პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ მაჭავარიანი - დაგვეწიეთ და გაგვასწარით არასწორი გადაწყვეტილებების მიღებაში
მიხეილ მაჭავარიანი - დაგვეწიეთ და გაგვასწარით არასწორი გადაწყვეტილებების მიღებაში

დაგ­ვე­წი­ეთ და გაგ­ვას­წა­რით არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში, - ამ გან­ცხა­დე­ბით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ან­მა პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე მმარ­თველ გუნდს მი­მარ­თა.

"ეს მხო­ლოდ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი­დან სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის გა­მო­ყო­ფის შეც­დო­მას არ ეხე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ ერთხელ უკვე და­ვუშ­ვით, ხოლო თქვენ იგი­ვე შეც­დო­მა უფრო ძვი­რი და­გიჯ­დე­ბათ, რად­გან ეს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას არ წა­ად­გე­ბა, არც ინ­ვეს­ტო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბა და არც სა­ბან­კო სფე­როს სტა­ბი­ლუ­რო­ბას წა­ად­გე­ბა. პი­რი­ქით, და­აფრ­თხობთ მათ და პრობ­ლე­მებს შე­უქ­მნით. ახლა რაში გაგ­ვას­წა­რით: - გაგ­ვას­წა­რით იმა­ში, რომ როცა შე­მოგ­თა­ვა­ზეთ ფორ­მუ­ლა, რომ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში ოპო­ზი­ცი­ი­დან წარ­მოდ­გე­ნე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, თქვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა და არა გვყავს, მა­შინ როცა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს იყო. ასე­ვე მოგ­ვა­ტყუ­ეთ მა­უ­წყე­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბით, როცა კა­ნონ­ში ჩა­წე­რეთ, მაგ­რამ ოპო­ზი­ცი­ას წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არა ჰყავს. არის თბი­ლი­სის მე­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი, ფა­რუ­ლი მოს­მე­ნე­ბის სა­კი­თხი, როცა ოპო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნის დროს სხვაგ­ვა­რად ლა­პა­რა­კობ­დით და რო­გორც კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოხ­ვე­დით, სა­კუ­თარ თავ­ზე მო­ირ­გეთ. ასე­თია მოწ­მე­თა და­კი­თხვის კა­ნო­ნი და ნა­ფიც მსა­ჯულ­თა კა­ნო­ნი", - მი­მარ­თა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რებს მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

დღეს პარ­ლა­მენ­ტში მთა­ვა­რი დე­ბა­ტე­ბის სა­გა­ნი "ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი იყო, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­მად­გენ­ლო­ბი­დან სა­ბან­კო სფე­როს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის გაყ­ვა­ნას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

მიხეილ მაჭავარიანი - დაგვეწიეთ და გაგვასწარით არასწორი გადაწყვეტილებების მიღებაში

მიხეილ მაჭავარიანი - დაგვეწიეთ და გაგვასწარით არასწორი გადაწყვეტილებების მიღებაში

დაგვეწიეთ და გაგვასწარით არასწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, - ამ განცხადებით "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე მმართველ გუნდს მიმართა.

"ეს მხოლოდ ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო სამსახურის გამოყოფის შეცდომას არ ეხება, რომელიც ჩვენ ერთხელ უკვე დავუშვით, ხოლო თქვენ იგივე შეცდომა უფრო ძვირი დაგიჯდებათ, რადგან ეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას არ წაადგება, არც ინვესტორების რაოდენობა გაიზრდება და არც საბანკო სფეროს სტაბილურობას წაადგება. პირიქით, დააფრთხობთ მათ და პრობლემებს შეუქმნით. ახლა რაში გაგვასწარით: - გაგვასწარით იმაში, რომ როცა შემოგთავაზეთ ფორმულა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციიდან წარმოდგენელი ყოფილიყო, თქვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არა გვყავს, მაშინ როცა "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო. ასევე მოგვატყუეთ მაუწყებელთან დაკავშირებით, როცა კანონში ჩაწერეთ, მაგრამ ოპოზიციას წარმომადგენელი არა ჰყავს. არის თბილისის მერიასთან დაკავშირებული საკითხები, ფარული მოსმენების საკითხი, როცა ოპოზიციაში ყოფნის დროს სხვაგვარად ლაპარაკობდით და როგორც კი ხელისუფლებაში მოხვედით, საკუთარ თავზე მოირგეთ. ასეთია მოწმეთა დაკითხვის კანონი და ნაფიც მსაჯულთა კანონი", - მიმართა "ქართული ოცნების" წევრებს მიხეილ მაჭავარიანმა.

დღეს პარლამენტში მთავარი დებატების საგანი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები იყო, რომელიც ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გაყვანას ითვალისწინებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."