პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მაინტერესებს სხვა ქვეყნებში როგორ გაიყიდება ბილეთები, ბილეთები უნდა მიიღოს ჩვენმა გულშემატკივარმა"
"არ მაინტერესებს სხვა ქვეყნებში როგორ გაიყიდება ბილეთები, ბილეთები უნდა მიიღოს ჩვენმა გულშემატკივარმა"

მე არ მა­ინ­ტე­რე­სებს სხვა ქვეყ­ნებ­ში რო­გორ გა­ი­ყი­დე­ბა ეს ბი­ლე­თე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, ეს ბი­ლე­თე­ბი უნდა მი­ი­ღოს ჩვენ­მა გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვამ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა "ქრო­ნი­კა­ში" ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, კომ­პა­ნია biletebi.ge-მ უე­ფას თა­ვი­სი სტრა­ტე­გია მი­ა­წო­და.

"მე ვთხო­ვე უე­ფას, გა­ნი­სა­ზღვროს, რომ ბი­ლე­თე­ბის 80% უნდა შეხ­ვდეს ჩვენს გულ­შე­მატ­კი­ვარს. ეს არის "თბი­ლი­სი 2015". მე არ მა­ინ­ტე­რე­სებს სხვა ქვეყ­ნებ­ში რო­გორ გა­ი­ყი­დე­ბა ეს ბი­ლე­თე­ბი. პირ­ველ რიგ­ში ეს ბი­ლე­თე­ბი უნდა მი­ი­ღოს ჩვენ­მა გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა", - აღ­ნიშ­ნა ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, biletebi.ge–ს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ფე­დე­რა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, ასე­ვე და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლია კომ­პა­ნია "კავ­კა­სუ­სის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

"და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლია კომ­პა­ნია "კავ­კა­სუ­სი", რო­მე­ლიც მზად არის იმ­დე­ნი ტრა­ფი­კი, ინ­ტერ­ნე­ტის იმ­დე­ნი სიმ­ძლავ­რე მოგ­ვა­წო­დოს, რომ ყვე­ლა ერ­თად შე­ვი­დეთ სის­ტე­მა­ში. ეს არის ჩემი მი­ზა­ნი, რომ ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვარს სის­ტე­მა­ში შეს­ვლის და ბი­ლე­თე­ბის არ­ჩე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეს. ბევ­რი კი არ არის, სულ არის 24 000 ბი­ლე­თი", - გა­ნა­ცხა­და ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვამ.

სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ biletebi.ge მის­და სამ­წუ­ხა­როდ უე­ფამ აირ­ჩია.

"ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, ეს კომ­პა­ნია აირ­ჩია უე­ფამ და ენდო, თო­რემ ჩვენ გვქონ­და შე­ძე­ნი­ლი ეს პროგ­რა­მა, ბა­ზი­სი იმი­სათ­ვის, რომ გაგ­ვე­ყი­და ბი­ლე­თე­ბი, გა­ვა­კე­თეთ ტეს­ტი­რე­ბა გერ­მა­ნი­ის თა­მაშ­ზე. ჩვენ ვი­ყა­ვით მზად და რო­დე­საც უე­ფას მივ­მარ­თეთ, რომ ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია მზად ვი­ყა­ვით, მოგ­ვე­ცით და ჩვენ გავ­ყი­დით ჩვენს ლი­მიტს და სხვა ბი­ლე­თებ­საც, გვი­თხრეს უარი, რად­გან მათ ჰქონ­დათ, უფრო დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა, 6 წლის მუ­შა­ო­ბა ბი­ლე­თებ­თან. ხვალ ჩვენ უნდა მი­ვა­წო­დოთ ჩვე­ნი ხედ­ვა. ვუ­თხა­რით უე­ფას, მზად ვართ გა­მო­ვი­ყე­ნოთ ის რე­სურ­სი, რაც გა­აჩ­ნია biletebi.ge-ს, მაგ­რამ ჩვენ ჩავ­რთავთ ამა­ში რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ას, რათა ყვე­ლას ჰქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ბი­ლე­თე­ბი ერ­თობ­ლი­ვად იყი­დონ", - გა­ნა­ცხა­და ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვამ.

ამას­თან, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ეკა ელოშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, უე­ფას სუ­პერ­თა­სის ბი­ლე­თე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის და უცხო­ე­ლე­ბის­თვის ცალ-ცალ­კე გა­ი­ყი­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, უე­ფას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის გა­ნი­სა­ზღვრა 24.000 ბი­ლე­თი, ხოლო უცხო­ე­ლე­ბის­თვის 6.000, რო­მე­ლიც ცალ-ცალ­კე გა­ი­ყი­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი 30.000 ბი­ლე­თი ერ­თად აღარ გა­ი­ყი­დე­ბა.

რო­გორც ელოშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის ბი­ლე­თებს ისევ biletebi.ge გა­ყი­დის, ხოლო უცხო­ე­ლე­ბის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უეფა მი­ი­ღებს.

"არ მაინტერესებს სხვა ქვეყნებში როგორ გაიყიდება ბილეთები, ბილეთები უნდა მიიღოს ჩვენმა გულშემატკივარმა"

"არ მაინტერესებს სხვა ქვეყნებში როგორ გაიყიდება ბილეთები, ბილეთები უნდა მიიღოს ჩვენმა გულშემატკივარმა"

მე არ მაინტერესებს სხვა ქვეყნებში როგორ გაიყიდება ეს ბილეთები, პირველ რიგში, ეს ბილეთები უნდა მიიღოს ჩვენმა გულშემატკივარმა, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკაში" ჩართვისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბილეთების გაყიდვის საკითხთან დაკავშირებით, კომპანია biletebi.ge-მ უეფას თავისი სტრატეგია მიაწოდა.

"მე ვთხოვე უეფას, განისაზღვროს, რომ ბილეთების 80% უნდა შეხვდეს ჩვენს გულშემატკივარს. ეს არის "თბილისი 2015". მე არ მაინტერესებს სხვა ქვეყნებში როგორ გაიყიდება ეს ბილეთები. პირველ რიგში ეს ბილეთები უნდა მიიღოს ჩვენმა გულშემატკივარმა", - აღნიშნა ზვიად სიჭინავამ.

მისივე ინფორმაციით, biletebi.ge–ს წარმომადგენლები ფედერაციაში იმყოფებიან, ასევე დაპატიჟებულია კომპანია "კავკასუსის" წარმომადგენლები.

"დაპატიჟებულია კომპანია "კავკასუსი", რომელიც მზად არის იმდენი ტრაფიკი, ინტერნეტის იმდენი სიმძლავრე მოგვაწოდოს, რომ ყველა ერთად შევიდეთ სისტემაში. ეს არის ჩემი მიზანი, რომ ყველა გულშემატკივარს სისტემაში შესვლის და ბილეთების არჩევის საშუალება ჰქონდეს. ბევრი კი არ არის, სულ არის 24 000 ბილეთი", - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ biletebi.ge მისდა სამწუხაროდ უეფამ აირჩია.

"ჩემდა სამწუხაროდ, ეს კომპანია აირჩია უეფამ და ენდო, თორემ ჩვენ გვქონდა შეძენილი ეს პროგრამა, ბაზისი იმისათვის, რომ გაგვეყიდა ბილეთები, გავაკეთეთ ტესტირება გერმანიის თამაშზე. ჩვენ ვიყავით მზად და როდესაც უეფას მივმართეთ, რომ ფეხბურთის ფედერაცია მზად ვიყავით, მოგვეცით და ჩვენ გავყიდით ჩვენს ლიმიტს და სხვა ბილეთებსაც, გვითხრეს უარი, რადგან მათ ჰქონდათ, უფრო დიდი გამოცდილება, 6 წლის მუშაობა ბილეთებთან. ხვალ ჩვენ უნდა მივაწოდოთ ჩვენი ხედვა. ვუთხარით უეფას, მზად ვართ გამოვიყენოთ ის რესურსი, რაც გააჩნია biletebi.ge-ს, მაგრამ ჩვენ ჩავრთავთ ამაში რამდენიმე კომპანიას, რათა ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა ბილეთები ერთობლივად იყიდონ", - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

ამასთან, როგორც ჟურნალისტებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ეკა ელოშვილმა განუცხადა, უეფას სუპერთასის ბილეთები ქართველებისთვის და უცხოელებისთვის ცალ-ცალკე გაიყიდება. მისივე თქმით, უეფას გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის განისაზღვრა 24.000 ბილეთი, ხოლო უცხოელებისთვის 6.000, რომელიც ცალ-ცალკე გაიყიდება. შესაბამისად, აღნიშნული 30.000 ბილეთი ერთად აღარ გაიყიდება.

როგორც ელოშვილმა განმარტა, სავარაუდოდ, ქართველი გულშემატკივრებისთვის ბილეთებს ისევ biletebi.ge გაყიდის, ხოლო უცხოელებისთვის განსაზღვრული ბილეთების გაყიდვაზე გადაწყვეტილებას უეფა მიიღებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია