პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიდევ რა საგანძური გადაურჩა სვანიძის ქუჩაზე ოჯახს, რომელშიც სასწაულმოქმედ ხატს სტიქიამ ვერაფერი დააკლო
კიდევ რა საგანძური გადაურჩა სვანიძის ქუჩაზე ოჯახს, რომელშიც სასწაულმოქმედ ხატს სტიქიამ ვერაფერი დააკლო

"ჩვე­ნი სახ­ლი სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრი იყო, სამი მხრი­დან მო­დი­ო­და წყა­ლი, იქა­უ­რო­ბა ნამ­დვილ მო­რევს ჰგავ­და, მან­ქა­ნებს ასან­თის კო­ლო­ფე­ბი­ვით ატ­რი­ა­ლებ­და. წყალ­მა რომ და­ი­წია, გა­მოჩ­ნდა, თუ რო­გორ იყო 5-6 ავ­ტო­მო­ბი­ლი ერ­თმა­ნეთ­ზე შე­წყო­ბი­ლი," - ამ­ბობს ხა­თუ­ნა ზუმ­ბუ­ლი­ძე, რო­მე­ლიც სვა­ნი­ძის 16-ში ცხოვ­რობს. მის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს გუ­შინ ფო­ტოგ­რაფ­მა გოგა ჩა­ნა­დირ­მა უამ­ბო. ეს არის ოჯა­ხი, სა­დაც ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის ხატი უვ­ნე­ბე­ლი გა­დარ­ჩა.

ხა­თუ­ნა ზუმ­ბუ­ლი­ძე:

- სახ­ლში, რო­მე­ლიც აღარ არის, კე­დელ­ზე ღვთის­მშობ­ლის უზარ­მა­ზა­რი ხატი გვე­კი­და, - წყალ­მა ის ჯერ ეზო­ში გა­მო­ი­ტა­ნა, ატ­რი­ა­ლა და ისევ ეზო­ში შე­ი­ტა­ნა, ეს მა­შინ, რო­დე­საც მა­ქა­ნე­ბი წა­ი­ღო, მათ შო­რის ჩვე­ნი ეზოს უზარ­მა­ზა­რი, მა­სი­უ­რი მა­გი­და. ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­ი­ტა­ნა და იქვე გა­ჩხი­რა. ხატი ხომ მას­ზე ბევ­რად მსუ­ბუ­ქია?! მოკ­ლედ, ატ­რი­ა­ლა-ატ­რი­ა­ლა და უკან შე­ი­ტა­ნა ისე, რომ არც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა. გავ­რე­ცხეთ, გავ­წმინ­დეთ და ჩემს მულ­თან გა­და­ვაბ­რძა­ნეთ. ჩვენს ეზო­ში ხალ­ხი რომ მუ­შა­ობ­და, ტა­ლა­ხის­გან ისევ არ დას­ვრი­ლი­ყო...

- თქვენ­ზე თქვეს, იმ ღა­მეს მხურ­ვა­ლედ ლო­ცუ­ლობ­და და ღვთის­მშო­ბელს ევედ­რე­ბო­და, წყლის დონე და­ე­წია...

- ღვთის­მშო­ბელ მა­რი­ამს ვე­ვედ­რე­ბო­დი, რომ წყა­ლი არ ამო­სუ­ლი­ყო ზე­მოთ, ჩვენ რომ და­ვეტ­ბო­რეთ, ეს იმას ნიშ­ნავ­და, რომ წყა­ლი ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს გზა­ზეც ავი­დო­და და მთელ ვა­კის გზას წა­ი­ღებ­და. აუ­რა­ცხე­ლი მსხვერ­პლი იქ­ნე­ბო­და... ჩვე­ნი სახ­ლი იმ გზის მხა­რეს არის და აივ­ნი­დან ვუ­ყუ­რებ­დი, რამ­დე­ნი მან­ქა­ნა იყო იქ ჩა­ხერ­გი­ლი, ვერ­სად მი­დი­ოდ­ნენ.

მოკ­ლედ, ღვთის­მშობ­ლის წი­ნა­შე ლოც­ვა და­ვი­წყე, - ეს წყა­ლი გა­ა­ჩე­რე, უბე­დუ­რე­ბის­გან გვიხ­სე­ნი-მეთ­ქი. სას­წა­უ­ლი მოხ­და, წყა­ლი 5 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ დო­ნე­ზე გა­ჩერ­და და მერე კი დაკ­ლე­ბა და­ი­წყო.

პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი სულ გა­ფუჭ­და, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი გა­ნად­გურ­და, მხო­ლოდ თეფ­შე­ბი გა­დარ­ჩა, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, ტა­ლახ­მა შე­ი­ნა­ხა. ავე­ჯი ნა­წილ-ნა­წილ გა­ი­ტა­ნეს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 2 მეტრზე იყო ტა­ლა­ხი.

- სა­ბო­ლო­ოდ რო­გორ გა­მო­აღ­წი­ეთ იქი­დან?

- პირ­ველ სარ­თულ­ზე ჩემი დე­დამ­თი­ლი და გო­გო­ნა ცხოვ­რობ­დნენ, მე­ო­რე­ზე - მე და მე­უღ­ლე. თა­ვი­დან წყა­ლი რომ მო­ვარ­და, მუ­ლიშ­ვი­ლი მო­ვი­და და დე­დამ­თი­ლის გაყ­ვა­ნა შეძ­ლო, თო­რემ ისე და­იხ­რჩო­ბო­და, ხმის ამო­ღე­ბა­საც ვერ მო­ას­წრებ­და...

მე იმ დროს მე­ო­რე სარ­თულ­ზე ვი­ყა­ვი და ხომ გი­თხა­რით, აივ­ნი­დან ვუ­ყუ­რებ­დი იმ ყვე­ლა­ფერს. ჩემი გოგო, სა­ნამ დენი ჩაქ­რე­ბო­და, ბე­დად კომ­პი­უ­ტერ­თან იჯდა და ამი­ტომ უფრო ადრე არ ჩა­ვი­და და­სა­ძი­ნებ­ლად. მოკ­ლედ, აი­ვან­ზე რომ გა­ვე­დი, და­ვი­ნა­ხე, რომ ლა­ბო­რა­ტო­რი­ის დაც­ვის ბიჭ­მა სიგ­ნა­ლე­ბი ჩარ­თო და ყვი­რო­და, ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში წყა­ლი შე­მო­ვი­და, ზე­მო­თაც არ ამო­ვი­დე­სო. ამას ჩვენს ქვე­და მე­ზობ­ლებს უყ­ვი­რო­და. ადე­ქით, ნუ გძი­ნავთ, მა­შინ ჩვენ­ზე არც იყო ლა­პა­რა­კი. ზოგი ღა­მის­პე­რან­გი­ა­ნი გა­მო­ვარ­და, მე­ზო­ბელ­მა ჩვენ­თან, მო­ას­წრო და სა­ბან­ში გახ­ვე­უ­ლი ბავ­შვი ამო­იყ­ვა­ნა. კი­დევ კარ­გი დაც­ვის ბიჭ­მა გან­გა­ში ატე­ხა, თუმ­ცა მერე საფრ­თხე თა­ვა­დაც შე­ექ­მნა, მან­ქა­ნი­დან ვერ გად­მო­დი­ო­და და ჩემ­მა მე­უღ­ლემ გა­და­არ­ჩი­ნა.

- რო­გორც ირ­კვე­ვა, ერთ-ერთი უხი­ფა­თო ად­გი­ლი მე­ო­რე სარ­თუ­ლი იყო, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბო­დით, ხომ?

- კი, ყვე­ლას ვე­ძახ­დით, რომ იქ რო­გორ­მე ამო­სუ­ლიყ­ვნენ. სა­ოც­რე­ბა ის იყო, რომ მე­ო­რე სარ­თულ­ზე წყა­ლი კი შე­მო­ვი­და, ია­ტა­კი და­ას­ვე­ლა, გა­ა­ტა­ლა­ხი­ა­ნა, მაგ­რამ სხვა არა­ფე­რი გა­უ­ფუ­ჭე­ბია.

მერე ვი­ნა­ი­დან ჩემი მაზ­ლის სახ­ლი ჩვენ­ზე ზე­მოთ არის, მაღ­ლობ­ზე, ყვე­ლა­ნი იქით გა­და­ვე­დით. კი და­იკ­ლო, მაგ­რამ ისევ რომ გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი­ყო, რაღა გვექ­ნა?! თან, 7 პა­ტა­რით ვი­ყა­ვით. ბავ­შვე­ბი სად­მე ხომ უნდა შეგ­ვე­ფა­რე­ბი­ნა, ის კოშ­მა­რი რომ და­ე­ვი­წყე­ბი­ნათ?!

- მოკ­ლედ, დი­დად და­ზა­რალ­დით.

- მე­ო­რე ეზო­ში, ერ­თსარ­თუ­ლი­ა­ნი, ახა­ლი გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი სახ­ლი გვქონ­და, უნდა გაგ­ვე­ქი­რა­ვე­ბი­ნა, "ბეც" აღე­ბუ­ლი გვქონ­და და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი, რა­ზეც უკვე გი­თხა­რით, ხომ სულ გა­ფუჭ­და.

- გა­ვი­გეთ, რომ სტი­ქი­ას, გარ­და ხა­ტი­სა, თქვე­ნი მე­უღ­ლის უნი­კა­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის კო­ლექ­ცია გა­და­ურ­ჩა.

- კი, 1989 წელს ჩემ­მა მე­უღ­ლემ ძვე­ლი ტე­ლე­ფო­ნის აპა­რა­ტე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და­ი­წყო. პირ­ვე­ლი ტე­ლე­ფო­ნი, რო­მე­ლიც 1900-იან წლებ­შია გა­მოშ­ვე­ბუ­ლი, ერ­თმა გა­ჭირ­ვე­ბულ­მა კაც­მა მე­უღ­ლეს 1989 წელს მიჰ­ყი­და, - იქ­ნებ შე­ი­ძი­ნოო. ხის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი, არა­და, მან ეს ნივ­თი მა­შინ პუ­რის ფუ­ლად გა­ი­მე­ტა. იმის მერე მე­უღ­ლეს იდეა - ძვე­ლი ტე­ლე­ფო­ნე­ბი შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნა მო­ე­წო­ნა და ზოგი ვი­ყი­დეთ, ზო­გიც გვა­ჩუ­ქეს. მა­გა­ლი­თად, ბე­რი­ას თეთ­რი ტე­ლე­ფო­ნი მისი აგა­რა­კი­დან 80 დო­ლა­რად შე­ვი­ძი­ნეთ. არის ტე­ლე­ფო­ნი, რო­მელ­შიც 100 დო­ლა­რი მი­ვე­ცით. სულ 51 ცალი იყო, 11 წყალ­მა გა­ა­ფუ­ჭა, 40 გა­დაგ­ვირ­ჩა. ღმერ­თს მად­ლო­ბას ვწი­რავ, რომ ჩემი ქმრის ამ­დე­ნი წლის ნაწ­ვა­ლე­ბი წყალ­მა მთლი­ა­ნად არ გა­ა­ნად­გუ­რა. გა­ფუ­ჭე­ბუ­ლე­ბი სა­დღაც-სა­დღაც კი ვი­პო­ვეთ, მაგ­რამ მის აღ­დგე­ნას აზრი არ ჰქონ­და და გა­დავ­ყა­რეთ. ზოგს ქვა და­ე­ცა და ზოგს ხე (ვი­დეო)

- ახლა რა სი­ტუ­ა­ცი­აა?

- მე­ო­რე სარ­თუ­ლი მო­ვა­წეს­რი­გეთ, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი შე­ვიქ­მე­ნით, რა­შიც ახალ­გაზ­რდო­ბა დაგ­ვეხ­მა­რა, გა­ი­ხა­რონ მა­გათ. გავ­ხე­ხეთ და გავ­წმინ­დეთ იქა­უ­რო­ბა ტა­ლა­ხის­გან და უკვე ვცხოვ­რობთ. ერ­თა­დერ­თი ოჯა­ხი, რო­მე­ლიც ამ ქუ­ჩა­ზე დავ­რჩით, ჩვენ ვართ და კი­დევ ქვე­და მხა­რეს მე­ზობ­ლე­ბი.

მოკ­ლედ, რად­გან ცო­ცხლე­ბი ვართ, არა­ფერს და­ვე­ძებ, იმ­დე­ნი მსხვერ­პლი ნახა სა­ქარ­თვე­ლომ, რომ რა გი­თხრათ? კი­დევ ვისი გვა­მიც ვერ იპო­ვეს, ვინ იცის, რამ­დე­ნია მი­წა­ში ჩაფ­ლუ­ლი? სტი­ქია ხომ სა­ში­ნე­ლე­ბაა, ენით აუ­წე­რე­ლი რამ, მაგ­რამ იმ სა­ცო­და­ვებს, და­ღუ­პუ­ლებს რომ არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბათ, ეს არის უბე­დუ­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა გა­დარ­ჩე­ნი­ლებ­მა ცხოვ­რე­ბის მო­წყო­ბა ისევ შევ­ძლოთ, მაგ­რამ გული მიკ­ვდე­ბა, რომ ან­გე­ლო­ზი­ვით გო­გო­ე­ბი წყალ­მა წა­ი­ღო და უამ­რა­ვი კარ­გი ადა­მი­ა­ნი შე­ი­წი­რა.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ფო­ტოგ­რაფ გოგა ჩა­ნა­დი­რის ფო­ტო­ე­ბი

იხი­ლეთ ვი­დეო

sponsored by ContentRoom

კიდევ რა საგანძური გადაურჩა სვანიძის ქუჩაზე ოჯახს, რომელშიც სასწაულმოქმედ ხატს სტიქიამ ვერაფერი დააკლო

კიდევ რა საგანძური გადაურჩა სვანიძის ქუჩაზე ოჯახს, რომელშიც სასწაულმოქმედ ხატს სტიქიამ ვერაფერი დააკლო

"ჩვენი სახლი სტიქიის ეპიცენტრი იყო, სამი მხრიდან მოდიოდა წყალი, იქაურობა ნამდვილ მორევს ჰგავდა, მანქანებს ასანთის კოლოფებივით ატრიალებდა. წყალმა რომ დაიწია, გამოჩნდა, თუ როგორ იყო 5-6 ავტომობილი ერთმანეთზე შეწყობილი," - ამბობს ხათუნა ზუმბულიძე, რომელიც სვანიძის 16-ში ცხოვრობს. მის შესახებ Ambebi.ge-ს გუშინ ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა უამბო. ეს არის ოჯახი, სადაც ივერიის ღვთისმშობლის ხატი უვნებელი გადარჩა.

ხათუნა ზუმბულიძე:

- სახლში, რომელიც აღარ არის, კედელზე ღვთისმშობლის უზარმაზარი ხატი გვეკიდა, - წყალმა ის ჯერ ეზოში გამოიტანა, ატრიალა და ისევ ეზოში შეიტანა, ეს მაშინ, როდესაც მაქანები წაიღო, მათ შორის ჩვენი ეზოს უზარმაზარი, მასიური მაგიდა. ლაბორატორიის ტერიტორიაზე ჩაიტანა და იქვე გაჩხირა. ხატი ხომ მასზე ბევრად მსუბუქია?! მოკლედ, ატრიალა-ატრიალა და უკან შეიტანა ისე, რომ არც დაზიანებულა. გავრეცხეთ, გავწმინდეთ და ჩემს მულთან გადავაბრძანეთ. ჩვენს ეზოში ხალხი რომ მუშაობდა, ტალახისგან ისევ არ დასვრილიყო...

- თქვენზე თქვეს, იმ ღამეს მხურვალედ ლოცულობდა და ღვთისმშობელს ევედრებოდა, წყლის დონე დაეწია...

- ღვთისმშობელ მარიამს ვევედრებოდი, რომ წყალი არ ამოსულიყო ზემოთ, ჩვენ რომ დავეტბორეთ, ეს იმას ნიშნავდა, რომ წყალი ვაკე-საბურთალოს გზაზეც ავიდოდა და მთელ ვაკის გზას წაიღებდა. აურაცხელი მსხვერპლი იქნებოდა... ჩვენი სახლი იმ გზის მხარეს არის და აივნიდან ვუყურებდი, რამდენი მანქანა იყო იქ ჩახერგილი, ვერსად მიდიოდნენ.

მოკლედ, ღვთისმშობლის წინაშე ლოცვა დავიწყე, - ეს წყალი გააჩერე, უბედურებისგან გვიხსენი-მეთქი. სასწაული მოხდა, წყალი 5 წუთის განმავლობაში ერთ დონეზე გაჩერდა და მერე კი დაკლება დაიწყო.

პირველი სართული სულ გაფუჭდა, აბსოლუტურად ყველაფერი განადგურდა, მხოლოდ თეფშები გადარჩა, რომელიც, როგორც ჩანს, ტალახმა შეინახა. ავეჯი ნაწილ-ნაწილ გაიტანეს. წარმოიდგინეთ, 2 მეტრზე იყო ტალახი.

- საბოლოოდ როგორ გამოაღწიეთ იქიდან?

- პირველ სართულზე ჩემი დედამთილი და გოგონა ცხოვრობდნენ, მეორეზე - მე და მეუღლე. თავიდან წყალი რომ მოვარდა, მულიშვილი მოვიდა და დედამთილის გაყვანა შეძლო, თორემ ისე დაიხრჩობოდა, ხმის ამოღებასაც ვერ მოასწრებდა...

მე იმ დროს მეორე სართულზე ვიყავი და ხომ გითხარით, აივნიდან ვუყურებდი იმ ყველაფერს. ჩემი გოგო, სანამ დენი ჩაქრებოდა, ბედად კომპიუტერთან იჯდა და ამიტომ უფრო ადრე არ ჩავიდა დასაძინებლად. მოკლედ, აივანზე რომ გავედი, დავინახე, რომ ლაბორატორიის დაცვის ბიჭმა სიგნალები ჩართო და ყვიროდა, ლაბორატორიაში წყალი შემოვიდა, ზემოთაც არ ამოვიდესო. ამას ჩვენს ქვედა მეზობლებს უყვიროდა. ადექით, ნუ გძინავთ, მაშინ ჩვენზე არც იყო ლაპარაკი. ზოგი ღამისპერანგიანი გამოვარდა, მეზობელმა ჩვენთან, მოასწრო და საბანში გახვეული ბავშვი ამოიყვანა. კიდევ კარგი დაცვის ბიჭმა განგაში ატეხა, თუმცა მერე საფრთხე თავადაც შეექმნა, მანქანიდან ვერ გადმოდიოდა და ჩემმა მეუღლემ გადაარჩინა.

- როგორც ირკვევა, ერთ-ერთი უხიფათო ადგილი მეორე სართული იყო, სადაც იმყოფებოდით, ხომ?

- კი, ყველას ვეძახდით, რომ იქ როგორმე ამოსულიყვნენ. საოცრება ის იყო, რომ მეორე სართულზე წყალი კი შემოვიდა, იატაკი დაასველა, გაატალახიანა, მაგრამ სხვა არაფერი გაუფუჭებია.

მერე ვინაიდან ჩემი მაზლის სახლი ჩვენზე ზემოთ არის, მაღლობზე, ყველანი იქით გადავედით. კი დაიკლო, მაგრამ ისევ რომ გაძლიერებულიყო, რაღა გვექნა?! თან, 7 პატარით ვიყავით. ბავშვები სადმე ხომ უნდა შეგვეფარებინა, ის კოშმარი რომ დაევიწყებინათ?!

- მოკლედ, დიდად დაზარალდით.

- მეორე ეზოში, ერთსართულიანი, ახალი გარემონტებული სახლი გვქონდა, უნდა გაგვექირავებინა, "ბეც" აღებული გვქონდა და განადგურებულია, პირველი სართული, რაზეც უკვე გითხარით, ხომ სულ გაფუჭდა.

- გავიგეთ, რომ სტიქიას, გარდა ხატისა, თქვენი მეუღლის უნიკალური ტელეფონების კოლექცია გადაურჩა.

- კი, 1989 წელს ჩემმა მეუღლემ ძველი ტელეფონის აპარატების შეგროვება დაიწყო. პირველი ტელეფონი, რომელიც 1900-იან წლებშია გამოშვებული, ერთმა გაჭირვებულმა კაცმა მეუღლეს 1989 წელს მიჰყიდა, - იქნებ შეიძინოო. ხისგან არის დამზადებული, არადა, მან ეს ნივთი მაშინ პურის ფულად გაიმეტა. იმის მერე მეუღლეს იდეა - ძველი ტელეფონები შეეგროვებინა მოეწონა და ზოგი ვიყიდეთ, ზოგიც გვაჩუქეს. მაგალითად, ბერიას თეთრი ტელეფონი მისი აგარაკიდან 80 დოლარად შევიძინეთ. არის ტელეფონი, რომელშიც 100 დოლარი მივეცით. სულ 51 ცალი იყო, 11 წყალმა გააფუჭა, 40 გადაგვირჩა. ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ჩემი ქმრის ამდენი წლის ნაწვალები წყალმა მთლიანად არ გაანადგურა. გაფუჭებულები სადღაც-სადღაც კი ვიპოვეთ, მაგრამ მის აღდგენას აზრი არ ჰქონდა და გადავყარეთ. ზოგს ქვა დაეცა და ზოგს ხე (ვიდეო)

- ახლა რა სიტუაციაა?

- მეორე სართული მოვაწესრიგეთ, საცხოვრებელი პირობები შევიქმენით, რაშიც ახალგაზრდობა დაგვეხმარა, გაიხარონ მაგათ. გავხეხეთ და გავწმინდეთ იქაურობა ტალახისგან და უკვე ვცხოვრობთ. ერთადერთი ოჯახი, რომელიც ამ ქუჩაზე დავრჩით, ჩვენ ვართ და კიდევ ქვედა მხარეს მეზობლები.

მოკლედ, რადგან ცოცხლები ვართ, არაფერს დავეძებ, იმდენი მსხვერპლი ნახა საქართველომ, რომ რა გითხრათ? კიდევ ვისი გვამიც ვერ იპოვეს, ვინ იცის, რამდენია მიწაში ჩაფლული? სტიქია ხომ საშინელებაა, ენით აუწერელი რამ, მაგრამ იმ საცოდავებს, დაღუპულებს რომ არაფერი ეშველებათ, ეს არის უბედურება. შეიძლება გადარჩენილებმა ცხოვრების მოწყობა ისევ შევძლოთ, მაგრამ გული მიკვდება, რომ ანგელოზივით გოგოები წყალმა წაიღო და უამრავი კარგი ადამიანი შეიწირა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

გამოყენებულია ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის ფოტოები

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია