პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეწყერის ხელახალი ჩამოწოლის საფრთხე კვლავ არსებობს"- რაზე საუბრობს კოჯრის ფერდობიდან დაბრუნებული მეცნიერთა ჯგუფი
"მეწყერის ხელახალი ჩამოწოლის საფრთხე კვლავ არსებობს"- რაზე საუბრობს კოჯრის ფერდობიდან დაბრუნებული მეცნიერთა ჯგუფი

კო­ჯრის ფერ­დო­ბებ­ზე მე­წყე­რის ხე­ლა­ხა­ლი ჩა­მო­წო­ლის საფრ­თხე კვლავ არ­სე­ბობს, - ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის გე­ოგ­რა­ფი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა ლაშა სუ­ხიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ინ­სტი­ტუტ­მა ჩა­ა­ტა­რა წყნე­თი-ბე­თა­ნი­ის გზა­ზე ჩა­მო­წო­ლი­ლი მე­წყრის კვლე­ვა, რომ­ლის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბიც ცნო­ბი­ლია. სუ­ხიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ხე­ლა­ხა­ლი მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა, ეს ისე­თი­ვე საფრ­თხის მა­ტა­რე­ბე­ლი არ იქ­ნე­ბა, რო­გორც სტი­ქი­ის ღა­მეს, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მებს შექ­მნის.

"ამ ფერ­დობ­ზე რამ­დე­ნი­მე უბა­ნია კუნ­ძუ­ლე­ბად შე­მორ­ჩი­ნი­ლი, რო­მე­ლიც საფრ­თხის მა­ტა­რე­ბე­ლია, ანუ სრუ­ლად არ ჩა­მო­სუ­ლა მო­წყვე­ტი­ლი სხე­უ­ლი და და­კი­დულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ნე­ბის­მი­ერ­მა ბიძ­გმა შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბოს ამ მა­სის დაძ­ვრა. მა­სის მო­ცუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­და­მა­ვა­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბაა, რად­გან ზო­გი­ერ­თი კუნ­ძუ­ლი საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რია, ზო­გი­ერ­თი კი მცი­რე. რა თქმა უნდა, იმ­ხე­ლა მას­შტა­ბე­ბის არ არის, რამ­დე­ნიც სტი­ქი­ის ღა­მეს ჩა­მოწ­ვა, თუმ­ცა მა­ინც გავ­ლე­ნი­ა­ნი წონა აქვს. რამ­დე­ნი­მე უბა­ნი მცი­რე ზო­მი­საა და შე­საძ­ლე­ბე­ლია უფრო ად­ვი­ლად ჩა­მოწ­ვეს, რად­გან უფრო მყი­ფე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. მი­წის­ქვე­შა წყლე­ბი ისევ აქ­ტი­უ­რია. ეს წყლე­ბი რე­ცხავს ამ მე­წყრულ სხე­ულს და სა­ბო­ლოო ჯამ­ში მი­ვი­ღებთ იმას, რომ და­აჩ­ქა­რებს მე­წყრის ჩა­მოს­ვლის პრო­ცესს. მე­წყერს ჯერ წო­ნას­წო­რო­ბა გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი არ აქვს და ისევ მიმ­დი­ნა­რე­ობს ამის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი ხანი გაგ­რძელ­დე­ბა, უც­ნო­ბია", - გა­ნა­ცხა­და სუ­ხიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, არის საფრ­თხე, რომ ეს კუნ­ძუ­ლე­ბი ახლო მო­მა­ვალ­ში ჩა­მოწ­ვეს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი წვი­მის ან მი­წისძვრის შემ­თხვე­ვა­ში.

"ფერ­დო­ბე­ბი არის არას­ტა­ბი­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და სხვა­დას­ხვა უბა­ნი სხვა­დას­ხვა ბიძ­გის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა წა­მო­ვი­დეს. თუმ­ცა, ეს არ იქ­ნე­ბა ისე­თი მას­შტა­ბის, რაც იყო. ამ მა­სე­ბის ჩა­მოს­ვლას გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია. თუმ­ცა, და­ა­ზი­ა­ნებს გზებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­და­ბის გზას, რო­მე­ლიც უკვე აღ­დგე­ნი­ლია და შე­უძ­ლია ხელ­მე­ო­რედ და­ა­ზი­ა­ნოს. ეს ეხე­ბა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო გაყ­ვა­ნი­ლო­ბებ­საც. შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ა­ზი­ა­ნოს აღ­დგე­ნი­ლი გაზ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა და ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი. თუმ­ცა, ჩა­მო­წო­ლი­ლი მასა სა­ვა­რა­უ­დოდ ვერ ჩა­აღ­წევს მდი­ნა­რე ვე­რემ­დე, ვერ ჩა­კე­ტავს და ისე­თი­ვე კა­ტას­ტრო­ფულ შე­დე­გებს ვერ გა­მო­იწ­ვევს", - აღ­ნიშ­ნა სუ­ხიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით აშ­კა­რად ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლია. "კონ­კრე­ტუ­ლად რა სა­მუ­შა­ო­ე­ბი უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს, კვლე­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გვე­ცო­დი­ნე­ბა. ზო­გი­ერ­თი უბა­ნი რომ ნამ­დვი­ლად ჩა­მო­საშ­ლე­ლია, ცხა­დია, თუმ­ცა რო­მე­ლი, ჯერ არ ვი­ცით. მე­ო­რე პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზომა შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს სა­ინ­ჟინ­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში, თუ რა ფორ­მით უნდა აღ­დგეს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გზა – ეს იქ­ნე­ბა გვი­რა­ბი თუ სხვა ტი­პის ნა­გე­ბო­ბა, რომ და­იც­ვას გა­მა­ვა­ლი ტრან­სპორ­ტი მე­წყე­რის ჩა­მო­წო­ლის შემ­თხვე­ვა­ში. მე­სა­მე და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრე­ვენ­ცია არის მთლი­ა­ნად ხე­ო­ბის მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი კვლე­ვა, სა­ი­და­ნაც გა­მო­იკ­ვე­თე­ბა არა მარ­ტო ჩა­მო­წო­ლი­ლი მე­წყრის უბა­ნი, არა­მედ ზო­გა­დად, მთე­ლი ხე­ო­ბის სუ­რა­თი და გა­მო­იკ­ვე­თე­ბა სად არის საფრ­თხე", - გა­ნა­ცხა­და სუ­ხიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სტი­ქი­ის ღა­მეს ჩა­მო­წო­ლილ მე­წყერს, სუ­ხიშ­ვი­ლის თქმით, ამ მე­წყრის ფარ­თო­ბი შე­ად­გენს 32 ჰექ­ტარს.

"32 ჰექტრის ნა­წი­ლი არის მო­წყვე­ტის ზონა, სა­ი­და­ნაც მე­წყერ­მა მი­ი­ღო სხე­უ­ლი, ნა­წი­ლი კი არის ზონა, რო­მელ­მაც გა­ა­ტა­რა და ნა­წი­ლი არის, სა­დაც მოხ­და და­ლექ­ვა", - აღ­ნიშ­ნა­ვენ ინ­სტი­ტუ­ტში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"მეწყერის ხელახალი ჩამოწოლის საფრთხე კვლავ არსებობს"- რაზე საუბრობს კოჯრის ფერდობიდან დაბრუნებული მეცნიერთა ჯგუფი

"მეწყერის ხელახალი ჩამოწოლის საფრთხე კვლავ არსებობს"- რაზე საუბრობს კოჯრის ფერდობიდან დაბრუნებული მეცნიერთა ჯგუფი

კოჯრის ფერდობებზე მეწყერის ხელახალი ჩამოწოლის საფრთხე კვლავ არსებობს, - ამის შესახებ Ambebi.ge-ს ილიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა სუხიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ინსტიტუტმა ჩაატარა წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილი მეწყრის კვლევა, რომლის წინასწარი შედეგებიც ცნობილია. სუხიშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ხელახალი მეწყერი ჩამოწვა, ეს ისეთივე საფრთხის მატარებელი არ იქნება, როგორც სტიქიის ღამეს, თუმცა სხვადასხვა პრობლემებს შექმნის.

"ამ ფერდობზე რამდენიმე უბანია კუნძულებად შემორჩინილი, რომელიც საფრთხის მატარებელია, ანუ სრულად არ ჩამოსულა მოწყვეტილი სხეული და დაკიდულ მდგომარეობაშია. ნებისმიერმა ბიძგმა შეიძლება განაპირობოს ამ მასის დაძვრა. მასის მოცულობასთან დაკავშირებით გარდამავალი მოცემულობაა, რადგან ზოგიერთი კუნძული საკმაოდ მასშტაბურია, ზოგიერთი კი მცირე. რა თქმა უნდა, იმხელა მასშტაბების არ არის, რამდენიც სტიქიის ღამეს ჩამოწვა, თუმცა მაინც გავლენიანი წონა აქვს. რამდენიმე უბანი მცირე ზომისაა და შესაძლებელია უფრო ადვილად ჩამოწვეს, რადგან უფრო მყიფე მდგომარეობაში იმყოფებიან. მიწისქვეშა წყლები ისევ აქტიურია. ეს წყლები რეცხავს ამ მეწყრულ სხეულს და საბოლოო ჯამში მივიღებთ იმას, რომ დააჩქარებს მეწყრის ჩამოსვლის პროცესს. მეწყერს ჯერ წონასწორობა გამომუშავებული არ აქვს და ისევ მიმდინარეობს ამის გამომუშავების პროცესი, რომელიც რამდენი ხანი გაგრძელდება, უცნობია", - განაცხადა სუხიშვილმა.

მისივე თქმით, არის საფრთხე, რომ ეს კუნძულები ახლო მომავალში ჩამოწვეს, განსაკუთრებით კი წვიმის ან მიწისძვრის შემთხვევაში.

"ფერდობები არის არასტაბილურ მდგომარეობაში და სხვადასხვა უბანი სხვადასხვა ბიძგის შემთხვევაში შეიძლება წამოვიდეს. თუმცა, ეს არ იქნება ისეთი მასშტაბის, რაც იყო. ამ მასების ჩამოსვლას გაცილებით ნაკლები გავლენის მოხდენა შეუძლია. თუმცა, დააზიანებს გზებს, განსაკუთრებით ახალდაბის გზას, რომელიც უკვე აღდგენილია და შეუძლია ხელმეორედ დააზიანოს. ეს ეხება საკომუნიკაციო გაყვანილობებსაც. შესაძლებელია დააზიანოს აღდგენილი გაზგაყვანილობა და ელექტროგადამცემი ხაზები. თუმცა, ჩამოწოლილი მასა სავარაუდოდ ვერ ჩააღწევს მდინარე ვერემდე, ვერ ჩაკეტავს და ისეთივე კატასტროფულ შედეგებს ვერ გამოიწვევს", - აღნიშნა სუხიშვილმა.

მისივე თქმით, პრევენციული ზომები სხვადასხვა მიმართულებით აშკარად ჩასატარებელია. "კონკრეტულად რა სამუშაოები უნდა განხორციელდეს, კვლევის დასრულების შემდეგ გვეცოდინება. ზოგიერთი უბანი რომ ნამდვილად ჩამოსაშლელია, ცხადია, თუმცა რომელი, ჯერ არ ვიცით. მეორე პრევენციული ზომა შესაძლებელია იყოს საინჟინრო გადაწყვეტილებაში, თუ რა ფორმით უნდა აღდგეს დაზიანებული გზა – ეს იქნება გვირაბი თუ სხვა ტიპის ნაგებობა, რომ დაიცვას გამავალი ტრანსპორტი მეწყერის ჩამოწოლის შემთხვევაში. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენცია არის მთლიანად ხეობის მულტიდისციპლინური კვლევა, საიდანაც გამოიკვეთება არა მარტო ჩამოწოლილი მეწყრის უბანი, არამედ ზოგადად, მთელი ხეობის სურათი და გამოიკვეთება სად არის საფრთხე", - განაცხადა სუხიშვილმა.

რაც შეეხება სტიქიის ღამეს ჩამოწოლილ მეწყერს, სუხიშვილის თქმით, ამ მეწყრის ფართობი შეადგენს 32 ჰექტარს.

"32 ჰექტრის ნაწილი არის მოწყვეტის ზონა, საიდანაც მეწყერმა მიიღო სხეული, ნაწილი კი არის ზონა, რომელმაც გაატარა და ნაწილი არის, სადაც მოხდა დალექვა", - აღნიშნავენ ინსტიტუტში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია