სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე, ლგტბ პირებს შორის ქორწინება ლეგალური გახდა
აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე, ლგტბ პირებს შორის ქორწინება ლეგალური გახდა

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთე­ლი მას­შტა­ბით, ერთი სქე­სის პი­რებს შო­რის ქორ­წი­ნე­ბა გუ­შინ­დე­ლი დღი­დან ლე­გა­ლუ­რი გახ­და. აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო ის­ტო­რი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ამე­რი­კის 50-ვე შტატ­ში გეი ქორ­წი­ნე­ბა კა­ნო­ნი­ე­რად გა­მო­ა­ცხა­და. ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაკ ობა­მამ შემ­დე­გი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა: "ეს ნა­ბი­ჯი დიდი გა­მარ­ჯვე­ბაა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ხაზი ეს­მე­ვა იმას, რი­სიც მი­ლი­ო­ნო­ბით ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს ღრმად სწამს: რო­დე­საც ყვე­ლა ამე­რი­კე­ლი თა­ნას­წო­რი იქ­ნე­ბა, უფრო მე­ტად შე­ვიგ­რძნობთ თა­ვი­სუფ­ლე­ბას".

ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან მა­ლე­ვე ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლი წყვი­ლე­ბი იმ შტა­ტე­ბი­დან, სა­დაც აქამ­დე აკ­რძა­ლუ­ლი იყო გეი ქორ­წი­ნე­ბა, გა­ე­შურ­ნენ სა­ქორ­წი­ნო ლი­ცენ­ზი­ე­ბის ასა­ღე­ბად. ღა­მით თეთ­რი სახ­ლი ცი­სარ­ტყე­ლის ფე­რებ­ში გა­ა­ნა­თეს, რი­თაც პა­ტი­ვი მი­ა­გეს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და გეი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უფ­ლე­ბებს. ჯერ­ჯე­რო­ბით, მხო­ლოდ ორი შტა­ტი - ლუ­ი­ზი­ა­ნა და მი­სი­სი­პი აცხა­დე­ბენ უარს, გას­ცენ ლი­ცენ­ზია ერ­თსქე­სი­ან წყვი­ლებ­ზე მა­ნამ, სა­ნამ ფორ­მა­ლუ­რად არ შევა ლე­გა­ლი­ზა­ცი­ა­ში კა­ნო­ნი. ამი­სათ­ვის კი აღ­მას­რუ­ლე­ბელ სა­სა­მარ­თლოს 25 დღე დას­ჭირ­დე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია theguardian.com-ს მი­ხედ­ვით.

007
0

აიკრძალოს სხვადასხვა სქესიანთა ქორწინება ამერიკაში!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე, ლგტბ პირებს შორის ქორწინება ლეგალური გახდა

აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე, ლგტბ პირებს შორის ქორწინება ლეგალური გახდა

ამერიკის შეერთებული შტატების მთელი მასშტაბით, ერთი სქესის პირებს შორის ქორწინება გუშინდელი დღიდან ლეგალური გახდა. აღმასრულებელმა სასამართლომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და ამერიკის 50-ვე შტატში გეი ქორწინება კანონიერად გამოაცხადა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შემდეგი განცხადება გააკეთა: "ეს ნაბიჯი დიდი გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნისთვის, ამ გადაწყვეტილებით ხაზი ესმევა იმას, რისიც მილიონობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ღრმად სწამს: როდესაც ყველა ამერიკელი თანასწორი იქნება, უფრო მეტად შევიგრძნობთ თავისუფლებას".

ამ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე ჰომოსექსუალი წყვილები იმ შტატებიდან, სადაც აქამდე აკრძალული იყო გეი ქორწინება, გაეშურნენ საქორწინო ლიცენზიების ასაღებად. ღამით თეთრი სახლი ცისარტყელის ფერებში გაანათეს, რითაც პატივი მიაგეს სასამართლოს გადაწყვეტილებას და გეი საზოგადოების უფლებებს. ჯერჯერობით, მხოლოდ ორი შტატი - ლუიზიანა და მისისიპი აცხადებენ უარს, გასცენ ლიცენზია ერთსქესიან წყვილებზე მანამ, სანამ ფორმალურად არ შევა ლეგალიზაციაში კანონი. ამისათვის კი აღმასრულებელ სასამართლოს 25 დღე დასჭირდება.

მომზადებულია theguardian.com-ს მიხედვით.