პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას საქმიანობდნენ მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ადამიანები თინეიჯერობის ასაკში?
რას საქმიანობდნენ მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ადამიანები თინეიჯერობის ასაკში?

წარ­მა­ტე­ბულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა თა­ვი­ან­თი ბედი ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბა­ში გან­სა­ზღვრეს. მა­გა­ლი­თად, კომ­პა­ნია "მა­იკ­რო­სოფ­ტის" შემ­ქმნე­ლი ბილ გე­ით­სი თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასაკ­ში კო­დე­ბის გა­შიფვ­რას სწავ­ლობ­და. ამე­რი­კე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი და ინ­ვეს­ტო­რი უო­რენ ბა­ფე­ტი კი რამ­დე­ნი­მე საქ­მი­ა­ნო­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, რის შე­დე­გა­დაც მას 16 წლის ასაკ­ში უკვე 53 000 დო­ლა­რი ჰქონ­და გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. ვნა­ხოთ დე­ტა­ლუ­რად თუ რას აკე­თებ­დნენ ბილ გე­ით­სი, უო­რენ ბა­ფე­ტი, მარკ ცუ­კერ­ბერ­გი და სხვა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში.

ბილ გე­ითსს სი­გი­ჟემ­დე უყ­ვარ­და კომ­პი­უ­ტე­რე­ბი

"მა­იკ­რო­სოფ­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი სი­ეტ­ლში პრეს­ტი­ჟულ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. სწო­რედ მა­შინ აღ­მო­ა­ჩი­ნა მან, რომ უყ­ვარ­და კომ­პი­უ­ტე­რე­ბი და კო­დე­ბის გა­შიფვ­რა. გე­ით­სი და პოლ ალე­ნი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან "მა­იკ­რო­სოფ­თი" შექ­მნა, სწო­რედ სკო­ლა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში და­მე­გობ­რდნენ. რო­დე­საც გე­ით­სი 15 წლის იყო, მათ შექ­მნეს Traf-O-Data, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აგ­რო­ვებ­და და მას ინ­ჟინ­რებს აწ­ვდი­და. კო­ლე­ჯის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ბილ გე­ით­სი ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ირ­ცხა, თუმ­ცა, 1975 წელს მი­ა­ტო­ვა სწავ­ლა იმი­სათ­ვის, რომ მთე­ლი თა­ვი­სი დრო "მა­იკ­რო­სოფ­ტის" შექ­მნის­თვის და­ეთ­მო. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა ღირ­და რის­კი, ვი­ნა­ი­დან "მა­იკ­რო­სოფ­ტის" შე­დე­გად, გე­ით­სი მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მდი­დარ ადა­მი­ა­ნად იქცა.

უო­რენ ბა­ფეტს შე­მო­სავ­ლის რამ­დე­ნი­მე წყა­რო ჰქონ­და.

Berkshire Hathaway-ის მი­ლი­არ­დერ­მა აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ქო­ნე­ბის დაგ­რო­ვე­ბა ჯერ კი­დევ ად­რე­ულ ასაკ­ში და­ი­წყო. მისი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­მო­ცე­მა The Washington Post-ის ნომ­რე­ბის და­რი­გე­ბა იყო. ის ასე­ვე ყიდ­და გოლ­ფის სა­თა­მა­შო ბურ­თებს, მარ­კებს და აკე­თებ­და "პინ­ბო­ლის" სა­თა­მა­შო მო­წყო­ბი­ლე­ბებს.

ოპრა უინფრი რა­დი­ო­სად­გურ­ში მუ­შა­ობ­და.

უინფრი მი­სი­სი­პი­ში და­ი­ბა­და, თუმ­ცა, 14 წლის ასაკ­ში ტე­ნეს­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა მისი ცხოვ­რე­ბის რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლა. იგი ნეშ­ვი­ლის კო­ლე­ჯში სწავ­ლობ­და, სა­დაც ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ მოს­წავ­ლედ იქცა. ოპრა უინფრი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ამი­ტო­მაც ის კო­ლე­ჯის მე­ტყვე­ლე­ბის ჯგუფ­ში შე­ვი­და. მან პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი 16 წლის ასაკ­ში და­ი­წყო. იგი ნეშ­ვი­ლის ად­გი­ლობ­რივ რა­დი­ო­ში მუ­შა­ობ­და.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რას საქმიანობდნენ მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ადამიანები თინეიჯერობის ასაკში?

რას საქმიანობდნენ მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ადამიანები თინეიჯერობის ასაკში?

წარმატებულმა ადამიანებმა თავიანთი ბედი ჯერ კიდევ ბავშვობაში განსაზღვრეს. მაგალითად, კომპანია "მაიკროსოფტის" შემქმნელი ბილ გეითსი თინეიჯერობის ასაკში კოდების გაშიფვრას სწავლობდა. ამერიკელი ბიზნესმენი და ინვესტორი უორენ ბაფეტი კი რამდენიმე საქმიანობით იყო დაკავებული, რის შედეგადაც მას 16 წლის ასაკში უკვე 53 000 დოლარი ჰქონდა გამომუშავებული. ვნახოთ დეტალურად თუ რას აკეთებდნენ ბილ გეითსი, უორენ ბაფეტი, მარკ ცუკერბერგი და სხვა წარმატებული ადამიანები მოზარდობის ასაკში.

ბილ გეითსს სიგიჟემდე უყვარდა კომპიუტერები

"მაიკროსოფტის" დამფუძნებელი სიეტლში პრესტიჟულ სკოლაში სწავლობდა. სწორედ მაშინ აღმოაჩინა მან, რომ უყვარდა კომპიუტერები და კოდების გაშიფვრა. გეითსი და პოლ ალენი, რომელთან ერთადაც მოგვიანებით მან "მაიკროსოფთი" შექმნა, სწორედ სკოლაში სწავლის პერიოდში დამეგობრდნენ. როდესაც გეითსი 15 წლის იყო, მათ შექმნეს Traf-O-Data, რომელიც ქუჩაში მოძრაობის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა და მას ინჟინრებს აწვდიდა. კოლეჯის დასრულების შემდეგ, ბილ გეითსი ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირცხა, თუმცა, 1975 წელს მიატოვა სწავლა იმისათვის, რომ მთელი თავისი დრო "მაიკროსოფტის" შექმნისთვის დაეთმო. როგორც აღმოჩნდა ღირდა რისკი, ვინაიდან "მაიკროსოფტის" შედეგად, გეითსი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად იქცა.

უორენ ბაფეტს შემოსავლის რამდენიმე წყარო ჰქონდა.

Berkshire Hathaway-ის მილიარდერმა აღმასრულებელმა დირექტორმა ქონების დაგროვება ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დაიწყო. მისი ერთ-ერთი პირველი საქმიანობა გამოცემა The Washington Post-ის ნომრების დარიგება იყო. ის ასევე ყიდდა გოლფის სათამაშო ბურთებს, მარკებს და აკეთებდა "პინბოლის" სათამაშო მოწყობილებებს.

ოპრა უინფრი რადიოსადგურში მუშაობდა.

უინფრი მისისიპიში დაიბადა, თუმცა, 14 წლის ასაკში ტენესში გადავიდა საცხოვრებლად, სწორედ ამან განაპირობა მისი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა. იგი ნეშვილის კოლეჯში სწავლობდა, სადაც ყველაზე პოპულარულ მოსწავლედ იქცა. ოპრა უინფრი ჟურნალისტიკის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა, ამიტომაც ის კოლეჯის მეტყველების ჯგუფში შევიდა. მან პირველი სამსახური 16 წლის ასაკში დაიწყო. იგი ნეშვილის ადგილობრივ რადიოში მუშაობდა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს