მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყვიროდა, ებღაუჭებოდნენ და მანქანაში შეტენეს. არავინ დაეხმარა" - 21 წლის გოგონა ყოფილმა მეუღლემ მოიტაცა
"ყვიროდა, ებღაუჭებოდნენ და მანქანაში შეტენეს. არავინ დაეხმარა" - 21 წლის გოგონა ყოფილმა მეუღლემ მოიტაცა

25 ივ­ნისს, თე­ლა­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან სტუ­დენ­ტი, 21 წლის გო­გო­ნა ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ მო­ი­ტა­ცა. გა­ტა­ცე­ბი­სას გო­გო­ნა ყვი­რო­და და შვე­ლას ითხოვ­და, ის მან­ქა­ნა­ში ძა­ლით ჩას­ვეს, თუმ­ცა მას არა­ვინ და­ეხ­მა­რა. თვითმხილ­ვე­ლებ­მა არც პო­ლი­ცი­ა­ში და­რე­კეს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერ­თმა ლექ­ტორ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნა. შსს-ს ცნო­ბით, იმის გამო, რომ მა­მა­კაც­მა ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან შე­რი­გე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა და მშობ­ლებ­თან და­აბ­რუ­ნა, შე­საძ­ლოა, ის სას­ჯელს გა­და­ურ­ჩეს.

"და­ახ­ლო­ე­ბით 11 სა­ა­თის­თვის ფან­ჯრი­დან გა­ვი­გე ქა­ლის კი­ვი­ლი. მა­შინ­ვე დავ­ტო­ვე კა­ბი­ნე­ტი, რომ გა­მე­გო რა მოხ­და. ამ­ბობ­დნენ, გოგო მო­ი­ტა­ცე­სო. რო­დე­საც მან­ქა­ნა­ში "ტე­ნი­ან" გო­გო­ნას, ეს ძა­ლა­დო­ბაა. მე­გო­ნა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა სწრა­ფად მო­ახ­დენ­და რე­ა­გი­რე­ბას და გა­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მი­მარ­თავ­დნენ, უნი­ვერ­სი­ტე­ტის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი მა­ინც, ვინც თვითმხილ­ვე­ლე­ბი იყ­ვნენ. რო­დე­საც ვი­კი­თხე, რა­ტომ არ რე­კავთ პატ­რულ­ში მეთ­ქი, მი­თხრეს, რა­ტომ უნდა დავრე­კოთ, იქ­ნებ უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი, ხელი რა­ტომ უნდა შე­ვუ­შა­ლოთ და პრობ­ლე­მე­ბი რა­ტომ უნდა შე­ვუქ­მნა­თო. ამის შემ­დეგ მე შე­ვა­ტყო­ბი­ნე პო­ლი­ცი­ას", - უთხრა კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა მარი ცის­კა­რიშ­ვილ­მა.

და­ზუს­ტე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, შემ­თხვე­ვა დღის 11:00 სა­ათ­ზე იმ დროს მოხ­და, როცა გო­გო­ნა გა­მოც­დი­დან გა­მო­ვი­და. ეს ის დროა, რო­დე­საც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უამ­რა­ვი სტუ­დენ­ტი და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბე­ლი იმ­ყო­ფე­ბა.

"გოგო ყვი­რო­და. და­ვი­ნა­ხე რომ ებღა­უ­ჭე­ბოდ­ნენ და მან­ქა­ნა­ში შე­ტე­ნეს. ცოლი ყო­ფი­ლა. აქვე მოხ­და. უნი­ვერ­სი­ტეტ­თან იყ­ვნენ ვი­ღა­ცე­ე­ბი, მაგ­რამ არ ვიც­ნობ მათ. არა­ვინ და­ეხ­მა­რა. ყვე­ლა­ფე­რი ერთ წუთ­ში მოხ­და", - ამ­ბობს თვითმხილ­ვე­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"ყვიროდა, ებღაუჭებოდნენ და მანქანაში შეტენეს. არავინ დაეხმარა" - 21 წლის გოგონა ყოფილმა მეუღლემ მოიტაცა

"ყვიროდა, ებღაუჭებოდნენ და მანქანაში შეტენეს. არავინ დაეხმარა" - 21 წლის გოგონა ყოფილმა მეუღლემ მოიტაცა

25 ივნისს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან სტუდენტი, 21 წლის გოგონა ყოფილმა მეუღლემ მოიტაცა. გატაცებისას გოგონა ყვიროდა და შველას ითხოვდა, ის მანქანაში ძალით ჩასვეს, თუმცა მას არავინ დაეხმარა. თვითმხილველებმა არც პოლიციაში დარეკეს. სამართალდამცავებს მომხდარის შესახებ უნივერსიტეტის ერთ-ერთმა ლექტორმა შეატყობინა. შსს-ს ცნობით, იმის გამო, რომ მამაკაცმა ყოფილ მეუღლესთან შერიგება ვერ მოახერხა და მშობლებთან დააბრუნა, შესაძლოა, ის სასჯელს გადაურჩეს.

"დაახლოებით 11 საათისთვის ფანჯრიდან გავიგე ქალის კივილი. მაშინვე დავტოვე კაბინეტი, რომ გამეგო რა მოხდა. ამბობდნენ, გოგო მოიტაცესო. როდესაც მანქანაში "ტენიან" გოგონას, ეს ძალადობაა. მეგონა, რომ საზოგადოება სწრაფად მოახდენდა რეაგირებას და გამოჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც სამართალდამცავებს მიმართავდნენ, უნივერსიტეტის დაცვის სამსახურის თანამშრომლები ან ის ადამიანები მაინც, ვინც თვითმხილველები იყვნენ. როდესაც ვიკითხე, რატომ არ რეკავთ პატრულში მეთქი, მითხრეს, რატომ უნდა დავრეკოთ, იქნებ უყვარდათ ერთმანეთი, ხელი რატომ უნდა შევუშალოთ და პრობლემები რატომ უნდა შევუქმნათო. ამის შემდეგ მე შევატყობინე პოლიციას", - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უნივერსიტეტის პროფესორმა მარი ცისკარიშვილმა.

დაზუსტებული მონაცემებით, შემთხვევა დღის 11:00 საათზე იმ დროს მოხდა, როცა გოგონა გამოცდიდან გამოვიდა. ეს ის დროა, როდესაც უნივერსიტეტში უამრავი სტუდენტი და პროფესორ-მასწავლებელი იმყოფება.

"გოგო ყვიროდა. დავინახე რომ ებღაუჭებოდნენ და მანქანაში შეტენეს. ცოლი ყოფილა. აქვე მოხდა. უნივერსიტეტთან იყვნენ ვიღაცეები, მაგრამ არ ვიცნობ მათ. არავინ დაეხმარა. ყველაფერი ერთ წუთში მოხდა", - ამბობს თვითმხილველი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა