პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატრიარქისგან რომ გამოვედით, მითხრა, უწმინდესი ახლა ბოლოჯერ ვნახეო"- დათო ოქიტაშვილი ეთერ კაკულიასთან უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს
"პატრიარქისგან რომ გამოვედით, მითხრა, უწმინდესი ახლა ბოლოჯერ ვნახეო"- დათო ოქიტაშვილი ეთერ კაკულიასთან უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს

ხან­გრძლი­ვი ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ მომ­ღე­რა­ლი ეთერ კა­კუ­ლია გარ­და­იც­ვა­ლა. მისი სურ­ვი­ლი და ხუმ­რო­ბა, 102 წელი ეცო­ცხლა, ვერ გა­მარ­თლდა და მხი­ა­რულ და სი­ცო­ცხლით სავ­სე ქალ­ბა­ტონ­ზე სამ­წუ­ხა­როდ წარ­სულ­ში გვი­წევს სა­უ­ბა­რი.

Ambebi.ge და­ვით ოქი­ტაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

- წარ­სულ­ში მი­ჭირს ქალ­ბა­ტონ ეთერ­ზე სა­უ­ბა­რი... ჩვე­ნი ბოლო შეხ­ვედ­რა უწ­მინ­დეს­თან იყო, რო­დე­საც ის "ქი­მი­ის" ჩა­სა­ტა­რებ­ლად ის­რა­ელ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბო­და. პატ­რი­არ­ქის­გან რომ გა­მო­ვე­დით, ზუს­ტად ეს სი­ტყვე­ბი მი­თხრა, - მგო­ნი, უწ­მინ­დე­სი ახლა ბო­ლო­ჯერ ვნა­ხე... მინ­და, დიდ­ხანს ვი­ცო­ცხლო, მაგ­რამ ვხვდე­ბი, რომ ფი­ზი­კუ­რად ძა­ლაც აღარ მაქვს...

ეს იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ცუდი კო­ლე­გა­ზე არას­დროს უთ­ქვამს, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში მე არ გა­მი­გია. ქალ­ბა­ტო­ნი ეთე­რი ქა­ლაქს უყ­ვარ­და... რო­დე­საც მე­გობ­რებს, კო­ლე­გებს, მთელ ქვე­ყა­ნას ასე უყ­ვარ­ხარ, ეს დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. ამა­ზე ძვირ­ფა­სი რა უნდა იყოს? ვი­მე­ო­რებ, ძა­ლი­ან ძნე­ლია ეთერ­ზე წარ­სულ დრო­ში სა­უ­ბა­რი და მინ­და, მას ვუ­თხრა, რომ ის ყო­ველ­თვის ჩვენ­თან იქ­ნე­ბა... ალ­ბათ, დიდი დრო უნდა გა­ვი­დეს, რომ მას­ზე წარ­სულ­ში ვი­ლა­პა­რა­კო. მარ­თლაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ.

- ქა­ლა­ქის კო­ლო­რი­ტი იყო...

- გე­თან­ხმე­ბით, თა­ვი­სი სა­ო­ცა­რი იუ­მო­რი ჰქონ­და, მუ­დამ მხი­ა­რუ­ლი იყო... ვი­მე­ო­რებ, ცუდი არა­სო­დეს არა­ვის­ზე უთ­ქვამს, არა­ვის იმე­ტებ­და... ასე იცხოვ­რა...

- სულ იმას ამ­ბობ­და, 102 წელი უნდა ვი­ცო­ცხლოო...

- კი, ამა­ზე სულ იცი­ნო­და, ვარ­სკვლა­ვის გახ­სნის კონ­ცერ­ტი რომ გა­ვუ­კე­თე, მი­თხრა, - ოქიტ, რომ გა­მოვ­ჯან­მრთელ­დე­ბი, მერე მე და ნანი ბრეგ­ვა­ძეს თბი­ლი­სი "დი­ნა­მოს" სტა­დი­ონ­ზე კონ­ცერ­ტი გაგ­ვი­მარ­თეო. ნა­ნიმ ხუმ­რო­ბით უთხრა, მე ამ­დენს ვერ ვიმ­ღე­რე­ბო. შენ ორი სიმ­ღე­რით გა­მო­დი, და­ნარ­ჩენს მე შე­ვას­რუ­ლე­ბო. ისეთ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და მა­ინც ხუმ­რობ­და. ადა­მი­ა­ნებს არ აჩ­ვე­ნებ­და და აგ­რძნო­ბი­ნებ­და იმას, რომ სე­რი­ო­ზუ­ლად ავად იყო. ნა­თელ­ში იყოს.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE თა­ნაგ­რძნო­ბას უცხა­დებს მომ­ღერ­ლის ოჯახს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"პატრიარქისგან რომ გამოვედით, მითხრა, უწმინდესი ახლა ბოლოჯერ ვნახეო"- დათო ოქიტაშვილი ეთერ კაკულიასთან უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს

"პატრიარქისგან რომ გამოვედით, მითხრა, უწმინდესი ახლა ბოლოჯერ ვნახეო"- დათო ოქიტაშვილი ეთერ კაკულიასთან უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მომღერალი ეთერ კაკულია გარდაიცვალა. მისი სურვილი და ხუმრობა, 102 წელი ეცოცხლა, ვერ გამართლდა და მხიარულ და სიცოცხლით სავსე ქალბატონზე სამწუხაროდ წარსულში გვიწევს საუბარი.

Ambebi.ge დავით ოქიტაშვილს დაუკავშირდა:

- წარსულში მიჭირს ქალბატონ ეთერზე საუბარი... ჩვენი ბოლო შეხვედრა უწმინდესთან იყო, როდესაც ის "ქიმიის" ჩასატარებლად ისრაელში მიემგზავრებოდა. პატრიარქისგან რომ გამოვედით, ზუსტად ეს სიტყვები მითხრა, - მგონი, უწმინდესი ახლა ბოლოჯერ ვნახე... მინდა, დიდხანს ვიცოცხლო, მაგრამ ვხვდები, რომ ფიზიკურად ძალაც აღარ მაქვს...

ეს იყო ადამიანი, რომელსაც ცუდი კოლეგაზე არასდროს უთქვამს, ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია. ქალბატონი ეთერი ქალაქს უყვარდა... როდესაც მეგობრებს, კოლეგებს, მთელ ქვეყანას ასე უყვარხარ, ეს დიდი ბედნიერებაა. ამაზე ძვირფასი რა უნდა იყოს? ვიმეორებ, ძალიან ძნელია ეთერზე წარსულ დროში საუბარი და მინდა, მას ვუთხრა, რომ ის ყოველთვის ჩვენთან იქნება... ალბათ, დიდი დრო უნდა გავიდეს, რომ მასზე წარსულში ვილაპარაკო. მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანი გახლდათ.

- ქალაქის კოლორიტი იყო...

- გეთანხმებით, თავისი საოცარი იუმორი ჰქონდა, მუდამ მხიარული იყო... ვიმეორებ, ცუდი არასოდეს არავისზე უთქვამს, არავის იმეტებდა... ასე იცხოვრა...

- სულ იმას ამბობდა, 102 წელი უნდა ვიცოცხლოო...

- კი, ამაზე სულ იცინოდა, ვარსკვლავის გახსნის კონცერტი რომ გავუკეთე, მითხრა, - ოქიტ, რომ გამოვჯანმრთელდები, მერე მე და ნანი ბრეგვაძეს თბილისი "დინამოს" სტადიონზე კონცერტი გაგვიმართეო. ნანიმ ხუმრობით უთხრა, მე ამდენს ვერ ვიმღერებო. შენ ორი სიმღერით გამოდი, დანარჩენს მე შევასრულებო. ისეთ მძიმე მდგომარეობაში იყო და მაინც ხუმრობდა. ადამიანებს არ აჩვენებდა და აგრძნობინებდა იმას, რომ სერიოზულად ავად იყო. ნათელში იყოს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE თანაგრძნობას უცხადებს მომღერლის ოჯახს.

ასევე იხილეთ:

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია