საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავდივარ ახლა იმ ღამეს სასწაულად არ შემდგარი ჩემი დაღუპვის ადგილთან" - ბიზნესმენ ვასაძის თვალსაზრისი თბილისის ტრაგედიაზე
"დავდივარ ახლა იმ ღამეს სასწაულად არ შემდგარი ჩემი დაღუპვის ადგილთან" - ბიზნესმენ ვასაძის თვალსაზრისი თბილისის ტრაგედიაზე

ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან ვა­სა­ძე 13 ივ­ნი­სის თბი­ლი­სის ტრა­გე­დი­ა­ზე სა­კუ­თარ თვალ­საზ­რისს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის, "ფე­ის­ბუ­ქის" სა­შუ­ა­ლე­ბით აქ­ვეყ­ნებს. ვა­სა­ძის თვალ­საზ­რი­სი გა­ზეთ "24 სა­ათ­შიც" და­ი­ბეჭ­და. Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს ვა­სა­ძის ჩა­ნა­წე­რი­დან:

"თვალ­საზ­რი­სი

ტრა­გე­დი­ის დღე­ებ­ში ისევ გა­მოჩ­ნდა ჩვე­ნი ხალ­ხის ძი­რძვე­ლი გუ­ლი­ა­ნო­ბა, თავ­გან­წირ­ვა და უან­გა­რო­ბა. ტრა­გე­დი­ის შემ­დგო­მი დღე­ე­ბის ყვე­ლა­ზე გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი ნი­შა­ნი კი არის ის რომ, რო­გორც ჩანს, ჩვე­ნი მე­დია და სა­ხელ­მწი­ფო, გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არ ჩქა­რო­ბენ იმ­სჯე­ლონ კა­ტას­ტრო­ფის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე, არც ტექ­ნი­კურ­ზე და, რა თქმა უნდა, არც მე­ტა­ფი­ზი­კურ­ზე.

ექ­სპერტთა აყალ­მა­ყალ­ში ვე­რა­ვინ ვერ აიღო თა­ვის თავ­ზე მე­წყე­რის აშ­კა­რა ტექ­ნი­კუ­რი მი­ზე­ზის და­სა­ხე­ლე­ბის გამ­ბე­და­ო­ბა. სტი­ქი­ის ზე­ბუ­ნებ­რივ მი­ზე­ზებ­ზე კი სა­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­ერ­თოდ ყვე­ლა დუმს.

იმ სა­ში­ნელ ღა­მეს ათო­ბით ადა­მი­ა­ნი დაგ­ვე­ღუ­პა და ათა­სო­ბით გა­დაგ­ვირ­ჩა. გა­დაგ­ვირ­ჩა არა ჩვე­ნი წინ­და­ხე­დუ­ლო­ბით, არა­მედ ღვთის წყა­ლო­ბით.

კოლ­ხურ-იბე­რი­ულ მოდ­გმა­ში სი­ტყვა "წყა­ლო­ბა" წყალ­ზე არის და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.

ეს იმი­ტო­მაც, რომ ნათ­ლო­ბი­სას ადა­მი­ა­ნი წყლით იძენს ღვთის უდი­დეს წყა­ლო­ბას, ქრის­ტი­ა­ნულ სულს. (გა­უ­გე­ბა­რია სა­ი­დან უნდა სცოდ­ნო­და ეს წი­ნას­წარ წარ­მართ, ანუ წარ­სულ­ში მარ­თალ, ქარ­თველ ერს.)

და ეს იმი­ტო­მაც, რომ წარ­მარ­თულ ხა­ნა­ში მომ­ხდა­რი მთა­ვა­რი ტრა­გე­დი­ის მერე, მო­წყა­ლე ღმერ­თმა ნოეს აღუთ­ქვა, აღა­რა­სო­დეს და­ე­ღუ­პა გახ­რწნი­ლე­ბი­სათ­ვის დას­ჯი­ლი მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბა წარ­ღვნით. ამი­ტომ ჰქვია ბიბ­ლი­ის ქრის­ტემ­დელ ნა­წილს ძვე­ლი აღ­თქმა, ანუ და­პი­რე­ბა. ამ აღ­თქმის ბეჭ­დად კი მან ნოეს ცაზე პირ­ვე­ლი ცი­სარ­ტყე­ლა მო­უვ­ლი­ნა. ამი­ტო­მაც არის, რომ ჭინ­კებს გარ­ყვნი­ლე­ბის დრო­შად სწო­რედ ცი­სარ­ტყე­ლა აურ­ჩე­ვი­ათ, მათი ჭინ­კუ­რი, უწე­სო ცხოვ­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სა­სიკ­ვდი­ლო და­ა­ვა­დე­ბე­ბის სას­ჯე­ლი უგუ­ლე­ბელ­სუყ­ვი­ათ და ფუ­ლი­სა და დრო­ე­ბი­თი, წუ­თი­სოფ­ლუ­რი სი­ა­მე­ე­ბი­სათ­ვის თავი და­უბრმა­ვე­ბი­ათ.

ღმერ­თი აღ­თქმას კი იცავს, მთელ კა­ცობ­რი­ო­ბას წარ­ღვნით არ ღუ­პავს, მაგ­რამ ხან­და­ხან მისი რის­ხვა რა­ი­მე ად­გი­ლას ასე­თიც არის. მის­გან და­შო­რე­ბულ ადა­მი­ან­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვინც ამა­ზე ბე­დავს სა­უ­ბარს, ის უმალ­ვე და­ცინ­ვი­სა და რე­ლი­გი­ურ ფა­ნა­ტიზ­მში ბრალ­დე­ბის ობი­ექ­ტი ხდე­ბა. ასე იქ­ნე­ბა სამ­წუ­ხა­როდ ამ წე­რი­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დე­გაც. თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წილს სა­სა­ცი­ლოდ მი­აჩ­ნია კრი­ზის­სა და მის გა­მომ­წვევ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­ცი­ელს შო­რის მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რის გა­აზ­რე­ბის მცდე­ლო­ბაც კი.

1929 წელს, რო­დე­საც უოლ-სტრიტ­მა ნგრე­ვა და­ი­წყო, რა­საც შემ­დგომ "დი­ა­დი დეპ­რე­სია" მოჰ­ყვა, ათონ­ზე წმინ­და ნი­კო­ლოზ სერ­ბე­ლი ბერ-მო­ნაზვნობ­და. რო­დე­საც მას ევ­რო­პი­დან ერთ-ერ­თმა სუ­ლი­ერ­მა შვილ­მა წე­რი­ლი მის­წე­რა თხოვ­ნით, აეხ­სნა, თუ რა არის კრი­ზი­სი, წმინ­დან­მა უპა­სუ­ხა, აბა რა ვიცი მე, უბ­რა­ლო ბერ­მა, პო­ლი­ტი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კის შე­სა­ხე­ბო. მაგ­რამ გე­ტყვი, რომ კრი­ზი­სი ბერ­ძნუ­ლი სი­ტყვაა, რო­მე­ლიც ღვთის სა­მარ­თალს ნიშ­ნავ­სო. და სა­ნამ ევ­რო­პე­ლე­ბი სინ­დის­თან ახ­ლოს იყ­ვნენ, ისი­ნი მოვ­ლე­ნებს თა­ვი­ანთ სა­ხელს უწო­დებ­დნენ თავ­თა­ვი­ანთ ენებ­ზეო. და აი, რო­დე­საც მათ მო­ინ­დო­მეს და­ე­მა­ლათ მოვ­ლე­ნა­თა ჭეშ­მა­რი­ტი არსი, მათი კავ­ში­რი გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­თან, მა­შინ მათ ბერ­ძნუ­ლი და ლა­თი­ნუ­რი ეუ­ფე­მიზ­მე­ბის შე­მო­ღე­ბა და­ი­წყე­სო. ასე რომ ეგ ღვთის სა­მარ­თა­ლი, კრი­ზი­სად თარ­გმნი­ლი, თით­ქოს იგი­ვეა, თუმ­ცა უკვე სულ სხვა, არა­ვი­სი ბრა­ლით გა­მოწ­ვე­უ­ლი სტი­ქი­ის აზ­რობ­რივ დატ­ვირ­თვას ატა­რებ­სო. აი ღვთის სა­მარ­თა­ლი კი რის­თვის გვეგ­ზავ­ნე­ბა, ეს ვი­ციო. იგი მო­დის ჩვენს თავს, რო­დე­საც ჩვენ ვი­ვი­წყებთ ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუნ­ვას, ვი­კე­ტე­ბით ჩვენს ეგო­იზ­მში და მო­წყა­ლე ღმერ­თი უშ­ვებს ჩვენ­ზე სას­ჯელს, რათა გა­მოგვზარ­დოს და სა­ბო­ლოო და­ღუპ­ვას გა­დაგ­ვარ­ჩი­ნო­სო.

ბევ­რი ვი­ფიქ­რე, რა ენა­ზე და­მე­წე­რა ეს გუ­ლის­ტკი­ვი­ლი­თა და ჩვენს მო­მა­ვალ­ზე მწუ­ხა­რე­ბით სავ­სე წე­რი­ლი, მშრალ-ფაქ­ტობ­რივ-ანა­ლი­ტი­კურ­ზე, თუ ემო­ცი­ურ-გო­ნივ­რულ­ზე. ვერ ავირ­ჩიე და შე­მინ­დეთ, რომ შე­უ­რევ­ნე­ლის შე­რე­ვას ვეც­დე­ბი აქ. მე­ო­რე დი­ლას თბი­ლის­ში ბევ­რგან გა­ი­გო­ნებ­დით: "ბეწ­ვზე გა­დავ­რჩი," "ორი წუ­თის წინ იქ გა­ვი­ა­რე" და ასე შემ­დეგ. მეც და ჩემი ოჯა­ხიც მა­სე­თე­ბის რი­ცხვში ვართ, რად­გან მომ­წყდარ გზა­ზე დღე­ში ორ-ორ­ჯერ მა­ინც დავ­დი­ო­დით ჩვე­ნი სკო­ლი­სა და სა­რაგ­ბო კლუ­ბის 500-ოდე ბავ­შვსა, მას­წავ­ლე­ბელ­სა და თა­ნამ­შრო­მელ­თან ერ­თად.

წყნე­თი-სა­მად­ლოს (ბე­თა­ნი­ას ტყუ­ი­ლად რომ ეძა­ხი­ან) სერ­პან­ტი­ნი და­ახ­ლო­ე­ბით 00:45 მო­წყდა, მო­წყვე­ტილ­მა სერ­პან­ტინ­მა თა­ვის მხრივ, გზის ზე­ვი­თაც და ქვე­ვი­თაც, მე­წყე­რი გა­მო­იწ­ვია, რო­მელ­მაც უმალ­ვე ვერე და­ა­გუ­ბა, შემ­დეგ ღვარ­ცო­ფის მი­ზე­ზი გახ­და, და­გუ­ბე­ბულ­მა ვე­რემ კი წარ­მოქ­მნი­ლი კაშ­ხა­ლი მა­ლე­ვე გა­არ­ღვია, ქა­ლა­ქი და­ან­გრია და ხალ­ხი და­ღუ­პა თბი­ლის­ში.

რის­თვის დავ­რჩი მე ცო­ცხა­ლი, რა­ტომ წა­იყ­ვა­ნა უფალ­მა ის სა­წყა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ახალ­გაზ­რდე­ბი, დე­დე­ბი, მა­მე­ბი, დები, ძმე­ბი, ვინ იცის, ღმერ­თო, შენი ნება. ანდა რამ­ხე­ლა უბე­დუ­რე­ბას გა­და­ვურ­ჩით, რომ ეს დღი­სით არ მოხ­და, რამ­დე­ნად დიდი იქ­ნე­ბო­და მსხვერ­პლი წყნე­თი-სა­მად­ლოს მო­ნაკ­ვეთ­ზეც, სა­დაც ყო­ველ­დღე დაგ­ვყავ­და ჩვე­ნი სკო­ლი­სა და რაგ­ბის კლუ­ბის ბავ­შვე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ღმერ­თო, ვე­რეს ხე­ო­ბა­შიც, "მზი­ურ­ში"გან­ლა­გე­ბულ სკო­ლა­შიც, იმ და­წყევ­ლილ ახალ გზა­ზეც, რო­მე­ლიც ოთარ ლი­თა­ნიშ­ვი­ლის დრო­ინ­დე­ლი საბ­ჭო­თა პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით აჩ­ვე­ნეს უგუ­ლა­ვას მარ­ტო იმი­ტომ, რომ სხვა­ნა­ი­რად ვერ გა­და­ა­ფიქ­რე­ბი­ნებ­დნენ კი­დევ უფრო მა­რაზ­მა­ტი­კულ პრო­ექტს ჭავ­ჭა­ვა­ძის თავ­ზე რკი­ნა-ბე­ტო­ნის ეს­ტა­კა­დის მშე­ნებ­ლო­ბი­სა. გული მიკ­ვდე­ბა ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდა მთავ­რო­ბის მუხლჩა­უყ­რე­ლი, ალა­ლი შრო­მის შემ­ხედ­ვა­რე. თან მი­ხა­რია მათი სინ­დი­სი­ე­რი საქ­ცი­ე­ლის ცქე­რი­სას და თან სიმ­წრით ვარ სავ­სე მათ­ვე შე­უ­ვა­ლო­ბა­ზე და შე­უს­მენ­ლო­ბა­ზე.

არ დარ­ჩე­ნი­ლა არც ამ, არც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არც ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი, ბოლო ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ­ლი­სათ­ვი­საც არ მე­თხო­ვა, წყნე­თი-კი­კე­თის გზა და­ა­გეთ მეთ­ქი. ვე­უბ­ნე­ბო­დი ამას პი­რად სა­უბ­რებ­ში, პრე­სის ფურ­ცლებ­ზე, ტე­ლე­ვი­ზი­ის ეკ­რა­ნე­ბი­დან. ჩემი სა­შუ­ა­ლე­ბით რაც შე­მეძ­ლო გა­ვა­კე­თე, გზა სკო­ლამ­დე, სკო­ლა, გაზი, ტრა­ბა­ხით არ ვამ­ბობ, ღმერ­თმა და­მი­ფა­როს, მაგ­რამ მა­გას ვერ გავ­წვდე­ბო­დი ჩემი სახ­სრე­ბით. "ვნა­ხოთ, ლე­ვან!" "კი, აუ­ცი­ლებ­ლად!" "მგო­ნი შე­ტა­ნი­ლია ბი­უ­ჯეტ­ში," "მგო­ნი გზებს ვა­გებთ უკვე,", "ვიცი რომ რა­ღაც ფული გა­მო­ყო­ფი­ლია,""ვე­ტყვი," "და­ვა­ვა­ლებ," წელს ვერ მო­ეს­წრე­ბა," "წელს მო­ვახ­დენთ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას." (ანუ ისევ "და­ლატკვას," რო­მე­ლიც ფუ­ლის ყრის მეტს არა­ფერს აძ­ლევს ქვე­ყა­ნას და რო­მე­ლიც კა­ნო­ნით უნდა აიკ­რძა­ლოს, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს რე­სურ­სე­ბის ფლან­გვის ერ­თერ­თი მე­ქა­ნიზ­მი.)

მე­რი­ა­ში, მო­ი­კი­თხოს ვინ­მემ კომ­პე­ტენ­ტურ­მა, ახ­ლაც დევს ჩვე­ნი სკო­ლი­სა და რაგ­ბის კლუ­ბის სა­ხე­ლით მი­წე­რი­ლი არა­ერ­თი წე­რი­ლი, თხოვ­ნი­თა და გაფრ­თხი­ლე­ბით: გზა ავა­რი­უ­ლია, ზედ ბავ­შვე­ბი დაგ­ვყავს, გა­ინ­ძე­რით სა­ნამ უბე­დუ­რე­ბა არ მომ­ხდა­რაო. ად­გი­ლობ­რივ მო­ხე­ლე­ებს რომ ვე­უბ­ნე­ბო­დი, რა­ტომ არ ინ­ძრე­ვით მეთ­ქი, ჩვენ შენს იმედ­ზე ვართ, უფ­რო­სო­ბი­სად­მი თხოვ­ნა გვე­ში­ნი­აო. ახლა ელო­დონ ლენ­ჩე­ბი­ვით, სა­ნამ კო­ჯრის ჯო­ჯო­ხე­თურ გზა­ზეც რა­ი­მე მსგავსს არ მო­იმ­კი­ან.

იმ მომ­წყდარ სერ­პან­ტინს საბ­ჭო­თა დრო­ი­დან სა­ნი­აღ­ვრე არა­ვინ გა­უ­რე­მონ­ტა, სა­ში­ნელ, ავა­რი­ულ სა­ფარ­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვა, რომ­ლი­სათ­ვი­საც ნე­ბის­მი­ერ ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში იმ ქა­ლა­ქის მერ­სა და საგ­ზა­ოს უფ­როსს, რო­გორც მი­ნი­მუმ სამ­სა­ხუ­რი­დან და­ი­თხოვ­დნენ იმ დღეს­ვე. იმ მომ­წყდარ მო­ნაკ­ვეთ­ზე სა­ნი­აღ­ვრე რომ ყო­ფი­ლი­ყო, გზის სა­ფა­რი ხე­ვის­კენ მა­ინც რომ ყო­ფი­ლი­ყო და­ქა­ნე­ბუ­ლი და არა პი­რი­ქით, სერ­პან­ტი­ნი წყლით სავ­სე თა­როდ არ გა­და­იქ­ცე­ო­და, წყა­ლი სერ­პან­ტინს არ მო­წყვეტ­და, გზის ზე­მოთ-ქვე­მოთ მე­წყერს არ გა­მო­იწ­ვევ­და, ვერე არ და­გუბ­დე­ბო­და, ღვარ­ცო­ფად არ გა­და­იქ­ცე­ო­და, თბი­ლისს არ მი­ან­გრევ­და, ამ­დე­ნი ხალ­ხი ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბო­და.

ამ­დე­ნი წლის მან­ძილ­ზე ჩვე­ნი მე­რი­ი­სა, საგ­ზაო დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რებს, რომ თა­ვი­ან­თი მო­ვა­ლე­ო­ბა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ, რო­მელ­შიც მათ ხელ­ფასს ვუხ­დით, და­ე­ხარ­ჯათ ამ მო­ნაკ­ვე­თი­სა­თის სა­ჭი­რო შვი­დი­ო­დე მი­ლი­ო­ნი ლარი, რო­მელ­საც ქვე­ყა­ნა ვერც კი შე­ამ­ჩნევ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი არ მოხ­დე­ბო­და.

ახლა ჩა­მონ­გრე­უ­ლი სერ­პან­ტი­ნის აღ­დგე­ნა და­უჯ­დე­ბათ და­ახ­ლო­ე­ბით 30 მი­ლი­ო­ნი ლარი, მერე ის შვი­დი­ო­დე მი­ლი­ო­ნი ზედ მა­ინც უნდა და­ა­ხარ­ჯონ ას­ფალ­ტი­სა და სა­ნი­აღ­ვრე­ე­ბი­სათ­ვის. თბი­ლი­სის ზა­რა­ლი, ხა­დუ­რის თქმით 40 მი­ლი­ო­ნი ლა­რია, ვში­შობ რომ ეს ძა­ლი­ან ზე­და­პი­რუ­ლი, სამ­ჯერ შემ­ცი­რე­ბუ­ლი ციფ­რია. ამ­რი­გად ის რაც 7 მი­ლი­ო­ნად უმ­სხვერ­პლოდ გა­კეთ­დე­ბო­და, ასე 200 მი­ლი­ო­ნი ლა­რად და უდი­დეს მსხვერ­პლად და­უჯ­დე­ბა ამ ჩვენს ღა­ტაკ ქვე­ყა­ნას. და რაც მთა­ვა­რია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს, იმ ოჯა­ხე­ბის უბე­დუ­რე­ბას რაღა ეშ­ვე­ლე­ბა?

ვინ არის დამ­ნა­შა­ვე? რა თქმა უნდა, არა­ვინ! ცხრა წელი ნა­ცე­ბი­სა და სამი წელი ქო­ცე­ბის ხელ­ში ამი­სათ­ვის ქვე­ყა­ნას არ ეცა­ლა. და საქ­მე იქ­ნებ არც იმა­შია, რომ ამ ჩვე­ნი ღა­რი­ბი, გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ბი­უ­ჯეტ­სა და აზ­როვ­ნე­ბა­ში მხო­ლოდ კრი­ზი­სებ­ზე რე­აქ­ცი­ის რე­სურ­სე­ბი თუ მო­ი­ნა­ხე­ბა ასე თუ ისე. ვის სცა­ლია, ბა­ტო­ნო, პრო­აქ­ტი­უ­ლი და პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბი­სა და მოქ­მე­დე­ბი­სათ­ვის, ჩვენ ხომ მხო­ლოდ "და­ლატკვა" და მკვდრე­ბის და­ტი­რე­ბა შეგ­ვიძ­ლია, სა­ნამ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე ვი­ხარ­ჯე­ბით.

და მე ნამ­დვი­ლად ვერ და­ვა­და­ნა­შა­უ­ლებ ჩვენს ახალ­გაზ­რდა, მონ­დო­მე­ბულ პრე­მი­ერ­სა და მის გუნდს ქვე­ყა­ნა­ზე არ ზრუნ­ვა­ში, ზე­მოთთ­ქმუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად. ისი­ნი, უფრო სწო­რად მათი დიდი ნა­წი­ლი, ერ­თა­დერ­თი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო შტო არი­ან, რომ­ლე­ბიც ალა­ლად ცდი­ლო­ბენ მა­ინც ქვე­ყა­ნა­ზე იზ­რუ­ნონ. აი და­ნარ­ჩე­ნი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო 5-ვე შტო კი (ორი ოფი­ცი­ა­ლუ­რი - სა­სა­მარ­თლო და პარ­ლა­მენ­ტი და სამი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი - ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი და ზო­გი­ერ­თი უცხო­უ­რი სა­ელ­ჩო) მხო­ლოდ ხელს უშ­ლი­ან ჩვენს მთავ­რო­ბას ქვეყ­ნის ნამ­დვი­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­წყვე­ტა­ში.

შე­ა­და­რეთ რამ­დე­ნი ფული, დრო და ყუ­რა­დღე­ბა იხარ­ჯე­ბა მათი მხრი­დან ქვეყ­ნი­სათ­ვის ძირ­გა­მომ­თხრელ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე და მიხ­ვდე­ბით, რა­ტომ ვამ­ბობ და­უ­ღა­ლა­ვად, რომ მათ საქ­მი­ა­ნო­ბას ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მათ­რა­ხი და მკაც­რი კონ­ტრო­ლი სჭირ­დე­ბა.

მაგ­რამ რა ქნას ამ ჩვენ­მა ვი­თომ და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ქვე­ყა­ნამ, გა­ჩხე­რილ­მა ორი ერ­თმა­ნეთ­ზე და­ჯა­ხე­ბუ­ლი იმ­პე­რი­ის კბი­ლებ­ში, რო­გორ გა­მო­ნა­ხოს საკ­მა­რი­სი სიბ­რძნე და სი­ყო­ჩა­ღე, რომ ამ ჯო­ჯო­ხე­თი­დან გა­მოძ­ვრეს და ცოტა მა­ინც აი­მაღ­ლოს ნამ­დვი­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რის­ხი?!

...დავ­დი­ვარ ახლა კი­კეთ­ში კო­ჯრის მხრი­დან, იმ ღა­მეს სას­წა­უ­ლად არ შემ­დგა­რი ჩემი და­ღუპ­ვის ად­გილ­თან და ირო­ნი­უ­ლი და ტრა­გი­კუ­ლი ის არის, რომ ეს გზა წარ­ღვნამ­დეც ისე­თი­ვე იყო და ახ­ლაც ისე­თი­ვე არის, რო­გორც ჩა­მონ­გრე­უ­ლი სერ­პან­ტი­ნი და მინ­გრე­უ­ლი ვე­რეს ხე­ო­ბა..."

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა| ვა­სა­ძე: "ვუცქერ­დი ამაზ­რზენ "იმედ­ზე" რე­პორ­ტი­ორს, რო­მე­ლიც არც კაცს გავ­და და არც ქალს და სტუ­დი­ა­ში ტლი­კი­ნით სა­ხელ­გან­თქმუ­ლი მსუ­ბუ­ქი აზ­როვ­ნე­ბის მძი­მე ქა­ლე­ბი წუხ­დნენ"

"დავდივარ ახლა იმ ღამეს სასწაულად არ შემდგარი ჩემი დაღუპვის ადგილთან" - ბიზნესმენ ვასაძის თვალსაზრისი თბილისის ტრაგედიაზე

"დავდივარ ახლა იმ ღამეს სასწაულად არ შემდგარი ჩემი დაღუპვის ადგილთან" - ბიზნესმენ ვასაძის თვალსაზრისი თბილისის ტრაგედიაზე

ბიზნესმენი ლევან ვასაძე 13 ივნისის თბილისის ტრაგედიაზე საკუთარ თვალსაზრისს სოციალური ქსელის, "ფეისბუქის" საშუალებით აქვეყნებს. ვასაძის თვალსაზრისი გაზეთ "24 საათშიც" დაიბეჭდა. Ambebi.ge გთავაზობთ ფრაგმენტს ვასაძის ჩანაწერიდან:

"თვალსაზრისი

ტრაგედიის დღეებში ისევ გამოჩნდა ჩვენი ხალხის ძირძველი გულიანობა, თავგანწირვა და უანგარობა. ტრაგედიის შემდგომი დღეების ყველაზე გამაოგნებელი ნიშანი კი არის ის რომ, როგორც ჩანს, ჩვენი მედია და სახელმწიფო, განცხადებების მიუხედავად, არ ჩქარობენ იმსჯელონ კატასტროფის გამომწვევ მიზეზებზე, არც ტექნიკურზე და, რა თქმა უნდა, არც მეტაფიზიკურზე.

ექსპერტთა აყალმაყალში ვერავინ ვერ აიღო თავის თავზე მეწყერის აშკარა ტექნიკური მიზეზის დასახელების გამბედაობა. სტიქიის ზებუნებრივ მიზეზებზე კი საერო საზოგადოებაში საერთოდ ყველა დუმს.

იმ საშინელ ღამეს ათობით ადამიანი დაგვეღუპა და ათასობით გადაგვირჩა. გადაგვირჩა არა ჩვენი წინდახედულობით, არამედ ღვთის წყალობით.

კოლხურ-იბერიულ მოდგმაში სიტყვა "წყალობა" წყალზე არის დაფუძნებული.

ეს იმიტომაც, რომ ნათლობისას ადამიანი წყლით იძენს ღვთის უდიდეს წყალობას, ქრისტიანულ სულს. (გაუგებარია საიდან უნდა სცოდნოდა ეს წინასწარ წარმართ, ანუ წარსულში მართალ, ქართველ ერს.)

და ეს იმიტომაც, რომ წარმართულ ხანაში მომხდარი მთავარი ტრაგედიის მერე, მოწყალე ღმერთმა ნოეს აღუთქვა, აღარასოდეს დაეღუპა გახრწნილებისათვის დასჯილი მთელი კაცობრიობა წარღვნით. ამიტომ ჰქვია ბიბლიის ქრისტემდელ ნაწილს ძველი აღთქმა, ანუ დაპირება. ამ აღთქმის ბეჭდად კი მან ნოეს ცაზე პირველი ცისარტყელა მოუვლინა. ამიტომაც არის, რომ ჭინკებს გარყვნილების დროშად სწორედ ცისარტყელა აურჩევიათ, მათი ჭინკური, უწესო ცხოვრებით გამოწვეული სასიკვდილო დაავადებების სასჯელი უგულებელსუყვიათ და ფულისა და დროებითი, წუთისოფლური სიამეებისათვის თავი დაუბრმავებიათ.

ღმერთი აღთქმას კი იცავს, მთელ კაცობრიობას წარღვნით არ ღუპავს, მაგრამ ხანდახან მისი რისხვა რაიმე ადგილას ასეთიც არის. მისგან დაშორებულ ადამიანთა საზოგადოებაში ვინც ამაზე ბედავს საუბარს, ის უმალვე დაცინვისა და რელიგიურ ფანატიზმში ბრალდების ობიექტი ხდება. ასე იქნება სამწუხაროდ ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგაც. თანამედროვე ადამიანების ნაწილს სასაცილოდ მიაჩნია კრიზისსა და მის გამომწვევ საზოგადოებრივ საქციელს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გააზრების მცდელობაც კი.

1929 წელს, როდესაც უოლ-სტრიტმა ნგრევა დაიწყო, რასაც შემდგომ "დიადი დეპრესია" მოჰყვა, ათონზე წმინდა ნიკოლოზ სერბელი ბერ-მონაზვნობდა. როდესაც მას ევროპიდან ერთ-ერთმა სულიერმა შვილმა წერილი მისწერა თხოვნით, აეხსნა, თუ რა არის კრიზისი, წმინდანმა უპასუხა, აბა რა ვიცი მე, უბრალო ბერმა, პოლიტიკისა და ეკონომიკის შესახებო. მაგრამ გეტყვი, რომ კრიზისი ბერძნული სიტყვაა, რომელიც ღვთის სამართალს ნიშნავსო. და სანამ ევროპელები სინდისთან ახლოს იყვნენ, ისინი მოვლენებს თავიანთ სახელს უწოდებდნენ თავთავიანთ ენებზეო. და აი, როდესაც მათ მოინდომეს დაემალათ მოვლენათა ჭეშმარიტი არსი, მათი კავშირი გამომწვევ მიზეზებთან, მაშინ მათ ბერძნული და ლათინური ეუფემიზმების შემოღება დაიწყესო. ასე რომ ეგ ღვთის სამართალი, კრიზისად თარგმნილი, თითქოს იგივეა, თუმცა უკვე სულ სხვა, არავისი ბრალით გამოწვეული სტიქიის აზრობრივ დატვირთვას ატარებსო. აი ღვთის სამართალი კი რისთვის გვეგზავნება, ეს ვიციო. იგი მოდის ჩვენს თავს, როდესაც ჩვენ ვივიწყებთ ერთმანეთზე ზრუნვას, ვიკეტებით ჩვენს ეგოიზმში და მოწყალე ღმერთი უშვებს ჩვენზე სასჯელს, რათა გამოგვზარდოს და საბოლოო დაღუპვას გადაგვარჩინოსო.

ბევრი ვიფიქრე, რა ენაზე დამეწერა ეს გულისტკივილითა და ჩვენს მომავალზე მწუხარებით სავსე წერილი, მშრალ-ფაქტობრივ-ანალიტიკურზე, თუ ემოციურ-გონივრულზე. ვერ ავირჩიე და შემინდეთ, რომ შეურევნელის შერევას ვეცდები აქ. მეორე დილას თბილისში ბევრგან გაიგონებდით: "ბეწვზე გადავრჩი," "ორი წუთის წინ იქ გავიარე" და ასე შემდეგ. მეც და ჩემი ოჯახიც მასეთების რიცხვში ვართ, რადგან მომწყდარ გზაზე დღეში ორ-ორჯერ მაინც დავდიოდით ჩვენი სკოლისა და სარაგბო კლუბის 500-ოდე ბავშვსა, მასწავლებელსა და თანამშრომელთან ერთად.

წყნეთი-სამადლოს (ბეთანიას ტყუილად რომ ეძახიან) სერპანტინი დაახლოებით 00:45 მოწყდა, მოწყვეტილმა სერპანტინმა თავის მხრივ, გზის ზევითაც და ქვევითაც, მეწყერი გამოიწვია, რომელმაც უმალვე ვერე დააგუბა, შემდეგ ღვარცოფის მიზეზი გახდა, დაგუბებულმა ვერემ კი წარმოქმნილი კაშხალი მალევე გაარღვია, ქალაქი დაანგრია და ხალხი დაღუპა თბილისში.

რისთვის დავრჩი მე ცოცხალი, რატომ წაიყვანა უფალმა ის საწყალი ადამიანები, ახალგაზრდები, დედები, მამები, დები, ძმები, ვინ იცის, ღმერთო, შენი ნება. ანდა რამხელა უბედურებას გადავურჩით, რომ ეს დღისით არ მოხდა, რამდენად დიდი იქნებოდა მსხვერპლი წყნეთი-სამადლოს მონაკვეთზეც, სადაც ყოველდღე დაგვყავდა ჩვენი სკოლისა და რაგბის კლუბის ბავშვები და მასწავლებლები, ღმერთო, ვერეს ხეობაშიც, "მზიურში"განლაგებულ სკოლაშიც, იმ დაწყევლილ ახალ გზაზეც, რომელიც ოთარ ლითანიშვილის დროინდელი საბჭოთა პროექტის მიხედვით აჩვენეს უგულავას მარტო იმიტომ, რომ სხვანაირად ვერ გადააფიქრებინებდნენ კიდევ უფრო მარაზმატიკულ პროექტს ჭავჭავაძის თავზე რკინა-ბეტონის ესტაკადის მშენებლობისა. გული მიკვდება ჩვენი ახალგაზრდა მთავრობის მუხლჩაუყრელი, ალალი შრომის შემხედვარე. თან მიხარია მათი სინდისიერი საქციელის ცქერისას და თან სიმწრით ვარ სავსე მათვე შეუვალობაზე და შეუსმენლობაზე.

არ დარჩენილა არც ამ, არც წინა ხელისუფლების არც ერთი ხელმძღვანელი, ბოლო ათი წლის განმავლობაში, რომლისათვისაც არ მეთხოვა, წყნეთი-კიკეთის გზა დააგეთ მეთქი. ვეუბნებოდი ამას პირად საუბრებში, პრესის ფურცლებზე, ტელევიზიის ეკრანებიდან. ჩემი საშუალებით რაც შემეძლო გავაკეთე, გზა სკოლამდე, სკოლა, გაზი, ტრაბახით არ ვამბობ, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ მაგას ვერ გავწვდებოდი ჩემი სახსრებით. "ვნახოთ, ლევან!" "კი, აუცილებლად!" "მგონი შეტანილია ბიუჯეტში," "მგონი გზებს ვაგებთ უკვე,", "ვიცი რომ რაღაც ფული გამოყოფილია,""ვეტყვი," "დავავალებ," წელს ვერ მოესწრება," "წელს მოვახდენთ რეაბილიტაციას." (ანუ ისევ "დალატკვას," რომელიც ფულის ყრის მეტს არაფერს აძლევს ქვეყანას და რომელიც კანონით უნდა აიკრძალოს, როგორც სახელმწიფოს რესურსების ფლანგვის ერთერთი მექანიზმი.)

მერიაში, მოიკითხოს ვინმემ კომპეტენტურმა, ახლაც დევს ჩვენი სკოლისა და რაგბის კლუბის სახელით მიწერილი არაერთი წერილი, თხოვნითა და გაფრთხილებით: გზა ავარიულია, ზედ ბავშვები დაგვყავს, გაინძერით სანამ უბედურება არ მომხდარაო. ადგილობრივ მოხელეებს რომ ვეუბნებოდი, რატომ არ ინძრევით მეთქი, ჩვენ შენს იმედზე ვართ, უფროსობისადმი თხოვნა გვეშინიაო. ახლა ელოდონ ლენჩებივით, სანამ კოჯრის ჯოჯოხეთურ გზაზეც რაიმე მსგავსს არ მოიმკიან.

იმ მომწყდარ სერპანტინს საბჭოთა დროიდან სანიაღვრე არავინ გაურემონტა, საშინელ, ავარიულ საფარზე რომ არაფერი ვთქვა, რომლისათვისაც ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში იმ ქალაქის მერსა და საგზაოს უფროსს, როგორც მინიმუმ სამსახურიდან დაითხოვდნენ იმ დღესვე. იმ მომწყდარ მონაკვეთზე სანიაღვრე რომ ყოფილიყო, გზის საფარი ხევისკენ მაინც რომ ყოფილიყო დაქანებული და არა პირიქით, სერპანტინი წყლით სავსე თაროდ არ გადაიქცეოდა, წყალი სერპანტინს არ მოწყვეტდა, გზის ზემოთ-ქვემოთ მეწყერს არ გამოიწვევდა, ვერე არ დაგუბდებოდა, ღვარცოფად არ გადაიქცეოდა, თბილისს არ მიანგრევდა, ამდენი ხალხი ცოცხალი იქნებოდა.

ამდენი წლის მანძილზე ჩვენი მერიისა, საგზაო დეპარტამენტისა და ინფრასტრუქტურის სამსახურებს, რომ თავიანთი მოვალეობა შეესრულებინათ, რომელშიც მათ ხელფასს ვუხდით, დაეხარჯათ ამ მონაკვეთისათის საჭირო შვიდიოდე მილიონი ლარი, რომელსაც ქვეყანა ვერც კი შეამჩნევდა, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა.

ახლა ჩამონგრეული სერპანტინის აღდგენა დაუჯდებათ დაახლოებით 30 მილიონი ლარი, მერე ის შვიდიოდე მილიონი ზედ მაინც უნდა დაახარჯონ ასფალტისა და სანიაღვრეებისათვის. თბილისის ზარალი, ხადურის თქმით 40 მილიონი ლარია, ვშიშობ რომ ეს ძალიან ზედაპირული, სამჯერ შემცირებული ციფრია. ამრიგად ის რაც 7 მილიონად უმსხვერპლოდ გაკეთდებოდა, ასე 200 მილიონი ლარად და უდიდეს მსხვერპლად დაუჯდება ამ ჩვენს ღატაკ ქვეყანას. და რაც მთავარია იმ ადამიანების სიცოცხლეს, იმ ოჯახების უბედურებას რაღა ეშველება?

ვინ არის დამნაშავე? რა თქმა უნდა, არავინ! ცხრა წელი ნაცებისა და სამი წელი ქოცების ხელში ამისათვის ქვეყანას არ ეცალა. და საქმე იქნებ არც იმაშია, რომ ამ ჩვენი ღარიბი, გაუბედურებული სახელმწიფოს ბიუჯეტსა და აზროვნებაში მხოლოდ კრიზისებზე რეაქციის რესურსები თუ მოინახება ასე თუ ისე. ვის სცალია, ბატონო, პროაქტიული და პროფილაქტიკული აზროვნებისა და მოქმედებისათვის, ჩვენ ხომ მხოლოდ "დალატკვა" და მკვდრების დატირება შეგვიძლია, სანამ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ვიხარჯებით.

და მე ნამდვილად ვერ დავადანაშაულებ ჩვენს ახალგაზრდა, მონდომებულ პრემიერსა და მის გუნდს ქვეყანაზე არ ზრუნვაში, ზემოთთქმულის მიუხედავად. ისინი, უფრო სწორად მათი დიდი ნაწილი, ერთადერთი სახელისუფლებო შტო არიან, რომლებიც ალალად ცდილობენ მაინც ქვეყანაზე იზრუნონ. აი დანარჩენი სახელისუფლებო 5-ვე შტო კი (ორი ოფიციალური - სასამართლო და პარლამენტი და სამი არაოფიციალური - ტელევიზიები, არასამთავრობოები და ზოგიერთი უცხოური საელჩო) მხოლოდ ხელს უშლიან ჩვენს მთავრობას ქვეყნის ნამდვილი პრობლემების გადაწყვეტაში.

შეადარეთ რამდენი ფული, დრო და ყურადღება იხარჯება მათი მხრიდან ქვეყნისათვის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე და მიხვდებით, რატომ ვამბობ დაუღალავად, რომ მათ საქმიანობას ჩვენი საზოგადოების მხრიდან მათრახი და მკაცრი კონტროლი სჭირდება.

მაგრამ რა ქნას ამ ჩვენმა ვითომ დამოუკიდებელმა ქვეყანამ, გაჩხერილმა ორი ერთმანეთზე დაჯახებული იმპერიის კბილებში, როგორ გამონახოს საკმარისი სიბრძნე და სიყოჩაღე, რომ ამ ჯოჯოხეთიდან გამოძვრეს და ცოტა მაინც აიმაღლოს ნამდვილი დამოუკიდებლობის ხარისხი?!

...დავდივარ ახლა კიკეთში კოჯრის მხრიდან, იმ ღამეს სასწაულად არ შემდგარი ჩემი დაღუპვის ადგილთან და ირონიული და ტრაგიკული ის არის, რომ ეს გზა წარღვნამდეც ისეთივე იყო და ახლაც ისეთივე არის, როგორც ჩამონგრეული სერპანტინი და მინგრეული ვერეს ხეობა..."

იხილეთ გაგრძელება| ვასაძე: "ვუცქერდი ამაზრზენ "იმედზე" რეპორტიორს, რომელიც არც კაცს გავდა და არც ქალს და სტუდიაში ტლიკინით სახელგანთქმული მსუბუქი აზროვნების მძიმე ქალები წუხდნენ"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია