ვაკე-საბურთალოს გზაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

ვაკე-საბურთალოს გზაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

ვაკე-საბურთალოს გზაზე, თამარაშვილის ქუჩაზე, "გალფის" ბენზისნგასამართ სადგურზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება. დაშავებულს ჭრილობა ცივი იარაღით ხელის არეში აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემთხვევას წინ უძღოდა ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება, რომელსაც საპატრულო ეკიპაჟი შეესწრო. პატრულმა დაჭრაში ბრალდებული პირი ადგილზე დააკავა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია