პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სერგო თეთრაძის მეუღლე მისი ქმრის გარდაცვალებაში ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას ადანაშაულებს
სერგო თეთრაძის მეუღლე მისი ქმრის გარდაცვალებაში ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას ადანაშაულებს

პოლ­კოვ­ნიკ სერ­გო თეთ­რა­ძის მე­უღ­ლე აცხა­დებს, რომ მისი ქმრის გლ­და­ნის ცი­ხე­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბა ბაჩო ახა­ლა­ი­ას და მე­გის ქარ­და­ვას სას­ტიკ წა­მე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

ამის შე­სა­ხებ ნანა თეთ­რა­ძემ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ე.წ. ჯა­შუ­შე­ბის წა­მე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ ბაჩო ახა­ლა­ი­ას, მე­გის ქარ­და­ვას და ნიკა ძიმ­ცე­იშ­ვი­ლის პრო­ცეს­ზე მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და. რო­გორც ნანა თეთ­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, 2011 წლის 17 სექ­ტემ­ბერს, სერ­გო თეთ­რა­ძის და­ბა­დე­ბის დღეს, დი­ლის 6 სა­ათ­ზე მათ­თან სახ­ლში მი­ვი­და 5-6 პირი, რომ­ლებ­მაც სახ­ლი გა­ჩხრი­კეს, ნივ­თე­ბი ამო­ა­ლა­გეს და მათ შო­რის ოჯა­ხის წევ­რებ­მა ნა­ხეს წი­თე­ლი მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თი, რო­მე­ლიც ოჯახს არ ეკუთ­ვნო­და. ნანა თეთ­რა­ძის თქმით, სერ­გო თეთ­რა­ძე წა­იყ­ვა­ნეს და შემ­დგომ შე­ი­ტყო, რომ იგი წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. სა­ნამ იზო­ლა­ტორ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღებ­და, რო­გორც ნანა თეთ­რა­ძე ამ­ბობს, გა­მომ­ძი­ებ­ლის­გან შე­ი­ტყო, რომ მის მე­უღ­ლეს უფ­რო­სე­ბი კი­თხავ­დნენ.

"მას შემ­დეგ, რაც შე­ვე­კი­თხე, რო­მელ უფ­რო­სებს გუ­ლის­ხმობ­და, გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მი­თხრა, რომ მე­გის ქარ­და­ვა და ბაჩო ახა­ლა­ია კი­თხავ­დნენ. შემ­დეგ მე­ზობ­ლებ­მა მირ­ჩი­ეს ადოკ­ვა­ტის აყ­ვა­ნა.

ად­ვო­კატ­მა სერ­გო მო­ი­ნა­ხუ­ლა წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში და რო­დე­საც გა­მო­ვი­და, მი­თხრა, რომ სა­ში­ნე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი, მათ შო­რის გა­ტე­ხი­ლი ჰქონ­და ცხვი­რი. შემ­დეგ ჩა­ი­ნიშ­ნა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პრო­ცე­სი, სა­დაც ჩემი მე­უღ­ლე ძლივს ვი­ცა­ნი, ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. 23 სექ­ტემ­ბერს კი შე­მა­ტყო­ბი­ნეს, რომ იგი გარ­და­იც­ვა­ლა გუ­ლით, თუმ­ცა ჩემს მე­უღ­ლეს გული არას­დროს აწუ­ხებ­და", - გა­ნა­ცხა­და ნანა თეთ­რა­ძემ.

მან სა­სა­მარ­თლოს წა­რუდ­გი­ნა ფო­ტო­მა­სა­ლა, რო­მე­ლიც სერ­გო თეთ­რა­ძის და­კა­ვე­ბამ­დე და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ჰქონ­და გა­და­ღე­ბუ­ლი. ფო­ტო­მა­სა­ლა­ზე სა­ხის არე­ში არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბია ასა­ხუ­ლი. ნანა თეთ­რა­ძემ ისა­უბ­რა წა­მე­ბის მე­თო­დებ­ზეც. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ად­ვო­კა­ტის­გან აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ სერ­გო თეთ­რა­ძეს პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კი რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­მო­აც­ვეს თავ­ზე, სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ, რათა მის­გან ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბა­ზე აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მი­ე­ღოთ. ასე­ვე ნანა თეთ­რა­ძის თქმით, გარ­დაც­ვლი­ლი სახ­ლში მი­ას­ვე­ნეს სულ სხვა ტან­საც­მლით, ხოლო ფეხ­საც­მელ­ზე, რო­მე­ლიც მას ეცვა, სის­ხლის ლა­ქე­ბი შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და.

ნანა თეთ­რა­ძის და­კი­თხვას არ დას­წრე­ბი­ა­თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი ბაჩო ახა­ლა­ია, რო­მელ­მაც პრო­ცე­სი და­წყე­ბის­თა­ნა­ვე პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა. "მინ­დო­და ახა­ლა­ი­ას­თვის თვა­ლებ­ში ჩა­მე­ხე­და და მე­კი­თხა, რა­ტომ მოკ­ლა ჩემი ქმა­რი. სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში შე­მოს­ვლამ­დე შემ­ხვდა ერთი ქალი, რისი მოწ­მეც არის მან­და­ტუ­რი და მან მი­თხრა, რომ ვარ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი და ფული მაქვს აღე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ნანა თეთ­რა­ძემ.

ბაჩო ახა­ლა­ი­ას და სხვა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტებ­მა მას რამ­დე­ნი­მე შე­კი­თხვა და­უს­ვეს, მათ შო­რის იკი­თხეს, რა­ტომ გა­აჩ­ნდა სახ­ლში სა­ი­დუმ­ლო რუ­კე­ბი. ნანა თეთ­რა­ძემ უპა­სუ­ხა, რომ რუ­კე­ბი სა­ი­დუმ­ლო არ ყო­ფი­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა სახ­ლში მის არ­სე­ბობს, მისი თქმით, დე­და­მი­სი გე­ოგ­რა­ფი­ის მას­წა­ვა­ლე­ბე­ლი იყო და რუ­კე­ბი სახ­ლში ამ მო­ტი­ვით ჰქონ­დათ. ად­ვო­კა­ტე­ბი ასე­ვე და­ინ­ტე­რეს­დნენ, დაჰ­პირ­და თუ არა ნანა თეთ­რა­ძეს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია შეხ­ვედ­რის დროს, რომ ბაჩო ახა­ლა­ი­ას პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცემ­და. ნანა თეთ­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მსგავს და­პი­რე­ბას ალა­სა­ნი­ას მხრი­დან ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

სერ­გო თეთ­რა­ძის მე­უღ­ლის და­კი­თხვის შემ­დეგ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა გა­და­ი­დო. პრო­ცე­სი 24 ივ­ნისს 12:00 სა­ათ­ზე, ბრალ­დე­ბის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვით გაგ­რძელ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

სერგო თეთრაძის მეუღლე მისი ქმრის გარდაცვალებაში ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას ადანაშაულებს

სერგო თეთრაძის მეუღლე მისი ქმრის გარდაცვალებაში ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას ადანაშაულებს

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლე აცხადებს, რომ მისი ქმრის გლდანის ციხეში გარდაცვალება ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას სასტიკ წამებას უკავშირდება.

ამის შესახებ ნანა თეთრაძემ საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჯაშუშების წამების საქმეზე ბრალდებულ ბაჩო ახალაიას, მეგის ქარდავას და ნიკა ძიმცეიშვილის პროცესზე მიცემული ჩვენებისას განაცხადა. როგორც ნანა თეთრაძემ აღნიშნა, 2011 წლის 17 სექტემბერს, სერგო თეთრაძის დაბადების დღეს, დილის 6 საათზე მათთან სახლში მივიდა 5-6 პირი, რომლებმაც სახლი გაჩხრიკეს, ნივთები ამოალაგეს და მათ შორის ოჯახის წევრებმა ნახეს წითელი მეხსიერების ბარათი, რომელიც ოჯახს არ ეკუთვნოდა. ნანა თეთრაძის თქმით, სერგო თეთრაძე წაიყვანეს და შემდგომ შეიტყო, რომ იგი წინასწარი დაკავების იზოლატორში იყო მოთავსებული. სანამ იზოლატორზე ინფორმაციას მიიღებდა, როგორც ნანა თეთრაძე ამბობს, გამომძიებლისგან შეიტყო, რომ მის მეუღლეს უფროსები კითხავდნენ.

"მას შემდეგ, რაც შევეკითხე, რომელ უფროსებს გულისხმობდა, გამომძიებელმა მითხრა, რომ მეგის ქარდავა და ბაჩო ახალაია კითხავდნენ. შემდეგ მეზობლებმა მირჩიეს ადოკვატის აყვანა.

ადვოკატმა სერგო მოინახულა წინასწარი დაკავების იზოლატორში და როდესაც გამოვიდა, მითხრა, რომ საშინელი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, მათ შორის გატეხილი ჰქონდა ცხვირი. შემდეგ ჩაინიშნა აღკვეთის ღონისძიების პროცესი, სადაც ჩემი მეუღლე ძლივს ვიცანი, ისეთ მდგომარეობაში იყო. 23 სექტემბერს კი შემატყობინეს, რომ იგი გარდაიცვალა გულით, თუმცა ჩემს მეუღლეს გული არასდროს აწუხებდა", - განაცხადა ნანა თეთრაძემ.

მან სასამართლოს წარუდგინა ფოტომასალა, რომელიც სერგო თეთრაძის დაკავებამდე და გარდაცვალების შემდეგ ჰქონდა გადაღებული. ფოტომასალაზე სახის არეში არსებული დაზიანებებია ასახული. ნანა თეთრაძემ ისაუბრა წამების მეთოდებზეც. როგორც მან აღნიშნა, ადვოკატისგან აქვს ინფორმაცია, რომ სერგო თეთრაძეს პოლიეთილენის პარკი რამდენჯერმე ჩამოაცვეს თავზე, სუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ, რათა მისგან ჯაშუშობის ბრალდებაზე აღიარებითი ჩვენება მიეღოთ. ასევე ნანა თეთრაძის თქმით, გარდაცვლილი სახლში მიასვენეს სულ სხვა ტანსაცმლით, ხოლო ფეხსაცმელზე, რომელიც მას ეცვა, სისხლის ლაქები შეინიშნებოდა.

ნანა თეთრაძის დაკითხვას არ დასწრებიათავად ბრალდებული ბაჩო ახალაია, რომელმაც პროცესი დაწყებისთანავე პროტესტის ნიშნად დატოვა. "მინდოდა ახალაიასთვის თვალებში ჩამეხედა და მეკითხა, რატომ მოკლა ჩემი ქმარი. სასამართლო დარბაზში შემოსვლამდე შემხვდა ერთი ქალი, რისი მოწმეც არის მანდატური და მან მითხრა, რომ ვარ დაქირავებული და ფული მაქვს აღებული", - განაცხადა ნანა თეთრაძემ.

ბაჩო ახალაიას და სხვა ბრალდებულების ადვოკატებმა მას რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს, მათ შორის იკითხეს, რატომ გააჩნდა სახლში საიდუმლო რუკები. ნანა თეთრაძემ უპასუხა, რომ რუკები საიდუმლო არ ყოფილა. რაც შეეხება სახლში მის არსებობს, მისი თქმით, დედამისი გეოგრაფიის მასწავალებელი იყო და რუკები სახლში ამ მოტივით ჰქონდათ. ადვოკატები ასევე დაინტერესდნენ, დაჰპირდა თუ არა ნანა თეთრაძეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია შეხვედრის დროს, რომ ბაჩო ახალაიას პასუხისგებაში მისცემდა. ნანა თეთრაძემ განაცხადა, რომ მსგავს დაპირებას ალასანიას მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

სერგო თეთრაძის მეუღლის დაკითხვის შემდეგ სასამართლო სხდომა გადაიდო. პროცესი 24 ივნისს 12:00 საათზე, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ