უეფა-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 50 000 ევროთი დააჯარიმა - იხილეთ 3 საბედისწერო პუნქტი

უეფა-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 50 000 ევროთი დააჯარიმა - იხილეთ 3 საბედისწერო პუნქტი

ევროპული ფეხბურთის ორგანიზაციამ "ევრო 2016"-ის შესარჩევ მატჩში საქართველოსა და გერმანიის გუნდებს შორის მომხდარი ინციდენტების გამო, გადაწყვეტილება მიიღო.

sportall.ge-ს ინფორმაციით, უეფა-მ სფფ 50 000 ევროთი დააჯარიმა.

გერმანიასთან მატჩის დროს, რამდენიმე ფანი მოედანზე შეიჭრა. ამ თამაშში ქართულმა მხარემ დაარღვია შემდეგი პუნქტები: 1. მინდორზე ფანები შეიჭრნენ; 2. გამოყენებულ იქნა პიროტექნიკა; 3. გერმანიასთან მატჩის ორგანიზება იყო არასათანადო - დაბლოკილი კიბეები, კარიბჭეები დაკეტილი, ცუდი აკრედიტაციის სისტემა, არაკვალიფიციური სტიუარდები.

29 მარტს, "დინამო არენაზე", საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში, "ევრო 2016"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, გერმანიის ნაკრებთან ანგარიშით, 0:2 დამარცხდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია