საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა დიღომში, სტიქიით დაზარალებული ადამიანები მოინახულა. სანდრა მათ უმცროს შვილთან, ნიკოლოზთან ერთად ეწვია.
"დღეს დიღომში, რამდენიმე სასტუმროში ვიყავით, სადაც სტიქიის დაზარალებულები რჩებიან. ნიკოლოზმა გადასცა საჩუქრები ბავშვებს", - წერს სანდრა "ფეისბუქის" გვერდზე.
შეგახსენეთ, რომ 13 ივნიის სტიქიას უახლესი მონაცემებით, 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 3 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალი დაახლოებით 40 მილიონს შეადგენს, თუმცა, ზარალის დათვლა კვლავ გრძელდება. უსახლკაროდ 40-ზე მეტი ოჯახია დარჩენილი.