სალომე ტეტიაშვილი ''X ფაქტორში'' მონაწილეობის მერე პოპულარობას არ კარგავს.
პროექტის გამარჯვებული ვერ გახდა, თუმცა უამრავი პრიზი მიიღო. ნანუკა ჟორჟოლიანმა მოგვიანებით ბინაც კი გადასცა.
სალომე ცხოველების დამცველია და მისი რამდენიმე პოსტი აქტიურად განიხილებოდა სოციალურ ქსელში.
საუბრობენ იმაზეც, რომ შეყვარებულია, თუმცა დეტალებზე საუბრისგან მომღერალი ჯერჯერობით თავს იკავებს.
ამ დღეებში მომღერალმა კიდევ ერთხელ აალაპარაკა სოციალური ქსელი, როდესაც მისი აუზზე გადაღებული ფოტო გამოქვეყნდა.
"შენ ხარ ლამაზი, მომხიბვლელი, სექსუალური", - წერენ სალომეს მეგობრები ''ფეისბუქზე''.