პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯუნა დავითაშვილი შვილის კლონირებას და იმ ქვეყნად მასთან ტელეფონით დაკავშირებას ცდილობდა
ჯუნა დავითაშვილი შვილის კლონირებას და იმ ქვეყნად მასთან ტელეფონით დაკავშირებას ცდილობდა

ცნო­ბი­ლი ნა­თელ­მხილ­ვე­ლი ჯუნა და­ვი­თაშ­ვი­ლი 26 წლის ვა­ჟის, ვა­ხოს გარ­დაც­ვა­ლე­ბას ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და და მხო­ლოდ შვი­ლიშ­ვი­ლებ­ზე ოც­ნე­ბობ­და... და არა მხო­ლოდ ოც­ნე­ბობ­და. რო­გორც ირ­კვე­ვა, და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის­კენ აქ­ტი­უ­რად მი­ი­წევ­და კი­დეც. ამის შე­სა­ხებ ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის კლი­ნი­კის "ალ­ტა­ვი­რას" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ბი­ო­ფი­ზი­კო­სი სერ­გეი ია­კოვ­ნენ­კო ყვე­ბა.

"ჯუნა ათი წლის წინ გა­ვი­ცა­ნი, ის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო კლო­ნი­რე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით. ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას და სე­რი­ო­ზუ­ლად გეგ­მავ­და მის კლო­ნი­რე­ბას. ჯუ­ნამ მო­მიყ­ვა, რომ შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის­თა­ნა­ვე მე­დი­კო­სებს მისი სპერ­მა აა­ღე­ბი­ნა. ეს ბი­ო­მა­სა­ლა გა­ყი­ნუ­ლი იყო რამ­დე­ნი­მე წელი და ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ინა­ხე­ბო­და. შემ­დეგ ჯუ­ნამ ის ჩვე­ნი კლი­ნი­კის ბან­კში გად­მო­ი­ტა­ნა. იმე­დი ჰქონ­და, რომ შვი­ლის კლო­ნი­რე­ბას შეძ­ლებ­და. მაგ­რამ ეს იდეა გა­და­ვა­ფიქ­რე­ბი­ნე.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მას ახა­ლი იდეა გა­უჩ­ნდა - სა­კუ­თა­რი მო­მა­ვა­ლი შვი­ლიშ­ვი­ლის ემ­ბრი­ო­ნის მი­ღე­ბა. რად­გან არ­სე­ბობ­და გა­ყი­ნუ­ლი სპერ­მა, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო დო­ნო­რი კვერ­ცხუ­ჯრე­დის მო­ძებ­ნა და ხე­ლოვ­ნუ­რი გზით მისი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა. გა­მო­ვი­დო­და ჯუ­ნას ვა­ჟის შვი­ლი. ამას­თან, ჯუნა ამ­ბობ­და, რომ თა­ვად სურ­და კვერ­ცხუ­ჯრე­დის დო­ნო­რი ყო­ფი­ლი­ყო და სა­კუ­თა­რი შვი­ლიშ­ვი­ლი თა­ვად­ვე გა­ე­ჩი­ნა. მაგ­რამ ეს მხო­ლოდ ახალ­გაზ­რდა და ჯან­მრთელ­მა ქა­ლებ­მა უნდა ქნან, ჯუ­ნას კი ჯან­მრთე­ლო­ბა და ასა­კი არ უწყობ­და ხელს. ამი­ტომ სუ­რო­გა­ტი დე­დის ვა­რი­ან­ტი შევ­თა­ვა­ზე და ჯუნა დიდი ხნის ფიქ­რის შემ­დეგ დამ­თან­ხმდა" - ყვე­ბა ია­კოვ­ნენ­კო.

ჯუ­ნას შვი­ლი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე აგ­რეთ­ვე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა მის­მა ძმის­შვილ­მა გე­ნა­დი სარ­ქი­სოვ­მა: "მას ძა­ლი­ან უნ­დო­და ვა­ხოს გა­ცო­ცხლე­ბა, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და შვი­ლი. უნ­დო­და მას­თან კავ­ში­რი არ გა­ე­წყვი­ტა და ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის გა­და­სა­ხა­დებს იხ­დი­და, რო­მე­ლიც შვილს საფ­ლავ­ში ჩა­ა­ყო­ლა. პე­რი­ო­დუ­ლად ურე­კავ­და ხოლ­მე მას, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, აბო­ნენ­ტი მი­უწ­ვდო­მე­ლი გახ­ლდათ".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია msk.kp.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ჯუნა დავითაშვილი შვილის კლონირებას და იმ ქვეყნად მასთან ტელეფონით დაკავშირებას ცდილობდა

ჯუნა დავითაშვილი შვილის კლონირებას და იმ ქვეყნად მასთან ტელეფონით დაკავშირებას ცდილობდა

ცნობილი ნათელმხილველი ჯუნა დავითაშვილი 26 წლის ვაჟის, ვახოს გარდაცვალებას ძალიან განიცდიდა და მხოლოდ შვილიშვილებზე ოცნებობდა... და არა მხოლოდ ოცნებობდა. როგორც ირკვევა, დასახული მიზნისკენ აქტიურად მიიწევდა კიდეც. ამის შესახებ ხელოვნური განაყოფიერების კლინიკის "ალტავირას" გენერალური დირექტორი, ბიოფიზიკოსი სერგეი იაკოვნენკო ყვება.

"ჯუნა ათი წლის წინ გავიცანი, ის დაინტერესებული იყო კლონირების ტექნოლოგიებით. ძალიან განიცდიდა შვილის გარდაცვალებას და სერიოზულად გეგმავდა მის კლონირებას. ჯუნამ მომიყვა, რომ შვილის გარდაცვალებისთანავე მედიკოსებს მისი სპერმა ააღებინა. ეს ბიომასალა გაყინული იყო რამდენიმე წელი და ლაბორატორიაში ინახებოდა. შემდეგ ჯუნამ ის ჩვენი კლინიკის ბანკში გადმოიტანა. იმედი ჰქონდა, რომ შვილის კლონირებას შეძლებდა. მაგრამ ეს იდეა გადავაფიქრებინე.

მოგვიანებით მას ახალი იდეა გაუჩნდა - საკუთარი მომავალი შვილიშვილის ემბრიონის მიღება. რადგან არსებობდა გაყინული სპერმა, შესაძლებელი იყო დონორი კვერცხუჯრედის მოძებნა და ხელოვნური გზით მისი განაყოფიერება. გამოვიდოდა ჯუნას ვაჟის შვილი. ამასთან, ჯუნა ამბობდა, რომ თავად სურდა კვერცხუჯრედის დონორი ყოფილიყო და საკუთარი შვილიშვილი თავადვე გაეჩინა. მაგრამ ეს მხოლოდ ახალგაზრდა და ჯანმრთელმა ქალებმა უნდა ქნან, ჯუნას კი ჯანმრთელობა და ასაკი არ უწყობდა ხელს. ამიტომ სუროგატი დედის ვარიანტი შევთავაზე და ჯუნა დიდი ხნის ფიქრის შემდეგ დამთანხმდა" - ყვება იაკოვნენკო.

ჯუნას შვილისადმი დამოკიდებულებაზე აგრეთვე კომენტარი გააკეთა მისმა ძმისშვილმა გენადი სარქისოვმა: "მას ძალიან უნდოდა ვახოს გაცოცხლება, ძალიან უყვარდა შვილი. უნდოდა მასთან კავშირი არ გაეწყვიტა და ამდენი ხნის განმავლობაში იმ მობილური ტელეფონის ნომრის გადასახადებს იხდიდა, რომელიც შვილს საფლავში ჩააყოლა. პერიოდულად ურეკავდა ხოლმე მას, მაგრამ როგორც ჩანს, აბონენტი მიუწვდომელი გახლდათ".

მომზადებულია msk.kp.ru-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია