მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პრო­კუ­რა­ტუ­რა 2015 წლის 22 იან­ვარს მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­შიც მო­სა­მარ­თლე ლაშა ჩხიკ­ვა­ძე მო­ნა­წი­ლე­ობ­და, გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია თით­ქოს­და ავა­რი­ა­ზე შე­წყვე­ტი­ლი საქ­მით ხდე­ბა რა­ი­მე მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა, ან მო­სა­მარ­თლე ლაშა ჩხიკ­ვა­ძე­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა, მოკ­ლე­ბუ­ლია ყო­ველ­გვარ სა­ფუძ­ველს და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის­კენ. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"2015 წლის 22 იან­ვარს, სა­ქარ­თვე­ლოს შსს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ქ.თბი­ლი­სის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქა­ლაქ თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­და­იგ­ზავ­ნა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის ფაქ­ტზე, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლით.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2015 წლის 22 იან­ვარს, და­ახ­ლო­ე­ბით 18:40 სა­ათ­ზე, ქ.თბი­ლის­ში, გორ­გას­ლის ქუ­ჩა­ზე ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯა­ხა 6 ავ­ტო­მან­ქა­ნა, მათ შო­რის ერთ-ერთი - მო­სა­მარ­თლე ლაშა ჩხიკ­ვა­ძის მარ­თვის ქვეშ მყო­ფი ავ­ტო­მო­ბი­ლი. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ში მსხდომ­მა რამ­დე­ნი­მე პირ­მა, ხოლო ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ემ­ზარ თა­ბუ­კაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტრა­სო­ლო­გი­უ­რი და ავ­ტო­ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბის დას­კვნე­ბის თა­ნახ­მად, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის მხრი­დან რა­ი­მე ბრა­ლე­უ­ლი ქმე­დე­ბა არ გა­მოკ­ვე­თი­ლა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც 2015 წლის 8 მა­ისს საქ­მე­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი იქნა დად­გე­ნი­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ.

შე­სა­ბა­მი­სად, მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია თით­ქოს­და შე­წყვე­ტი­ლი საქ­მით ხდე­ბა რა­ი­მე მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა, ასე­ვე ვინ­მე­ზე და კონ­კრე­ტუ­ლად მო­სა­მარ­თლე ლაშა ჩხიკ­ვა­ძე­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა, მოკ­ლე­ბუ­ლია ყო­ველ­გვარ სა­ფუძ­ველს, საღ აზრს და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის­კენ", - აღ­ნის­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი წევ­რის, დე­პუ­ტატ გი­ორ­გი გა­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "გიგი უგუ­ლა­ვას საქ­მე­ზე მო­სა­მარ­თლეს თა­ვად აქვს სა­მარ­თლებ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბი, რაც აჩენს სრუ­ლი­ად სა­ფუძ­ვლი­ან ეჭვს, რომ ამ საქ­მის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა მო­სა­მარ­თლე­ზე ზე­წო­ლა".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა 2015 წლის 22 იანვარს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელშიც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე მონაწილეობდა, განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებული ინფორმაცია თითქოსდა ავარიაზე შეწყვეტილი საქმით ხდება რაიმე მანიპულირება, ან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე ზემოქმედება, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და მიზანმიმართულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ. "ინტერპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"2015 წლის 22 იანვარს, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება და მოგვიანებით ქალაქ თბილისის პროკურატურაში გადაიგზავნა სისხლის სამართლის საქმე ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 18:40 საათზე, ქ.თბილისში, გორგასლის ქუჩაზე ერთმანეთს შეეჯახა 6 ავტომანქანა, მათ შორის ერთ-ერთი - მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს ავტომანქანებში მსხდომმა რამდენიმე პირმა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებული ემზარ თაბუკაშვილი გარდაიცვალა. საქმეზე ჩატარებული ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზების დასკვნების თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე ბრალეული ქმედება არ გამოკვეთილა, რის საფუძველზეც 2015 წლის 8 მაისს საქმეზე გამოტანილი იქნა დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

შესაბამისად, მასმედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია თითქოსდა შეწყვეტილი საქმით ხდება რაიმე მანიპულირება, ასევე ვინმეზე და კონკრეტულად მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე ზემოქმედება, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, საღ აზრს და მიზანმიმართულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ", - აღნისნულია განცხადებაში.

ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, დეპუტატ გიორგი გაბაშვილის განცხადებით, "გიგი უგულავას საქმეზე მოსამართლეს თავად აქვს სამართლებრივი პრობლემები, რაც აჩენს სრულიად საფუძვლიან ეჭვს, რომ ამ საქმის მეშვეობით ხდება მოსამართლეზე ზეწოლა".

საგამოძიებო სამსახურმა ე.წ სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები გამოავლინა და ხუთი აფთიაქის ხელმძღვანელი პირი დააკავა (ფარულად გადაღებული კადრები)

"დაახლოებით 10-12 წლის ბიჭები იყვნენ, ერთ-ერთმა მეორე დანით დაჭრა" - რა მოხდა ბათუმში, სადაც არასრულწლოვანი დაჭრეს

ცოლსა და შვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული დავით კოდუა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს