საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანაფორაც გავიხადე, ჯვარიც მოვიხსენი, - ასეთი უხერხული შემთხვევაც იყო" - ვინ არის ცოტნე ცოტაშვილის მოძღვარი რეალურ ცხოვრებაში
"ანაფორაც გავიხადე, ჯვარიც მოვიხსენი, - ასეთი უხერხული შემთხვევაც იყო" - ვინ არის ცოტნე ცოტაშვილის  მოძღვარი რეალურ ცხოვრებაში

ტე­ლე­სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" მო­ძღვრის როლს მსა­ხი­ო­ბი ზურა სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი ას­რუ­ლებს. ის ცოტ­ნე ცო­ტაშ­ვი­ლის სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის წევ­რია და სულ თან დაჰ­ყვე­ბა. როლი თით­ქმის უსი­ტყვოა, მაგ­რამ მსა­ხი­ობს ეს ხელს არ უშ­ლის, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის და­მა­ჯე­რე­ბე­ლი სახე შექ­მნას.

Ambebi.ge მსა­ხი­ობ ზურა სულ­ხა­ნიშ­ვილს მის პრო­ფე­სი­ა­ზე, თე­ატრსა და ცნო­ბილ ტე­ლე­როლ­ზე ესა­უბ­რა:

- და­ვამ­თავ­რე თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, - სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი... ბა­ტონ სან­დროს "თე­ატ­რი გლო­ბუ­სი" ჰქონ­და, რო­მელ­საც დიდი ის­ტო­რია აქვს და იქ მოვ­ხვდი...

თა­ვი­დან ჩვე­ნი თე­ატ­რი "მე­ტე­ხის" სა­ხელს ატა­რებ­და, მერე ერ­ქვა "თე­ატ­რი ძვე­ლი სახ­ლი" და "ალექ­სან­დრეს ბაღ­ში" გახ­ლდათ გან­თავ­სე­ბუ­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მთავ­რო­ბას­თან რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მნა და ბა­ტონ სან­დროს შე­ნო­ბა წა­არ­თვეს, რომ­ლის ახ­ლან­დე­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ის არის, რომ ტუ­ა­ლე­ტად და "ბომ­ჟე­ბის" თავ­შე­საფ­რად არის გა­დაქ­ცე­უ­ლი, არა­და, სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის აშე­ნე­ბუ­ლია.

- რაკი "გლო­ბუსს" თა­ვი­სი შე­ნო­ბა არ აქვს, ამ­ჟა­მად სად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს?

- ჩვე­ნი თე­ატ­რი აკა­კი ხო­რა­ვას სა­ხე­ლო­ბის სახ­ლს არის შე­ფა­რე­ბუ­ლი. დასი ახალ­გაზ­რდუ­ლია, სულ ბა­ტო­ნი სან­დროს სტუ­დენ­ტე­ბი ვართ. ამ თე­ატრს ახა­ლი სი­ცო­ცხლე შთავ­ბე­რეთ და ნელ-ნელა ვი­წყებთ ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით სვლას.

- ე.ი. თე­ატ­რში სულ სანრო მრევ­ლიშ­ვი­ლის სტუ­დენ­ტე­ბი ხართ?

- კი, ბა­ტონ სან­დროს, რო­გორც ვიცი, ორი ჯგუ­ფი ჰყავ­და - მე პირ­ვე­ლი თა­ო­ბა ვარ. პე­და­გოგ­მა არ დაგ­ვკარ­გა და ერთ და­სად შეგ­ვკრი­ბა.

- გარ­და იმი­სა, რომ პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი და "თე­ატრ გლო­ბუ­სის" და­სის წევ­რი ხარ, კი­დევ რას საქ­მი­ა­ნობ?

- ხე­ლოვ­ნე­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ბავ­შვო­ბი­დან ან­სამ­ბლში ("გვი­რი­ლა") ვმღე­რო­დი. 9 წე­ლი­წა­დი იქ აქ­ტი­უ­რი წლე­ბი მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, სხვა სფე­როს­კენ აღარ გა­და­ვუხ­ვიე და თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე... მიყ­ვარს ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა.

შემ­დე­გაც გა­მი­მარ­თლა, რომ "თე­ატრ-გლო­ბუს­ში" მოვ­ხვდი, რად­გა­ნაც ბევ­რი მსა­ხი­ო­ბია დარ­ჩე­ნი­ლი ისე, რომ თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, თა­ვი­სი სპე­ცი­ა­ლო­ბით არც უმუ­შა­ვია, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა აქვს...

- სე­რი­ალ­ში და­მა­ჯე­რებ­ლად თა­მა­შობ, ტი­პუ­რი მო­ძღვა­რის სა­ხეს ქმნი, მი­უ­ხედვად იმი­სა, რომ შენი პერ­სო­ნა­ჟი არ ლა­პა­რა­კობს...

- ძა­ლი­ან ვფრ­თხი­ლობ, რა­ი­მე ისე­თი არ გა­ვა­კე­თო, რაც შემ­დეგ მა­ყუ­რე­ბელ­ში, ხალ­ხში აგ­რე­სი­ას გა­მო­იწ­ვევს. დღეს სამ­ღვდე­ლო­ე­ბა და მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად ხვდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ხილ­ვის ობი­ექ­ტი.

ამი­ტომ სიფრ­თხი­ლე გან­სა­კუთ­რე­ბით მმარ­თებს, მით უფრო, რომ სე­რი­ალს ბევ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს. მოკ­ლედ, ვცდი­ლობ, უხე­შად და შე­უ­ფე­რებ­ლად არა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­დეს.

- ზო­მი­ე­რე­ბის ზღვარს გა­დი­ხარ ისე, რომ ვი­მე­ო­რებ, ტექ­სტე­ბიც არ გაქვს...

- კი, ტექ­სტი ნაკ­ლე­ბად არის...

- ისე, ცოტა უც­ნა­უ­რიც კია, რომ პო­ლი­ტი­კო­სის სა­არ­ჩევ­ნო ჯგუფ­ში მო­ძღვა­რი პარ­ტი­ის წევ­რი­ვით არის ჩარ­თუ­ლი, სულ თან დაჰ­ყვე­ბა...

- ვი­ტყო­დი, რომ თვი­თონ ის ბორ­დია უც­ნა­უ­რი...

- პო­ლი­ტი­კოსს შე­იძ­ლე­ბა ჰყავ­დეს მო­ძღვა­რი, მაგ­რამ არა ისე, რომ პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წილობ­დეს, სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში მთლი­ა­ნად იყოს ჩარ­თუ­ლი, ყვე­ლა სხდო­მას ეს­წრე­ბო­დეს და ლა­მის პარ­ტი­უ­ლი მუ­შა­კი გახეს.

- სულ ვამ­ბობ და ვი­ტყვი, რომ არ­სე­ბობს პრო­ფე­სი­ე­ბი, რომ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც პო­ლი­ტი­კა­ში არ უნდა ერე­ოდ­ნენ, მით უფრო ხე­ლო­ვა­ნე­ბი. რა უნდა მსა­ხი­ობს, ან მომ­ღე­რალს პო­ლი­ტი­კა­ში?! თუ რა­ი­მე პრო­ტეს­ტი აქვს, თე­ატ­რის სცე­ნი­დან, სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რით გა­მო­ხა­ტოს, მხატ­ვარ­მა თა­ვი­სი ტი­ლო­თი თქვას და არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წევ­რი იყოს, ხალ­ხში გა­მო­დი­ო­დეს და მათ ჭკუ­ას ას­წავ­ლი­დეს, ლექ­ცი­ებს უკი­თხავ­დეს. ეს ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

ეს მო­ძღვარ­საც ეხე­ბა. თუ მას­თან რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კოსს ექ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა, აზრს ჰკი­თხავს, პი­რა­დი სა­სუ­ლი­ერ პირი იქ­ნე­ბა, ეს სხვა სა­კი­თხია.

სხვა­თა შო­რის, რომ და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, ასე­თი რო­ლი­აო, - გა­მიკ­ვირ­და, თან, მე­გო­ნა, მხო­ლოდ ერთი სცე­ნა დას­ჭირ­დე­ბო­დათ. ქალ­ბა­ტონ ეკა მჟა­ვა­ნა­ძეს ვკი­თხე, და­მა­ინ­ტე­რე­სა, - რა უნდა გა­ა­კე­თოს ამ მო­ძღვარ­მა-მეთ­ქი? ცოტ­ნე ცო­ტაშ­ვი­ლის ბორ­დის წევ­რია და სულ თან დაჰ­ყვე­ბაო. გავ­შეშ­დი, ხმა ვერ ამო­ვი­ღე, ვერ მივ­ხვდი, რა­ტომ...

- პრინ­ციპ­ში ბუ­ნებ­რი­ვი რე­აქ­ცია გქო­ნია... შენს როლ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხომ არ მი­გი­ღია ვინ­მეს­გან შე­ნიშ­ვნა? ვინ­მეს ხომ არ გა­უკ­რი­ტი­კე­ბი­ხარ?

- მახ­სოვს, ერთი ლო­კა­ცია გა­რეთ გვქონ­და გა­და­სა­ღე­ბი, - ცოტ­ნე ცო­ტაშ­ვი­ლი თა­ვის ამომ­რჩევ­ლებს მი­მარ­თავ­და, სა­დაც მთე­ლი ბორ­დიც იყო და, რა თქმა უნდა, მო­ძღვა­რიც. მო­ვი­და ვი­ღაც მა­მა­კა­ცი და კი­თხუ­ლობ­და, რა­ტომ აც­ვია ანა­ფო­რა, გა­და­ღე­ბას ჩა­გიშ­ლი­თო.

ზოგი მარ­თლა ვერ ხვდე­ბა, რა­ტომ მაც­ვია ანა­ფო­რა, ვინ ვარ, რას ვა­კე­თებ. ამი­ტომ თუ უშუ­ა­ლოდ გა­და­ღე­ბა არ არის გა­რეთ, ხალ­ხში, კადრს მიღ­მა, ზედ­მე­ტად, ანა­ფო­რით გა­მო­ჩე­ნას ვე­რი­დე­ბი, რად­გა­ნაც ზოგს რე­ლი­გია ფა­ნა­ტიზ­მში აქვს გა­და­სუ­ლი, ვერ იგე­ბენ, მსა­ხი­ობს ანა­ფო­რით რომ მხე­და­ვენ... არა­და, ეს არის როლი და ამი­ტომ მაც­ვია...

მცხე­თა­ში ასე­თი შემ­თხვე­ვაც მქონ­და, - ერთი მა­მა­კა­ცი მო­ვი­და - დამ­ლო­ცე მა­მა­ოო... არ მეშ­ვე­ბო­და... ბო­ლოს ქუ­დიც მო­ვი­ხა­დე, ჯვა­რიც მო­ვიხ­სე­ნი, ანა­ფო­რაც გა­ვი­ხა­დე, ვე­უბ­ნე­ბო­დი, - მსა­ხი­ო­ბი ვარ-მეთ­ქი. მოკ­ლედ, ასე­თი უხერ­ხუ­ლი შემ­თხვე­ვა იყო...

- არას­დროს და­გის­ვამს რე­ჟი­სო­რის­თვის, სცე­ნა­რის­ტისვის კი­თხვა - სულ რა­ტომ დაჰ­ყვე­ბა ცოტ­ნე ცო­ტაშ­ვილს მო­ძღვა­რი?

- სცე­ნა­რის­ტი­სა და რე­ჟი­სო­რის გა­და­სა­ხე­დი­დან ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ. ჩემი აზ­რით, ეს ალ­ბათ, იმ თე­მის გაგ­რძე­ლე­ბაა, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ხა­ტის ფონ­ზე რომ აკე­თე­ბენ ხოლ­მე კო­მენ­ტა­რებს. რაც მათი აზ­რით, იმის მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, რომ თუ ადა­მი­ანს კადრში ხა­ტე­ბი აქვს, ე.ი. ის არ იტყუ­ე­ბა და მას უკვე ბრმად ენ­დო­ბი­ან.

- რა არის ახლა შენ­თვის ეს როლი?

- მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლე­ბი მი­თა­მა­შია, იყო გერ­მა­ნუ­ლი ლუ­დის რეკ­ლა­მაც, მაგ­რამ ასე­თი როლი არ მქო­ნია, თან, ასე ინ­ტენ­სი­უ­რად რომ მე­თა­მა­შა. ჩემი გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი მო­ძღვა­რი მარ­თლა გა­მორ­ჩე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟია. თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, კა­მე­რა­საც არ ვი­ყა­ვი შეჩ­ვე­უ­ლი, რად­გან მა­ნამ­დე მხო­ლოდ თე­ატ­რის სცე­ნა­ზე ვმუ­შა­ობ­დი, შემ­დეგ მიხ­ვდი, რომ დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მქონ­და და თან, ჩემი რო­ლის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს ყვე­ლა­ფე­რი ორ­მაგ­დე­ბო­და.

- ეკ­ლე­სი­ის მრევ­ლის წევ­რი არას­დროს ყო­ფილ­ხარ?

- კი, სამი წელი მე­ტე­ხის ტაძ­რის სტი­ქა­რო­სა­ნი ვი­ყა­ვი.

- ეს იცოდ­ნენ, როლ­ზე რომ აგიყ­ვა­ნეს?

- არა და ამის ხაზ­გას­მა არც მიყ­ვარს... მსა­ხი­ობ­მა შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი როლი უნდა მო­ირ­გო და ითა­მა­შო. თუმ­ცა ჩემი როლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის გა­ქი­ლი­კე­ბა ნამ­დვი­ლად არ არის. ასე­თი რამ რომ ყო­ფი­ლი­ყო, გა­მი­ჭირ­დე­ბო­და და­თან­ხმე­ბა და უარს ვი­ტყო­დი, რად­გა­ნაც არის თე­მე­ბი, რისი გა­და­ბი­ჯე­ბაც არ შე­მიძ­ლია, თუნ­დაც იმ შემ­თხვე­ვა­ში, რომ მსა­ხი­ო­ბი ვარ.

- შენს ნა­მუ­შე­ვარ­ზე რო­მე­ლი­მე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის აზრი ხომ არ მო­გის­მე­ნია?

- არა, ვე­რი­დე­ბი, რომ ვინ­მეს რამე ვკი­თხო და თა­ვა­დაც არა­ვის არა­ფე­რი უთ­ქვამს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩე­მამ­დე არ მო­სუ­ლა ინ­ფორ­მა­ცია.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

"ანაფორაც გავიხადე, ჯვარიც მოვიხსენი, - ასეთი უხერხული შემთხვევაც იყო" - ვინ არის ცოტნე ცოტაშვილის მოძღვარი რეალურ ცხოვრებაში

"ანაფორაც გავიხადე, ჯვარიც მოვიხსენი, - ასეთი უხერხული შემთხვევაც იყო" - ვინ არის ცოტნე ცოტაშვილის  მოძღვარი რეალურ ცხოვრებაში

ტელესერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მოძღვრის როლს მსახიობი ზურა სულხანიშვილი ასრულებს. ის ცოტნე ცოტაშვილის საარჩევნო შტაბის წევრია და სულ თან დაჰყვება. როლი თითქმის უსიტყვოა, მაგრამ მსახიობს ეს ხელს არ უშლის, სასულიერო პირის დამაჯერებელი სახე შექმნას.

Ambebi.ge მსახიობ ზურა სულხანიშვილს მის პროფესიაზე, თეატრსა და ცნობილ ტელეროლზე ესაუბრა:

- დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი, - სანდრო მრევლიშვილის სტუდენტი ვიყავი... ბატონ სანდროს "თეატრი გლობუსი" ჰქონდა, რომელსაც დიდი ისტორია აქვს და იქ მოვხვდი...

თავიდან ჩვენი თეატრი "მეტეხის" სახელს ატარებდა, მერე ერქვა "თეატრი ძველი სახლი" და "ალექსანდრეს ბაღში" გახლდათ განთავსებული. მოგვიანებით, მთავრობასთან რაღაც პრობლემები შეიქმნა და ბატონ სანდროს შენობა წაართვეს, რომლის ახლანდელი დანიშნულება ის არის, რომ ტუალეტად და "ბომჟების" თავშესაფრად არის გადაქცეული, არადა, სანდრო მრევლიშვილის აშენებულია.

- რაკი "გლობუსს" თავისი შენობა არ აქვს, ამჟამად სად ფუნქციონირებს?

- ჩვენი თეატრი აკაკი ხორავას სახელობის სახლს არის შეფარებული. დასი ახალგაზრდულია, სულ ბატონი სანდროს სტუდენტები ვართ. ამ თეატრს ახალი სიცოცხლე შთავბერეთ და ნელ-ნელა ვიწყებთ ახალი მიმართულებით სვლას.

- ე.ი. თეატრში სულ სანრო მრევლიშვილის სტუდენტები ხართ?

- კი, ბატონ სანდროს, როგორც ვიცი, ორი ჯგუფი ჰყავდა - მე პირველი თაობა ვარ. პედაგოგმა არ დაგვკარგა და ერთ დასად შეგვკრიბა.

- გარდა იმისა, რომ პოპულარულ სერიალში ხარ დაკავებული და "თეატრ გლობუსის" დასის წევრი ხარ, კიდევ რას საქმიანობ?

- ხელოვნება ძალიან მიყვარს. ბავშვობიდან ანსამბლში ("გვირილა") ვმღეროდი. 9 წელიწადი იქ აქტიური წლები მაქვს გატარებული. სკოლა რომ დავამთავრე, სხვა სფეროსკენ აღარ გადავუხვიე და თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე... მიყვარს ჩემი საქმიანობა.

შემდეგაც გამიმართლა, რომ "თეატრ-გლობუსში" მოვხვდი, რადგანაც ბევრი მსახიობია დარჩენილი ისე, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის დამთავრების შემდეგ, თავისი სპეციალობით არც უმუშავია, რადიკალურად განსხვავებული საქმიანობა აქვს...

- სერიალში დამაჯერებლად თამაშობ, ტიპური მოძღვარის სახეს ქმნი, მიუხედვად იმისა, რომ შენი პერსონაჟი არ ლაპარაკობს...

- ძალიან ვფრთხილობ, რაიმე ისეთი არ გავაკეთო, რაც შემდეგ მაყურებელში, ხალხში აგრესიას გამოიწვევს. დღეს სამღვდელოება და მართლმადიდებლობა სამწუხაროდ, ხშირად ხვდება საზოგადოების განხილვის ობიექტი.

ამიტომ სიფრთხილე განსაკუთრებით მმართებს, მით უფრო, რომ სერიალს ბევრი მაყურებელი ჰყავს. მოკლედ, ვცდილობ, უხეშად და შეუფერებლად არაფერი გამომივიდეს.

- ზომიერების ზღვარს გადიხარ ისე, რომ ვიმეორებ, ტექსტებიც არ გაქვს...

- კი, ტექსტი ნაკლებად არის...

- ისე, ცოტა უცნაურიც კია, რომ პოლიტიკოსის საარჩევნო ჯგუფში მოძღვარი პარტიის წევრივით არის ჩართული, სულ თან დაჰყვება...

- ვიტყოდი, რომ თვითონ ის ბორდია უცნაური...

- პოლიტიკოსს შეიძლება ჰყავდეს მოძღვარი, მაგრამ არა ისე, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილობდეს, სამუშაო პროცესში მთლიანად იყოს ჩართული, ყველა სხდომას ესწრებოდეს და ლამის პარტიული მუშაკი გახეს.

- სულ ვამბობ და ვიტყვი, რომ არსებობს პროფესიები, რომლის წარმომადგენლებიც პოლიტიკაში არ უნდა ერეოდნენ, მით უფრო ხელოვანები. რა უნდა მსახიობს, ან მომღერალს პოლიტიკაში?! თუ რაიმე პროტესტი აქვს, თეატრის სცენიდან, საკუთარი ნამუშევრით გამოხატოს, მხატვარმა თავისი ტილოთი თქვას და არ არის აუცილებელი, რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი იყოს, ხალხში გამოდიოდეს და მათ ჭკუას ასწავლიდეს, ლექციებს უკითხავდეს. ეს ჩემთვის მიუღებელია.

ეს მოძღვარსაც ეხება. თუ მასთან რომელიმე პოლიტიკოსს ექნება ურთიერთობა, აზრს ჰკითხავს, პირადი სასულიერ პირი იქნება, ეს სხვა საკითხია.

სხვათა შორის, რომ დამირეკეს და მითხრეს, ასეთი როლიაო, - გამიკვირდა, თან, მეგონა, მხოლოდ ერთი სცენა დასჭირდებოდათ. ქალბატონ ეკა მჟავანაძეს ვკითხე, დამაინტერესა, - რა უნდა გააკეთოს ამ მოძღვარმა-მეთქი? ცოტნე ცოტაშვილის ბორდის წევრია და სულ თან დაჰყვებაო. გავშეშდი, ხმა ვერ ამოვიღე, ვერ მივხვდი, რატომ...

- პრინციპში ბუნებრივი რეაქცია გქონია... შენს როლთან დაკავშირებით ხომ არ მიგიღია ვინმესგან შენიშვნა? ვინმეს ხომ არ გაუკრიტიკებიხარ?

- მახსოვს, ერთი ლოკაცია გარეთ გვქონდა გადასაღები, - ცოტნე ცოტაშვილი თავის ამომრჩევლებს მიმართავდა, სადაც მთელი ბორდიც იყო და, რა თქმა უნდა, მოძღვარიც. მოვიდა ვიღაც მამაკაცი და კითხულობდა, რატომ აცვია ანაფორა, გადაღებას ჩაგიშლითო.

ზოგი მართლა ვერ ხვდება, რატომ მაცვია ანაფორა, ვინ ვარ, რას ვაკეთებ. ამიტომ თუ უშუალოდ გადაღება არ არის გარეთ, ხალხში, კადრს მიღმა, ზედმეტად, ანაფორით გამოჩენას ვერიდები, რადგანაც ზოგს რელიგია ფანატიზმში აქვს გადასული, ვერ იგებენ, მსახიობს ანაფორით რომ მხედავენ... არადა, ეს არის როლი და ამიტომ მაცვია...

მცხეთაში ასეთი შემთხვევაც მქონდა, - ერთი მამაკაცი მოვიდა - დამლოცე მამაოო... არ მეშვებოდა... ბოლოს ქუდიც მოვიხადე, ჯვარიც მოვიხსენი, ანაფორაც გავიხადე, ვეუბნებოდი, - მსახიობი ვარ-მეთქი. მოკლედ, ასეთი უხერხული შემთხვევა იყო...

- არასდროს დაგისვამს რეჟისორისთვის, სცენარისტისვის კითხვა - სულ რატომ დაჰყვება ცოტნე ცოტაშვილს მოძღვარი?

- სცენარისტისა და რეჟისორის გადასახედიდან ვერ ვილაპარაკებ. ჩემი აზრით, ეს ალბათ, იმ თემის გაგრძელებაა, პოლიტიკოსები ხატის ფონზე რომ აკეთებენ ხოლმე კომენტარებს. რაც მათი აზრით, იმის მიმანიშნებელია, რომ თუ ადამიანს კადრში ხატები აქვს, ე.ი. ის არ იტყუება და მას უკვე ბრმად ენდობიან.

- რა არის ახლა შენთვის ეს როლი?

- მეორეხარისხოვანი როლები მითამაშია, იყო გერმანული ლუდის რეკლამაც, მაგრამ ასეთი როლი არ მქონია, თან, ასე ინტენსიურად რომ მეთამაშა. ჩემი განსახიერებული მოძღვარი მართლა გამორჩეული პერსონაჟია. თავიდან ძალიან გამიჭირდა, კამერასაც არ ვიყავი შეჩვეული, რადგან მანამდე მხოლოდ თეატრის სცენაზე ვმუშაობდი, შემდეგ მიხვდი, რომ დიდი პასუხისმგებლობა მქონდა და თან, ჩემი როლის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი ორმაგდებოდა.

- ეკლესიის მრევლის წევრი არასდროს ყოფილხარ?

- კი, სამი წელი მეტეხის ტაძრის სტიქაროსანი ვიყავი.

- ეს იცოდნენ, როლზე რომ აგიყვანეს?

- არა და ამის ხაზგასმა არც მიყვარს...  მსახიობმა შეთავაზებული როლი უნდა მოირგო და ითამაშო. თუმცა ჩემი როლი სასულიერო პირის გაქილიკება ნამდვილად არ არის. ასეთი რამ რომ ყოფილიყო, გამიჭირდებოდა დათანხმება და უარს ვიტყოდი, რადგანაც არის თემები, რისი გადაბიჯებაც არ შემიძლია, თუნდაც იმ შემთხვევაში, რომ მსახიობი ვარ.

- შენს ნამუშევარზე რომელიმე სასულიერო პირის აზრი ხომ არ მოგისმენია?

- არა, ვერიდები, რომ ვინმეს რამე ვკითხო და თავადაც არავის არაფერი უთქვამს. ყოველ შემთხვევაში, ჩემამდე არ მოსულა ინფორმაცია.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია