პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხეთის მთავრობამ დემონსტრანტების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა
სომხეთის მთავრობამ დემონსტრანტების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა

სომ­ხე­თის მთავ­რო­ბა დე­მონ­სტრან­ტე­ბის მო­თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე უარს აცხა­დებს. ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია "დოჟ­დი" იტყო­ბი­ნე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ოვიკ აბ­რა­ა­მი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მთავ­რო­ბა არ შეც­ვლის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფე­ბის გაზ­რდის შე­სა­ხებ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. თუმ­ცა, და­ბალ­შე­მო­სავ­ლი­ან ოჯა­ხებს კომ­პენ­სა­ცი­ას გა­და­უხ­დის. პრე­მი­ე­რის თქმით, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­ფა­სუ­რის გაზ­რდა ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო მოხ­და. მათ შო­რის ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის თით­ქმის 20%-ით გა­უ­ფა­სუ­რე­ბა სა­ხელ­დე­ბა.

სომ­ხე­თის პრე­მი­ე­რი აცხა­დებს, რომ თი­თო­ე­უ­ლი ოჯა­ხის­თვის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­ფა­სუ­რი თვე­ში სა­შუ­ა­ლოდ 1 400 დრა­მით გა­იზ­რდე­ბა, რაც და­ახ­ლო­ე­ბით სამ დო­ლარს შე­ად­გენს. ქვეყ­ნის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა კო­მი­სი­ამ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფი 17 ივ­ნი­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­აძ­ვი­რა, რაც ძა­ლა­ში 1-ელი აგ­ვის­ტო­დან უნდა შე­ვი­დეს.

ტა­რი­ფის გაძ­ვი­რე­ბას სომ­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა აპ­რო­ტეს­ტებს. ერე­ვან­ში ორი დღის წინ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია პო­ლი­ცი­ამ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით და­შა­ლა, 237 მო­მი­ტინ­გე და­ა­კა­ვეს. შე­ტა­კე­ბე­ბის დროს 20-მდე ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მო­სახ­ლე­ო­ბა ერევ­ნის ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დანს არ ტო­ვებს. დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი ქვეყ­ნის სხვა ქა­ლა­ქებ­შიც იმარ­თე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სომხეთის მთავრობამ დემონსტრანტების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა

სომხეთის მთავრობამ დემონსტრანტების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა

სომხეთის მთავრობა დემონსტრანტების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ტელეკომპანია "დოჟდი" იტყობინება. გავრცელებული ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ოვიკ აბრაამიანმა განაცხადა, რომ მთავრობა არ შეცვლის ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. თუმცა, დაბალშემოსავლიან ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდის. პრემიერის თქმით, ელექტროენერგიის საფასურის გაზრდა ობიექტური მიზეზების გამო მოხდა. მათ შორის ეროვნული ვალუტის თითქმის 20%-ით გაუფასურება სახელდება.

სომხეთის პრემიერი აცხადებს, რომ თითოეული ოჯახისთვის ელექტროენერგიის საფასური თვეში საშუალოდ 1 400 დრამით გაიზრდება, რაც დაახლოებით სამ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფი 17 ივნისის გადაწყვეტილებით გააძვირა, რაც ძალაში 1-ელი აგვისტოდან უნდა შევიდეს.

ტარიფის გაძვირებას სომხეთის მოსახლეობა უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებს. ერევანში ორი დღის წინ საპროტესტო აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, 237 მომიტინგე დააკავეს. შეტაკებების დროს 20-მდე ადამიანი დაშავდა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა ერევნის ცენტრალურ მოედანს არ ტოვებს. დემონსტრაციები ქვეყნის სხვა ქალაქებშიც იმართება.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა