საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოხალისეებს უფლება ჰქონდათ, სცოდნოდათ, რომ კანალიზაციის წყლით დაბინძურებულ ვერეში მუშაობდნენ" - ტრაგედიის აქამდე უცნობი დეტალები
"მოხალისეებს უფლება ჰქონდათ, სცოდნოდათ, რომ კანალიზაციის წყლით დაბინძურებულ ვერეში მუშაობდნენ" - ტრაგედიის აქამდე უცნობი დეტალები

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" მიერ, მომ­ზა­დე­ბულ ფილმში "ვინ შე­უკ­ვე­თა მკვლე­ლო­ბა ვე­რეს" სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აქამ­დე უც­ნო­ბი ინ­ფორ­მა­ცია ხდე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

რო­გორც "გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი რე­პორ­ტი­ო­რის" მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი­დან ირ­კვე­ვა, კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მდი­ნა­რე ვე­რეს კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის კო­ლექ­ტო­რი მი­უ­ერ­თეს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მო­ხა­ლი­სე­ებს მუ­შა­ო­ბა კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის წყლით და­ბინ­ძუ­რე­ბულ მდი­ნა­რე­ში უწევ­დათ, თუმ­ცა, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობ­დნენ.

"მო­ხა­ლი­სე­ებს უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ, სცოდ­ნო­დათ, რომ კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის წყლით და­ბინ­ძუ­რე­ბულ ვე­რე­ში მუ­შა­ობ­დნენ. თუმ­ცა, ეს ინ­ფორ­მა­ცია მათ­თვის ისე, რო­გორც ვე­რე­სა და მტკვრის წყალ­თან შე­ხე­ბა­ში მყო­ფი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, არა­ვის მი­უ­წო­დე­ბია. გარ­და იმი­სა, რომ ამით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის უფ­ლე­ბა და­ირ­ღვა, და­მა­ლუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და­მა­ლუ­ლი რის­კე­ბის სა­ფუძ­ვლად შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ. რის­კე­ბის არას­წორ­მა გათ­ვლამ და პროგ­ნო­ზის არ­ქო­ნამ კი, ერთი მძი­მე შე­დე­გი უკვე და­ა­ყე­ნა ქვე­ყა­ნა­ში. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იცო­დეს, რა რისკს შე­ი­ცავს დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ადა­მი­ა­ნე­ბით სავ­სე ვე­რე­ში კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის კო­ლექ­ტო­რის ჩაშ­ვე­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ფილმში.

"გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი რე­პორ­ტი­ო­რი" "Georgian water and power-საც" და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­საც დე­და­ქა­ლა­ქის წყლი­სა და კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მარ­თვა და კონ­ტრო­ლი ევა­ლე­ბა. კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ ვე­რეს ნამ­დვი­ლად მი­უ­ერ­თდა კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის კო­ლექ­ტო­რი და გა­ნა­ცხა­დეს, რომ ამის გა­კე­თე­ბა აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მარ­თვის­თვის გახ­და სა­ჭი­რო და ქა­ლა­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის თხოვ­ნით მოხ­და.

"სი­ნა­ნუ­ლი გა­მოთ­ქვეს იმის გამო, რომ ინ­ფორ­მა­ცია არ მი­უ­წო­დე­ბი­ათ გა­რე­მო­სა და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ში პრე­ვენ­ცი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე სამ­სა­ხუ­რის­თვის, არც და­ა­ვა­დე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის­თვის, არც ჯან­დაც­ვის სხვა სამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის. ეს კი მა­შინ, როცა ქა­ლაქს არ აქვს ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­ნი­ტა­რუ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი, რო­მელ­საც ექ­ნე­ბო­და შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ცია, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბის დროს გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა სა­ნი­ტა­რუ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა, შე­ექ­მნა ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ბაზა და გა­ნე­სა­ზღვრა ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა, ეს ყო­ველ­გვარ მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბაა", - ნათ­ქვა­მია ფილმში.

"მოხალისეებს უფლება ჰქონდათ, სცოდნოდათ, რომ კანალიზაციის წყლით დაბინძურებულ ვერეში მუშაობდნენ" - ტრაგედიის აქამდე უცნობი დეტალები

"მოხალისეებს უფლება ჰქონდათ, სცოდნოდათ, რომ კანალიზაციის წყლით დაბინძურებულ ვერეში მუშაობდნენ" - ტრაგედიის აქამდე უცნობი დეტალები

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიერ, მომზადებულ ფილმში "ვინ შეუკვეთა მკვლელობა ვერეს" საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ინფორმაცია ხდება ხელმისაწვდომი.

როგორც "გამომძიებელი რეპორტიორის" მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმიდან ირკვევა, კრიზისების მართვის საბჭოს გადაწყვეტილებით, მდინარე ვერეს კანალიზაციის კოლექტორი მიუერთეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოხალისეებს მუშაობა კანალიზაციის წყლით დაბინძურებულ მდინარეში უწევდათ, თუმცა, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ.

"მოხალისეებს უფლება ჰქონდათ, სცოდნოდათ, რომ კანალიზაციის წყლით დაბინძურებულ ვერეში მუშაობდნენ. თუმცა, ეს ინფორმაცია მათთვის ისე, როგორც ვერესა და მტკვრის წყალთან შეხებაში მყოფი სხვა ადამიანებისთვის, არავის მიუწოდებია. გარდა იმისა, რომ ამით საზოგადოების ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება დაირღვა, დამალული ინფორმაცია დამალული რისკების საფუძვლად შეიძლება მივიჩნიოთ. რისკების არასწორმა გათვლამ და პროგნოზის არქონამ კი, ერთი მძიმე შედეგი უკვე დააყენა ქვეყანაში. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა რისკს შეიცავს დღეების განმავლობაში, ადამიანებით სავსე ვერეში კანალიზაციის კოლექტორის ჩაშვება", - აღნიშნულია ფილმში.

"გამომძიებელი რეპორტიორი" "Georgian water and power-საც" დაუკავშირდა, რომელსაც დედაქალაქის წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მართვა და კონტროლი ევალება. კომპანიის ხელმძღვანელებმა დაადასტურეს, რომ ვერეს ნამდვილად მიუერთდა კანალიზაციის კოლექტორი და განაცხადეს, რომ ამის გაკეთება აღდგენითი სამუშაოების წარმართვისთვის გახდა საჭირო და ქალაქის ხელმძღვანელობის თხოვნით მოხდა.

"სინანული გამოთქვეს იმის გამო, რომ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ გარემოსა და ჯანდაცვის სისტემაში პრევენციაზე მომუშავე სამსახურისთვის, არც დაავადებათა ეროვნული ცენტრისთვის, არც ჯანდაცვის სხვა სამსახურებისთვის. ეს კი მაშინ, როცა ქალაქს არ აქვს ცენტრალიზებული სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის სამსახური, რომელსაც ექნებოდა შესაბამისი კომპეტენცია, უფლებამოსილება და ვალდებულება, მსგავსი შემთხვევების დროს განეხორციელებინა სანიტარული ზედამხედველობა, შეექმნა ინფორმაციული ბაზა და განესაზღვრა ინფორმაციის გასაჯაროების საჭიროება, ეს ყოველგვარ მიზანშეწონილობას მოკლებული ქმედებაა", - ნათქვამია ფილმში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია