პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პასუხი აქტუალურ კითხვაზე: რეალურად, რატომ ვერ შეძლო უწყებამ ადამიანების გადარჩენა "სუპერ პუმას" დახმარებით
პასუხი აქტუალურ კითხვაზე: რეალურად, რატომ ვერ შეძლო უწყებამ ადამიანების გადარჩენა "სუპერ პუმას" დახმარებით

13 ივ­ნისს თბი­ლის­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას, რო­მელ­საც 19 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ისევ აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავს. მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი, სტი­ქი­ის დროს სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბის მიერ მი­ღე­ბულ ზო­მებს არა­საკ­მა­რი­სად მიჩ­ნევს და ფიქ­რობს, რომ სწო­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ევა­კუ­ა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, მსხვერ­პლი ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბო­და.

აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა ავი­ა­ცი­ის, კერ­ძოდ კი შვე­ულმფრე­ნე­ბის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხი. მას­თან და­კავ­ში­რე­ბით თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ შტაბს გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბაც კი მო­უხ­და. მას­ში ნათ­ქვა­მია, რომ 13 ივ­ნი­სის ღა­მეს შვე­ულფმ­რე­ნე­ბის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბა და­მა­ტე­ბი­თი მსხვერ­პლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მო­საზ­რე­ბით მოხ­და. მი­ზე­ზე­ბად თბი­ლი­სის გე­ოგ­რა­ფი­ულ-ურ­ბა­ნუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი, მაღ­ლივ შე­ნო­ბებ­ზე შუ­ქუ­რე­ბის არარ­სე­ბო­ბა, ძაბ­ვის ელექტრო­ხა­ზე­ბის უსის­ტე­მო გან­ლა­გე­ბა და­სა­ხელ­და.

პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ქვეყ­ნის სა­მაშ­ვე­ლო და­ნა­ყო­ფებ­ში, შვე­ულმფრე­ნებს მთა­ვა­რი პო­ზი­ცი­ე­ბი უკა­ვი­ათ. შე­საძ­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბი­სას ისი­ნი შე­უც­ვლელ­ნი არი­ან. წყალ­დი­დო­ბე­ბის ან სხვა სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბე­ბი­სას, მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის­თვის პირ­ველ რიგ­ში მათ იყე­ნე­ბენ. ხში­რად ბორტზე ხალ­ხი სპე­ცი­ა­ლუ­რი კა­ლა­თე­ბით, ან სხვა დამ­ხმა­რე მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით, პირ­და­პირ დატ­ბო­რი­ლი სახ­ლე­ბის სა­ხუ­რა­ვე­ბი­დან აჰ­ყავთ. სა­მაშ­ვე­ლო პრაქ­ტი­კა­ში ეს ჩვე­უ­ლი მოვ­ლე­ნაა. შე­სა­ბა­მი­სად გან­ცხა­დე­ბა, რომ სვა­ნი­ძის ქუ­ჩის ურ­ბა­ნუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბის გამო, მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის­თვის შვე­ულმფრე­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის­გან თავი უსაფრ­თხო­ე­ბის გამო შე­ი­კა­ვეს, მთლად სწო­რი არ არის. რა თქმა უნდა, მსგავ­სი ოპე­რა­ცი­ე­ბის­თვის პი­ლო­ტე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი მომ­ზა­დე­ბის კურსს გა­დი­ან.

აშშ-ს სა­ნა­პი­რო დაც­ვის შვე­ულმფრე­ნე­ბის პი­ლო­ტე­ბის კან­დი­და­ტუ­რებს მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სო სამ­ხედ­რო კად­რე­ბი­დან არ­ჩე­ვენ. სამ­ხედ­რო პი­ლო­ტის გა­მოც­დი­ლე­ბა მათ რთუ­ლი პროგ­რა­მის ათ­ვი­სე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. ზღვა­ზე მოქ­მე­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ამ სპე­ცი­ფი­კას მრა­ვა­ლი სა­შიშ­რო­ე­ბა ახ­ლავს. სა­მაშ­ვე­ლო შვე­ულმფრე­ნე­ბი და­სახ­მა­რებ­ლად დღი­სით და ღა­მით, ნე­ბის­მი­ერ ამინ­დში - ქარი, წვი­მა, ზღვის ღელ­ვა, შტორ­მი - დაფ­რი­ნა­ვენ (იხი­ლეთ სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ის ვი­დეო)

ხალ­ხის ევა­კუ­ა­ცია გან­წი­რუ­ლი მცუ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბის გემ­ბა­ნი­დან ხდე­ბა. ასეთ დროს პი­ლოტს შვე­ულმფრე­ნის გა­ჩე­რე­ბა გა­უნ­ძრევ­ლად, ერთ სი­მაღ­ლე­ზე, ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში უწევს. ამ დროს პი­ლოტს ქარ­თან და სხვა ფაქ­ტო­რებ­თან გამ­კლა­ვე­ბა უხ­დე­ბა. საფრ­თხეს თა­ვად მცუ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა და მისი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ ეს იალ­ქნე­ბი­ა­ნი იახ­ტაა. ან­ძე­ბი, რო­მელ­თა სი­მაღ­ლეც, რო­გორც წესი, 8-10 მ-ს აღე­მა­ტე­ბა, სა­მაშ­ვე­ლო შვე­ულმფრენს და ეკი­პაჟს საქ­მეს საგ­რძნობ­ლად ურ­თუ­ლებს. ანა­ლო­გი­ურ დაბ­რკო­ლე­ბას ქმნი­ან ხმე­ლეთ­ზე ხე­ე­ბი და ელექტრო­გა­და­ცე­მის ხა­ზე­ბი. მაგ­რამ სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბულ ეკი­პაჟს ამ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა შე­უძ­ლია.

ახლა კი წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ შვე­ულმფრენს ხალ­ხის ევა­კუ­ა­ცია ღა­მით, ქა­რის, წვი­მის და შტორ­მის პი­რო­ბებ­ში უხ­დე­ბა. აშშ-ს სა­ნა­პი­რო დაც­ვის შვე­ულმფრე­ნე­ბის პი­ლო­ტებს ღა­მით და რთულ მე­ტე­ო­პი­რო­ბებ­ში, ჰა­ერ­ში მფრი­ნა­ვი ტან­კე­რე­ბის­გან საწ­ვა­ვის მი­ღე­ბა­საც ას­წავ­ლი­ან. ვარ­ჯი­შო­ბენ ხალ­ხის გა­დას­ხმა-ევა­კუ­ა­ცი­ა­ში მოძ­რა­ვი მცუ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბი­დან. ღა­მით სა­მოქ­მე­დოდ ასე­თი სა­მაშ­ვე­ლო შვე­ულმფრე­ნე­ბი პრო­ჟექ­ტო­რე­ბით, პი­ლო­ტე­ბი კი – ღა­მის ხედ­ვის მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით არი­ან აღ­ჭურ­ვილ­ნი. უმ­თავ­რე­სი კი ამ საქ­მე­ში სა­თა­ნა­დო მომ­ზა­დე­ბაა.

"ამას­თან ერ­თად, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის საფ­რე­ნოს­ნო პარკში არ­სე­ბუ­ლი ვერ­ტმფრე­ნე­ბის რო­ტო­რის რა­დი­უ­სი და უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი მო­ი­თხოვს დაბ­რკო­ლე­ბე­ბი­სა­გან თა­ვი­სუ­ფალ ზო­ნას, არა­ნაკ­ლებ 25 მეტ­რის რა­დი­უ­სით" - ეს ამო­ნა­რი­დია სა­ქარ­თვე­ლოს გენ-შტა­ბის გან­ცხა­დე­ბი­დან. რა თქმა უნდა, შვე­ულმფრე­ნე­ბი სხვა­დას­ხვა ზო­მის და გა­ბა­რი­ტე­ბის არი­ან. თუმ­ცა მა­შინ, რო­დე­საც ხალ­ხის ევა­კუ­ა­ცია ზღვა­ში, გე­მი­დან ხდე­ბა, ეს მან­ძი­ლი რამ­დე­ნი­მე მეტ­რამ­დე მცირ­დე­ბა. უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის დაც­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ამ დროს მთა­ვა­რი ყუ­რა­დღე­ბა ხალ­ხის გა­დარ­ჩე­ნა­ზეა გა­და­ტა­ნი­ლი.

აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ბა­ლანსზე არ­სე­ბუ­ლი "სუ­პერ პუ­მას" ტი­პის შვე­ულმფრე­ნე­ბის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბამ გა­მო­იწ­ვია. პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი ამ გა­რე­მო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის­თვის შე­ე­ცად­ნენ და ერ­თმა­ნე­თის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა და­ი­წყეს.

ფრან­გუ­ლი "სუ­პერ პუმა", რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად 1978 წელს აფ­რინ­და, სამ­ხედ­რო და სა­მო­ქა­ლა­ქო მიზ­ნე­ბით მსოფ­ლი­ოს 50-მდე ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მათ შო­რის სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო მიზ­ნე­ბით. კერ­ძოდ, "სუ­პერ პუ­მე­ბით" ის­ლან­დი­ის, ია­პო­ნი­ის და ეს­პა­ნე­თის სა­ნა­პი­რო დაც­ვის ეს­კად­რი­ლი­ე­ბი არი­ან და­კომ­პლექ­ტე­ბულ­ნი.

ამა­ვე მიზ­ნით იყე­ნებს ორ შვე­ულმფრენს შოტ­ლან­დი­ა­ში ბა­ზი­რე­ბუ­ლი კერ­ძო კომ­პა­ნია Bond Offshore Helicopters. შე­სა­ბა­მი­სად, ხალ­ხის გა­დარ­ჩე­ნა-ევა­კუ­ა­ცი­ის­თვის მათი გა­მო­ყე­ნე­ბა სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა მთავ­რო­ბის ოპო­ნენ­ტე­ბის პო­ზი­ცია, რომ შვე­ულმფრე­ნე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო არ გა­მო­ი­ყე­ნეს, მცდა­რია.

სა­მაშ­ვე­ლო მიზ­ნე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სტი­ქი­ის დროს, შვე­ულმფრენს შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა უნდა ჰქონ­დეს. პირ­ველ რიგ­ში ჯა­ლამ­ბა­რი და სპე­ცი­ა­ლუ­რი კა­ლა­თა ან სხვა ტი­პის მო­წყო­ბი­ლო­ბა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც მი­წი­დან დატ­ბო­რი­ლი მან­ქა­ნე­ბის, ან შე­ნო­ბე­ბის სა­ხუ­რა­ვე­ბი­დან ხალ­ხის აყ­ვა­ნა მოხ­დე­ბა (იხი­ლეთ სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ის ვი­დეო)

პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის­თვის ბორტზე შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა უნდა იყოს. ღა­მით მოქ­მე­დე­ბის­თვის შვე­ულმფრენს პრო­ჟექ­ტო­რე­ბი, პი­ლო­ტებს კი – ღა­მის ხედ­ვის მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი უნდა ჰქონ­დეთ. არც ერთ "სუ­პერ პუმა"-ს, რო­მე­ლიც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­შია, მსგავ­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა არ აქვს. ისი­ნი "სა­ლო­ნის" კომ­პლექ­ტა­ცი­ა­ში არი­ან მო­წო­დე­ბულ­ნი და არც სამ­ძებ­რო-სა­მა­შე­ლო შვე­ულმფრე­ნე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი შე­ფე­რი­ლო­ბა აქვთ. ერთი "სუ­პერ პუ­მა­თი", რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მარ­ნე­უ­ლის აე­როდ­რომ­ზე ბა­ზი­რებს (სა­ბორ­ტო ნო­მე­რი 100), გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დაფ­რი­ნავ­და.

მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ის არის, რომ არ გვყავს სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო შვე­ულმფრე­ნი, რო­მე­ლიც ყო­ველ­გვა­რი გა­და­კე­თე­ბის და სა­თა­ნა­დო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის და­ყე­ნე­ბის გა­რე­შე, სიგ­ნა­ლის მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შეძ­ლებ­და და­სახ­მა­რებ­ლად გაფ­რე­ნას.

აქვე შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ ეტა­პის­თვის სტი­ქი­ის შე­დე­გე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის სა­მუ­შა­ო­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უკვე მი­ი­ღო 2500-ზე მეტ­მა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რემ და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს 90-მდე სპე­ცი­ა­ლურ­მა ტექ­ნი­კამ.

ნუკ­რი მგე­ლა­ძე

AMBEBI.GE-ს სამ­ხედ­რო მი­მომ­ხილ­ვე­ლი

პასუხი აქტუალურ კითხვაზე: რეალურად, რატომ ვერ შეძლო უწყებამ ადამიანების გადარჩენა "სუპერ პუმას" დახმარებით

პასუხი აქტუალურ კითხვაზე: რეალურად, რატომ ვერ შეძლო უწყებამ ადამიანების გადარჩენა "სუპერ პუმას" დახმარებით

13 ივნისს თბილისში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, საზოგადოება ისევ აქტიურად განიხილავს. მოსახლეობის ნაწილი, სტიქიის დროს სამთავრობო უწყებების მიერ მიღებულ ზომებს არასაკმარისად მიჩნევს და ფიქრობს, რომ სწორად განხორციელებული ევაკუაციის შემთხვევაში, მსხვერპლი ნაკლები იქნებოდა.

აქტიურად განიხილება ავიაციის, კერძოდ კი შვეულმფრენების გამოუყენებლობის საკითხი. მასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბს განმარტების გაკეთებაც კი მოუხდა. მასში ნათქვამია, რომ 13 ივნისის ღამეს შვეულფმრენების გამოუყენებლობა დამატებითი მსხვერპლის თავიდან აცილების მოსაზრებით მოხდა. მიზეზებად თბილისის გეოგრაფიულ-ურბანული თავისებურებანი, მაღლივ შენობებზე შუქურების არარსებობა, ძაბვის ელექტროხაზების უსისტემო განლაგება დასახელდა.

პრაქტიკულად ყველა ქვეყნის სამაშველო დანაყოფებში, შვეულმფრენებს მთავარი პოზიციები უკავიათ. შესაძლებლობიდან გამომდინარე, სამძებრო-სამაშველო ოპერაციებისას ისინი შეუცვლელნი არიან. წყალდიდობების ან სხვა სტიქიური უბედურებებისას, მოსახლეობის ევაკუაციისთვის პირველ რიგში მათ იყენებენ. ხშირად ბორტზე ხალხი სპეციალური კალათებით, ან სხვა დამხმარე მოწყობილობებით, პირდაპირ დატბორილი სახლების სახურავებიდან აჰყავთ. სამაშველო პრაქტიკაში ეს ჩვეული მოვლენაა. შესაბამისად განცხადება, რომ სვანიძის ქუჩის ურბანული თავისებურების გამო, მოსახლეობის ევაკუაციისთვის შვეულმფრენების გამოყენებისგან თავი უსაფრთხოების გამო შეიკავეს, მთლად სწორი არ არის. რა თქმა უნდა, მსგავსი ოპერაციებისთვის პილოტები სპეციალური მომზადების კურსს გადიან.

აშშ-ს სანაპირო დაცვის შვეულმფრენების პილოტების კანდიდატურებს მხოლოდ საუკეთესო სამხედრო კადრებიდან არჩევენ. სამხედრო პილოტის გამოცდილება მათ რთული პროგრამის ათვისებაში ეხმარება. ზღვაზე მოქმედების მიუხედავად, ამ სპეციფიკას მრავალი საშიშროება ახლავს. სამაშველო შვეულმფრენები დასახმარებლად დღისით და ღამით, ნებისმიერ ამინდში - ქარი, წვიმა, ზღვის ღელვა, შტორმი - დაფრინავენ (იხილეთ სამაშველო ოპერაციის ვიდეო)

ხალხის ევაკუაცია განწირული მცურავი საშუალების გემბანიდან ხდება. ასეთ დროს პილოტს შვეულმფრენის გაჩერება გაუნძრევლად, ერთ სიმაღლეზე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში უწევს. ამ დროს პილოტს ქართან და სხვა ფაქტორებთან გამკლავება უხდება. საფრთხეს თავად მცურავი საშუალება და მისი კონსტრუქციული ელემენტები წარმოადგენენ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს იალქნებიანი იახტაა. ანძები, რომელთა სიმაღლეც, როგორც წესი, 8-10 მ-ს აღემატება, სამაშველო შვეულმფრენს და ეკიპაჟს საქმეს საგრძნობლად ურთულებს. ანალოგიურ დაბრკოლებას ქმნიან ხმელეთზე ხეები და ელექტროგადაცემის ხაზები. მაგრამ სათანადოდ მომზადებულ ეკიპაჟს ამ წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია.

ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ შვეულმფრენს ხალხის ევაკუაცია ღამით, ქარის, წვიმის და შტორმის პირობებში უხდება. აშშ-ს სანაპირო დაცვის შვეულმფრენების პილოტებს ღამით და რთულ მეტეოპირობებში, ჰაერში მფრინავი ტანკერებისგან საწვავის მიღებასაც ასწავლიან. ვარჯიშობენ ხალხის გადასხმა-ევაკუაციაში მოძრავი მცურავი საშუალებიდან. ღამით სამოქმედოდ ასეთი სამაშველო შვეულმფრენები პროჟექტორებით, პილოტები კი – ღამის ხედვის მოწყობილობებით არიან აღჭურვილნი. უმთავრესი კი ამ საქმეში სათანადო მომზადებაა.

"ამასთან ერთად, შეიარაღებული ძალების საფრენოსნო პარკში არსებული ვერტმფრენების როტორის რადიუსი და უსაფრთხოების წესები მოითხოვს დაბრკოლებებისაგან თავისუფალ ზონას, არანაკლებ 25 მეტრის რადიუსით" - ეს ამონარიდია საქართველოს გენ-შტაბის განცხადებიდან. რა თქმა უნდა, შვეულმფრენები სხვადასხვა ზომის და გაბარიტების არიან. თუმცა მაშინ, როდესაც ხალხის ევაკუაცია ზღვაში, გემიდან ხდება, ეს მანძილი რამდენიმე მეტრამდე მცირდება. უსაფრთხოების ზომების დაცვა აუცილებელია, მაგრამ ამ დროს მთავარი ყურადღება ხალხის გადარჩენაზეა გადატანილი.

აზრთა სხვადასხვაობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული "სუპერ პუმას" ტიპის შვეულმფრენების გამოუყენებლობამ გამოიწვია. პოლიტიკური ოპონენტები ამ გარემოების გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის შეეცადნენ და ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს.

ფრანგული "სუპერ პუმა", რომელიც პირველად 1978 წელს აფრინდა, სამხედრო და სამოქალაქო მიზნებით მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში გამოიყენება. მათ შორის სამძებრო-სამაშველო მიზნებით. კერძოდ, "სუპერ პუმებით" ისლანდიის, იაპონიის და ესპანეთის სანაპირო დაცვის ესკადრილიები არიან დაკომპლექტებულნი.

ამავე მიზნით იყენებს ორ შვეულმფრენს შოტლანდიაში ბაზირებული კერძო კომპანია Bond Offshore Helicopters. შესაბამისად, ხალხის გადარჩენა-ევაკუაციისთვის მათი გამოყენება სავსებით შესაძლებელია. თუმცა მთავრობის ოპონენტების პოზიცია, რომ შვეულმფრენები პოლიტიკური მიზეზების გამო არ გამოიყენეს, მცდარია.

სამაშველო მიზნებით გამოყენებისთვის, განსაკუთრებით კი სტიქიის დროს, შვეულმფრენს შესაბამისი აღჭურვილობა უნდა ჰქონდეს. პირველ რიგში ჯალამბარი და სპეციალური კალათა ან სხვა ტიპის მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც მიწიდან დატბორილი მანქანების, ან შენობების სახურავებიდან ხალხის აყვანა მოხდება (იხილეთ სამაშველო ოპერაციის ვიდეო)

პირველადი დახმარების აღმოჩენისთვის ბორტზე შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა უნდა იყოს. ღამით მოქმედებისთვის შვეულმფრენს პროჟექტორები, პილოტებს კი – ღამის ხედვის მოწყობილობები უნდა ჰქონდეთ. არც ერთ "სუპერ პუმა"-ს, რომელიც დღეს საქართველოშია, მსგავსი აღჭურვილობა არ აქვს. ისინი "სალონის" კომპლექტაციაში არიან მოწოდებულნი და არც სამძებრო-სამაშელო შვეულმფრენებისთვის დამახასიათებელი შეფერილობა აქვთ. ერთი "სუპერ პუმათი", რომელიც ამჟამად მარნეულის აეროდრომზე ბაზირებს (საბორტო ნომერი 100), გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაფრინავდა.

მთავარი პრობლემა ის არის, რომ არ გვყავს სპეციალიზებული სამძებრო-სამაშველო შვეულმფრენი, რომელიც ყოველგვარი გადაკეთების და სათანადო აღჭურვილობის დაყენების გარეშე, სიგნალის მოსვლისთანავე დაუყოვნებლივ შეძლებდა დასახმარებლად გაფრენას.

აქვე შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპისთვის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოებში მონაწილეობა უკვე მიიღო 2500-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ და თავდაცვის სამინისტროს 90-მდე სპეციალურმა ტექნიკამ.

ნუკრი მგელაძე

AMBEBI.GE-ს სამხედრო მიმომხილველი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია