საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი რამ ყველას შეიძლება შეემთხვეს" - რეზი არველაძე ბილეთების სკანდალზე
"ასეთი რამ ყველას შეიძლება შეემთხვეს" - რეზი არველაძე ბილეთების სკანდალზე

"ქრო­ნი­კას­თან" სა­უ­ბარ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი. რეზი არ­ვე­ლა­ძემ "ბარ­სე­ლო­ნა-სე­ვი­ლი­ას" მატ­ჩის ბი­ლე­თე­ბის სკან­და­ლის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. ჟურ­ნა­ლის­ტი და­ინ­ტე­რეს­და რამ­დე­ნად და­ა­ზა­რა­ლებს შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მა სა­ქარ­თვე­ლოს იმიჯს ევ­რო­პულ სა­ფეხ­ბურ­თო ოჯახ­ში.

"მე არ ვი­ტყო­დი, რომ რა­მე­ნა­ი­რად დაგ­ვა­ზა­რა­ლებს, რად­გან ეს ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მაა და ასე­თი რამ ყვე­ლას შე­იძ­ლე­ბა შე­ემ­თხვეს. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი დო­ნის თა­მა­ში პირ­ვე­ლად ტარ­დე­ბა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი, რომ ბი­ლე­თე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა ონ­ლა­ინ-გა­ყიდ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ყი­დუ­ლი­ყო - ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა და­ნარ­ჩენ დიდ ქა­ლა­ქებ­ში, სა­დაც ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ასე­თი დო­ნის მატ­ჩი. ამის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ყვე­ლა­ზე უფრო ძლი­ე­რი კომ­პა­ნია შე­ირ­ჩა. ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ამ თა­მაშ­თან და­კავ­ში­რე­ბით იღებს UEFA და ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მივა ამ მატჩზე, მეც, თქვე­ნი მონა მორ­ჩი­ლი ზუს­ტად ასე­თი­ვე სტუ­მა­რი ვიქ­ნე­ბი ამ თა­მაშ­ზე. და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი ვართ თა­მაშ­ზე. ახლა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლამ, თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, შე­უ­წყოს ხელი, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და­ი­წყოს ონ­ლა­ინ-გა­ყი­დევ­ბი და თი­თო­ე­ულ­მა გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა შეძ­ლოს იმ 4 ბი­ლე­თის ყიდ­ვა, რაც დღეს დი­ლას უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო. და­ნარ­ჩე­ნი იუ­რი­დი­უ­ლი, თუ სხვა სა­კი­თხე­ბი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის შემ­დეგ უფრო მარ­ტი­ვად გა­ირ­კვე­ვა ასეთ ცაიტ-ნოტ­ში", - აღ­ნიშ­ნა არ­ვე­ლა­ძემ.

რეზი არ­ვე­ლა­ძემ პრობ­ლე­მის მო­უგ­ვა­რებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­თა­და­რი­გო გეგ­მის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა.

"თა­ვის­თა­ვად, არ­სე­ბობს ასე­თი გეგ­მაც, თა­მა­ში ხომ არ ჩა­იშ­ლე­ბა. 11 აგ­ვის­ტომ­დე და­ახ­ლო­ე­ბით თვე­ნა­ხე­ვა­რია და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რა­ღაც სა­რე­ზერ­ვო ვა­რი­ან­ტი გა­მოჩ­ნდე­ბა. ამას დღეს ვერ გე­ტყვით, რად­გან აქ მთა­ვა­რი მო­თა­მა­შე უე­ფაა. ჩვენ ყვე­ლა ერ­თად მი­ვი­ღებთ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, როცა ხარ­ვე­ზი აღ­მო­ი­ფხვრე­ბა. მო­ძებ­ნი­ლი იქ­ნე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა. ძა­ლი­ან ცი­ვი­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, რომ ბი­ლე­თე­ბი ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­ში გა­ყი­დუ­ლი­ყო. ისე­ვე რო­გორც ამას ყვე­ლა და­ნარ­ჩენ თა­მაშ­ზე აკე­თებ­და UEFA-ა. სი­ცხე­ში, რიგ­ში ზღვა ხალ­ხის გდო­მას და წვა­ლე­ბას ჯობ­და, რომ ასე მარ­ტი­ვად გა­და­წყვე­ტი­ლი­ყო სა­კი­თხი. ამის­თვის ამ კომ­პა­ნი­ას­თან რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა. ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და­ვა­წყნა­როთ. აქ ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია არა­ფერ შუ­ა­შია და ძა­ლი­ან გთხოვთ, დამ­ნა­შა­ვედ ნუ გა­მოგ­ვიყ­ვანთ. როცა ჩვენს ქა­ლაქს ასე­თი დიდი დღე­სას­წა­უ­ლი ელო­დე­ბა, ყვე­ლამ ერ­თად ვცა­დოთ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩქა­რა მო­ვაგ­ვა­როთ პრობ­ლე­მა", - გა­ნა­ცხა­და რეზი არ­ვე­ლა­ძემ.

იხი­ლეთ ასე­ვე: Biletebi.ge-მ იმ­დე­ნი ხალ­ხი გა­და­აგ­დო, "ოც­ნე­ბა" გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დარ­ჩა - გაბ­რა­ზე­ბუ­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ყვე­ლა­ზე სა­სა­ცი­ლო კო­მენ­ტა­რე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"ასეთი რამ ყველას შეიძლება შეემთხვეს" - რეზი არველაძე ბილეთების სკანდალზე

"ასეთი რამ ყველას შეიძლება შეემთხვეს" - რეზი არველაძე ბილეთების სკანდალზე

"ქრონიკასთან" საუბარში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი. რეზი არველაძემ "ბარსელონა-სევილიას" მატჩის ბილეთების სკანდალის შესახებ ისაუბრა. ჟურნალისტი დაინტერესდა რამდენად დააზარალებს შექმნილი პრობლემა საქართველოს იმიჯს ევროპულ საფეხბურთო ოჯახში.

"მე არ ვიტყოდი, რომ რამენაირად დაგვაზარალებს, რადგან ეს ტექნიკური პრობლემაა და ასეთი რამ ყველას შეიძლება შეემთხვეს. ჩვენს ქვეყანაში ასეთი დონის თამაში პირველად ტარდება. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ბილეთების დიდი რაოდენობა ონლაინ-გაყიდვების საშუალებით გაყიდულიყო - ისევე როგორც ყველა დანარჩენ დიდ ქალაქებში, სადაც ჩატარებული ასეთი დონის მატჩი. ამისთვის საქართველოს მასშტაბით ყველაზე უფრო ძლიერი კომპანია შეირჩა. ყველა გადაწყვეტილებას ამ თამაშთან დაკავშირებით იღებს UEFA და ისევე როგორც ნებისმიერი გულშემატკივარი მივა ამ მატჩზე, მეც, თქვენი მონა მორჩილი ზუსტად ასეთივე სტუმარი ვიქნები ამ თამაშზე. დაპატიჟებული ვართ თამაშზე. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ყველამ, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, შეუწყოს ხელი, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ონლაინ-გაყიდევბი და თითოეულმა გულშემატკივარმა შეძლოს იმ 4 ბილეთის ყიდვა, რაც დღეს დილას უნდა დაწყებულიყო. დანარჩენი იურიდიული, თუ სხვა საკითხები პრობლემის მოგვარების შემდეგ უფრო მარტივად გაირკვევა ასეთ ცაიტ-ნოტში", - აღნიშნა არველაძემ.

რეზი არველაძემ პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, სათადარიგო გეგმის შესახებაც ისაუბრა.

"თავისთავად, არსებობს ასეთი გეგმაც, თამაში ხომ არ ჩაიშლება. 11 აგვისტომდე დაახლოებით თვენახევარია და, რასაკვირველია, რაღაც სარეზერვო ვარიანტი გამოჩნდება. ამას დღეს ვერ გეტყვით, რადგან აქ მთავარი მოთამაშე უეფაა. ჩვენ ყველა ერთად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, როცა ხარვეზი აღმოიფხვრება. მოძებნილი იქნება ალტერნატივა. ძალიან ცივილური გადაწყვეტილება იყო, რომ ბილეთები ონლაინრეჟიმში გაყიდულიყო. ისევე როგორც ამას ყველა დანარჩენ თამაშზე აკეთებდა UEFA-ა. სიცხეში, რიგში ზღვა ხალხის გდომას და წვალებას ჯობდა, რომ ასე მარტივად გადაწყვეტილიყო საკითხი. ამისთვის ამ კომპანიასთან რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ქართველი გულშემატკივარი დავაწყნაროთ. აქ ფეხბურთის ფედერაცია არაფერ შუაშია და ძალიან გთხოვთ, დამნაშავედ ნუ გამოგვიყვანთ. როცა ჩვენს ქალაქს ასეთი დიდი დღესასწაული ელოდება, ყველამ ერთად ვცადოთ, რომ მაქსიმალურად ჩქარა მოვაგვაროთ პრობლემა", - განაცხადა რეზი არველაძემ.

იხილეთ ასევე: Biletebi.ge-მ იმდენი ხალხი გადააგდო, "ოცნება" გაკვირვებული დარჩა - გაბრაზებული გულშემატკივრების ყველაზე სასაცილო კომენტარები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია