სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სტადიონის სალაროებში რომ გაეყიდათ - ასე უბრალოდ ვერ მოგვატყუებდნენ" – უკმაყოფილო მომხმარებლები ბილეთების გაყიდვას ითხოვენ
"სტადიონის სალაროებში რომ გაეყიდათ - ასე უბრალოდ ვერ მოგვატყუებდნენ" – უკმაყოფილო მომხმარებლები ბილეთების გაყიდვას ითხოვენ

თბი­ლის­ში 11 აგ­ვის­ტოს ჩა­სა­ტა­რე­ბელ სუ­პერ­თა­სის ფი­ნალ­ზე მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ბი­ლე­თებს ვერ ყი­დულ­ბენ. ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა Biletebi.ge-ზე დღეს დი­ლი­დან უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა ბი­ლე­თის ყიდ­ვის მსურ­ველ­თა უზარ­მა­ზა­რი რა­ო­დე­ნო­ბის გამო სა­ი­ტი გა­ი­თი­შა. კომ­პა­ნი­ის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, სა­დაც ჯერ და­წე­რეს, რომ სა­იტ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და შე­ტე­ვა და ცდი­ლობ­დნენ გა­ნე­იტ­რა­ლე­ბას, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით გან­ცხა­დეს, რომ სერ­ვე­რი ცოტა ხნით გა­ი­თი­შე­ბო­და, რად­გან აპა­რა­ტუ­რის გა­და­წყო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"უპ­რე­ცენ­დე­ტო მო­თხოვ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით მოხ­და ჩვე­ნი სის­ტე­მის გა­დატ­ვირ­თვა. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს სერ­ვე­რუ­ლი ნა­წი­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა. ბო­დიშს გიხ­დით ამ შე­ფერ­ხე­ბის­თვის!", - ეს კი კომ­პა­ნი­ის ბოლო გან­ცხა­დე­ბაა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. თუმ­ცა, მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ბი­ლე­თებს ამ დრომ­დე ვერ ყი­დუ­ლო­ბენ.

აღ­ნიშ­ნულ ფაქტს გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­სა და ფო­რუ­მებ­ში. მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა კომ­პა­ნი­ი­სა და ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის მუ­შა­ო­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლოა და სა­ი­ტის დრო­უ­ლად ამუ­შა­ვე­ბას ითხოვს. გთა­ვა­ზობთ მომ­ხმა­რე­ბელ­თა კო­მენ­ტა­რებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან და ფო­რუ­მი­დან.

"რამ­დე­ნი კი­თხვა გა­ვუგ­ზავ­ნე Biletebi.ge-ს, მზად იქ­ნე­ბით თუ არა სა­იტ­ზე ამ­დე­ნი მო­მარ­თვის­თვის, სიმ­ძლავ­რე­ე­ბი გე­ყო­ფათ თუ არა მეთ­ქი, – არ მა­ღირ­სეს პა­სუ­ხი. ფი­ფამ ფული რომ გა­და­უ­რი­ცხა ბი­ლე­თე­ბის ფა­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის, ჯობ­და ტრა­ფი­კის მო­მა­ტე­ბის­თვის მი­ე­ცათ რა­ღაც."

"შე­ტე­ვა კი არა, მა­გას ბი­ლე­თის ყიდ­ვის მსურ­ვე­ლე­ბის რიგი ჰქვია, რაც უნდა გა­გეთ­ვა­ლათ წი­ნას­წარ."

"45 ათა­სი ევრო ამის­თვის გა­და­გი­ხა­დათ უე­ფამ? რე­ა­ლო­ბა ის არის, რომ არა­ნა­ი­რი შე­ტე­ვა არ არის, სერ­ვე­რე­ბი არ გი­ვარ­გათ, ვერ უძ­ლებს ტრე­ფიკს. მაგ­რად მი­ქა­რა უე­ფამ თქვენ რომ გენ­დოთ".

"ისე არ მოხ­დეს, რომ ამ შე­ტე­ვის დროს ფე­დე­რა­ცი­ის და მთავ­რო­ბის ხალ­ხს ბევ­რი ბი­ლე­თი ჰქონ­დეს დათ­რე­უ­ლი, თორე მერე ნა­ხავთ შე­ტე­ვას".

"სტა­დი­ო­ნის სა­ლა­რო­ებ­ში რომ გა­ე­ყი­დათ - ასე უბ­რა­ლოდ ვერ მოგ­ვა­ტყუ­ებ­დნენ, მი­ვი­დო­და ზღვა ხალ­ხი, ზოგი წინა დღი­დან და­ი­კა­ვებ­და რიგს და აბა რა­ნა­ი­რად ეტყოდ­ნენ იმ ხალ­ხს, რომ ბი­ლე­თე­ბი აღარ არი­სო? ინ­ტერ­ნეტ­ში კი ხვალ იტყვი­ან, ზოგს ვი­საც გა­უ­მარ­თლა - იმათ­მა შეძ­ლეს ბი­ლე­თე­ბის ყიდ­ვაო..."

"და­ი­ვი­წყეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი რან­გის ტურ­ნი­რე­ბის კი­დევ ჩა­ტა­რე­ბა! ეს რა უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, ამ­ხე­ლა ფე­დე­რა­ცი­ამ ის არ იცო­და, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქარ­თუ­ლი სა­ი­ტი ამ­ხე­ლა დატ­ვირ­თვას ვერ გა­უძ­ლებ­და?! მე ვხვდე­ბო­დი და ვი­ცო­დი, ასე რომ იქ­ნე­ბო­და და და­ვი­ჯე­რო სი­ჭი­ნა­ვას აზ­რა­დაც არ მო­უ­ვი­და? ესეც ქარ­თვე­ლე­ბის გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე, გა­ე­ყი­დათ სა­ლა­რო­ში, მი­ვი­დო­დი დავ­დგე­ბო­დი 5, 6, 7 სა­ა­თი, სა­მა­გი­ე­როდ მე­ცო­დი­ნე­ბო­და რომ ვი­ყიდ­დი.."

"ისე რა პრობ­ლე­მაა, თუ ეხლა და­დას­ტურ­დე­ბა რომ გა­დაგ­ვაგ­დეს უბ­რა­ლო ხალ­ხი მოშ­ნად, 11 აგ­ვის­ტო ხო მოვა? ხო და მი­ვი­დეთ ეს ზღვა ხალ­ხი და ჩვე­ნი სი­ტყვა ვთქვათ სტა­დი­ონ­ზე, ჩა­უშ­ხა­მოთ პრაზ­ნი­კი..."

"ბა­ზარ­ზე მო­ნო­პო­ლის­ტი როცა ხარ, დე­ბი­ლი მა­ინც არ უნდა იყო! მი­ე­ცით სხვა კომ­პა­ნი­ე­ბის ბი­ლე­თე­ბის ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და მო­ეშ­ვით ამ ექ­სკლუ­ზი­ო­მა­ნი­ას, თო­რემ ყვე­ლას ყელ­ში აქვს თქვე­ნი უსუ­სუ­რო­ბა და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი!"

"2 კი­თხვა­ზე გაგ­ვე­ცით პა­სუ­ხი: 1) დღეს ჩა­ირ­თე­ბა სა­ი­ტი თუ არა? მთე­ლი დღე ხოარ უნდა ვიჯ­დეთ და ვე­ლო­დოთ ბი­ლეთს? 2) ბევ­რი წერს, რო ბევ­რი ბი­ლე­თი გა­ყი­დუ­ლი­აო, ეს მარ­თა­ლია თუ არა????????"

აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცის პრეს­სამ­სა­ხურ­მა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია გაფრ­თხი­ლებთ, რომ არ შე­ი­ძი­ნოთ არც ერთ სხვა სა­იტ­ზე ბი­ლე­თე­ბი გარ­და სა­ი­ტი­სა biletebi.ge. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მომ­ხმა­რე­ბელ­თა სიმ­რავ­ლის გამო აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ი­ტი დრო­ე­ბით დაბ­ლო­კი­ლია, გთხოვთ, ნუ გახ­დე­ბით გა­დამ­ყიდ­ველ­თა და ცრუ სა­ი­ტე­ბის მსხვერ­პლი და ნუ შე­ი­ძენთ არარ­სე­ბულ ბი­ლე­თებს გა­ას­მა­გე­ბულ ფა­სად.

biletebi.ge-სინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ი­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია ამ დრო­ი­სათ­ვის მუ­შა­ობს არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზის გა­მო­სას­წო­რებ­ლად და ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა დღის ბო­ლომ­დე შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა.

სფფ-ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი

AMBEBI.GE

თაკო ესე­ბუა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"სტადიონის სალაროებში რომ გაეყიდათ - ასე უბრალოდ ვერ მოგვატყუებდნენ" – უკმაყოფილო მომხმარებლები ბილეთების გაყიდვას ითხოვენ

"სტადიონის სალაროებში რომ გაეყიდათ - ასე უბრალოდ ვერ მოგვატყუებდნენ" – უკმაყოფილო მომხმარებლები ბილეთების გაყიდვას ითხოვენ

თბილისში 11 აგვისტოს ჩასატარებელ სუპერთასის ფინალზე მომხმარებლები ბილეთებს ვერ ყიდულბენ. ბილეთების გაყიდვა Biletebi.ge-ზე დღეს დილიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა ბილეთის ყიდვის მსურველთა უზარმაზარი რაოდენობის გამო საიტი გაითიშა. კომპანიის "ფეისბუქის" გვერდზე ინფორმაცია გავრცელდა, სადაც ჯერ დაწერეს, რომ საიტზე მიმდინარეობდა შეტევა და ცდილობდნენ განეიტრალებას, ხოლო მოგვიანებით განცხადეს, რომ სერვერი ცოტა ხნით გაითიშებოდა, რადგან აპარატურის გადაწყობა მიმდინარეობს.

"უპრეცენდეტო მოთხოვნასთან დაკავშირებით მოხდა ჩვენი სისტემის გადატვირთვა. ამჟამად მიმდინარეობს სერვერული ნაწილის გაძლიერება. ბოდიშს გიხდით ამ შეფერხებისთვის!", - ეს კი კომპანიის ბოლო განცხადებაა სოციალურ ქსელში. თუმცა, მომხმარებლები ბილეთებს ამ დრომდე ვერ ყიდულობენ.

აღნიშნულ ფაქტს გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელსა და ფორუმებში. მომხმარებლების უმეტესობა კომპანიისა და ფეხბურთის ფედერაციის მუშაობით უკმაყოფილოა და საიტის დროულად ამუშავებას ითხოვს. გთავაზობთ მომხმარებელთა კომენტარებს სოციალური ქსელიდან და ფორუმიდან.

"რამდენი კითხვა გავუგზავნე Biletebi.ge-ს, მზად იქნებით თუ არა საიტზე ამდენი მომართვისთვის, სიმძლავრეები გეყოფათ თუ არა მეთქი, – არ მაღირსეს პასუხი. ფიფამ ფული რომ გადაურიცხა ბილეთების ფასის შენარჩუნებისთვის, ჯობდა ტრაფიკის მომატებისთვის მიეცათ რაღაც."

"შეტევა კი არა, მაგას ბილეთის ყიდვის მსურველების რიგი ჰქვია, რაც უნდა გაგეთვალათ წინასწარ."

"45 ათასი ევრო ამისთვის გადაგიხადათ უეფამ? რეალობა ის არის, რომ არანაირი შეტევა არ არის, სერვერები არ გივარგათ, ვერ უძლებს ტრეფიკს. მაგრად მიქარა უეფამ თქვენ რომ გენდოთ".

"ისე არ მოხდეს, რომ ამ შეტევის დროს ფედერაციის და მთავრობის ხალხს ბევრი ბილეთი ჰქონდეს დათრეული, თორე მერე ნახავთ შეტევას".

"სტადიონის სალაროებში რომ გაეყიდათ - ასე უბრალოდ ვერ მოგვატყუებდნენ, მივიდოდა ზღვა ხალხი, ზოგი წინა დღიდან დაიკავებდა რიგს და აბა რანაირად ეტყოდნენ იმ ხალხს, რომ ბილეთები აღარ არისო? ინტერნეტში კი ხვალ იტყვიან, ზოგს ვისაც გაუმართლა - იმათმა შეძლეს ბილეთების ყიდვაო..."

"დაივიწყეთ საქართველოში მსგავსი რანგის ტურნირების კიდევ ჩატარება! ეს რა უპასუხისმგებლობაა, ამხელა ფედერაციამ ის არ იცოდა, რომ ჩვეულებრივი ქართული საიტი ამხელა დატვირთვას ვერ გაუძლებდა?! მე ვხვდებოდი და ვიცოდი, ასე რომ იქნებოდა და დავიჯერო სიჭინავას აზრადაც არ მოუვიდა? ესეც ქართველების გაკეთებული საქმე,  გაეყიდათ სალაროში, მივიდოდი დავდგებოდი 5, 6, 7 საათი, სამაგიეროდ მეცოდინებოდა რომ ვიყიდდი.."

"ისე რა პრობლემაა, თუ ეხლა დადასტურდება რომ გადაგვაგდეს უბრალო ხალხი მოშნად, 11 აგვისტო ხო მოვა? ხო და მივიდეთ ეს ზღვა ხალხი და ჩვენი სიტყვა ვთქვათ სტადიონზე, ჩაუშხამოთ პრაზნიკი..."

"ბაზარზე მონოპოლისტი როცა ხარ, დებილი მაინც არ უნდა იყო! მიეცით სხვა კომპანიების ბილეთების ონლაინ გაყიდვის შესაძლებლობა და მოეშვით ამ ექსკლუზიომანიას, თორემ ყველას ყელში აქვს თქვენი უსუსურობა და არაპროფესიონალიზმი!"

"2 კითხვაზე გაგვეცით პასუხი: 1) დღეს ჩაირთება საიტი თუ არა? მთელი დღე ხოარ უნდა ვიჯდეთ და ველოდოთ ბილეთს? 2) ბევრი წერს, რო ბევრი ბილეთი გაყიდულიაო, ეს მართალია თუ არა????????"

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაცის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გაფრთხილებთ, რომ არ შეიძინოთ არც ერთ სხვა საიტზე ბილეთები გარდა საიტისა biletebi.ge.  მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა სიმრავლის გამო აღნიშნული საიტი დროებით დაბლოკილია, გთხოვთ, ნუ გახდებით გადამყიდველთა და ცრუ საიტების მსხვერპლი და ნუ შეიძენთ არარსებულ ბილეთებს გაასმაგებულ ფასად.

biletebi.ge-ს ინფორმაციით, საიტის ადმინისტრაცია ამ დროისათვის მუშაობს არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად და ბილეთების შეძენა დღის ბოლომდე შესაძლებელი გახდება.

სფფ-ის პრესსამსახური

AMBEBI.GE

თაკო ესებუა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია