Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ცაგარელი: ''ხშირად ვაკრიტიკებ სიმახინჯეებსა და ამორალურობას...''
გიორგი ცაგარელი: ''ხშირად ვაკრიტიკებ სიმახინჯეებსა და ამორალურობას...''

ალ­ტის­ტი გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლი სი­ტყვა­ძუნ­წი რეს­პონ­დენ­ტი აღ­მოჩ­ნდა, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ, და­პი­რე­ბის თა­ნახ­მად, არა­ფე­რი გვი­კი­თხავს მისი და ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე.

გან­გე­ბამ მუ­სი­კოსს წარ­მა­ტე­ბა მსხვერ­პლშე­წირ­ვი­სა და სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვის გა­რე­შე მი­არ­თვა. გი­ორ­გი თა­ვი­დან ფეხ­ბურ­თე­ლო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ალ­ტის­კენ გა­და­ი­ხა­რა. მას­ზე გა­დამ­წყვე­ტი გავ­ლე­ნა გია ყან­ჩელ­მა და მის­მა შე­მოქ­მე­დე­ბამ მო­ახ­დი­ნა.

- გი­ორ­გი, რო­გო­რი ბავ­შვი იყა­ვით?

- ისე­თი­ვე, რო­გო­რიც ყვე­ლა ჩემ გარ­შე­მო მყო­ფი ბავ­შვი. ეზო­ში ყოფ­ნა მიყ­ვარ­და. ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავ­და. ფეხ­ბურ­თით ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი, მაგ­რამ სი­ბე­ჯი­თე არ მა­ხა­სი­ა­თებ­და. 6 წლის ასაკ­ში ჩემ­მა მუ­სი­კოს­მა მა­მი­დამ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ვი­ო­ლი­ნო მა­ჩუ­ქა. მუ­სი­კა­ლურ ინ­სტრუ­მენტზე დაკ­ვრის სწავ­ლა და­ვი­წყე, მაგ­რამ ვზარ­მა­ცობ­დი.

თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე პე­და­გოგ­თან ვსწავ­ლობ­დი, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი მუ­სი­კო­სო­ბას მი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­და, სხვე­ბი კი მირ­ჩევ­დნენ, ალ­ტის­თვის თავი და­მე­ნე­ბე­ბი­ნა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მახ­სენ­დე­ბა ბა­ტო­ნი ბო­რია ჭი­ა­უ­რე­ლი, სა­ხელ­მწი­ფო კვარ­ტე­ტის წევ­რი და შე­სა­ნიშ­ნა­ვი მუ­სი­კო­სი. იგი იყო პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც გან­მი­მარ­ტა, რა გან­სხვა­ვე­ბაა ალტსა და ვი­ო­ლი­ნოს შო­რის და ალტზე დაკ­ვრაც შე­მომ­თა­ვა­ზა. ყვე­ლა­ზე დიდი მად­ლო­ბა ეკუთ­ვნის დე­და­ჩემს, რო­მელ­საც სჯე­რო­და ჩემი და მუ­სი­კის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევ­და.

რო­გორც ყვე­ლა ზარ­მა­ცი მე­ვი­ო­ლი­ნე, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მეც ალ­ტის კლას­ში გა­და­ვე­დი. ალ­ტის სა­ბავ­შვო პროგ­რა­მა გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლია, ვიდ­რე ვი­ო­ლი­ნო­სი. ათწლე­დის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ვა­პი­რებ­დი, რო­მე­ლი­მე პრო­ფე­სი­ას და­ვუფ­ლე­ბო­დი, მაგ­რამ მუ­სი­კა­ლურ სფე­რო­ში დავ­რჩი. ალფ­რედ შნიტ­კეს კონ­ცერ­ტი­სა და გია ყან­ჩე­ლის ლი­ტურ­გი­ის მოს­მე­ნის შემ­დეგ ჩემ­ში გარ­და­ტე­ხა მოხ­და. მა­შინ გა­დავ­წყვი­ტე, ალ­ტის­ტი გავმხდა­რი­ყა­ვი და ეს ორი გე­ნი­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი და­მეკ­რა.

ჩა­ვა­ბა­რე თბი­ლი­სის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში, მოვ­ხვდი პე­და­გოგ ირაკ­ლი ჯა­ფა­რი­ძის კლას­ში. იმ პე­რი­ოდ­ში მას­ტერკლა­სე­ბი­თა და კონ­ცერ­ტე­ბით სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნას ვსტუმ­რობ­დი. ერთ-ერთ სა­ზა­ფხუ­ლო კურ­სზე გერ­მა­ნე­ლი პრო­ფე­სო­რი გა­ვი­ცა­ნი. სწო­რედ მან მირ­ჩია, ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა დეტ­მოლ­დში. ეს იდეა მო­მე­წო­ნა, ამი­ტომ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე გერ­მა­ნი­ა­ში გა­ვემ­გზავ­რე, ჯერ დეტ­მოლ­დში, შემ­დეგ კი ლა­იფ­ცი­გის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ვსწავ­ლობ­დი.

- თვითკრი­ტი­კუ­ლი ხართ?

- ყო­ველ­თვის უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ ჩემი შეს­რუ­ლე­ბით. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მუ­სი­კის კრი­ტი­კა არ არ­სე­ბობს. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რად­გან კრი­ტი­კა აუ­ცი­ლე­ბე­ლია გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გიორგი ცაგარელი: ''ხშირად ვაკრიტიკებ სიმახინჯეებსა და ამორალურობას...''

გიორგი ცაგარელი: ''ხშირად ვაკრიტიკებ სიმახინჯეებსა და ამორალურობას...''

ალტისტი გიორგი ცაგარელი სიტყვაძუნწი რესპონდენტი აღმოჩნდა, იმის მიუხედავად, რომ, დაპირების თანახმად, არაფერი გვიკითხავს მისი და ლიზა ბაგრატიონის სასიყვარულო ურთიერთობაზე.

განგებამ მუსიკოსს წარმატება მსხვერპლშეწირვისა და სირთულეების გადალახვის გარეშე მიართვა. გიორგი თავიდან ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, მაგრამ საბოლოოდ ალტისკენ გადაიხარა. მასზე გადამწყვეტი გავლენა გია ყანჩელმა და მისმა შემოქმედებამ მოახდინა.

- გიორგი, როგორი ბავშვი იყავით?

- ისეთივე, როგორიც ყველა ჩემ გარშემო მყოფი ბავშვი. ეზოში ყოფნა მიყვარდა. ბევრი მეგობარი მყავდა. ფეხბურთით ვიყავი გატაცებული, მაგრამ სიბეჯითე არ მახასიათებდა. 6 წლის ასაკში ჩემმა მუსიკოსმა მამიდამ დაბადების დღეზე ვიოლინო მაჩუქა. მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლა დავიწყე, მაგრამ ვზარმაცობდი.

თბილისში რამდენიმე პედაგოგთან ვსწავლობდი, ზოგიერთი მათგანი მუსიკოსობას მიწინასწარმეტყველებდა, სხვები კი მირჩევდნენ, ალტისთვის თავი დამენებებინა. განსაკუთრებულად მახსენდება ბატონი ბორია ჭიაურელი, სახელმწიფო კვარტეტის წევრი და შესანიშნავი მუსიკოსი. იგი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც განმიმარტა, რა განსხვავებაა ალტსა და ვიოლინოს შორის და ალტზე დაკვრაც შემომთავაზა. ყველაზე დიდი მადლობა ეკუთვნის დედაჩემს, რომელსაც სჯეროდა ჩემი და მუსიკისთვის თავის დანებების საშუალებას არ მაძლევდა.

როგორც ყველა ზარმაცი მევიოლინე, მოგვიანებით მეც ალტის კლასში გადავედი. ალტის საბავშვო პროგრამა გაცილებით ადვილია, ვიდრე ვიოლინოსი. ათწლედის დამთავრების შემდეგ ვაპირებდი, რომელიმე პროფესიას დავუფლებოდი, მაგრამ მუსიკალურ სფეროში დავრჩი. ალფრედ შნიტკეს კონცერტისა და გია ყანჩელის ლიტურგიის მოსმენის შემდეგ ჩემში გარდატეხა მოხდა. მაშინ გადავწყვიტე, ალტისტი გავმხდარიყავი და ეს ორი გენიალური ნაწარმოები დამეკრა.

ჩავაბარე თბილისის კონსერვატორიაში, მოვხვდი პედაგოგ ირაკლი ჯაფარიძის კლასში. იმ პერიოდში მასტერკლასებითა და კონცერტებით სხვადასხვა ქვეყანას ვსტუმრობდი. ერთ-ერთ საზაფხულო კურსზე გერმანელი პროფესორი გავიცანი. სწორედ მან მირჩია, ჩამებარებინა დეტმოლდში. ეს იდეა მომეწონა, ამიტომ კონსერვატორიის დამთავრებისთანავე გერმანიაში გავემგზავრე, ჯერ დეტმოლდში, შემდეგ კი ლაიფციგის კონსერვატორიაში ვსწავლობდი.

- თვითკრიტიკული ხართ?

- ყოველთვის უკმაყოფილო ვარ ჩემი შესრულებით. ჩვენს ქვეყანაში მუსიკის კრიტიკა არ არსებობს. ძალიან ვწუხვარ, რადგან კრიტიკა აუცილებელია განვითარებისთვის.

გაგრძელება

"2 წლის შვილს შევპირდი, რომ შოუში გამოვიდოდი... სცენაზე ჩემს ვიდეოს დღეში 4 საათი უყურებს" - "დიდი სცენის" მონაწილე, ჟიურის ემოციური შეფასებით

როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს ლიზა ბაგრატიონის ერთადერთი ვაჟი, რომელიც მომღერალს ცნობილი ექიმისგან ჰყავს

"მოქეიფე ვერელი ბიჭი დედას ოჯახს არ მოსწონდა და ამ ქორწინების წინააღმდეგნი იყვნენ" - ჯანსუღ კახიძის ქალიშვილი მამაზე უცნობ ისტორიებს ყვება