პარტნიორები:

    ავარია სამტრედიაში: ახალგაზრდა ქალი ავტომობილით ბებიასა და შვილიშვილს დაეჯახა

    ავარია სამტრედიაში: ახალგაზრდა ქალი ავტომობილით ბებიასა და შვილიშვილს დაეჯახა

    სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბებია და შვილიშვილი დაშავდნენ. შემთხვევა დღეს, ქალაქის ცენტრში მოხდა. ბებია შვილიშვილთან ერთად ფეხით გადაადგილდებოდა, როდესაც მათ ავტომანქანა დაეჯახა. ავტომანქანას ახალგაზრდა ქალი მართავდა.

    თვითმხილველების თქმით, ბებიას შვილიშვილი გზაზე გადაჰყავდა, როდესაც მათ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევის ადგილზე მალევე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ.

    დაშავებულები სამტრედიაში, "ჯეო ჰოსპიტალში" გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია