მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეშინებული ქალები წივილ-კივილით, თმების გლეჯითა და ლოყების ხოკვით მივარდნიან კარს" - ნოდარ დუმბაძე 1956 წლის წყალდიდობაზე
"შეშინებული ქალები წივილ-კივილით, თმების გლეჯითა და ლოყების ხოკვით მივარდნიან კარს" - ნოდარ დუმბაძე 1956 წლის წყალდიდობაზე

"შე­მო­ვარ­და თურ­მე ნა­რი­ყა­ლა­დან მომ­სკდა­რი წყა­ლი და აბა­ნოს მი­წის­ქვე­შა სარ­და­ფებ­ში შე­ვარ­დნი­ლა. შე­ში­ნე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი წი­ვილ-კი­ვი­ლით, თმე­ბის გლე­ჯი­თა და ლო­ყე­ბის ხოკ­ვით მი­ვარ­დნი­ან კარს და იმის ნაც­ვლად, თა­ვის­კენ გა­ე­ღოთ, იქეთ მის­წო­ლი­ან და თვი­თონ­ვე და­უგ­მა­ნავთ გა­სას­ვლე­ლი. და რო­დე­საც სარ­და­ფე­ბი პირ­თამ­დე გა­ივ­სო შლა­მი­ა­ნი და მღვრიე წყლით და რო­დე­საც სარ­და­ფებ­ში კი­ვილ-წი­ვი­ლი შემ­წყდა­რა,

საშ­ვე­ლად მო­ვარ­დნი­ლი კა­ცე­ბი მიმხვდა­რან, რომ გო­გირ­დის აბა­ნო­ებ­ში სი­ცო­ცხლე გა­თავ­და...", - ასე აღ­წერს ნო­დარ დუმ­ბა­ძე 1956 წლის ორ­თა­ჭა­ლის წყალ­დი­დო­ბას მის უკა­ნას­კნელ რო­მან­ში, "მა­რა­დი­სო­ბის კა­ნონ­ში". Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ მცი­რე ფრაგ­მენტს ნა­წარ­მო­ე­ბი­დან:

***

მა­რა­დი­სო­ბის კა­ნო­ნი

ნო­დარ დუმ­ბა­ძე

... სო­ლო­ლა­კე­ლი ოქ­რომ­ჭედ­ლის, გო­გი­ას ბიჭს, ბიჭს კი არა, ნა­ბიჭ­ვარს, ვა­ნოს გა­უ­რი­გეს იმ წელს მარ­გო­დე­და­კა­ცებ­მა. მა­შინ­დე­ლი წე­სის მი­ხედ­ვით, ჯვრის­წე­რის წინ მულ-დე­დამ­თილს აბა­ნო­ში უნდა ენა­ხა სარ­ძლო დე­დი­შო­ბი­ლა, რამე ხინ­ჯი რომ არ ჰქო­ნო­და და გონ­ჯი არ გა­მომ­დგა­რი­ყო.

მარ­გოს ცოდ­ვა მი­ე­ცათ მის სულ­წა­წყმე­დილ მულ­დე­დამ­თილ­სა და ბედ­დამ­წვარ დე­და­მის­საც. აბა, მარ­გოს გა­ს­ა­სინ­ჯი რა სჭირ­და, და­ფე­თე­ბუ­ლი შვლის ნუკ­რი­ვით ჩა­მო­ირ­ბენ­და ხოლ­მე პეტ­რი­აშ­ვილ­ზე და მე­ლი­ქიშ­ვილ­ზე

რომ გა­ივ­ლი­და, პირ­და­ღე­ბუ­ლი გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი და მყიდ­ვე­ლე­ბიც დუქ­ნებს ტო­ვებ­დნენ და მოძ­რა­ო­ბა ჩერ­დე­ბო­და თურ­მე.

კვი­რა­დღეს, დი­ლით, სა­ერ­თო­ში შე­იყ­ვა­ნეს მარ­გო თურ­მე და იმ მის მუშ­ტრის თვა­ლით მომ­ზი­რალ შავ ყვა­ვებ­ში თეთ­რი მარ­მა­რი­ლოს ქან­და­კი­ვით რომ დად­გა დე­დი­შო­ბი­ლა, მკვრივ და მა­ღალ მკერ­დზე ყორ­ნის­ფერ თმებ­ჩა­მოშ­ლი­ლი, მისი სი­ლა­მა­ზით და აღ­ნა­გო­ბით გან­ცვიფ­რე­ბულ დე­დაბ­რებ­ში ან­გე­ლო­ზი­ვით მკლა­ვე­ბი რომ გა­შა­ლა, სწო­რედ მა­შინ შე­მო­ვარ­და თურ­მე ნა­რი­ყა­ლა­დან მომ­სკდა­რი წყა­ლი და აბა­ნოს მი­წის­ქვე­შა სარ­და­ფებ­ში შე­ვარ­დნი­ლა. შე­ში­ნე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი წი­ვილ-კი­ვი­ლით, თმე­ბის გლე­ჯი­თა და ლო­ყე­ბის ხოკ­ვით მი­ვარ­დნი­ან კარს და იმის ნაც­ვლად, თა­ვის­კენ გა­ე­ღოთ, იქეთ მის­წო­ლი­ან და თვი­თონ­ვე და­უგ­მა­ნავთ გა­სას­ვლე­ლი. და რო­დე­საც სარ­და­ფე­ბი პირ­თამ­დე გა­ივ­სო შლა­მი­ა­ნი და მღვრიე წყლით და რო­დე­საც სარ­და­ფებ­ში კი­ვილ-წი­ვი­ლი შემ­წყდა­რა,

საშ­ვე­ლად მო­ვარ­დნი­ლი კა­ცე­ბი მიმხვდა­რან, რომ გო­გირ­დის აბა­ნო­ებ­ში სი­ცო­ცხლე გა­თავ­და... სწო­რედ მა­შინ და­უ­ნა­ხავთ აბა­ნოს ჭერ­ში და­ტა­ნე­ბულ გი­სო­სე­ბი­ან ფან­ჯა­რა­ზე ხე­ლებ­მი­ცი­ე­ბუ­ლი, შეშ­ლილ­თვა­ლე­ბი­ა­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი.

გა­მო­უ­ტე­ხი­ათ ის ფან­ჯა­რა და გი­სო­სებ­ზე ხელი რომ გა­აშ­ვე­ბი­ნეს, ასე­ვე გა­შე­შე­ბუ­ლი წა­უყ­ვა­ნი­ათ სას­წრა­ფო­ში. ერთი თვე იწვა მარ­გო სას­წრა­ფო­ში, არც დე­დის, არც მულ-დე­დამ­თი­ლის და­საფ­ლა­ვე­ბა არ გა­უ­გია. ის შემ­ზა­რა­ვი წარ­ღვნა სა­ერ­თოდ ამო­უ­ვარ­და მეხ­სი­ე­რე­ბი­დან. ვერა და ვერ ათ­ქმე­ვი­ნეს, ვერ მო­ა­ყო­ლეს, ვერ გა­ახ­სე­ნეს ექი­მებ­მა ვე­რა­ფე­რი.

ერთი თვის შემ­დეგ ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს მარ­გო. ნა­ხე­ვა­რი წე­ლი­წა­დი იქ ჰყავ­დათ. ბო­ლოს, რო­დე­საც

ხმა ამო­ი­ღო და სი­ცო­ცხლეს და­უბ­რუნ­და, ამ ქვე­ყა­ნას აღარ იყო. იმ ნა­ბიჭ­ვარ­მა ვა­ნომ ერთხელ არ ინა­ხუ­ლა, ერთხელ არ მი­ა­კი­თხა. ერთი მა­ნე­თით არ გა­უ­მარ­თა ხელი ღვთის ანა­ბა­რად დარ­ჩე­ნილ გო­გოს.

სა­ა­ვად­მყო­ფო­დან სახ­ლში დაბ­რუნ­და მარ­გო. ერთი კვი­რა შინ იჯდა, გა­რეთ არ გა­მო­სუ­ლა. არა­ვის იკა­რებ­და, არც მე­ზო­ბელს, არც ამ­ხა­ნაგს. ერთი კვი­რის თავ­ზე სიმ­ღე­რა გა­ი­გო­ნეს მე­ზობ­ლებ­მა მარ­გოს ოთახ­ში, კარი შე­ა­ღეს და... მარ­გო მა­გი­დას­თან იჯდა, წინ ორი ბოთ­ლი სა­ფე­რა­ვი ედგა, ერთი სავ­სე, ერ­თიც ცა­რი­ე­ლი და ტკბი­ლად ღი­ღი­ნებ­და თა­ვის­თვის:

პა­რა­ხო­დო, ვინ რა იცის, რა ხარო,

თუ დაგ­ჭირ­და, სა­ზღვარ­გა­რეთ გახ­ვა­ლო,

ჩა­მო­ი­ტან კა­ვერ­კო­ტის ნაჭ­რებ­სა,

და­უ­რი­გებ გა­კოტ­რე­ბულ ვაჭ­რებ­სა...

***

შე­გახ­სე­ნებთ, რომ "მა­რა­დი­სო­ბის კა­ნო­ნი" ნო­დარ დუმ­ბა­ძის უკა­ნას­კნე­ლი რო­მა­ნია. ნა­წარ­მო­ე­ბის მთა­ვა­რი გმი­რია მწე­რა­ლი ბა­ჩა­ნა რა­მიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც გუ­ლის შე­ტე­ვის გამო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდე­ბა, სა­დაც ის მის ცხოვ­რე­ბას იხ­სე­ნებს და მა­რა­დი­სო­ბის კა­ნონს აღ­მო­ა­ჩენს. 1982 წელს წიგ­ნის ეკ­რა­ნი­ზა­ცია გა­მო­ვი­და.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| "ქა­ლებს სი­შიშ­ვლის რცხვე­ნო­დათ და ბევ­რი სწო­რედ ამ სირ­ცხვი­ლის გამო და­იხ­რჩო, არ გა­მო­ვი­და აბა­ნო­დან"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"შეშინებული ქალები წივილ-კივილით, თმების გლეჯითა და ლოყების ხოკვით მივარდნიან კარს" - ნოდარ დუმბაძე 1956 წლის წყალდიდობაზე

"შეშინებული ქალები წივილ-კივილით, თმების გლეჯითა და ლოყების ხოკვით მივარდნიან კარს" - ნოდარ დუმბაძე 1956 წლის წყალდიდობაზე

"შემოვარდა თურმე ნარიყალადან მომსკდარი წყალი და აბანოს მიწისქვეშა სარდაფებში შევარდნილა. შეშინებული ქალები წივილ-კივილით, თმების გლეჯითა და ლოყების ხოკვით მივარდნიან კარს და იმის ნაცვლად, თავისკენ გაეღოთ, იქეთ მისწოლიან და თვითონვე დაუგმანავთ გასასვლელი. და როდესაც სარდაფები პირთამდე გაივსო შლამიანი და მღვრიე წყლით და როდესაც სარდაფებში კივილ-წივილი შემწყდარა,

საშველად მოვარდნილი კაცები მიმხვდარან, რომ გოგირდის აბანოებში სიცოცხლე გათავდა...", - ასე აღწერს ნოდარ დუმბაძე 1956 წლის ორთაჭალის წყალდიდობას მის უკანასკნელ რომანში, "მარადისობის კანონში". Ambebi.ge გთავაზობთ მცირე ფრაგმენტს ნაწარმოებიდან:

***

მარადისობის კანონი

ნოდარ დუმბაძე

... სოლოლაკელი ოქრომჭედლის, გოგიას ბიჭს, ბიჭს კი არა, ნაბიჭვარს, ვანოს გაურიგეს იმ წელს მარგოდედაკაცებმა. მაშინდელი წესის მიხედვით, ჯვრისწერის წინ მულ-დედამთილს აბანოში უნდა ენახა სარძლო დედიშობილა, რამე ხინჯი რომ არ ჰქონოდა და გონჯი არ გამომდგარიყო.

მარგოს ცოდვა მიეცათ მის სულწაწყმედილ მულდედამთილსა და ბედდამწვარ დედამისსაც. აბა, მარგოს გასასინჯი რა სჭირდა, დაფეთებული შვლის ნუკრივით ჩამოირბენდა ხოლმე პეტრიაშვილზე და მელიქიშვილზე

რომ გაივლიდა, პირდაღებული გამყიდველები და მყიდველებიც დუქნებს ტოვებდნენ და მოძრაობა ჩერდებოდა თურმე.

კვირადღეს, დილით, საერთოში შეიყვანეს მარგო თურმე და იმ მის მუშტრის თვალით მომზირალ შავ ყვავებში თეთრი მარმარილოს ქანდაკივით რომ დადგა დედიშობილა, მკვრივ და მაღალ მკერდზე ყორნისფერ თმებჩამოშლილი, მისი სილამაზით და აღნაგობით განცვიფრებულ დედაბრებში ანგელოზივით მკლავები რომ გაშალა, სწორედ მაშინ შემოვარდა თურმე ნარიყალადან მომსკდარი წყალი და აბანოს მიწისქვეშა სარდაფებში შევარდნილა. შეშინებული ქალები წივილ-კივილით, თმების გლეჯითა და ლოყების ხოკვით მივარდნიან კარს და იმის ნაცვლად, თავისკენ გაეღოთ, იქეთ მისწოლიან და თვითონვე დაუგმანავთ გასასვლელი. და როდესაც სარდაფები პირთამდე გაივსო შლამიანი და მღვრიე წყლით და როდესაც სარდაფებში კივილ-წივილი შემწყდარა,

საშველად მოვარდნილი კაცები მიმხვდარან, რომ გოგირდის აბანოებში სიცოცხლე გათავდა... სწორედ მაშინ დაუნახავთ აბანოს ჭერში დატანებულ გისოსებიან ფანჯარაზე ხელებმიციებული, შეშლილთვალებიანი ქალიშვილი.

გამოუტეხიათ ის ფანჯარა და გისოსებზე ხელი რომ გააშვებინეს, ასევე გაშეშებული წაუყვანიათ სასწრაფოში. ერთი თვე იწვა მარგო სასწრაფოში, არც დედის, არც მულ-დედამთილის დასაფლავება არ გაუგია. ის შემზარავი წარღვნა საერთოდ ამოუვარდა მეხსიერებიდან. ვერა და ვერ ათქმევინეს, ვერ მოაყოლეს, ვერ გაახსენეს ექიმებმა ვერაფერი.

ერთი თვის შემდეგ ფსიქიატრიულში გადაიყვანეს მარგო. ნახევარი წელიწადი იქ ჰყავდათ. ბოლოს, როდესაც

ხმა ამოიღო და სიცოცხლეს დაუბრუნდა, ამ ქვეყანას აღარ იყო. იმ ნაბიჭვარმა ვანომ ერთხელ არ ინახულა, ერთხელ არ მიაკითხა. ერთი მანეთით არ გაუმართა ხელი ღვთის ანაბარად დარჩენილ გოგოს.

საავადმყოფოდან სახლში დაბრუნდა მარგო. ერთი კვირა შინ იჯდა, გარეთ არ გამოსულა. არავის იკარებდა, არც მეზობელს, არც ამხანაგს. ერთი კვირის თავზე სიმღერა გაიგონეს მეზობლებმა მარგოს ოთახში, კარი შეაღეს და... მარგო მაგიდასთან იჯდა, წინ ორი ბოთლი საფერავი ედგა, ერთი სავსე, ერთიც ცარიელი და ტკბილად ღიღინებდა თავისთვის:

პარახოდო, ვინ რა იცის, რა ხარო,

თუ დაგჭირდა, საზღვარგარეთ გახვალო,

ჩამოიტან კავერკოტის ნაჭრებსა,

დაურიგებ გაკოტრებულ ვაჭრებსა...

***

შეგახსენებთ, რომ "მარადისობის კანონი" ნოდარ დუმბაძის უკანასკნელი რომანია. ნაწარმოების მთავარი გმირია მწერალი ბაჩანა რამიშვილი, რომელიც გულის შეტევის გამო საავადმყოფოში მოხვდება, სადაც ის მის ცხოვრებას იხსენებს და მარადისობის კანონს აღმოაჩენს. 1982 წელს წიგნის ეკრანიზაცია გამოვიდა.

ასევე დაგაინტერესებთ| "ქალებს სიშიშვლის რცხვენოდათ და ბევრი სწორედ ამ სირცხვილის გამო დაიხრჩო, არ გამოვიდა აბანოდან"

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს