სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩართეთ კონდიციონერი, საუნაში ხომ არ ვართ?"- ჯერ ვითხოვთ, შემდეგ ვყვირით, ვემუქრებით, მაგრამ შენც არ მომიკვდე...
"ჩართეთ კონდიციონერი, საუნაში ხომ არ ვართ?"- ჯერ ვითხოვთ, შემდეგ ვყვირით, ვემუქრებით, მაგრამ შენც არ მომიკვდე...

"დე­ი­წყო ზა­ფხუ­ლი და დე­ი­წყო ჩვე­ნი ტან­ჯვაც. სე­ლა­პე­ბი­ვით პირ­დაფ­ჩე­ნი­ლე­ბი სა­დამ­დე ვის­ხდეთ? მძღოლს კონ­დი­ცი­ო­ნე­რის ჩარ­თვა მოვ­თხო­ვოთ, თო­რემ გა­ვი­წუ­რე ოფლში," - მოთ­ქვამს ხან­ში შე­სუ­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ათი წუ­თის წინ ამო­ვი­და ყვი­თელ მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში. მგზავ­რებ­მა წა­უყ­რუ­ეს, ზოგ­მაც ხელი ირო­ნი­უ­ლად ჩა­იქ­ნია. მა­მა­კა­ცი არ გა­ჩერ­და, თუმ­ცა მის ნათ­ქვამს მძღოლ­მაც წა­უყ­რუა. სა­ლონ­ში აუ­ტა­ნე­ლი სი­ცხეა. დავა რით დას­რულ­და, არ ვიცი, რად­გან მომ­დევ­ნო გა­ჩე­რე­ბა­ზე ჩა­ვე­დი...

ალ­ბათ, ჯო­ჯო­ხეთ­შიც ისე­ვე ცხე­ლა, რო­გორც ყვი­თელ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სებ­ში. ჩვენს ასეთ ყო­ფა­ში ჩამგდებთ იმი­ერ­ში იქა­ურ სი­ცხეს­თან შე­გუ­ე­ბა არ გა­უ­ჭირ­დე­ბათ, ჩვენ კი აქ ვე­წა­მე­ბით, რაც იმის იმედს გვაძ­ლევს, რომ ჯილ­დოდ სა­მო­თხე­ში მოვ­ხვდე­ბით. ხუმ­რო­ბა იქით იყოს და, გა­უ­საძ­ლი­სი ხდე­ბა 35 გრა­დუს სი­ცხე­ში სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით მგზავ­რო­ბა. ძალს მძღო­ლია და ძალს - მგზავ­რე­ბი... ჯერ ვი­თხოვთ, შემ­დეგ ვყვი­რით, ვე­მუქ­რე­ბით, მაგ­რამ შენც არ მო­მიკ­ვდე. შე­იძ­ლე­ბა ათი­დან მხო­ლოდ ერ­თმა მძღოლ­მა ჩარ­თოს კონ­დი­ცი­ო­ნე­რი. ამ დროს ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძის უკ­ვდა­ვი ნა­წარ­მო­ე­ბი "თავ­საფ­რი­ა­ნი დე­და­კა­ცი" მახ­სენ­დე­ბა: "გა­დიფ­რენს, იშო­ვის, გა­დივ­ლის, გას­ცუ­რავს, მი­იფ­რენს, თა­ვი­სას კი მი­აღ­წევს" - და­ახ­ლო­ე­ბით ასეა ჩვე­ნი საქ­მე, მაგ­რამ უკვე მე­რამ­დე­ნე ზა­ფხუ­ლი იწუ­რე­ბა მიზ­ნის მიღ­წე­ვის გა­რე­შე. ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მძღო­ლე­ბის 90% კონ­დი­ცი­ო­ნე­რებს ცო­ცხა­ლი თა­ვით არ რთავს, საწ­ვავს ბევ­რს წვავ­სო.

"თვი­თონ რა ენაღ­ვლე­ბა, გა­ყოფს თავს ფან­ჯა­რა­ში და ნი­ა­ვი და­უ­ქი­ქი­ნებს, ჩვენ ვი­კი­თხოთ, სკვინ­ჩე­ბი­ვით გა­ყურ­სუ­ლე­ბი ოფლში რომ ვცუ­რავთ. უპატ­რო­ნო ქვე­ყა­ნა­ში ვართ," - შე­მომ­ჩივ­ლა მო­ხუც­მა მა­მა­კაც­მა და კე­ფა­ზე სვე­ლი ცხვირ­სა­ხო­ცი მო­იგ­დო, - ეს რომ არ მქონ­დეს, აქამ­დე კარ­გა ხნის მკვდა­რი ვიქ­ნე­ბო­დი"."

ეს პრობ­ლე­მა ზა­ფხუ­ლის დად­გო­მას­თან ერ­თად აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა. რო­გორც წესი, სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია 10 ივ­ნი­სი­დან მძღო­ლებს მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­ში კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბის ჩარ­თვის­კენ მო­უ­წო­დებს. თუმ­ცა, საქ­მე მო­წო­დე­ბის იქით აღარ მი­დის და წლე­ულ­საც, რო­გორც წინა წლებ­ში, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სებ­ში კონ­დი­ცი­რე­ბის პრობ­ლე­მა კვლავ მო­უგ­ვა­რე­ბე­ლია. ხში­რად მძღო­ლე­ბი ორ მი­ზეზს ასა­ხე­ლე­ბენ: კონ­დი­ცი­რე­ბის ტექ­ნი­კურ ხარ­ვე­ზებს ან სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის­კენ იშ­ვე­რენ ხელს, ყო­ველ­დღი­უ­რი გეგ­მის თან­ხას თვი­დან თვემ­დე გვიზ­რდი­ან, და­ნა­ხარ­ჯებს ვერ ავუ­დი­ვართ და კონ­დი­ცი­ო­ნე­რი და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯი­აო.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"ჩართეთ კონდიციონერი, საუნაში ხომ არ ვართ?"- ჯერ ვითხოვთ, შემდეგ ვყვირით, ვემუქრებით, მაგრამ შენც არ მომიკვდე...

"ჩართეთ კონდიციონერი, საუნაში ხომ არ ვართ?"- ჯერ ვითხოვთ, შემდეგ ვყვირით, ვემუქრებით, მაგრამ შენც არ მომიკვდე...

"დეიწყო ზაფხული და დეიწყო ჩვენი ტანჯვაც. სელაპებივით პირდაფჩენილები სადამდე ვისხდეთ? მძღოლს კონდიციონერის ჩართვა მოვთხოვოთ, თორემ გავიწურე ოფლში," - მოთქვამს ხანში შესული მამაკაცი, რომელიც ათი წუთის წინ ამოვიდა ყვითელ მიკროავტობუსში. მგზავრებმა წაუყრუეს, ზოგმაც ხელი ირონიულად ჩაიქნია. მამაკაცი არ გაჩერდა, თუმცა მის ნათქვამს მძღოლმაც წაუყრუა. სალონში აუტანელი სიცხეა. დავა რით დასრულდა, არ ვიცი, რადგან მომდევნო გაჩერებაზე ჩავედი...

ალბათ, ჯოჯოხეთშიც ისევე ცხელა, როგორც ყვითელ სამარშრუტო ტაქსებში. ჩვენს ასეთ ყოფაში ჩამგდებთ იმიერში იქაურ სიცხესთან შეგუება არ გაუჭირდებათ, ჩვენ კი აქ ვეწამებით, რაც იმის იმედს გვაძლევს, რომ ჯილდოდ სამოთხეში მოვხვდებით. ხუმრობა იქით იყოს და, გაუსაძლისი ხდება 35 გრადუს სიცხეში სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა. ძალს მძღოლია და ძალს - მგზავრები... ჯერ ვითხოვთ, შემდეგ ვყვირით, ვემუქრებით, მაგრამ შენც არ მომიკვდე. შეიძლება ათიდან მხოლოდ ერთმა მძღოლმა ჩართოს კონდიციონერი. ამ დროს ნიკო ლორთქიფანიძის უკვდავი ნაწარმოები "თავსაფრიანი დედაკაცი" მახსენდება: "გადიფრენს, იშოვის, გადივლის, გასცურავს, მიიფრენს, თავისას კი მიაღწევს" - დაახლოებით ასეა ჩვენი საქმე, მაგრამ უკვე მერამდენე ზაფხული იწურება მიზნის მიღწევის გარეშე. ზაფხულის განმავლობაში მძღოლების 90% კონდიციონერებს ცოცხალი თავით არ რთავს, საწვავს ბევრს წვავსო.

"თვითონ რა ენაღვლება, გაყოფს თავს ფანჯარაში და ნიავი დაუქიქინებს, ჩვენ ვიკითხოთ, სკვინჩებივით გაყურსულები ოფლში რომ ვცურავთ. უპატრონო ქვეყანაში ვართ," - შემომჩივლა მოხუცმა მამაკაცმა და კეფაზე სველი ცხვირსახოცი მოიგდო, - ეს რომ არ მქონდეს, აქამდე კარგა ხნის მკვდარი ვიქნებოდი"."

ეს პრობლემა ზაფხულის დადგომასთან ერთად აქტუალური ხდება. როგორც წესი, სატრანსპორტო კომპანია 10 ივნისიდან მძღოლებს მიკროავტობუსებში კონდიციონერების ჩართვისკენ მოუწოდებს. თუმცა, საქმე მოწოდების იქით აღარ მიდის და წლეულსაც, როგორც წინა წლებში, სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. ხშირად მძღოლები ორ მიზეზს ასახელებენ: კონდიცირების ტექნიკურ ხარვეზებს ან სატრანსპორტო კომპანიისკენ იშვერენ ხელს, ყოველდღიური გეგმის თანხას თვიდან თვემდე გვიზრდიან, დანახარჯებს ვერ ავუდივართ და კონდიციონერი დამატებითი ხარჯიაო.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია