პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანი ნადარეიშვილი - სერგო თეთრაძის მიერ გაცემული კოორდინატებით 2008 წელს უამრავი ადამიანი დაიღუპა
ანი ნადარეიშვილი - სერგო თეთრაძის მიერ გაცემული კოორდინატებით 2008 წელს უამრავი ადამიანი დაიღუპა

სერ­გო თეთ­რა­ძის მე­უღ­ლეს­თან სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ ბაჩო ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლემ, ანი ნა­და­რა­იშ­ვილ­მა კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა.

რო­გორც ნა­და­რე­იშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, თეთ­რა­ძის მე­უღ­ლის მიერ სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბა სიც­რუ­ეა. "თეთ­რა­ძე თა­ვი­დან ყვე­ლა­ფერ­ზე უარს ამ­ბობ­და, მერე კი ახ­სენ­დე­ბა, რომ თურ­მე გარ­კვე­ულ ფაქ­ტებს ჰქო­ნია ად­გი­ლი. ზუს­ტად ისეთ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს, რო­გორ­საც ბე­დუ­კა­ძე. იგი­ვე სპექ­ტაკ­ლის მსა­ხი­ო­ბია, რო­მელ­საც და­ნარ­ჩე­ნე­ბი დგამ­დნენ. ბაჩო ახა­ლი­ას და­ვა­ლე­ბით, რომ მის მე­უღ­ლეს ჩა­მო­აც­ვეს თავ­ზე პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კი, ამის შე­სა­ხებ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა და შემ­დეგ შე­ვუბ­რუ­ნე კი­თხვა, რომ ვინ უთხრა ეს ინ­ფორ­მა­ცია. ამა­ზე გა­ღი­ზი­ან­და და და­ი­წყო წყევ­ლა. არა­ნა­ი­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მის­თვის არ მი­მი­ყე­ნე­ბია. ფაქ­ტი ჯი­უ­ტია, რომ მისი მე­უღ­ლის მიერ გა­ცე­მუ­ლი კო­ორ­დი­ნა­ტე­ბით 2008 წელს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. მას ჰქონ­და შეხ­ვედ­რე­ბი პო­ლი­ტი­კო­სებ­თან, მათ შო­რის ალა­სა­ნი­ას­თან. ალა­სა­ნი­ას წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია სწო­რედ თეთ­რა­ძის საქ­მეს ეფუძ­ნე­ბო­და. ალა­სა­ნია აცხა­დებ­და, რომ ახა­ლა­ი­ამ მოკ­ლა თეთ­რა­ძე", - გა­ნა­ცხა­და ანი ნა­და­რე­იშ­ვილ­მა.

მისი თქმით, თეთ­რა­ძის საქ­მე­ზე მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში უკვე ჩა­ტარ­და სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბი, სა­დაც ამ საქ­მე­ზე ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი მე­გის ქარ­და­ვა გა­ა­მარ­თლეს.

"იმ გან­ხილ­ვე­ბის დროს ბაჩო ახა­ლა­ია არა­ვის უხ­სე­ნე­ბია. 2014 წელს დად­გა გა­ნა­ჩე­ნი, მათ შო­რის გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დად­გა მე­გის ქარ­და­ვას მი­მართ. შემ­დგომ უკვე ბაჩო ახა­ლა­ი­ას წა­რუდ­გი­ნეს ეს ბრა­ლი, რო­დე­საც მას სა­პა­ტიმ­რო ვადა ეწუ­რე­ბო­და. ეს არის აბ­სურ­დის თე­ატ­რი, რო­მელ­შიც უკვე 3 წე­ლია ვმო­ნა­წი­ლე­ობთ. ასე­თი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ვერ გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბენ, უბ­რა­ლოდ მას შე­ვე­პა­სუ­ხე შვი­ლის წყევ­ლის გამო, რაც ცუდი რა­მეა", - გა­ნა­ცხა­და ანი ნა­და­რე­იშ­ვილ­მა.

სერ­გო თეთ­რა­ძის მე­უღ­ლე დღეს სა­სა­მარ­თლომ და­კი­თხა. პრო­ცე­სი 24 ივ­ნისს 12:00 სა­ათ­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რის სხვა მოწ­მე­ე­ბის და­კი­თხვის ეტა­პით გაგ­რძელ­დე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ჩემს შვილს თავი და­ა­ნე­ბე, რო­გორ ახ­სე­ნებ სა­ერ­თოდ?!" - ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლის და სერ­გო თეთ­რა­ძის მე­უღ­ლის შე­ლა­პა­რა­კე­ბა

ანი ნადარეიშვილი - სერგო თეთრაძის მიერ გაცემული კოორდინატებით 2008 წელს უამრავი ადამიანი დაიღუპა

ანი ნადარეიშვილი - სერგო თეთრაძის მიერ გაცემული კოორდინატებით 2008 წელს უამრავი ადამიანი დაიღუპა

სერგო თეთრაძის მეუღლესთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარაიშვილმა კომენტარი გააკეთა.

როგორც ნადარეიშვილმა აღნიშნა, თეთრაძის მეუღლის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება სიცრუეა. "თეთრაძე თავიდან ყველაფერზე უარს ამბობდა, მერე კი ახსენდება, რომ თურმე გარკვეულ ფაქტებს ჰქონია ადგილი. ზუსტად ისეთ განცხადებებს აკეთებს, როგორსაც ბედუკაძე. იგივე სპექტაკლის მსახიობია, რომელსაც დანარჩენები დგამდნენ. ბაჩო ახალიას დავალებით, რომ მის მეუღლეს ჩამოაცვეს თავზე პოლიეთილენის პარკი, ამის შესახებ გააკეთა განცხადება და შემდეგ შევუბრუნე კითხვა, რომ ვინ უთხრა ეს ინფორმაცია. ამაზე გაღიზიანდა და დაიწყო წყევლა. არანაირი შეურაცხყოფა მისთვის არ მიმიყენებია. ფაქტი ჯიუტია, რომ მისი მეუღლის მიერ გაცემული კოორდინატებით 2008 წელს უამრავი ადამიანი დაიღუპა. მას ჰქონდა შეხვედრები პოლიტიკოსებთან, მათ შორის ალასანიასთან. ალასანიას წინასაარჩევნო კამპანია სწორედ თეთრაძის საქმეს ეფუძნებოდა. ალასანია აცხადებდა, რომ ახალაიამ მოკლა თეთრაძე", - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

მისი თქმით, თეთრაძის საქმეზე მოქმედი ხელისუფლების პირობებში უკვე ჩატარდა სასამართლო განხილვები, სადაც ამ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული მეგის ქარდავა გაამართლეს.

"იმ განხილვების დროს ბაჩო ახალაია არავის უხსენებია. 2014 წელს დადგა განაჩენი, მათ შორის გამამართლებელი განაჩენი დადგა მეგის ქარდავას მიმართ. შემდგომ უკვე ბაჩო ახალაიას წარუდგინეს ეს ბრალი, როდესაც მას საპატიმრო ვადა ეწურებოდა. ეს არის აბსურდის თეატრი, რომელშიც უკვე 3 წელია ვმონაწილეობთ. ასეთი ქალბატონები ვერ გამაღიზიანებენ, უბრალოდ მას შევეპასუხე შვილის წყევლის გამო, რაც ცუდი რამეა", - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

სერგო თეთრაძის მეუღლე დღეს სასამართლომ დაკითხა. პროცესი 24 ივნისს 12:00 საათზე ბრალდების მხარის სხვა მოწმეების დაკითხვის ეტაპით გაგრძელდება.

იხილეთ ვიდეო: "ჩემს შვილს თავი დაანებე, როგორ ახსენებ საერთოდ?!" - ანი ნადარეიშვილის და სერგო თეთრაძის მეუღლის შელაპარაკება

"ქურდული შეკრება" ჭიათურაში - სპეცოპერაციის შედეგად სამი პირი, მათ შორის პოლიციელია დაკავებული

საქართველოში თანამდებობის პირებისთვის სპეციალური ციხე აღარ იარსებებს - რა ბედი ელის ე.წ. მატროსოვის ციხეს

როგორ ვმართოთ სტრესი თვითიზოლაციის დროს და დავიცვათ თავი ძალადობისგან - ფსიქიატრის რეკომენდაციები