა აირ­თა ცვლა, ფილ­ტვის სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა და თა­ვი­სუ­ფა­ლი პლევ­რის ღრუ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რათა ადა­მი­ა­ნი ისე სუნ­თქავ­დეს, რომ სი­ცო­ცხლის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ამ პრო­ცესს ვერც კი ამ­ჩნევ­დეს.

ბრონ­ქუ­ლი ას­თმა

სა­სუნ­თქი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბის გან­ხილ­ვას ბრონ­ქუ­ლი ას­თმით და­ვი­წყებთ. ეს სა­სუნ­თქი გზე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც მათ შექ­ცე­ვად შე­ვიწ­რო­ე­ბას იწ­ვევს. სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბის გან­მე­ო­რე­ბი­თი შე­ტე­ვის ეპი­ზო­დებს ას­თმის დროს ახა­სი­ა­თებს ხი­ხი­ნი, ერ­თგვა­რი მსტვე­ნი ხმი­ა­ნო­ბა სუნ­თქვი­სას, რო­მე­ლიც უფრო უკეთ ის­მი­ნე­ბა ამო­სუნ­თქვის დროს, შე­ბოჭ­ვის შეგ­რძნე­ბა გულ­მკერ­დში, ხვე­ლა ნახ­ვე­ლის გაძ­ნე­ლე­ბუ­ლი გა­მო­ყო­ფით, ზოგ­ჯერ - შე­ტე­ვი­თი ხვე­ლა. ხში­რად შე­ტე­ვა ვი­თარ­დე­ბა ღა­მით ან დი­ლა­ად­რი­ან და თა­ვის­თა­ვად ან სა­თა­ნა­დო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბის შე­დე­გად გა­ივ­ლის, სრულ­დე­ბა მო­თეთ­რო გამჭვირ­ვა­ლე ნახ­ვე­ლის გა­მო­ყო­ფით. ამ და­ა­ვა­დე­ბამ ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში შე­იძ­ლე­ბა იჩი­ნოს თავი, თუმ­ცა უმე­ტე­სად ბავ­შვო­ბი­სას იწყე­ბა.

ასე­თი­ვე, ოღონდ ნაკ­ლე­ბად მძი­მე სუ­რა­თია მო­სა­ლოდ­ნე­ლი ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის მწვა­ვე ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ფონ­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ბრონ­ქოს­პაზ­მის დრო­საც. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ბრონ­ქუ­ლი ას­თმის­გან გან­სხვა­ვე­ბით, გან­კურ­ნე­ბის შემ­დეგ ბრონ­ქოს­პაზ­მი აღარ მე­ორ­დე­ბა, ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბა მის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­რო არ არის. ბრონ­ქუ­ლი ას­თმის დროს კი უმე­ტე­სად სა­ჭი­როა გან­სა­ზღვრუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის ხან­გრძლი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბა, ზოგ­ჯერ მთე­ლი სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­შიც კი, რათა ბრონ­ქოს­პაზ­მი­სა და სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბის შე­ტე­ვე­ბი აღარ აღ­მო­ცენ­დეს. თა­ნა­მედ­რო­ვე მკურ­ნა­ლო­ბის წყა­ლო­ბით ას­თმით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის­გან. ზე­მოთ აღ­წე­რილ შემ­თხვე­ვებ­ში დი­აგ­ნო­ზი უწი­ნა­რე­სად პა­ცი­ენ­ტის გა­სინ­ჯვას ემ­ყა­რე­ბა. ექი­მი ფილ­ტვე­ბის მოს­მე­ნი­სას ადას­ტუ­რებს ბრონ­ქე­ბის სპაზ­მის არ­სე­ბო­ბას. ზოგ­ჯერ ბრონ­ქოს­პაზ­მის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად სა­ჭი­რო ხდე­ბა სუნ­თქვის ფუნ­ქცი­ის შეს­წავ­ლა - სპი­რო­მეტ­რია. რენტგე­ნო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვა გვეხ­მა­რე­ბა ბრონ­ქოს­პაზ­მის გა­მომ­წვე­ვი ფილ­ტვის სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მო­რი­ცხვა­ში.

ფილ­ტვე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი ობსტრუქ­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა

სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ზე­ზია ფილ­ტვე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი ობსტრუქ­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა (ფქოდ). ეს არის პროგ­რე­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რომ­ლის დრო­საც ადა­მი­ანს სუნ­თქვა უჭირს. სი­ტყვა პროგ­რე­სუ­ლი კი, სამ­წუ­ხა­როდ, ამ შემ­თხვე­ვა­ში იმას ნიშ­ნავს, რომ და­ა­ვა­დე­ბა პროგ­რე­სი­რებს და პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა უფრო და უფრო მძიმ­დე­ბა. ფქოდ-ის კლი­ნი­კუ­რი სიმპტო­მე­ბია ხვე­ლა, რომ­ლის დრო­საც ადა­მი­ა­ნი უხ­ვად გა­მო­ყოფს ნახ­ველს, ხი­ხი­ნი, ქო­ში­ნი, გულ­მკერ­დის შე­ბოჭ­ვის შეგ­რძნე­ბა. ამ და­ა­ვა­დე­ბის წამ­ყვა­ნი მი­ზე­ზია თამ­ბა­ქოს წევა. სამ­წუ­ხა­როდ, მწე­ვე­ლე­ბი ბუ­ნებ­რი­ვად მი­იჩ­ნე­ვენ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნახ­ვე­ლის გა­მო­ყო­ფას, გან­სა­კუთ­რე­ბით - დი­ლა­ო­ბით, ად­გო­მის შემ­დეგ, და აზ­რა­დაც არ მოს­დით, რომ ეს და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მია.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

რატომ გვიჭირს სუნთქვა? - შესაძლო მიზეზები და მკურნალობის მეთოდები

რატომ გვიჭირს სუნთქვა? - შესაძლო მიზეზები და მკურნალობის მეთოდები

სუნთქვის გაძნელებაზე საუბრისას, ბუნებრივია, იმთავითვე ფილტვის დაავადების თაობაზე გვიჩნდება ეჭვი. მართლაც, ბრონქებში ჰაერის თავისუფალი მოძრაობა, ფილტვის ჯანსაღი ქსოვილი, რომელშიც დაუბრკოლებლად ხდება აირთა ცვლა, ფილტვის სისხლის მიმოქცევა და თავისუფალი პლევრის ღრუ აუცილებელია, რათა ადამიანი ისე სუნთქავდეს, რომ სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანეს ამ პროცესს ვერც კი ამჩნევდეს.

ბრონქული ასთმა

სასუნთქი სისტემის დაავადებებით განპირობებული სუნთქვის გაძნელების განხილვას ბრონქული ასთმით დავიწყებთ. ეს სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც მათ შექცევად შევიწროებას იწვევს. სუნთქვის გაძნელების განმეორებითი შეტევის ეპიზოდებს ასთმის დროს ახასიათებს ხიხინი, ერთგვარი მსტვენი ხმიანობა სუნთქვისას, რომელიც უფრო უკეთ ისმინება ამოსუნთქვის დროს, შებოჭვის შეგრძნება გულმკერდში, ხველა ნახველის გაძნელებული გამოყოფით, ზოგჯერ - შეტევითი ხველა. ხშირად შეტევა ვითარდება ღამით ან დილაადრიან და თავისთავად ან სათანადო მედიკამენტების მიღების შედეგად გაივლის, სრულდება მოთეთრო გამჭვირვალე ნახველის გამოყოფით. ამ დაავადებამ ნებისმიერ ასაკში შეიძლება იჩინოს თავი, თუმცა უმეტესად ბავშვობისას იწყება.

ასეთივე, ოღონდ ნაკლებად მძიმე სურათია მოსალოდნელი ზედა სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებების ფონზე განვითარებული ბრონქოსპაზმის დროსაც. ამ შემთხვევაში, ბრონქული ასთმისგან განსხვავებით, განკურნების შემდეგ ბრონქოსპაზმი აღარ მეორდება, ხანგრძლივი მკურნალობა მის თავიდან ასაცილებლად საჭირო არ არის. ბრონქული ასთმის დროს კი უმეტესად საჭიროა განსაზღვრული პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება, ზოგჯერ მთელი სიცოცხლის განმავლობაშიც კი, რათა ბრონქოსპაზმისა და სუნთქვის გაძნელების შეტევები აღარ აღმოცენდეს. თანამედროვე მკურნალობის წყალობით ასთმით დაავადებული პიროვნების ცხოვრების ხარისხი არაფრით განსხვავდება ჯანმრთელი ადამიანის ცხოვრების ხარისხისგან. ზემოთ აღწერილ შემთხვევებში დიაგნოზი უწინარესად პაციენტის გასინჯვას ემყარება. ექიმი ფილტვების მოსმენისას ადასტურებს ბრონქების სპაზმის არსებობას. ზოგჯერ ბრონქოსპაზმის დასადასტურებლად საჭირო ხდება სუნთქვის ფუნქციის შესწავლა - სპირომეტრია. რენტგენოლოგიური გამოკვლევა გვეხმარება ბრონქოსპაზმის გამომწვევი ფილტვის სხვა დაავადებების გამორიცხვაში.

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება

სუნთქვის გაძნელების მნიშვნელოვანი მიზეზია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ). ეს არის პროგრესული დაავადება, რომლის დროსაც ადამიანს სუნთქვა უჭირს. სიტყვა პროგრესული კი, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ დაავადება პროგრესირებს და პაციენტის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება. ფქოდ-ის კლინიკური სიმპტომებია ხველა, რომლის დროსაც ადამიანი უხვად გამოყოფს ნახველს, ხიხინი, ქოშინი, გულმკერდის შებოჭვის შეგრძნება. ამ დაავადების წამყვანი მიზეზია თამბაქოს წევა. სამწუხაროდ, მწეველები ბუნებრივად მიიჩნევენ დიდი რაოდენობით ნახველის გამოყოფას, განსაკუთრებით - დილაობით, ადგომის შემდეგ, და აზრადაც არ მოსდით, რომ ეს დაავადების სიმპტომია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია