როგორ მიმდინარეობდა ვერეს "მკვლელი ზონის" განაშენიანება: ისტორიული ფაქტები 1927 წლიდან დღემდე

როგორ მიმდინარეობდა ვერეს "მკვლელი ზონის" განაშენიანება: ისტორიული ფაქტები 1927 წლიდან დღემდე

როგორია ვერეს ისტორია, როგორია მისი ჰიდრომეტეოროლოგიური მახასიათებლები და რითი საზრდოობს მდინარე, - ამ კითხვებზე Ambebi.ge მკითხველს ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, თენგიზ ცინცაძის მიერ მოწოდებულ მონაცემებს სთავაზობს.

ვერეს მოკლე ისტორია:

1927 - მდინარე ვერეს ხეობაში დაარსდა თბილისის ზოოლოგიური პარკი, რომელიც დღეს 120 ჰექტარს მოიცავს.

1930-იანი წლებიდან დაიწყო გმირთა მოედნის ინტენსიური განაშენიანება.

1932  - ძველი ხიდის გვერდით ააშენეს ახალი, სამმალიანი ხიდი. ძველმა, ე.წ. ხოჯა ბეჰბუდას ხიდმა ფუნქცია დაკარგა, თუმცა ფიზიკურად იგი 1957 წლამდე არსებობდა.

1935 – ჩელუსკინელების ხიდი

1950-იანი წლების ბოლოდან, 1957 წლის ზაფხულში, ექსპლუატაციაში შევიდა თამარაშვილის ქუჩის ქვეშ არსებული გვირაბი.

ხოლო ვერეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შენაკადი, ვარაზისხევი, ბეტონის სადინარში (1958 წელს) მოაქციეს, ნაწილობრივ კი კუს ტბისკენ გადააგდეს დამატებითი გვირაბით.

თბილისის 1500 წლისთავთან დაკავშირებით გორგასლის ქუჩის რეკონსტრუქციის შედეგად მდ.დაბახანისწყალი (ბოტანიკური ბაღი) გაუშვეს მდ.მტკვარში ერთი პატარა კოლექტორით, რომელმაც ვერ მოახერხა მოვარდნილი წყალდიდობის წყლის გატარება და მდ.დაბახანისწყალი გადმოვიდა ნაპირებიდან, დატბორა ყველა აბანო, დაიხრჩო უამრავი ადამიანი.

1982 წელს მდინარე ვერეს ხეობაში საბავშვო ქალაქი მზიური გაიხსნა. იდეა ნოდარ დუმბაძეს ეკუთვნოდა. პარკის მოწყობაში არქიტექტორთა და მოქანდაკეთა ჯგუფი მონაწილეობდა. ამ პერიოდში, მდინარის რამდენიმე ასეულ მეტრიანი მონაკვეთი მთლიანად ბეტონის ჯებირებში მოექცა.

2009 წლის მაისში თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, ვარაზისხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაყვანის შესახებ.

მდინარეთა ფორმირება:

სათავე

თრიალეთის ქედის აღმოსავლეთი კალთა, დიდგორის მთის მიდამოებში, მდ.მტკვრის მარჯვენა შენაკადი, ქ. თბილისის ფარგლებში.

სიგრძე 45 კმ.

აუზის ფართობი 194 კმ2.

საზრდოობა თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით.

წყალდიდობა იცის გაზაფხულზე,

წყალმცირობა – ზაფხულსა და ზამთარში.

ახასიათებს პერიოდული წყალმოვარდნა.

საშუალო წლიური ხარჯი 0,97 მ3/წმ.

მაქსიმალური ხარჯი 289 მ3/წმ.

ლაბორატორიასთან დაკვირვებული მაქსიმალური ხარჯი სტიქიამდე ერთი კვირით ადრე 140 მ3/წმ (ხარჯი გაიანგარიშა მ.ალავერდაშვილმა (ლაბორატორიის გამგემ) და გიორგი ბრეგვაძემ (ლაბორატორიის თანამაშრომელი).

მთავარი შენაკადებია –

მარცხენა: ლასტისციხისხევი და ვენახევისხევი,

მარჯვენა – ბეთანიისწყალი.

შუა დინებასა და ქვემოთში იყენებენ სარწყავად.

ფიზიკურ-გეოგრაფიული პარამეტრები: მდინარის დახრილობა,

ფართობი,

საშუალო სიმაღლე,

ნიადაგი,

მცენარეული საფარი,

გეოლოგია

ჰიდრომეტეოროლოგიური მახასიათებლების დაკვირვების მრავალწლიური მონაცემები ატმოსფერული ნალექი,

ტემპერატურა,

სინოტივე,

ქარის სიჩქარე და მიმართულება,

მზის რადიაცია

ფიზგეოგრაფიული პარამეტრები აღნიშნული აუზისთვის ყველასთვის ცნობილია, ყოველ შემთხვევაში, სვანიძის ქუჩაზე მდებარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის მკვლევართათვის.

რაც შეეხება ჰიდრომეტეოროლოგიურ მონაცემებს, მდ.ვერეს ხეობაში (აღნიშნული ლაბორატორიის გარდა) არ არსებობს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის მონაცემებით, 13-14 ივნისის მონაცემებით, გრაფიკის ნულიდან (452.13მ) მდინარის დონემ აიწია 465 მ, სხვაობა შეადგენს 12.87 მეტრს.

თენგიზ ცინცაძე, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი.

ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია