მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერევანში აქციის დაშლის დროს 20-მდე ადამიანი დაშავდა
ერევანში აქციის დაშლის დროს 20-მდე ადამიანი დაშავდა

ერე­ვან­ში აქ­ცი­ის დაშ­ლის დროს 20-მდე ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, მათ შო­რის 11 პო­ლი­ცი­ე­ლი, 7 კი დე­მონ­სტრან­ტია. "ინ­ტერ­ფაქ­სის" ცნო­ბით, მათი ნა­წი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ნა­წილს კი სხე­უ­ლის მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა. სომ­ხე­თის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის, აშოტ აგა­რო­ნი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 237 აქ­ტი­ვის­ტი და­ა­კა­ვეს. რო­გორც ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, დე­მონ­სტრა­ცი­ის ად­გი­ლას მათ ცივი ია­რა­ღიც აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

დღეს დი­ლით, მას შემ­დეგ, რაც დე­მონ­სტრან­ტებ­თან რან­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უშე­დე­გოდ დას­რულ­და, პო­ლი­ცი­ამ ერევ­ნის ცენ­ტრში შეკ­რე­ბი­ლი ასო­ბით მო­მი­ტინ­გის დაშ­ლა და­ი­წყო. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი პრე­ზი­დენტ სერჟ სარ­გსი­ან­თან შეხ­ვედ­რას ითხოვ­ნდნენ. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბა "არა ქურ­დო­ბას" მარ­თავ­და. ერევ­ნის პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ვა­ლე­რი ოსი­პი­ან­მა აქ­ცი­ის დაშ­ლის და­წყე­ბამ­დე დე­მონ­სტრან­ტებს მო­უ­წო­და და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ ცენ­ტრა­ლუ­რი მო­ე­და­ნი.

"მე გაძ­ლევთ 10 წუთს ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბის­თვის. თქვე­ნი ქმე­დე­ბე­ბი უკა­ნო­ნოა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მი­მართ და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა გვაძ­ლევს უფ­ლე­ბას, ძალა გა­მო­ვი­ყე­ნოთ", - გა­ნა­ცხა­და ვა­ლე­რი ოსი­პი­ან­მა. ერე­ვან­ში 19 ივ­ნი­სის შემ­დეგ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე ფა­სე­ბის გაზ­რდის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე­ობს. ქვეყ­ნის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა კო­მი­სი­ამ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფი 17 ივ­ნი­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­აძ­ვი­რა, რაც ძა­ლა­ში 1-ელი აგ­ვის­ტო­დან უნდა შე­ვი­დეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ერევანში აქციის დაშლის დროს 20-მდე ადამიანი დაშავდა

ერევანში აქციის დაშლის დროს 20-მდე ადამიანი დაშავდა

ერევანში აქციის დაშლის დროს 20-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 პოლიციელი, 7 კი დემონსტრანტია. "ინტერფაქსის" ცნობით, მათი ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნაწილს კი სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. სომხეთის პოლიციის უფროსის, აშოტ აგარონიანის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 237 აქტივისტი დააკავეს. როგორც ძალოვანი უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, დემონსტრაციის ადგილას მათ ცივი იარაღიც აღმოაჩინეს.

დღეს დილით, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებთან რანდენიმესაათიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, პოლიციამ ერევნის ცენტრში შეკრებილი ასობით მომიტინგის დაშლა დაიწყო. აქციის მონაწილეები პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან შეხვედრას ითხოვნდნენ. საპროტესტო აქციას სამოქალაქო მოძრაობა "არა ქურდობას" მართავდა. ერევნის პოლიციის წარმომადგენელმა, ვალერი ოსიპიანმა აქციის დაშლის დაწყებამდე დემონსტრანტებს მოუწოდა დაეტოვებინათ ცენტრალური მოედანი.

"მე გაძლევთ 10 წუთს ტერიტორიის დატოვებისთვის. თქვენი ქმედებები უკანონოა. სამართალდამცველების მიმართ დაუმორჩილებლობა გვაძლევს უფლებას, ძალა გამოვიყენოთ", - განაცხადა ვალერი ოსიპიანმა. ერევანში 19 ივნისის შემდეგ საპროტესტო აქცია ელექტროენერგიაზე ფასების გაზრდის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ქვეყნის მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფი 17 ივნისის გადაწყვეტილებით გააძვირა, რაც ძალაში 1-ელი აგვისტოდან უნდა შევიდეს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა