Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
800-მდე თანამდებობის პირს პრემიის მიღების უფლება შეეზღუდება?
800-მდე თანამდებობის პირს პრემიის მიღების უფლება შეეზღუდება?

2016 წლის პირ­ველ იან­ვრამ­დე შე­საძ­ლოა 25-მდე მა­ღა­ლი რან­გის 800-მდე თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს პრე­მი­ის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა შე­ე­ზღუ­დოს. ცვლი­ლე­ბა "სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში უნდა შე­ვი­დეს, რომ­ლის ინი­ცი­ა­ტო­რი დე­პუ­ტა­ტი ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლია.

რო­გორც ქუც­ნაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ინი­ცი­ა­ტი­ვის მომ­ზა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ სა­ჯა­როდ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი "ქამ­რე­ბის შე­მო­ჭე­რის პო­ლი­ტი­კის" მხარ­და­ჭე­რაა.

ინი­ცი­ა­ტი­ვის თა­ნახ­მად, 24 რან­გი სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს და მათ მო­ად­გი­ლე­ებს ეხე­ბა, ხოლო ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შემ­დე­გი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს: საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე, მერი და გამ­გე­ბე­ლი. პრე­მი­ის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა ამ კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბის ვა­დით შე­ე­ზღუ­დე­ბა შემ­დეგ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს: სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს, სა­ქარ­თვე­ლოს მი­ნისტრს (სა­ხელ­მწი­ფო მი­ნისტრს) და მის მო­ად­გი­ლეს, აფხა­ზე­თი­სა და აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნო­ე­ბის წევ­რებს, აფხა­ზე­თი­სა და აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის მი­ნის­ტრებს და მათ მო­ად­გი­ლე­ებს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როსს და მის მო­ად­გი­ლეს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როსს და მის მო­ად­გი­ლეს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წეს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში - ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვანს და მის მო­ად­გი­ლეს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნა­შემ­წეს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში - სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს მდი­ვანს და მის მო­ად­გი­ლეს, სა­გა­და­სა­ხა­დო ომ­ბუდსმენს და მის მო­ად­გი­ლეს, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის უფ­როსს და მის მო­ად­გი­ლეს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო საქ­ვე­უ­წყე­ბო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელს, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს და მო­ად­გი­ლე­ებს, გე­ნე­რა­ლურ აუ­დი­ტორს და მის მო­ად­გი­ლეს, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენტს და საბ­ჭოს წევ­რს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­თათ­ბი­რო ორ­გა­ნოს წევ­რს, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რს, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის წევ­რს, სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რეს, მის მო­ად­გი­ლეს და კო­მი­სი­ის მდი­ვანს, სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბულს - გუ­ბერ­ნა­ტორს და მის მო­ად­გი­ლეს, მო­სა­მარ­თლეს, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რორს და მის მო­ად­გი­ლეს, სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­ულ პირს -იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტორს, პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტორს და მის მო­ად­გი­ლეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

800-მდე თანამდებობის პირს პრემიის მიღების უფლება შეეზღუდება?

800-მდე თანამდებობის პირს პრემიის მიღების უფლება შეეზღუდება?

2016 წლის პირველ იანვრამდე შესაძლოა 25-მდე მაღალი რანგის 800-მდე თანამდებობის პირს პრემიის მიღების უფლება შეეზღუდოს. ცვლილება "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში უნდა შევიდეს, რომლის ინიციატორი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილია.

როგორც ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ინიციატივის მომზადება საქართველოს მთავრობის მიერ საჯაროდ გამოცხადებული "ქამრების შემოჭერის პოლიტიკის" მხარდაჭერაა.

ინიციატივის თანახმად, 24 რანგი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მაღალი თანამდებობის პირებს და მათ მოადგილეებს ეხება, ხოლო ერთი ადგილობრივი ხელისუფლების შემდეგი თანამდებობის პირებს: საკრებულოს თავმჯდომარე, მერი და გამგებელი. პრემიის მიღების უფლება ამ კანონის მოქმედების ვადით შეეზღუდება შემდეგ თანამდებობის პირებს: საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს მინისტრს (სახელმწიფო მინისტრს) და მის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრებს და მათ მოადგილეებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს, საგადასახადო ომბუდსმენს და მის მოადგილეს, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს და მის მოადგილეს, საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, შემოსავლების სამსახურის უფროსს და მოადგილეებს, გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და საბჭოს წევრს, საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და კომისიის მდივანს, სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს და მის მოადგილეს, მოსამართლეს, საქართველოს მთავარ პროკურორს და მის მოადგილეს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს -იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მის მოადგილეს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."