საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას სთხოვს ზოოპარკის დირექტორი საზოგადოებას
რას სთხოვს ზოოპარკის დირექტორი საზოგადოებას

თბი­ლის­ში სტი­ქი­ის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს, მსოფ­ლი­ოს მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. ჯერ კი­დევ ინ­ტენ­სი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს სტი­ქი­ის ზო­ნე­ბი­დან ნარ­ჩე­ნე­ბის და ნაგ­ვის გა­სა­ტა­ნად. სამ და­კარ­გულ ადა­მი­ანს ამ დრომ­დე ეძე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა ცხო­ვე­ლებს, ერთი ვე­ფხვი კვლავ იძებ­ნე­ბა, აფ­თრის ლეში კი რამ­დე­ნი­მე დღის წინ ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იპო­ვეს.

ჰქონ­და თუ არა ინ­ფორ­მა­ცია ზო­ო­პარ­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და­კარ­გუ­ლი და და­ხო­ცი­ლი ცხო­ვე­ლე­ბის შე­სა­ხებ, რამ გა­მო­იწ­ვია უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა, რა­მაც მა­მა­კა­ცის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ახლა ზო­ო­პარკში - ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე "გუ­რია ნი­უ­სი" ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტორს, ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძეს ესა­უბ­რა.

-სტი­ქი­ის შემ­დეგ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. რა ეტაპ­ზეა გა­მო­ძი­ე­ბა და რამ­დენ­ჯერ დაგ­კი­თხათ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა?

- მხო­ლოდ ერთხელ დამ­კი­თხა პრო­კუ­რა­ტუ­რამ, მას შემ­დეგ მე აღა­რა­ვის შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვარ. თა­ნამ­შრომ­ლებ­თან გა­სა­უბ­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და რამ­დე­ნი­მე დღის წინ აქაც იყ­ვნენ პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან მო­სუ­ლე­ბი. იმე­დია, ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა.

- იღებ­და თუ არა ზო­ო­პარ­კი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იმ ცხო­ვე­ლე­ბის აღ­წე­რა­ში, რო­მე­ლიც და­ხო­ცი­ლე­ბი იპო­ვეს ან და­ხო­ცეს?

- ზო­ო­პარ­კი ნა­წი­ლობ­რივ ამას აკე­თებ­და, მაგ­რამ ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ინ­ფორ­მა­ცია ჩვენ სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ვი­პო­ვეთ - რო­გო­რიც იყო ტე­ლე­ვი­ზი­ის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი, სხვე­ბის მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და ა.შ. სამ­წუ­ხა­როდ, არ გვქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ყვე­ლა ცხო­ვე­ლი გა­დაგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია შეც­დო­მა.

- არც იმ ცხო­ვე­ლებ­ზე გქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლე­ბიც ზო­ო­პარ­კის გა­რეთ იყ­ვნენ?

- აქაც იყო გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ის ვე­ფხვიც, რო­მელ­მაც ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა, მოკ­ლულ ცხო­ვე­ლებ­ში იყო მით­ვლი­ლი. არ მინ­და გა­ვუს­წრო წინ მოვ­ლე­ნებს. რო­გორც იცით, გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ყვე­ლა­ფე­რი ცხა­დი გახ­დე­ბა.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია იმა­ნაც, რომ ზო­ო­პარ­კმა არ გა­მო­აქ­ვეყ­ნა იმ ცხო­ვე­ლე­ბის სია, რო­მე­ლიც სტი­ქი­ამ­დე გყავ­დათ. რა­ტომ არ გა­მოქ­ვეყ­ნდა ეს ინ­ფორ­მა­ცია და რა გიშ­ლი­დათ ხელს?

- ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ნამ­დვი­ლად არ ვფიქ­რობ­დით, რომ ასე­თი სიის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა საჩ­ქა­რო იყო. ეს სია გვაქვს და რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ კი­დეც. ასე­ვე არ­სე­ბობს ორ­გა­ნი­ზა­ცია International Species Informacion System ( ISIS) და პროგ­რა­მა ZIMS-ი, სა­დაც ეს მო­ნა­ცე­მე­ბია ატ­ვირ­თუ­ლი. ამ პროგ­რა­მა­ზე ყვე­ლა გა­წევ­რი­ა­ნე­ბულ ზო­ო­პარკს აქვს წვდო­მა.

-მხო­ლოდ ზო­ო­პარ­კებს? ჩვე­უ­ლებ­რივ მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია ნა­ხოს ეს მო­ნა­ცე­მე­ბი?

- ჩვე­უ­ლებ­რივ მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია გა­წევ­რი­ან­დეს, მი­ი­ღებს პროგ­რა­მა­ში შე­სას­ვლელ კოდს და ნა­ხავს მო­ნა­ცე­მებს. სტი­ქი­ის შემ­დეგ აღარც კომ­პი­უ­ტე­რე­ბი გვქონ­და არც არა­ფე­რი, რომ გვე­ნა­ხა ეს ინ­ფორ­მა­ცია და ჩა­მოგ­ვეტვირ­თა. მარ­თა­ლი გი­თხრათ, არც ვიცი, რა­ტომ მი­ე­ნი­ჭა ასე­თი ყუ­რა­დღე­ბა არ­სე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის ნუს­ხას, თო­რემ ამას ყო­ველ­დღე გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებ­დით. ყვე­ლა ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­და­ცე­მუ­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვი­საც.

რაც ზო­ო­პარკში გვყავ­და, ეს ცხო­ვე­ლე­ბი ისე­დაც გარ­კვე­უ­ლი იყო. ერ­თა­დერ­თი ვარ­კვევ­დით, და­ღუ­პუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას. ამი­ტომ პირ­ველ რიგ­ში ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბას ვცდი­ლობ­დით. ამას­თა­ნა­ვე, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. თით­ქმის მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში გვი­წევ­და გა­და­ად­გი­ლე­ბა და არც იყო იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია აგ­ვეტვირ­თა. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ეს ადრე უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, რა­მაც მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია.

-ეხ­მა­რე­ბით თუ არა სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბას?

- ვმუ­შა­ობთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად. თით­ქმის ყვე­ლა იმ ად­გილ­ზე ვი­ყა­ვით გა­სუ­ლი, სა­ი­და­ნაც ინ­ფორ­მა­ცია შე­მო­დი­ო­და, რომ ცხო­ვე­ლი ნა­ხეს. ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც სა­ეჭ­ვო იყო, ჩვენც გა­და­ვა­მოწ­მეთ. სა­ეჭ­ვო­ში ვგუ­ლის­ხმობ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ან ცხო­ვე­ლის კვა­ლი ან ლეში იყო ნა­პოვ­ნი. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, არ­ცერ­თი მათ­გა­ნი არ და­დას­ტურ­და.

-რა ნა­წი­ლია ზო­ო­პარ­კის გა­სა­სუფ­თა­ვე­ბე­ლი და რამ­დე­ნად მა­ღა­ლია ალ­ბა­თო­ბა, რომ ვე­ფხვიც ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იპო­ვოთ?

- ჯერ კი­დევ არ არის ვო­ლი­ე­რე­ბის ნა­წი­ლი გახ­სნი­ლი. საკ­მა­ოდ დიდი ნა­წი­ლია ტე­რი­ტო­რი­ის გა­სა­სუფ­თა­ვე­ბე­ლი. ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რად მი­დის მუ­შა­ო­ბა, თუმ­ცა რამ­დე­ნი ხანი და­ჭირ­დე­ბა გა­სუფ­თა­ვე­ბას, არ ვიცი. კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა. რაც შე­ე­ხე­ბა ალ­ბა­თო­ბას, რომ ვე­ფხვი შე­იძ­ლე­ბა ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყოს, არის, თუმ­ცა, რამ­დე­ნად მა­ღა­ლია ეს ალ­ბა­თო­ბა, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია. ცხო­ვე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და ღია გა­ლი­ა­ში, რაც სტან­დარტზე უფრო მა­ღა­ლი დამ­ცა­ვო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბო­და. ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი ცხო­ვე­ლე­ბი მხო­ლოდ ელექტრო ღო­ბის შიგ­ნით იმ­ყო­ფე­ბი­ან. ჩვენ კი გვქონ­და სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი და კი­დევ უფრო მა­ღა­ლი გი­სო­სე­ბი, რო­მელ­ზეც სხვა­თა შო­რის ძა­ლი­ან ბევ­რი გვე­და­ვე­ბო­და, რა­ტომ იყო ამ­დე­ნად მა­ღა­ლი და არა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი. სან­დი­ა­გოს ზო­ო­პარკში, სა­დაც ვო­ლი­ე­რე­ბი არ არის მხო­ლოდ ელექტრო ღო­ბე­ე­ბია. ჩვენ­თან ეს ცოტა რთუ­ლი გა­სა­კე­თე­ბე­ლი იყო ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ამი­ტომ გვქონ­და გი­სო­სე­ბი. თუმ­ცა, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც ჩვენ აქ ვართ, არ­ცერ­თი ცხო­ვე­ლი ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ი­დან არ გა­სუ­ლა, სა­ნამ არ გა­ივ­სო წყლით ეს ტე­რი­ტო­რია და მი­ნი­მუმ 15 მეტ­რის სიღ­რმის წყა­ლი არ დად­გა, რო­მელ­საც ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და. ასე რომ, ეს იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა, სტი­ქია, რაც ჩემი ბრა­ლი არ არის.

გარ­და ამი­სა, ვო­ლი­ერს ჰქონ­და კი­დევ ერთი დამ­ცა­ვი, გი­სო­სის თავი იყო გად­მო­კე­ცი­ლი იმ­დე­ნად, რომ ცხო­ველს მის­გან თავი ვერ და­ეღ­წია. ვე­ფხვის­თვის ეს უარ­ყო­ფი­თი დახ­რი­ლო­ბაა და ის ვერ შეძ­ლებს, აქე­დან ამოძ­რო­მას; გარ­და ამი­სა, იყო სპე­ცი­ა­ლუ­რი ელექტრო­სა­დე­ნი, რო­მელ­შიც 10 ათა­სი ვოლ­ტის სიმ­ძლავ­რის ელექტრო­ე­ნერ­გია გა­დი­ო­და. ეს გა­და­უ­ლა­ხა­ვი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბაა ცხო­ვე­ლის­თვის, მაგ­რამ წყა­ლი რომ დად­გა ზო­ო­პარკში და დენი გა­ი­თი­შა, ცხო­ვე­ლებ­მა ვო­ლი­ე­რის ზე­მო­დან წყლის ნა­კად­ზე გა­დას­ვლა შეძ­ლეს.

-ზო­ო­პარ­კის ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­დგე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია?

- აქ აღ­დგე­ნას აზრი არ აქვს. თა­ვი­დან უნდა აშენ­დეს, ამი­ტომ არა მგო­ნია, ზო­ო­პარ­კი ისევ აქ დარ­ჩეს. სა­ბო­ლო­ოდ ეს ჩემი გა­და­სა­წყვე­ტი არ არის, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცი­აა, რომ თბი­ლი­სის ზღვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აშენ­დეს ახა­ლი ზო­ო­პარ­კი, სა­დაც გა­ცი­ლე­ბით უფრო კარ­გი პი­რო­ბე­ბია. მინ­და გა­ვახ­სე­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ძა­ლი­ან დიდი აჟი­ო­ტა­ჟი იყო, რო­დე­საც ზო­ო­პარ­კის გა­და­ტა­ნა­ზე და­ი­წყო სა­უ­ბა­რი რამ­დე­ნი­მე წლის წინ. ძა­ლი­ან ბევ­რი ე.წ. ექ­სპერ­ტი გა­მოჩ­ნდა მა­შინ, რომ­ლე­ბიც ამ­ბობ­დნენ, რომ ეს იდე­ა­ლუ­რი ტე­რი­ტო­რია იყო ზო­ო­პარ­კის­თვის და თბი­ლი­სის ზღვა­ზე გა­და­ტა­ნა არ შე­იძ­ლე­ბო­და. მა­ში­ნაც ვამ­ტკი­ცებ­დი და ახ­ლაც ვამ­ბობ, რომ ეს არ იყო ზო­ო­პარ­კის­თვის შე­სა­ბა­მი­სი ად­გი­ლი.

-არის იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ცხო­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არი­ან, უკვე გა­და­იყ­ვა­ნოთ თბი­ლი­სის ზღვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე?

- არა, იქ ჯერ­ჯე­რო­ბით ვო­ლი­ე­რე­ბი არ არის. სას­წრა­ფო სა­მუ­შაო გვაქვს, რომ ის ვო­ლი­ე­რე­ბი ავა­შე­ნოთ. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფუნ­ქცი­აც ის არის, რომ დაგ­ვეხ­მა­რონ, რომ იქ ავა­შე­ნოთ ვო­ლი­ე­რე­ბი და იქ გა­და­ვიყ­ვა­ნოთ ცხო­ვე­ლე­ბი და არა ხელი შეგ­ვი­შა­ლონ მუ­შა­ო­ბა­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ჩვენს მხა­რეს არის.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

რას სთხოვს ზოოპარკის დირექტორი საზოგადოებას

რას სთხოვს ზოოპარკის დირექტორი საზოგადოებას

თბილისში სტიქიის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა არა მარტო საქართველოს, მსოფლიოს მედიის ყურადღება მიიპყრო. ჯერ კიდევ ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს სტიქიის ზონებიდან ნარჩენების და ნაგვის გასატანად. სამ დაკარგულ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. რაც შეეხება ცხოველებს, ერთი ვეფხვი კვლავ იძებნება, აფთრის ლეში კი რამდენიმე დღის წინ ზოოპარკის ტერიტორიაზე იპოვეს.

ჰქონდა თუ არა ინფორმაცია ზოოპარკის ადმინისტრაციას დაკარგული და დახოცილი ცხოველების შესახებ, რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა, რამაც მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა, რა მდგომარეობაა ახლა ზოოპარკში - ამ და სხვა საკითხებზე "გურია ნიუსი" ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს ესაუბრა.

-სტიქიის შემდეგ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. რა ეტაპზეა გამოძიება და რამდენჯერ დაგკითხათ სამართალდამცავებმა?

- მხოლოდ ერთხელ დამკითხა პროკურატურამ, მას შემდეგ მე აღარავის შევუწუხებივარ. თანამშრომლებთან გასაუბრება მიმდინარეობდა და რამდენიმე დღის წინ აქაც იყვნენ პროკურატურიდან მოსულები. იმედია, ყველაფერი გაირკვევა.

- იღებდა თუ არა ზოოპარკი მონაწილეობას იმ ცხოველების აღწერაში, რომელიც დახოცილები იპოვეს ან დახოცეს?

- ზოოპარკი ნაწილობრივ ამას აკეთებდა, მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობით ინფორმაცია ჩვენ სხვადასხვა წყაროების საშუალებით მოვიპოვეთ - როგორიც იყო ტელევიზიის მიერ გადაღებული კადრები, სხვების მოწოდებული ინფორმაცია და ა.შ. სამწუხაროდ, არ გვქონდა საშუალება, რომ ყველა ცხოველი გადაგვემოწმებინა, რამაც გამოიწვია შეცდომა.

- არც იმ ცხოველებზე გქონდათ ინფორმაცია, რომლებიც ზოოპარკის გარეთ იყვნენ?

- აქაც იყო გარკვეული პრობლემები. ის ვეფხვიც, რომელმაც ადამიანი იმსხვერპლა, მოკლულ ცხოველებში იყო მითვლილი. არ მინდა გავუსწრო წინ მოვლენებს. როგორც იცით, გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერი ცხადი გახდება.

- საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია იმანაც, რომ ზოოპარკმა არ გამოაქვეყნა იმ ცხოველების სია, რომელიც სტიქიამდე გყავდათ. რატომ არ გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია და რა გიშლიდათ ხელს?

- ამ სიტუაციაში ნამდვილად არ ვფიქრობდით, რომ ასეთი სიის გამოქვეყნება საჩქარო იყო. ეს სია გვაქვს და რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნეთ კიდეც. ასევე არსებობს ორგანიზაცია International Species Informacion System ( ISIS) და პროგრამა ZIMS-ი, სადაც ეს მონაცემებია ატვირთული. ამ პროგრამაზე ყველა გაწევრიანებულ ზოოპარკს აქვს წვდომა.

-მხოლოდ ზოოპარკებს? ჩვეულებრივ მოქალაქეს შეუძლია ნახოს ეს მონაცემები?

- ჩვეულებრივ მოქალაქეს შეუძლია გაწევრიანდეს, მიიღებს პროგრამაში შესასვლელ კოდს და ნახავს მონაცემებს. სტიქიის შემდეგ აღარც კომპიუტერები გვქონდა არც არაფერი, რომ გვენახა ეს ინფორმაცია და ჩამოგვეტვირთა. მართალი გითხრათ, არც ვიცი, რატომ მიენიჭა ასეთი ყურადღება არსებული ცხოველების ნუსხას, თორემ ამას ყოველდღე გამოვაქვეყნებდით. ყველა ეს ინფორმაცია გადაცემულია ხელისუფლებისთვისაც.

რაც ზოოპარკში გვყავდა, ეს ცხოველები ისედაც გარკვეული იყო. ერთადერთი ვარკვევდით, დაღუპული ცხოველების რაოდენობას. ამიტომ პირველ რიგში ამ ინფორმაციის შეგროვებას ვცდილობდით. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძალიან დატვირთულები ვიყავით. თითქმის მთელ საქართველოში გვიწევდა გადაადგილება და არც იყო იმის შესაძლებლობა, რომ ეს ინფორმაცია აგვეტვირთა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ადრე უნდა გაგვეკეთებინა, რამაც მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

-ეხმარებით თუ არა სამძებრო სამუშაოებში ხელისუფლებას?

- ვმუშაობთ ხელისუფლებასთან ერთად. თითქმის ყველა იმ ადგილზე ვიყავით გასული, საიდანაც ინფორმაცია შემოდიოდა, რომ ცხოველი ნახეს. ყველა ინფორმაცია, რომელიც საეჭვო იყო, ჩვენც გადავამოწმეთ. საეჭვოში ვგულისხმობ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ან ცხოველის კვალი ან ლეში იყო ნაპოვნი. თუმცა, სამწუხაროდ, არცერთი მათგანი არ დადასტურდა.

-რა ნაწილია ზოოპარკის გასასუფთავებელი და რამდენად მაღალია ალბათობა, რომ ვეფხვიც ამ ტერიტორიაზე იპოვოთ?

- ჯერ კიდევ არ არის ვოლიერების ნაწილი გახსნილი. საკმაოდ დიდი ნაწილია ტერიტორიის გასასუფთავებელი. ძალიან ინტენსიურად მიდის მუშაობა, თუმცა რამდენი ხანი დაჭირდება გასუფთავებას, არ ვიცი. კატასტროფული მდგომარეობაა. რაც შეეხება ალბათობას, რომ ვეფხვი შეიძლება ამ ტერიტორიაზე იყოს, არის, თუმცა, რამდენად მაღალია ეს ალბათობა, რთული სათქმელია. ცხოველი იმყოფებოდა ღია გალიაში, რაც სტანდარტზე უფრო მაღალი დამცავობით ხასიათდებოდა. ძალიან ბევრ ქვეყანაში ასეთი ცხოველები მხოლოდ ელექტრო ღობის შიგნით იმყოფებიან. ჩვენ კი გვქონდა სტანდარტების შესაბამისი და კიდევ უფრო მაღალი გისოსები, რომელზეც სხვათა შორის ძალიან ბევრი გვედავებოდა, რატომ იყო ამდენად მაღალი და არა ჩვეულებრივი. სანდიაგოს ზოოპარკში, სადაც ვოლიერები არ არის მხოლოდ ელექტრო ღობეებია. ჩვენთან ეს ცოტა რთული გასაკეთებელი იყო ტექნიკური თვალსაზრისით, ამიტომ გვქონდა გისოსები. თუმცა, ამ ხნის განმავლობაში, რაც ჩვენ აქ ვართ, არცერთი ცხოველი ზოოპარკის ტერიტორიიდან არ გასულა, სანამ არ გაივსო წყლით ეს ტერიტორია და მინიმუმ 15 მეტრის სიღრმის წყალი არ დადგა, რომელსაც ვერავინ წარმოიდგენდა. ასე რომ, ეს იყო აბსოლუტური მოულოდნელობა, სტიქია, რაც ჩემი ბრალი არ არის.

გარდა ამისა, ვოლიერს ჰქონდა კიდევ ერთი დამცავი, გისოსის თავი იყო გადმოკეცილი იმდენად, რომ ცხოველს მისგან თავი ვერ დაეღწია. ვეფხვისთვის ეს უარყოფითი დახრილობაა და ის ვერ შეძლებს, აქედან ამოძრომას; გარდა ამისა, იყო სპეციალური ელექტროსადენი, რომელშიც 10 ათასი ვოლტის სიმძლავრის ელექტროენერგია გადიოდა. ეს გადაულახავი წინააღმდეგობაა ცხოველისთვის, მაგრამ წყალი რომ დადგა ზოოპარკში და დენი გაითიშა, ცხოველებმა ვოლიერის ზემოდან წყლის ნაკადზე გადასვლა შეძლეს.

-ზოოპარკის ამ ტერიტორიაზე აღდგენა შესაძლებელია?

- აქ აღდგენას აზრი არ აქვს. თავიდან უნდა აშენდეს, ამიტომ არა მგონია, ზოოპარკი ისევ აქ დარჩეს. საბოლოოდ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების პოზიციაა, რომ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე აშენდეს ახალი ზოოპარკი, სადაც გაცილებით უფრო კარგი პირობებია. მინდა გავახსენო საზოგადოებას, რომ ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო, როდესაც ზოოპარკის გადატანაზე დაიწყო საუბარი რამდენიმე წლის წინ. ძალიან ბევრი ე.წ. ექსპერტი გამოჩნდა მაშინ, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს იდეალური ტერიტორია იყო ზოოპარკისთვის და თბილისის ზღვაზე გადატანა არ შეიძლებოდა. მაშინაც ვამტკიცებდი და ახლაც ვამბობ, რომ ეს არ იყო ზოოპარკისთვის შესაბამისი ადგილი.

-არის იმის საშუალება, რომ ცხოველები, რომლებიც ახლა ზოოპარკის ტერიტორიაზე არიან, უკვე გადაიყვანოთ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე?

- არა, იქ ჯერჯერობით ვოლიერები არ არის. სასწრაფო სამუშაო გვაქვს, რომ ის ვოლიერები ავაშენოთ. საზოგადოების ფუნქციაც ის არის, რომ დაგვეხმარონ, რომ იქ ავაშენოთ ვოლიერები და იქ გადავიყვანოთ ცხოველები და არა ხელი შეგვიშალონ მუშაობაში. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ჩვენს მხარეს არის.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"