პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სწორად ვიწერთ პირჯვარს? - "ბევრი თანამედროვე ქრისტიანი გარეგნულად ძველი საუკუნის ფარისევლებს ემსგავსება"
სწორად ვიწერთ პირჯვარს? - "ბევრი თანამედროვე ქრისტიანი გარეგნულად ძველი საუკუნის ფარისევლებს ემსგავსება"

ეკ­ლე­სი­ის, ხა­ტის, ჯვრის და­ნახ­ვა­ზე მორ­წმუ­ნე­ე­ბი პირ­ჯვარს იწე­რენ, ამას გარ­და, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ტრან­სპორ­ტში ყოფ­ნი­სას, გზა­ზე გა­დას­ვლი­სას, საკ­ვე­ბის მი­ღე­ბი­სას ან საქ­მის და­წყე­ბი­სას იწერს პირ­ჯვარს. რა­ტომ ვი­წერთ და რას ნიშ­ნავს პირ­ჯვრის გა­და­წე­რა, ამ სა­კი­თხებ­ზე AMBEBI.GE-ს ნა­რი­ყა­ლას წმ. ნი­კო­ლო­ზის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი, დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი თევ­დო­რაშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა.

- პირ­ჯვრის გა­მო­სახ­ვა ქრის­ტი­ა­ნულ ცხოვ­რე­ბა­ში გა­რეგ­ნულ წეს-ჩვე­უ­ლე­ბას მი­ე­წე­რე­ბა. პირ­ჯვრის­წე­რა სა­თა­ვეს პირ­ვე­ლი სა­უ­კუ­ნი­დან იღებს, მაგ­რამ იმ დროს პირ­ჯვარს სხვა­ნა­ი­რად იწერ­დნენ - შუბ­ლზე ხე­ლის და­დე­ბა, პირ­ზე, ყელ­ზე და ა.შ. იყო დრო, როცა ადა­მი­ა­ნი თუ პირ­ჯვარს გა­მო­ი­სა­ხავ­და და თა­ვის აღმსა­რებ­ლო­ბას გა­რეგ­ნუ­ლად გა­მო­ხა­ტავ­და, ამის გამო ის­ჯე­ბო­და.

- დღეს რო­გორც ვი­სა­ხავთ პირ­ჯვარს, ამ ფორ­მით ქრის­ტი­ა­ნებ­ში რო­დის დამ­კვიდ­რდა?

- დღე­ვან­დე­ლი ფორ­მით პირ­ჯვრის გა­და­სახ­ვა მე-12, მე-13 სა­უ­კუ­ნე­ებ­ში შე­მო­ვი­და. სამი თითი ერ­თად, ორი მოხ­რი­ლი, შუბ­ლი, მუ­ცე­ლი, მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა მხა­რი, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ სამი ერ­თად შე­ერ­თე­ბუ­ლი თითი არის ერ­თარ­სე­ბა სამ­პი­რო­ვა­ნი ღმერ­თი, ორი მოხ­რი­ლი თითი ეს არის ქრის­ტეს ორი ბუ­ნე­ბა, ზე­ცი­დან ჩვე­ნი ცხო­ნე­ბის­თვის გარ­და­მო­სუ­ლი დე­და­მი­წა­ზე. ეკ­ლე­სი­უ­რი სწავ­ლე­ბით, მარ­ჯვე­ნა მხა­რე არის ცხო­ნე­ბის მხა­რე, ამაღ­ლე­ბის, სა­სუ­ფევ­ლის ანუ აღ­მო­სავ­ლე­თის მხა­რე, ხოლო მარ­ცხე­ნა უარ­ყო­ფით ძალ­თა სამ­ყო­ფე­ლია. მა­გა­ლი­თად ადრე ქრის­ტი­ა­ნებს პირ­და­პირ ავა­ლებ­დნენ, რომ ჯვა­რი ყვე­ლა­ფერ­ზე უნდა გა­მო­ე­სა­ხათ. რა თქმა უნდა, დღე­საც ასეა, მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ქრის­ტი­ან­მა ყო­ველ წამს გა­მო­ი­სა­ხოს პირ­ჯვა­რი, ხან­და­ხან ეს წარ­მარ­თე­ბის და ურ­წმუ­ნო ხალ­ხის და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლიც ხდე­ბა.

როცა ტა­ძარს და­ვი­ნა­ხავთ ან ვლო­ცუ­ლობთ, რა თქმა უნდა, პირ­ჯვრის გა­მო­სახ­ვა სა­ჭი­როა, მაგ­რამ კარ­გად უნდა და­ვუკ­ვირ­დეთ, რომ ჩვენ იმ ფა­რი­სევ­ლე­ბი­ვით არ მო­ვიქ­ცეთ, რომ­ლე­ბიც მა­ცხოვ­რის მოს­ვლის ჟამს გა­რეგ­ნუ­ლად ღმერ­თს ადი­დებ­დნენ, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად მტა­ცე­ბელ­ნი და ცხო­ვე­ლე­ბი იყ­ვნენ. ძა­ლი­ან ბევ­რი თა­ნა­მედ­რო­ვე ქრის­ტი­ა­ნი გა­რეგ­ნუ­ლად იმ ძვე­ლი სა­უ­კუ­ნის ფა­რი­სევ­ლებს ემ­სგავ­სე­ბა. გა­რეგ­ნუ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წე­სე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა. თუ ში­ნა­გა­ნად არ აღი­ა­რებ ჯვარ­ცმულ იესო ქრის­ტეს და შენი ცხოვ­რე­ბის წესი არ არის ქრის­ტი­ა­ნულ-მარ­თმა­დი­დებ­ლუ­რი, მა­შინ ჯვრის გა­რეგ­ნულ გა­მო­სახ­ვას, შე­იძ­ლე­ბა და­მაბ­რკო­ლებ­ლუ­რი და ფა­რი­სევ­ლუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა ჰქონ­დეს.

ამი­ტო­მაც არის ხოლ­მე, რომ ნაკ­ლე­ბად მორ­წმუ­ნე ხალ­ხი როცა ხე­დავს ქრის­ტი­ანს, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდას, რო­მე­ლიც არ ცხოვ­რობს, არ აც­ვია ისე, რო­გორც მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი უნდა ცხოვ­რობ­დეს და იც­ვამ­დეს, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უკვე და­მაბ­რკო­ლებ­ლე­ბი ხდე­ბი­ან. პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი კო­რინ­თოს ეკ­ლე­სი­ას მი­მარ­თავს, რომ თქვე­ნი ქმე­დე­ბე­ბით წარ­მარ­თებ­ში იდი­დე­ბა ღმერ­თი და თქვე­ნი ქმე­დე­ბით იგმო­ბა ღმერ­თი. თუ ადა­მი­ა­ნი სწო­რად გა­მო­ი­სა­ხავს პირ­ჯვარს, არის თავ­მდა­ბა­ლი, აც­ვია შე­სა­ბა­მი­სად და წარ­მარ­თი და­ი­ნა­ხავს, რომ ქრის­ტი­ა­ნი ხარ, ამით ის ღმერ­თს ადი­დებს, მაგ­რამ თუ თამ­ბა­ქოს ეწე­ვი, ჩხუ­ბობ, ცუ­დად იქ­ცე­ვი, ბუ­ნებ­რი­ვია ამით წარ­მარ­თებ­ში ღმერ­თი იგმო­ბა.

- რას ნიშ­ნავს ჯვრის გა­მო­სახ­ვა?

- ჯვრის გა­მო­სახ­ვა ბო­როტ­თან შერ­კი­ნე­ბას ნიშ­ნავ­და. როცა გზა­ზე დგა­ხარ, ავ­ტო­მო­ბი­ლით და­დი­ხარ ან სახ­ლი­დან გა­მო­დი­ხარ, პირ­ჯვა­რი უნდა გა­მო­ი­სა­ხო. გან­სა­კუთ­რე­ბით მშობ­ლებს მივ­მარ­თავ, შვი­ლებს ჯვა­რი უნდა გა­და­სა­ხონ, თავ­ზე და­ა­დონ ხელი. ჩვე­ნი წი­ნა­პა­რე­ბი ასე აკე­თებ­დნენ და შვი­ლე­ბიც მშობ­ლებს ხელ­ზე ეამ­ბო­რე­ბოდ­ნენ. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს როცა ვინ­მე მო­ძღვარს ხელ­ზე ეამ­ბო­რე­ბა, უკ­ვირთ და ხან­და­ხან ღი­ზი­ან­დე­ბი­ან, თუმ­ცა არა მარ­ტო მო­ძღვარს, მშობ­ლე­ბი შვი­ლებს ჯვარს გა­მო­სა­ხავ­დნენ, და­ლო­ცავ­დნენ.

როცა ბავ­შვებს ვნათ­ლავთ და ემ­ბა­ზი­დან ამოგ­ვყავს, ნა­კურთხ ჯვარს ვკი­დებთ, რად­გა­ნაც ის გახ­და მხე­და­რი ქრის­ტე­სი და მას გა­და­ე­ცა სა­ჭურ­ვე­ლი ანუ ია­რა­ღი ბო­რო­ტე­ბას­თან საბ­რძოლ­ვე­ლი. ეშ­მა­კი ჯვრის გა­მო­სახ­ვას ვერ იტანს და თუ ადა­მი­ა­ნი ჯვარს რწმე­ნით გა­მო­ი­სა­ხავს, მის­გან არაწ­მინ­და სული გავა, მაგ­რამ ეს არ უნდა იყოს მე­ქა­ნი­კუ­რი ქმე­დე­ბა. პირ­ჯვრის გა­მო­სახ­ვი­სას უნდა ვთქვათ "სა­ხე­ლი­თა მა­მი­სა­თა და ძი­სა­თა და წმი­დი­სა სუ­ლი­სა­თა" - მო­ძღვა­რი ამ სი­ტყვებს ამ­ბობს ყო­ველ­თვის, როცა იწყებს წირ­ვას, ქა­და­გე­ბას, რამე საგ­ნის კურ­თხე­ვას და ა.შ.

- რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პირ­ჯვა­რი სწო­რად გა­და­ვი­სა­ხოთ?

- პირ­ჯვრის გა­და­წე­რის დროს, როცა ხელს შუბ­ლზე მი­ვი­დებთ, აუ­ცი­ლებ­ლად მუ­ცელ­ზე, კუ­ჭამ­დე უნდა ჩა­მო­ვი­ტა­ნოთ და არა შუ­ა­ში გა­ვა­ჩე­როთ იმი­ტომ, რომ ამ დროს ჯვა­რი შე­იძ­ლე­ბა ამობ­რუ­ნე­ბუ­ლად გა­მო­ი­სა­ხოს. არ ვი­ძა­ხი, რომ სა­ხა­ზა­ვი მი­ვი­დოთ და პირ­ჯვა­რი ისე გა­მო­ვი­სა­ხოთ, მაგ­რამ ხელი შუბ­ლი­დან კუ­ჭთან უნდა ჩა­მო­ვი­ტა­ნოთ, რომ ჯვა­რი სრუ­ლად გა­მო­ი­სა­ხოს. ხდე­ბა როცა ადა­მი­ანს პირ­ჯვრის გა­მო­სახ­ვა ერი­დე­ბა ან ვერ ახერ­ხებს, ამი­ტომ ჯვრის გა­მო­სახ­ვა თვა­ლე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა.

მთა­ვა­რი რწმე­ნაა, რომ ადა­მი­ანს ჯვარ­ცმუ­ლი ღმერ­თის ცო­ცხა­ლი რწმე­ნა ჰქონ­დეს. პირ­ჯვრის­წე­რა ჯვარ­ცმუ­ლი ღმერ­თის აღი­ა­რე­ბას ნიშ­ნავს. ჯვრის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს ქრის­ტი­ა­ნო­ბა, ცხო­ნე­ბა და ეშ­მაკ­თან ბრძო­ლა. ჯვრის გა­მო­სახ­ვა ნიშ­ნავს მზა­ო­ბას, რომ მე ვარ ქრის­ტი­ა­ნი, ვარ ბედ­ნი­ე­რი, მი­ხა­რია და ვი­რი­ცხე­ბი ქრის­ტეს სამ­წყო­ში.

- ხში­რად ტრან­სპორ­ტში ყოფ­ნი­სას ვი­წერთ პირ­ჯვარს, შე­იძ­ლე­ბა თუ არა ამ დროს ჯვრის გა­და­სახ­ვა?

- არა მარ­ტო ტრან­სპორ­ტში, პირ­ჯვრის გა­და­წე­რა ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა. ადა­მი­ანს საფრ­თხე ყველ­გან ემუქ­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით დღეს, როცა ყო­ველ წამს საფრ­თხე გვე­მუქ­რე­ბა, რა თქმა უნდა, შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ სა­ჭი­რო არ არის ტრან­სპორ­ტში ას­ვლი­სას და ჩას­ვლი­სას პირ­ჯვრის წერა, თუმ­ცა რომც გა­და­ვი­წე­როთ, შე­იძ­ლე­ბა მგზავ­რებს შო­რის სი­ცი­ლი გა­მო­ვიწ­ვი­ოთ, მაგ­რამ ეკ­ლე­სია ამის წი­ნა­აღ­მდე­გი არ არის. ადა­მი­ა­ნი გო­ნი­ე­რი არ­სე­ბაა და თვი­თონ გა­და­წყვეტს, რო­დის არის სა­ჭი­რო პირ­ჯვრის გა­და­სახ­ვა. ეკ­ლე­სია ადა­მი­ანს არ მი­უ­თი­თებს, რომ პირ­ჯვა­რი ამა და ამ დროს უნდა გა­და­ვი­სა­ხოთ, ლოც­ვებ­ში არის მი­თი­თე­ბა, მაგ­რამ როცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვართ, ან­გა­რი­ში უნდა გა­ვუ­წი­ოთ მათ, რომ ჩვე­ნი ზედ­მე­ტად რე­ლი­გი­უ­რო­ბით და გა­რეგ­ნუ­ლი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბით ვინ­მეს და­სა­ცი­ნე­ბი არ გავ­ხდეთ. ჯო­ბია ყუ­რა­დღე­ბა თავ­მდაბ­ლო­ბი­თა და უბ­რა­ლო­ე­ბით მი­ვიქ­ცი­ოთ, ვიდ­რე ვულ­გა­რუ­ლად გვეც­ვას და ყო­ველ წუ­თას სა­ღე­ჭი რე­ზი­ნის ღლა­ჭუ­ნით პირ­ჯვა­რი გა­მო­ვი­სა­ხოთ და ამით ადა­მი­ა­ნე­ბი და­ვაბ­რკო­ლოთ.

- რას ნიშ­ნავს მე­ტა­ნია?

- მე­ტა­ნო­ია ბერ­ძნუ­ლი სი­ტყვაა და გო­ნე­ბის ცვლი­ლე­ბას, გო­ნე­ბის გა­ნახ­ლე­ბას ნიშ­ნავს. არ­სე­ბობს მცი­რე და დიდი მე­ტა­ნია. მცი­რე მე­ტა­ნია მცი­რე სი­ნა­ნულს ნიშ­ნავს, როცა ადა­მი­ა­ნი წელ­ში იხ­რე­ბა და ხა­ტის წი­ნა­შე თაყ­ვა­ნის­ცე­მას გა­მო­ხა­ტავს. ხოლო დიდი მე­ტა­ნის დროს, ადა­მი­ა­ნი მუხ­ლზე იჩო­ქე­ბა და მი­წას ემ­თხვე­ვა. და­ჩო­ქე­ბა და ად­გო­მა გა­რეგ­ნუ­ლი ქმე­დე­ბაა, ამ დროს ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა კი ნიშ­ნავს, რომ მე ვი­ჩო­ქე­ბი და წელ­ში ვიხ­რე­ბი იმი­ტომ, რომ ჩემი ცოდ­ვე­ბის გამო სი­ნა­ნულს გა­მოვ­ხა­ტავ.

ნუ ვი­ფიქ­რებთ, რომ მე­ტა­ნია სას­ჯე­ლია. როცა ექი­მი ადა­მი­ანს წა­მალს გა­მო­უ­წერს, წა­მა­ლი სას­ჯე­ლი არ არის, ის გან­კურ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაა, ასეა მე­ტა­ნო­ი­აც. გო­ნე­ბის გა­ნახ­ლე­ბა სას­ჯე­ლი არ არის, პი­რი­ქით, ჩვე­ნი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი გო­ნე­ბა უნდა გა­ნიწ­მინ­დოს და აზ­როვ­ნე­ბა ნათ­ლად და­ი­წყოს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ ძა­ლი­ან ბევ­რი ქრის­ტი­ა­ნი მე­ტა­ნი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას უფრო აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას. ჯო­ბია ცოტა მე­ტა­ნია გა­ვა­კე­თო და მო­ვი­ნა­ნიო, ვიდ­რე ათა­სი მე­ტა­ნი­ის გა­კე­თე­ბით და­ვი­ღა­ლო, ვი­ფიქ­რო, რომ ღმერ­თმა მა­პა­ტია და უკვე კარ­გი ადა­მი­ა­ნი ვარ. აქაც სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო, ღმერ­თი ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში ში­ნა­განს აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას, რო­მე­ლიც გა­რეგ­ნუ­ლად პირ­ჯვრის წე­რა­ში და მე­ტა­ნი­ა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. თუ მე­ტა­ნო­ია და პირ­ჯვრის­წე­რა შიგ­ნით არ აღ­წევს, ეს უკვე ფა­რი­სევ­ლო­ბა­აა. გო­ნე­ბის გა­ნახ­ლე­ბა იმას ნიშ­ნავს, რომ თუ გა­ნი­კი­ხავ­დი ან ჩხუ­ბობ­დი, მე­ტა­ნი­ე­ბის მერე ეს აღარ უნდა გა­ა­კე­თო.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

სწორად ვიწერთ პირჯვარს? - "ბევრი თანამედროვე ქრისტიანი გარეგნულად ძველი საუკუნის ფარისევლებს ემსგავსება"

სწორად ვიწერთ პირჯვარს? - "ბევრი თანამედროვე ქრისტიანი გარეგნულად ძველი საუკუნის ფარისევლებს ემსგავსება"

ეკლესიის, ხატის, ჯვრის დანახვაზე მორწმუნეები პირჯვარს იწერენ, ამას გარდა, ბევრი ადამიანი ტრანსპორტში ყოფნისას, გზაზე გადასვლისას, საკვების მიღებისას ან საქმის დაწყებისას იწერს პირჯვარს. რატომ ვიწერთ და რას ნიშნავს პირჯვრის გადაწერა, ამ საკითხებზე AMBEBI.GE-ს ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ესაუბრება.

- პირჯვრის გამოსახვა ქრისტიანულ ცხოვრებაში გარეგნულ წეს-ჩვეულებას მიეწერება. პირჯვრისწერა სათავეს პირველი საუკუნიდან იღებს, მაგრამ იმ დროს პირჯვარს სხვანაირად იწერდნენ - შუბლზე ხელის დადება, პირზე, ყელზე და ა.შ. იყო დრო, როცა ადამიანი თუ პირჯვარს გამოისახავდა და თავის აღმსარებლობას გარეგნულად გამოხატავდა, ამის გამო ისჯებოდა.

- დღეს როგორც ვისახავთ პირჯვარს, ამ ფორმით ქრისტიანებში როდის დამკვიდრდა?

- დღევანდელი ფორმით პირჯვრის გადასახვა მე-12, მე-13 საუკუნეებში შემოვიდა. სამი თითი ერთად, ორი მოხრილი, შუბლი, მუცელი, მარჯვენა და მარცხენა მხარი, რაც ნიშნავს იმას, რომ სამი ერთად შეერთებული თითი არის ერთარსება სამპიროვანი ღმერთი, ორი მოხრილი თითი ეს არის ქრისტეს ორი ბუნება, ზეციდან ჩვენი ცხონებისთვის გარდამოსული დედამიწაზე. ეკლესიური სწავლებით, მარჯვენა მხარე არის ცხონების მხარე, ამაღლების, სასუფევლის ანუ აღმოსავლეთის მხარე, ხოლო მარცხენა უარყოფით ძალთა სამყოფელია. მაგალითად ადრე ქრისტიანებს პირდაპირ ავალებდნენ, რომ ჯვარი ყველაფერზე უნდა გამოესახათ. რა თქმა უნდა, დღესაც ასეა, მაგრამ არ შეიძლება თანამედროვე ქრისტიანმა ყოველ წამს გამოისახოს პირჯვარი, ხანდახან ეს წარმართების და ურწმუნო ხალხის დამაბრკოლებელიც ხდება.

როცა ტაძარს დავინახავთ ან ვლოცულობთ, რა თქმა უნდა, პირჯვრის გამოსახვა საჭიროა, მაგრამ კარგად უნდა დავუკვირდეთ, რომ ჩვენ იმ ფარისევლებივით არ მოვიქცეთ, რომლებიც მაცხოვრის მოსვლის ჟამს გარეგნულად ღმერთს ადიდებდნენ, მაგრამ შინაგანად მტაცებელნი და ცხოველები იყვნენ. ძალიან ბევრი თანამედროვე ქრისტიანი გარეგნულად იმ ძველი საუკუნის ფარისევლებს ემსგავსება. გარეგნული ქრისტიანული წესების აღსრულება შინაგანი მდგომარეობის გამოხატულებაა. თუ შინაგანად არ აღიარებ ჯვარცმულ იესო ქრისტეს და შენი ცხოვრების წესი არ არის ქრისტიანულ-მართმადიდებლური, მაშინ ჯვრის გარეგნულ გამოსახვას, შეიძლება დამაბრკოლებლური და ფარისევლური გამოვლინება ჰქონდეს.

ამიტომაც არის ხოლმე, რომ ნაკლებად მორწმუნე ხალხი როცა ხედავს ქრისტიანს, განსაკუთრებით ახალგაზრდას, რომელიც არ ცხოვრობს, არ აცვია ისე, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი უნდა ცხოვრობდეს და იცვამდეს, ეს ადამიანები უკვე დამაბრკოლებლები ხდებიან. პავლე მოციქული კორინთოს ეკლესიას მიმართავს, რომ თქვენი ქმედებებით წარმართებში იდიდება ღმერთი და თქვენი ქმედებით იგმობა ღმერთი. თუ ადამიანი სწორად გამოისახავს პირჯვარს, არის თავმდაბალი, აცვია შესაბამისად და წარმართი დაინახავს, რომ ქრისტიანი ხარ, ამით ის ღმერთს ადიდებს, მაგრამ თუ თამბაქოს ეწევი, ჩხუბობ, ცუდად იქცევი, ბუნებრივია ამით წარმართებში ღმერთი იგმობა.

- რას ნიშნავს ჯვრის გამოსახვა?

- ჯვრის გამოსახვა ბოროტთან შერკინებას ნიშნავდა. როცა გზაზე დგახარ, ავტომობილით დადიხარ ან სახლიდან გამოდიხარ, პირჯვარი უნდა გამოისახო. განსაკუთრებით მშობლებს მივმართავ, შვილებს ჯვარი უნდა გადასახონ, თავზე დაადონ ხელი. ჩვენი წინაპარები ასე აკეთებდნენ და შვილებიც მშობლებს ხელზე ეამბორებოდნენ. სამწუხაროდ, დღეს როცა ვინმე მოძღვარს ხელზე ეამბორება, უკვირთ და ხანდახან ღიზიანდებიან, თუმცა არა მარტო მოძღვარს, მშობლები შვილებს ჯვარს გამოსახავდნენ, დალოცავდნენ.

როცა ბავშვებს ვნათლავთ და ემბაზიდან ამოგვყავს, ნაკურთხ ჯვარს ვკიდებთ, რადგანაც ის გახდა მხედარი ქრისტესი და მას გადაეცა საჭურველი ანუ იარაღი ბოროტებასთან საბრძოლველი. ეშმაკი ჯვრის გამოსახვას ვერ იტანს და თუ ადამიანი ჯვარს რწმენით გამოისახავს, მისგან არაწმინდა სული გავა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მექანიკური ქმედება. პირჯვრის გამოსახვისას უნდა ვთქვათ "სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა" - მოძღვარი ამ სიტყვებს ამბობს ყოველთვის, როცა იწყებს წირვას, ქადაგებას, რამე საგნის კურთხევას და ა.შ.

- რამდენად მნიშვნელოვანია, რომ პირჯვარი სწორად გადავისახოთ?

- პირჯვრის გადაწერის დროს, როცა ხელს შუბლზე მივიდებთ, აუცილებლად მუცელზე, კუჭამდე უნდა ჩამოვიტანოთ და არა შუაში გავაჩეროთ იმიტომ, რომ ამ დროს ჯვარი შეიძლება ამობრუნებულად გამოისახოს. არ ვიძახი, რომ სახაზავი მივიდოთ და პირჯვარი ისე გამოვისახოთ, მაგრამ ხელი შუბლიდან კუჭთან უნდა ჩამოვიტანოთ, რომ ჯვარი სრულად გამოისახოს. ხდება როცა ადამიანს პირჯვრის გამოსახვა ერიდება ან ვერ ახერხებს, ამიტომ ჯვრის გამოსახვა თვალებითაც შეიძლება.

მთავარი რწმენაა, რომ ადამიანს ჯვარცმული ღმერთის ცოცხალი რწმენა ჰქონდეს. პირჯვრისწერა ჯვარცმული ღმერთის აღიარებას ნიშნავს. ჯვრის გარეშე არ არსებობს ქრისტიანობა, ცხონება და ეშმაკთან ბრძოლა. ჯვრის გამოსახვა ნიშნავს მზაობას, რომ მე ვარ ქრისტიანი, ვარ ბედნიერი, მიხარია და ვირიცხები ქრისტეს სამწყოში.

- ხშირად ტრანსპორტში ყოფნისას ვიწერთ პირჯვარს, შეიძლება თუ არა ამ დროს ჯვრის გადასახვა?

- არა მარტო ტრანსპორტში, პირჯვრის გადაწერა ყველგან შეიძლება. ადამიანს საფრთხე ყველგან ემუქრება, განსაკუთრებით დღეს, როცა ყოველ წამს საფრთხე გვემუქრება, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ საჭირო არ არის ტრანსპორტში ასვლისას და ჩასვლისას პირჯვრის წერა, თუმცა რომც გადავიწეროთ, შეიძლება მგზავრებს შორის სიცილი გამოვიწვიოთ, მაგრამ ეკლესია ამის წინააღმდეგი არ არის. ადამიანი გონიერი არსებაა და თვითონ გადაწყვეტს, როდის არის საჭირო პირჯვრის გადასახვა. ეკლესია ადამიანს არ მიუთითებს, რომ პირჯვარი ამა და ამ დროს უნდა გადავისახოთ, ლოცვებში არის მითითება, მაგრამ როცა საზოგადოებაში ვართ, ანგარიში უნდა გავუწიოთ მათ, რომ ჩვენი ზედმეტად რელიგიურობით და გარეგნული გამოხატულებით ვინმეს დასაცინები არ გავხდეთ. ჯობია ყურადღება თავმდაბლობითა და უბრალოებით მივიქციოთ, ვიდრე ვულგარულად გვეცვას და ყოველ წუთას საღეჭი რეზინის ღლაჭუნით პირჯვარი გამოვისახოთ და ამით ადამიანები დავაბრკოლოთ.

- რას ნიშნავს მეტანია?

- მეტანოია ბერძნული სიტყვაა და გონების ცვლილებას, გონების განახლებას ნიშნავს. არსებობს მცირე და დიდი მეტანია. მცირე მეტანია მცირე სინანულს ნიშნავს, როცა ადამიანი წელში იხრება და ხატის წინაშე თაყვანისცემას გამოხატავს. ხოლო დიდი მეტანის დროს, ადამიანი მუხლზე იჩოქება და მიწას ემთხვევა. დაჩოქება და ადგომა გარეგნული ქმედებაა, ამ დროს შინაგანი მდგომარეობა კი ნიშნავს, რომ მე ვიჩოქები და წელში ვიხრები იმიტომ, რომ ჩემი ცოდვების გამო სინანულს გამოვხატავ.

ნუ ვიფიქრებთ, რომ მეტანია სასჯელია. როცა ექიმი ადამიანს წამალს გამოუწერს, წამალი სასჯელი არ არის, ის განკურნების საშუალებაა, ასეა მეტანოიაც. გონების განახლება სასჯელი არ არის, პირიქით, ჩვენი დაბინძურებული გონება უნდა განიწმინდოს და აზროვნება ნათლად დაიწყოს, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრი ქრისტიანი მეტანიების რაოდენობას უფრო აქცევს ყურადღებას. ჯობია ცოტა მეტანია გავაკეთო და მოვინანიო, ვიდრე ათასი მეტანიის გაკეთებით დავიღალო, ვიფიქრო, რომ ღმერთმა მაპატია და უკვე კარგი ადამიანი ვარ. აქაც სიფრთხილეა საჭირო, ღმერთი ყველა შემთხვევაში შინაგანს აქცევს ყურადღებას, რომელიც გარეგნულად პირჯვრის წერაში და მეტანიაში გამოიხატება. თუ მეტანოია და პირჯვრისწერა შიგნით არ აღწევს, ეს უკვე ფარისევლობააა. გონების განახლება იმას ნიშნავს, რომ თუ განიკიხავდი ან ჩხუბობდი, მეტანიების მერე ეს აღარ უნდა გააკეთო.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ