მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა კვალიაშვილმა მძიმე ოპერაცია გადაიტანა - "ჩემი ოპერაცია დისკზეა ჩაწერილი"
ეკა კვალიაშვილმა მძიმე ოპერაცია გადაიტანა - "ჩემი ოპერაცია დისკზეა ჩაწერილი"

მომ­ღე­რალ­მა ეკა კვა­ლი­აშ­ვილ­მა ახ­ლა­ხან ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა, - წერს ჟურ­ნა­ლი "სარ­კე". გა­მო­ცე­მა მომ­ღე­რალს ამის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.

"სარ­კე": ქალ­ბა­ტო­ნო ეკა, რო­გორ გრძნობთ თავს ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, რა სირ­თუ­ლის პრო­ცე­დუ­რა ჩა­გი­ტარ­დათ?

ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი: გას­ტრო­ე­ზო­ფა­გი­უ­რი რეფ­ლუქ­სი მქონ­და ას­თმუ­რი სინ­დრო­მით. თურ­მე საყ­ლა­პავ­თან უზარ­მა­ზა­რი თი­ა­ქა­რიც იყო, კუ­ჭის სარ­ქვე­ლიც კარ­გად არ იხუ­რე­ბო­და, მოკ­ლედ, ათა­სი პრობ­ლე­მა მქონ­და. მინ­და ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლოგ დათო აბუ­ლა­ძეს. გა­მოკ­ვლე­ვებ­ზე მან გა­მიშ­ვა, ზუს­ტი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი მომ­ცა, რა გა­მოკ­ვლე­ვე­ბი უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. სე­რი­ო­ზულ, კარგ კლი­ნი­კა­ში ჩა­ვი­ტა­რე ეს გა­მოკ­ვლე­ვე­ბი.

ანა­ლი­ზის პა­სუ­ხე­ბით ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ მე­რაბ კი­ლა­ძეს­თან მი­ვე­დი, რო­მელ­მაც მი­თხრა, რომ სა­ო­პე­რა­ციო ვი­ყა­ვი. რა­ღაც წამ­ლე­ბი და­მი­ნიშ­ნეს და, თუ წამ­ლებს ეფექ­ტი ექ­ნე­ბო­და, ოპე­რა­ცია არ დამ­ჭირ­დე­ბო­და. წამ­ლე­ბის მი­ღე­ბა და­ვი­წყე, მაგ­რამ ვი­ცო­დი, რომ ეფექ­ტი არ მექ­ნე­ბო­და, რად­გან მა­ნამ­დეც უამ­რა­ვი მე­დი­კა­მენ­ტი მქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. ბო­ლოს უკვე დექ­სა­მე­ტა­ზონს ვი­კე­თებ­დი, სხვა აღა­რა­ფე­რი მშვე­ლო­და.

არ შე­მიძ­ლია მად­ლო­ბა არ გა­და­ვუ­ხა­დო იმ ქი­რურ­გე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას, რომ­ლებ­მაც ოპე­რა­ცია გა­მი­კე­თეს. ესე­ნი არი­ან: მე­რაბ კი­ლა­ძე, თენ­გიზ კე­პუ­ლა­ძე, თა­მაზ ჯი­ქია, ოთარ კე­პუ­ლა­ძე, და­ვით ელ­გან­დაშ­ვი­ლი და ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი მა­რი­ნა კი­კო­ზაშ­ვი­ლი. მათ ხელ­ში იყო ჩემი სი­ცო­ცხლე, ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბა. ღმერ­თს ვი­ყა­ვი მინ­დო­ბი­ლი და ვი­ცო­დი, რომ ღმერ­თის ხე­ლით ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ყვე­ლა­ფერს ძა­ლი­ან კარ­გად გა­მი­კე­თებ­დნენ. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის ხელ­ში მოვ­ხვდი და ეს სა­ში­ნე­ლე­ბა მო­ვი­შო­რე.

"სარ­კე": რა მე­თო­დით გა­კეთ­და ოპე­რა­ცია?

ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი: ლა­პა­რას­კო­პი­უ­ლად გა­კეთ­და და საკ­მა­ოდ რთუ­ლი, ერ­თსა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცია იყო, რო­მე­ლიც ამ გე­ნი­ო­სებ­მა 40 წუთ­ში გა­მი­კე­თეს. ჩემი ოპე­რა­ცია დის­კზეა ჩა­წე­რი­ლი და რომ ვნა­ხე, მივ­ხვდი, თუ რო­გო­რი რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა მქო­ნია და რო­გო­რი რთუ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­მი­ტარ­და. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვას, მათ ჩემი ოპე­რა­ცია და გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და­ა­ფი­ნან­სეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

ეკა კვალიაშვილმა მძიმე ოპერაცია გადაიტანა - "ჩემი ოპერაცია დისკზეა ჩაწერილი"

ეკა კვალიაშვილმა მძიმე ოპერაცია გადაიტანა - "ჩემი ოპერაცია დისკზეა ჩაწერილი"

მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა ახლახან ოპერაცია გაიკეთა, - წერს ჟურნალი "სარკე". გამოცემა მომღერალს ამის შესახებ ესაუბრა.

"სარკე": ქალბატონო ეკა, როგორ გრძნობთ თავს ოპერაციის შემდეგ, რა სირთულის პროცედურა ჩაგიტარდათ?

ეკა კვალიაშვილი: გასტროეზოფაგიური რეფლუქსი მქონდა ასთმური სინდრომით. თურმე საყლაპავთან უზარმაზარი თიაქარიც იყო, კუჭის სარქველიც კარგად არ იხურებოდა, მოკლედ, ათასი პრობლემა მქონდა. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო გასტროენტეროლოგ დათო აბულაძეს. გამოკვლევებზე მან გამიშვა, ზუსტი ჩამონათვალი მომცა, რა გამოკვლევები უნდა გამეკეთებინა. სერიოზულ, კარგ კლინიკაში ჩავიტარე ეს გამოკვლევები.

ანალიზის პასუხებით ერთ-ერთ გამორჩეულ და პროფესიონალებით დაკომპლექტებული დეპარტამენტის ხელმძღვანელ მერაბ კილაძესთან მივედი, რომელმაც მითხრა, რომ საოპერაციო ვიყავი. რაღაც წამლები დამინიშნეს და, თუ წამლებს ეფექტი ექნებოდა, ოპერაცია არ დამჭირდებოდა. წამლების მიღება დავიწყე, მაგრამ ვიცოდი, რომ ეფექტი არ მექნებოდა, რადგან მანამდეც უამრავი მედიკამენტი მქონდა მიღებული. ბოლოს უკვე დექსამეტაზონს ვიკეთებდი, სხვა აღარაფერი მშველოდა.

არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო იმ ქირურგების შემადგენლობას, რომლებმაც ოპერაცია გამიკეთეს. ესენი არიან: მერაბ კილაძე, თენგიზ კეპულაძე, თამაზ ჯიქია, ოთარ კეპულაძე, დავით ელგანდაშვილი და ანესთეზიოლოგი მარინა კიკოზაშვილი. მათ ხელში იყო ჩემი სიცოცხლე, ჩემი ჯანმრთელობა. ღმერთს ვიყავი მინდობილი და ვიცოდი, რომ ღმერთის ხელით ეს ადამიანები ყველაფერს ძალიან კარგად გამიკეთებდნენ. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი პროფესიონალების ხელში მოვხვდი და ეს საშინელება მოვიშორე.

"სარკე": რა მეთოდით გაკეთდა ოპერაცია?

ეკა კვალიაშვილი: ლაპარასკოპიულად გაკეთდა და საკმაოდ რთული, ერთსაათიანი ოპერაცია იყო, რომელიც ამ გენიოსებმა 40 წუთში გამიკეთეს. ჩემი ოპერაცია დისკზეა ჩაწერილი და რომ ვნახე, მივხვდი, თუ როგორი რთული მდგომარეობა მქონია და როგორი რთული ოპერაცია ჩამიტარდა. ძალიან დიდი მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს, საყოველთაო დაზღვევას, მათ ჩემი ოპერაცია და გამოკვლევები დააფინანსეს.

89 წლის მილიარდერს 44 წლის ცოლმა შვილი გაუჩინა

ანუკი არეშიძემ დაბადების დღე წყნეთის აგარაკზე ოჯახის და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა - ფოტოები წვეულებიდან

"ზურა რომ გაეშვათ, მე ჩემით წავიდოდი“ - როგორ აფასებს რამილია ალიევა "მასტერშეფში“ მონაწილეობას და აპირებს თუ არა კულინარიაში დარჩენას