სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეთერ კაკულიას ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები
ეთერ კაკულიას ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები

მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ მომ­ღე­რა­ლი ეთერ კა­კუ­ლია გარ­და­იც­ვა­ლა. Ambebi.ge-მ მომ­ღერ­ლის ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან პე­რი­ო­დებს გა­და­ავ­ლო თვა­ლი.

ეთერ კა­კუ­ლია 1948 წელს და­ი­ბა­და. ესტრა­დის მომ­ღე­რალ­მა სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტის წო­დე­ბა 1983 წელს მი­ი­ღო. მღე­რო­და თბი­ლი­სის პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის ორ­კესტრში ს. ტუ­ღუ­შის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ეთერ კა­კუ­ლი­ას ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან: "ცრემ­ლე­ბიც არ მყოფ­ნის, ისე მტკი­ვა შენი წას­ვლა..."

1964 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ლარ­მო­ნი­ის სო­ლის­ტია, ამა­ვე წლი­დან მღე­რო­და სა­ხელ­მწი­ფო სა­ესტრა­დო ორ­კესტრ "რე­რო­ში" კ. პევზნე­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით.

1986 წლი­დან ტე­ლე­რა­დი­ო­კორ­პო­რა­ცი­ის სო­ლის­ტია. აქვს ძლი­ე­რი ხმა, სა­უ­კე­თე­სო სცე­ნუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი. ძი­რი­თა­დად ას­რუ­ლებს ქარ­თველ კომ­პო­ზი­ტორ­თა ნა­წარ­მო­ე­ბებს.

2014 წლის 29 ნო­ემ­ბერს ეთერ კა­კუ­ლი­ას ფი­ლარ­მო­ნი­ის წინ ვარ­სკვლა­ვი გა­უხ­სნეს. მომ­ღე­რალ­მა ვარ­სკვლა­ვის სა­ზე­ი­მო გახ­სნის დროს სა­ტე­ლე­ფო­ნო მი­ლოც­ვა სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის­გან მი­ი­ღო.

ეთერ კა­კუ­ლი­ას თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის მან­ძილ­ზე სხვა­დას­ხვა კომ­პო­ზი­ტო­რის მიერ და­წე­რი­ლი 200-მდე სიმ­ღე­რა აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ასე­ვე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს ჰიმ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა რე­გი­ონ­ზე.

ხში­რად მღე­რო­და ნიკო ჯა­დუ­გიშ­ვილ­თან ერ­თად. ერ­თა­დერ­თხელ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი რეზო ვა­ჩი­ბე­რი­ძე­ზე. ამ ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ალე­კო.

და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მომ­ღე­რალ ეთერ კა­კუ­ლი­ას ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სი სულ ცოტა ხნის წინ შე­უ­ჩე­რეს. ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი სამ­კურ­ნა­ლოდ ის­რა­ელ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად დამ­ძიმ­და და ექი­მებ­მა მკურ­ნა­ლო­ბა შე­უ­წყვი­ტეს.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| ეთერ კა­კუ­ლი­ას უკა­ნას­კნე­ლი მი­მარ­თვა ხალ­ხს

    დღის ვიდეო
    00:00 / 00:00
    რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

    ეთერ კაკულიას ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები

    ეთერ კაკულიას ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები

    მძიმე ავადმყოფობის შემდეგ მომღერალი ეთერ კაკულია გარდაიცვალა. Ambebi.ge-მ მომღერლის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდებს გადაავლო თვალი.

    ეთერ კაკულია 1948 წელს დაიბადა. ესტრადის მომღერალმა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება  1983 წელს მიიღო. მღეროდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრში ს. ტუღუშის ხელმძღვანელობით.

    ასევე დაგაინტერესებთ| ცნობილი ადამიანები ეთერ კაკულიას ემშვიდობებიან: "ცრემლებიც არ მყოფნის, ისე მტკივა შენი წასვლა..."

    1964 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტია, ამავე წლიდან მღეროდა სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროში“ კ. პევზნერის ხელმძღვანელობით.

    1986 წლიდან ტელერადიოკორპორაციის სოლისტია. აქვს ძლიერი ხმა, საუკეთესო სცენური მონაცემები. ძირითადად ასრულებს ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს.

    2014 წლის 29 ნოემბერს ეთერ კაკულიას ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. მომღერალმა ვარსკვლავის საზეიმო გახსნის დროს სატელეფონო მილოცვა საქართველოს პატრიარქისგან მიიღო.

    ეთერ კაკულიას თავისი შემოქმედების მანძილზე სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ დაწერილი 200-მდე სიმღერა აქვს შესრულებული, ასევე შესრულებული აქვს ჰიმნები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონზე.

    ხშირად მღეროდა ნიკო ჯადუგიშვილთან ერთად. ერთადერთხელ იყო დაქორწინებული რეზო ვაჩიბერიძეზე. ამ ქორწინებიდან ჰყავს ერთადერთი შვილი ალეკო.

    დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

    შეგახსენებთ, რომ მომღერალ ეთერ კაკულიას ქიმიოთერაპიის კურსი სულ ცოტა ხნის წინ შეუჩერეს. ქართველი მომღერალი სამკურნალოდ ისრაელში იმყოფებოდა, მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და ექიმებმა მკურნალობა შეუწყვიტეს.

    ასევე დაგაინტერესებთ| ეთერ კაკულიას უკანასკნელი მიმართვა ხალხს

    ამირან გამყრელიძე - ბოქსირებულ პალატებში 3 დამიანია დაკვირვების ქვეშ, რომელთა კლინიკური სურათი სრულად დამაკმაყოფილებელია

    "ახალი ვირუსი გამოჩნდა და მრავალი ადამიანი შეშინებულია..." - რას ამბობს პატრიარქი კორონავირუსზე და რა კურთხევას აძლევს მრევლს

    როგორ არიან უხანიდან თურქეთში ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები - ელჩის ინფორმაცია