თუშეთში, სოფელ მირგველასთან ტრაქტორი გზიდან ხევში გადავარდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის გამგებლის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილმა განუცხადა, ტრაქტორის მძღოლი, 65 წლამდე ასაკის ომარ იჭირაული ადგილზე გარდაიცვალა, მასთან ერთად მყოფი 47 წლის მამაკაცი კი მძიმედ დაშავდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა დაშავებული ვერტმფრენით თბილისში, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სხეულის მრავლობითი დაზიანებები აქვს.
შემთხვევა გუშინ, 22 ივნისს მოხდა.