სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამაშველო ოპერაციაში "სუპერ პუმები" გამოყენებული ვერ იქნებოდა, რადგან არანაირი სამაშველო აღჭურვილობა არ გააჩნია"
"სამაშველო ოპერაციაში "სუპერ პუმები" გამოყენებული ვერ იქნებოდა, რადგან არანაირი სამაშველო აღჭურვილობა არ გააჩნია"

"სუ­პერ პუ­მე­ბი" სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში ვერ იქ­ნე­ბო­და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ეს "პუ­მე­ბი" იყო VIP მომ­სა­ხუ­რე­ბის და არა სა­მაშ­ვე­ლო , - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა სა­კი­თხის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და. შს მი­ნის­ტრმა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ის მი­ზე­ზე­ბი გან­მარ­ტა, თუ რა­ტომ ვერ მოხ­და ვერ­ტმფრე­ნე­ბის სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა. გო­მე­ლა­უ­რის თქმით, ვერ­ტმფრე­ნებს არა­ნა­ი­რი სა­მაშ­ვე­ლო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა არ გა­აჩ­ნია.

"სუ­პერ პუ­მებ­ზე" მი­დის მუ­შა­ო­ბა ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს­თან. ეს არ არის ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ნივ­თი, რომ ერთ დღე­ში გა­კეთ­დეს, რა თქმა უნდა, პრო­ცე­დუ­რე­ბი სჭირ­დე­ბა. მე არ შე­მიძ­ლია ხაზი არ გა­ვუს­ვა იგი­ვე იმ გან­ცხა­დე­ბებს ამა თუ იმ მო­ქა­ლა­ქის, გვარ­სა და სა­ხელს არ და­ვა­სა­ხე­ლებ, თუ რა­ტომ არ იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი "სუ­პერ პუ­მე­ბი" სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში. პირ­ველ რიგ­ში, სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში ვერ იქ­ნე­ბო­და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი "სუ­პერ პუ­მე­ბი" იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ეს "პუ­მე­ბი" იყო VIP მომ­სა­ხუ­რე­ბის და არა სა­მაშ­ვე­ლო. იმას არა­ნა­ი­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა არ აქვს, რომ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო სა­მაშ­ვე­ლოდ. ეს იყო ერთ-ერთი პი­როვ­ნე­ბის გა­და­სა­ად­გი­ლებ­ლად, ასე ვთქვათ, პირ­ვე­ლი პი­რის, მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, სა­ვა­რა­უ­დოდ. იქ არის მო­წყო­ბი­ლი სა­ვარ­ძლე­ბი და უმაღ­ლეს დო­ნე­ზეა აღ­ჭურ­ვი­ლი ანუ კომ­ფორ­ტია ძა­ლი­ან მა­ღა­ლი.

ამას ვერ გა­მო­ვი­ყე­ნებ­დით ჩვენ ვე­რა­ნა­ი­რად სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის­თვის, რომც ყო­ფი­ლი­ყო გა­მარ­თუ­ლი. შემ­დგომ­ში ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღი­ჭურ­ვოს - ათა­სი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, ვთქვათ, სა­მაშ­ვე­ლო­სი, არის იქ ე.წ. "ლი­ბი­ოდ­კე­ბი" - ამო­საყ­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის, იქ ასე­ვე პრო­ჟექ­ტო­რე­ბია და­სა­ყე­ნე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ღამე შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნო მისი ფუნ­ქცი­ე­ბი. ვერ­ტმფრე­ნებს სა­ერ­თოდ უჭირს, იშ­ვი­ა­თია, რომ არის სპე­ცა­ღ­ჭურ­ვი­ლო­ბით, რომ ღამე იფ­რი­ნოს. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ისიც არის, ქა­ლაქ­ში ძა­ლი­ან რთუ­ლია, სა­დაც არის ელექტრო­სა­დე­ნე­ბი, ასე­ვე ხე­ე­ბი და ა.შ. რთუ­ლია ძა­ლი­ან, დაბ­ლა ვერ და­ეშ­ვე­ბა", -გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"სამაშველო ოპერაციაში "სუპერ პუმები" გამოყენებული ვერ იქნებოდა, რადგან არანაირი სამაშველო აღჭურვილობა არ გააჩნია"

"სამაშველო ოპერაციაში "სუპერ პუმები" გამოყენებული ვერ იქნებოდა, რადგან არანაირი სამაშველო აღჭურვილობა არ გააჩნია"

"სუპერ პუმები" სამაშველო ოპერაციაში ვერ იქნებოდა გამოყენებული იქიდან გამომდინარე, რომ ეს "პუმები" იყო VIP მომსახურების და არა სამაშველო , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკითხის კომენტირებისას განაცხადა. შს მინისტრმა ჟურნალისტებთან ის მიზეზები განმარტა, თუ რატომ ვერ მოხდა ვერტმფრენების სამაშველო ოპერაციაში გამოყენება. გომელაურის თქმით, ვერტმფრენებს არანაირი სამაშველო აღჭურვილობა არ გააჩნია.

"სუპერ პუმებზე" მიდის მუშაობა ეკონომიკის სამინისტროსთან. ეს არ არის იაფფასიანი ნივთი, რომ ერთ დღეში გაკეთდეს, რა თქმა უნდა, პროცედურები სჭირდება. მე არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იგივე იმ განცხადებებს ამა თუ იმ მოქალაქის, გვარსა და სახელს არ დავასახელებ, თუ რატომ არ იყო გამოყენებული "სუპერ პუმები" სამაშველო ოპერაციაში. პირველ რიგში, სამაშველო ოპერაციაში ვერ იქნებოდა გამოყენებული "სუპერ პუმები" იქიდან გამომდინარე, რომ ეს "პუმები" იყო VIP მომსახურების და არა სამაშველო. იმას არანაირი აღჭურვილობა არ აქვს, რომ გამოყენებული ყოფილიყო სამაშველოდ. ეს იყო ერთ-ერთი პიროვნების გადასაადგილებლად, ასე ვთქვათ, პირველი პირის, მაშინდელი პრეზიდენტის, სავარაუდოდ. იქ არის მოწყობილი სავარძლები და უმაღლეს დონეზეა აღჭურვილი ანუ კომფორტია ძალიან მაღალი.

ამას ვერ გამოვიყენებდით ჩვენ ვერანაირად სამაშველო სამსახურისთვის, რომც ყოფილიყო გამართული. შემდგომში ის აუცილებლად უნდა აღიჭურვოს - ათასი მიმართულებაა, ვთქვათ, სამაშველოსი, არის იქ ე.წ. "ლიბიოდკები" - ამოსაყვანი ადამიანის, იქ ასევე პროჟექტორებია დასაყენებელი, რომელიც ღამე შეიძლება გამოიყენო მისი ფუნქციები. ვერტმფრენებს საერთოდ უჭირს, იშვიათია, რომ არის სპეცაღჭურვილობით, რომ ღამე იფრინოს. იქიდან გამომდინარე, ისიც არის, ქალაქში ძალიან რთულია, სადაც არის ელექტროსადენები, ასევე ხეები და ა.შ. რთულია ძალიან, დაბლა ვერ დაეშვება", -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."