"გიორგი არ უნდა დაიკარგოს ჩხავილში", "საწყლები, კიდევ ბევრი გავარდება", - გიორგი გაბუნია მის კონკურსანტებზე "ლაივის" შემდეგ

"გიორგი არ უნდა დაიკარგოს ჩხავილში", "საწყლები, კიდევ ბევრი გავარდება", - გიორგი გაბუნია მის კონკურსანტებზე "ლაივის" შემდეგ

"იქს ფაქტორის" გუშინდელი ტურის რჩეული ისევ გიორგი ნაკაშიძე გახდა. რიგითი ნაკაშიძე, რომელიც სიმღერის პარალელურად სამხედრო სამსახურშია, პროექტის პირველივე დღიდან მაყურებლის ფავორიტია. "იქს ფაქტორის" გუშინდელი ტური საქველმოქმედო იყო, ფილარმონიაში მოწვეული ჰყავდათ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულები და გმირები. გუშინდელი ზარებიდან შემოსული თანხა სწორედ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება.

"იქს ფაქტორის" გუშინდელ ტურში მენტორების ხმები ორ ნაწილად გაიყო, სოფოს, თამთას, გიორგის და ანრის ორ აუტსაიდერს შორის არჩევანის გაკეთება გაუჭირდა. ამიტომ პროექტი მაყურებლის გადაწყვეტილებით, ჯგუფმა "პულსმა" დატოვა და დიმა კობეშავიძე "იქს ფაქტორში" დარჩა.

ჯგუფისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

ირაკლი ("პულსის" სოლისტი): გული დამწყდა, არასასურველი გადაწყვეტილება იყო. როცა დიმა მოხვდა ჩვენთან ერთად აუტსაიდერებში, დარწმუნებული ვიყავი, ჩვენ დავტოვებდით პროექტს. ხალხმა ასე გადაწყვიტა, სამართლიანი იყო თუ არა, ამაზე ლაპარაკს ვერ დავიწყებ. დიმა ჩემთვის ყველაზე მაგარი კონკურსანტია ამ პროექტში.

პროექტს მიღმა დარჩენილ კონკურსანტებზე გულდაწყვეტილი აღმოჩნდა მენტორი გიორგი გაბუნია, რომელმაც კონცერტის მსვლელობის დროს, არჩევანი მისი გუნდს წევრზე, დიმა კობეშავიძეზე გააკეთა.

გიორგი გაბუნია (მენტორი): საწყლები, როგორ მომწონს ეს ჯგუფი, მაგრამ ერთხელაც ვერ მივეცი ხმა. ამით არ მთავრდება ყველაფერი, კიდევ ბევრი გავარდება.

- ანრი ჯოხაძემ შენი გუნდის წევრი გიორგი ნაკაშიძე დღეს კრიტიკულად შეაფასა, სწორი შენიშვნა იყო ეს?

- გიორგიმ აუცილებლად უნდა უჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები მაყურებელს და არ უნდა დაიკარგოს, როგორც ანრიმ თქვა, ჩხავილში, რაც ძალიან უხდება გიორგის. ის ბევრად უფრო მრავალფეროვანია, შემდეგ ტურზე კიდევ უფრო მეტ ასპექტებს გამოაჩენს.

თამთა გოდუაძე "იქს ფაქტორში" ბრძოლას ერთი კონკურსანტით გააგრძელებს. მის ჯგუფში მხოლოდ ძმები გულაშვილები დარჩა.

- თამაშის წესებს მე ვერ შევცვლი. ერთი კონკურსანტი დამრჩა, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ვაგრძელებ ბრძოლას გამარჯვებისთვის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არცერთ კონკურსანტზე არ დამწყვეტია გული ისე, როგორც დამწყდა "პულსის" პროექტიდან გაშვების გამო.

მენტორების ხმების გაყოფისა  და საბოლოო ჯამში, მაყურებლის არჩევანის მიხედვით გადაწყვეტილების მიღებას, ბევრი გამოხმაურება მოჰყვა.

გიორგი ხაბურზანია (პროდუსერი): პირველად მოხდა ხმების გაყოფა ჩვენს პროექტში, ამ შემთხვევაში, ვისაც ნაკლები ზარები აქვს, ის ტოვებს შოუს. სხვადასხვა ქვეყანაში თავისი წესები აქვთ. ბრიტანეთში მეორე სიმღერას მღერიან, ორ ნაწილად იყოფა გადაცემა - კონცერტი და რეზულტატების შოუ. ღამის პირველის ნახევარზე კიდევ მეორე სიმღერა რომ იმღერონ, ასეთი რამე ამ ეტაპზე არ მოხდება ჩვენს პროექტში.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეოები ლაივიდან:

"ლიფით არის მოსული!" - გიორგი გაბუნია და ანრი ჯოხაძე "X ფაქტორის" სცენაზე ძლივს "გააშველეს"

"მტირალა არ ვარ, მაგრამ გული ამიჩუყე" - კონკურსანტი, რომელმაც თამთა გოდუაძე ლამის აატირა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება